IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
ზოდიაქოს ნიშნები
kaxa_
პოსტი Jun 12 2013, 03:21 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 108
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი №: 563

ნიკის ჩასმა
ციტირება



მე უფრო მჯერა რეალობის და გამოცდილების. სხეულის ენის და მისი ფლობის ხელოვნების მჯერა. არანაირად ასტროლოგიურ სახლებსა და ეტლებს არ ვაყენებ შეურაწყოფას მარამ მირჩევია გონებით შევხედო ჩემს მომავალს ვიდრე თვალით და ვარსკვლავებით

ჩემი ასტროლოგიური რუკა ესეთი გამოვიდა


--------------------
ვამბობ ჭეშმარიტებას ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Jun 19 2013, 10:43 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება




იცოდით რომ თხის რქა ერთადერთი ზოდიაქოა, რომელის ნიშნის ქვეშ დაბადედული ადამიანები გამოყოფენ ორგანიზმიდან რაღაც ნივთიერებას, რომელსაც აქვს სპეციფიკური სუნი და ხდება მისი ორგანიზმიდან გამოყოფა, ამ სურნელს ადამიანი ვერ აღიქვამს მაგრამ ხდება მისი ტვინის ნახევარსფეროებამდე მიტანა))) და რომელიც საოცრად იზიდავს საპირისპირო სქესის პიროვნებას happy.gif
ანუ თხის რქა სულ რომ ულამაზო იყოს მაინც მიმზიდველია :დ


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
sham
პოსტი Jul 31 2013, 10:42 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 512
რეგისტრ.: 19-April 13
წევრი №: 498

ნიკის ჩასმა
ციტირება



მივაკოპირებ სხვა ფორუმიდან ... ყველაზე დეზლები ვართ biggrin.gif

მორიელი

24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

დევიზი: არ შემეხო, არ შეგეხები!
მმართველი პლანეტა: პლუტონი, მარსი.
სიმბოლო: ფენიქსი, ტარანტული, ხვლიკი, ღრიანკალი, არწივი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა ის რიცხვი რომელიც 9 ზე იყოფა.
განაგებს ჰოროსკოპის VIII სახლს

წყლის მეორე ნიშანი.

დადებითი თვისებები

ბრძოლისუნარიანი, მიზანდასახული, ერთგული, მტკიცე, გამძლე, სიღრმისეული, ენერგიული



უარყოფითი თვისებები

წყენიანი, ბოღმიანი, შურის მაძიებელი, სასტიკი, დაუნდობელი, ჯიუტი, საშიში, პატივმოყვარე, ინტრიგანი, მესაკუთრე, ეჭვიანი, სადისტი, მაზოხისტი.



მორიელები უზარმაზარი ნებისყოფით გამოირჩევიან. იბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად, რა დროსაც აგრესიული და ძალიან ენერგიულები არიან. ამავდროულად, არანაკლები ენერგიის ხარჯვა უწევთ საკუთარ თავთან საბრძოლველად, რაც უფრო მეტად ასუსტებს მათ და ძალებისგან ცლის. ეს არის თითქმის ყველა ღრიანკლის გადაულახავი პრობლემა.

მათ ძლიერი ემოციები აქვთ, სწყურიათ სიყვარული, რადგან სწორედ ესაა მათი ცხოვრებისეული საწვავი.

ეს არის ყველაზე სექსუალური და სექსუალურად ძლიერი ნიშანი მთელს ზოდიაქოში. სასურველია, რომ ღრიანკალი მაღალგანვითარებულ ღრიანკლის ტიპს განეკუთვნებოდეს (სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივი), რომელიც სულიერებისკენ, განვითარებისკენ მიილტვის, ნაცვლად მეორე, ღრიანკლის მდაბიო ტიპაჟისა, რომელიც ბნელი ენერგიებით, ბოღმით, წყენიანობით, შურისძიებით, სექსუალური თავგადასავლებით საზრდოობს (სიმბოლო ღრიანკალი).H

ღრიანკალს უნარი აქვს ბოლომდე იბრძოლოს და არ ადარდებს რა შედეგი მოჰყვება ამას. ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე.

თუ ღრიანკლისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი და გასაგები რაღაც საკითხი თავიდან სიჯიუტეს იჩენს, თავს შორს იჭერს და მხოლოდ დეტალების გარკვევის შემდეგ იღებს მასში მონაწილეობას.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი სამუშაო ესაჭიროებათ, რომელსაც მთლიანად სჭირდება ძალის დახარჯვა და არა ისეთი, რომლის კეთებისას ნახევარი ძალა გამოიყენება.

ღრიანკლების პრობლემა ისაა, რომ არ შეუძლიათ სწორად გამოხატონ საკუთარი თავი და იციან რა ეს, ურჩევნიათ ჩუმად ყოფნა და ყველაფრის გასაიდუმლოება. მათ დამოუკიდებლად სურთ მიაღწიონ მიზნებს.

ირგვლივმყოფებს ხშირად არ ესმით მათი.

ღრიანკლის გამოცნობა ადვილია _ მათი თვალები აგიპნოზებს, მათი მზერა სულის სიღრმემდე ატანს. ბევრმა მათგანმა იცის, რომ მათი თვალები მათ სულიერ არსს გამოხატავენ და ამიტომ შავი სათვალის ტარებას ამჯობინებენ, რათა არავინ ჩაწვდეს მათ იდუმალ შინაგან სამყაროს.

საერთოდ, ღრიანკალი _ ეს არის ეგოს გამოხატულება. მათ მშვენივრად იციან საკუთარი თავის ფასი და არაფრით შეიცვლიან აზრს. მოხერხებულად ისხლიტავენ ნებისმიერ შეურაცყოფას და ასევე, კომპლიმენტების შემთხვევაშიც, არანაირი ემოცია არ აისახება მათ სახეზე.

ბრწყინვალედ შეუძლიათ ხასიათის კონტროლი.

ღრიანკლებს არ სურთ სხვებისგან საკუთარ ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე რაიმე სახის კომენტარის მოსმენა, თვითონაც კარგად იციან ამის შესახებ და თქვენგან წამოსროლილ საყვედურს, შენიშვნას და ღმერთმა ნუ ქნას _ გაკიცხვას სამუდამოდ დაიმახსოვრებს და შეეცდება სამაგიეროს გადახას (თუ თქვენ მისთვის უახლოესი ადამიანი არ ხართ, ან თუ თვითონ მაღალგანვითარებული ღრიანკლის ტიპს არ მიეკუთვნება).

ღრიანკალთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, ვინაიდან გარეგნულად ძალიან რბილი და მიამიტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

მისი ნაკბენი, როგორც წესი, სასიკვდილოა.



ღრიანკლებს გულწრფელი ღიმილი აქვთ, თუმცა იშვიათად იღიმებიან. უნარი შესწევთ ისე შეაღწიონ ადამიანის სულში, რომ მან ვერც კი გააცნობიეროს.

თუ მას რაიმე რჩევას ან აზრს დაეკითხებით, მზად იყავით, რომ რასაც გიპასუხებთ, შესაძლოა საერთოდ არ მოგეწონოთ, ვინაიდან მან არ იცის შელამაზებული საუბარი, პირდაპირ მოგახლით რასაც ფიქრობს. ამიტომ თუ სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ, სჯობს თავი შეიკავოთ მისთვის აზრის ან რჩევის კითხვისაგან.

მაგრამ ღრიანკალი ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს _ მას დახმარება შეუძლია როგორც საქმით, ასევე სიტყვით. ეს ადამიანები არასდროს მლიქვნელობენ და თუ რაიმე სასიამოვნოს გეუბნებიან, დააფასეთ ეს, ვინაიდან ნამდვილად გულწრფელნი არიან.

ტიპიურ ღრიანკალს იშვიათად ეშინია რამის. როგორც წესი, მებრძოლი და გამბედავი ადამიანები არიან. არასდროს ავიწყდებათ მათდამი გაკეთებული სიკეთე, თუმცა, სიბოროტესაც არასდროს ივიწყებენ და 20 წელი რომც იყოს გასული, მაინც გადაუხდიან სამაგიეროს იმათ, ვინც ოდესღაც აწყენინა ან რაღცით შელახა მათი ღირსება.

როგორც წესი, ღრიანკლის შურისძიება არასდროს არის სპონტანური. პირიქით, დიდხანს გეგმავს და სტრატეგიულ ხაზს აწყობს, რის შედეგადაც მისი `ნაკბენი~ ბევრად მტკინვეულია.

საერთოდ, ღრიანკალს კარგი ჯანმრთელობა აქვს. იშვიათად ავადდება, თუმცა საფრთხე მოსალოდნელია მელანქოლიულობასა და მძიმე სამუშაოსგან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკულ გადახარჯვას აქვს ადგილი, რაც მის სასიცოცხლო მარაგს აცარიელებს. მაგრამ, თუ ღრიანკალს სურვილი უჩნდება, რომ გამოჯანმრთელდეს _ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გამოჯანმრთელება. მთავარია მართლა მოუნდეს და მოახდინოს ძალების მობილიზება. ღრიანკლებმა საკუთარ ავადმყოფობაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა და პროფესორებმა, რომლებიც მათ მკურნალობენ.

საერთოდ, სექსი, ღრიანკლებისთვის საუკეთესო წამალია ნებისმიერ უგუნებობასა და ავადმყოფობასთან ბრძოლაში, უფრო მეტიც _ წარუმატებლობის პერიოდშიც! სექსი მათი სიცოცხლის ელექსირია. ის მათ ენერგიით აღავსებს, რაც ყოველგვარი უსიამოვნების დაძლევაში ეხმარება.

ზოგადად ღრიანკალი გმირული ბუნების პიროვნებაა, ძალიან მიჯაჭვულია ოჯახს, უყვარს სუსტებისა და ბავშვების დაცვა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ან წმინდანები, ან უკიდურესად აღვირახსნილი ადამიანები არიან, საშუალო _ იშვიათია.

ეს ძალიან მესაკუთრე ნიშანია და მესაკუთრეობას იჩენს ყველაფრის მიმართ, რასაც თავისად მიიჩნევს. საკუთარს სიცოცხლის ფასად არ დათმობს! თუ ვინმე შეიყვარა _ შეიძლება `ხელში შემოაკვდეს~ თავისი რჩეული იმდენად მოზღვავებული აქვს მესაკუთრეობის ინსტიქტი.

ეს ადამიანები რადიკალიზმით გამოირჩევიან. მათი დევიზია - `ან ყველაფერი, ან არაფერი~!

ცხოვრებაში მხოლოდ ორ ფერს სცნობენ _ შავს და თეთრს, შუა ტონებს _ არა. მათთვის ყველაფერი ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდია. ეს უკიდურესობები ხშირად პრობლემებს უქმნით მათ ცხოვრების მრავალ სფეროში, მითუფრო ურთიერთობებში.

ეს ადამიანები ან ძალიან უყვართ, ან დასანახად ვერ იტანენ. მათ ან ერთგული მეგობრები ჰყავთ, ან დაუძინებელი მტრები.

მათდამი შუალედური დამოკიდებულება, გამორიცხულია, თუმცა მტრებიც კი კარგს ამბობენ მათზე და პატივს სცემენ. რაღაც არის მათში სასიამოვნო და მიმზიდველი, რაც მათ მიმართ ღრმა პატივისცემით განგაწყობს.

ღრიანკალმა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებები იცის და სურვილის შემთხვევაში, უნარი შესწევს გაიმარჯვოს როგორც ერთზე, ისე მეორეზე.

მას უნარი შესწევს პრაქტიკულად განახორციელოს ყველა გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვს. ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს. ეს უფრო იღბალს ჩამოჰგავს, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის გამოჩენას.

მისი მმართველი პლანეტის, პლუტონის მაგიური და იდუმალი ძალის მეშვეობით, მისი სურვილები რეალობად ტრანსფორმირდება.

ერთი სიტყვით, ეს ძალიან ძლიერი, სიღრმისეული ნიშანია, რომელთან გაპაექრება ბევრს არ ძალუძს. ღრიანკალს, მხოლოდ საკუთარი თავი ერევა, როდესაც ის თვითგვემით და შურსიძიების სურვილითაა დაკავებული და თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევს.

მორიელი მამაკაცი:

თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და ცხოვრების გზაზე მორიელ მამაკაცს გადაეყარეთ, გირჩევთ სანამ გვიან არ არის, თავს გაქცევით უშველოთ. მიუხედავად გარეგნული სიცივისა, ამ ადამიანს შეუძლია გავარვარებული შანთივით დაგწვათ. გამოგიცდიათ ოდესმე ძლიერი დამწვრობა? სწორედ ასეთივე მტკივნეულია ღრიანკალთან უიღბლო შეხება. გონს მოსასვლელად შესაძლოა, რამოდენიმე კვირა და თვეც კი დაგჭირდეთ. თუმცა თუ თავს არანაკლებ ძლიერ პიროვნებად თვლით და რისკისაც არ გეშინიათ, სცადეთ, იქნებ გაგიმართლოთ კიდეც.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის, ერთი სიტყვით დახასიათება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა ”უძლეველი” იქნებოდა. ამ პიროვნების დათრგუნვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი ნებისმიერი, ყველაზე რთული ბრძოლიდანაც კი საბოლოოდ გამარჯვებული გამოდის. ამიტომ მის პროვოცირებას ამაოდ ნუ ეცდებით.

მამაკაც ღრიანკალს გონება და ემოციები ყოველთვის შესანიშნავ ურთიერთჰარმონიაში აქვს. ხოლო თუ იგი, მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მისი გონება აუცილებლად ცხოვრებისეული არსის ძიებით იქნება დაკავებული.
მორიელი მამაკაცი მგრძნობიარე ნატურაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: ჭამა, სმა, ნარკოტიკები... განსაკუთრებით კი სიყვარული. მორიელი თითქოსდა ამ გრძნობისთვისაა შექმნილი და მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ.
სასიყვარულო ბატალიებში, მორიელის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ თუ იგრძნო, რომ ქალს მზერით ვერ მოაჯადოვებს, შხამს გამოიყენებს და მისი გრძნობების სრულ პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევთ, სავსებით მშვიდი გამომეტყველება ექნება. გულგრილობა მისი საყვარელი მანერაა, მანამ სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მის განკარგულებაშია და შეუძლია გული საკმარისად მოიჯეროს.

ჩვეულებისამებრ ღრიანკალი წესებს მანამდე იცავს, სანამ ისინი მის საკუთარ მიზნებს, იდეებსა და ამოცანებს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ საკმარისია, ვინმემ ან რამემ, გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალოს, ყველაფერს წამში გადაუსვამს ხაზს, თანაც ისე რომ შედეგით არც კი დაინტერესდება.
ნებისმიერ მნიშვნელოვან, ცხოვრებისულ გადაწყვეტილებას მამაკაცი ღრიანკალი, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად იღებს. მეგობრების, ნათესავების ან სულაც მეუღლის აზრს იგი, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი ეს თვისება, კარგად თუ დაუფიქრდებით, ძალზე დასაფასებელია. განა ბევრია ქვეყანაზე ისეთი მამაკაცი, ვისაც ურთულესი პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია?

მორიელი ერთი ათად შეგიყვარდებათ და პატივს სცემთ, თუ შემთხვევით გასაჭირში ჩავარდნილი ნახეთ. იმ დროს, როცა სხვა მამკაცები პანიკაში ვარდებიან, ბრაზობენ, ბუზღუნებენ ან უბრალოდ იბნევიან, მორიელი ბრძოლაში უშიშრად ებმება. მისი ცხოვრების გზა, ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა, ამიტომ უბედურების მოახლოებას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად კი არ აღიქვამს, არამედ როგორც მორიგ ცხოვრებისეულ პრობლემას, რომელსაც დაუყოვნებლივ გადაჭრა ესაჭიროება.

მეგობრების და ახლობლების შერჩევას, ღრიანკალი დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება. თავის გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც ბოლომდე არ ენდობა.
მორიელ მამაკაცს სახალხოდ, თავისი გრძნობების აფიშირება არ ახასიათებს. ის კი არა ზოგჯერ შესაძლოა უხეში, უყურადღებო და სასტიკიც მოგეჩვენოთ. მაგრამ მოგვიანებით, როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში აუცილებლად გამოგიტყდებათ.
სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გაზეთიდან თვალმოუცილებლად ეუბნებიან თავიანთ მეუღლეებს ყალბ კომპლიმენტებს, მორიელი ქმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგაქებთ, თუ ამას მართლა იმსახურებთ. მაგრამ მისი შექება, სხვების ნათქვამი კომპლიმენტების, მთელ კასკადს უდრის.

მორიელი იშვიათი მკაცრი მამაა. ბავშვებს სიზარმაცისა და ცელქობის საშუალებს არასოდეს მისცემს და პატარაობიდანვე საკუთარი თავის პატივისცემასა და რწმენას ჩაუნერგავს. სანამ წამოიზრდებიან, შვილებს თავგამოდებით დაიცავს. მაგრამ როგორც კი ასაკი მოემატებათ, ბრძოლას ასწავლის. შესაძლოა ხანდახან ბავშვებმა თავიანთი მორიელ-მამა, ზედმეტ სიმკაცრეში დაადანაშაულონ, მაგრამ როცა გაიზრდებიან, მერეღა მიხვდებიან თუ რამდენი უსწავლიათ მისგან და უსაზღვრო მადლიერების გრძნობით განიმსჭვალებიან მშობლის მიმართ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Jul 31 2013, 10:45 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჟირაფი


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Oct 28 2013, 06:54 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



“კავკასიური ზოდიაქოს” განსახლების პრინციპები




ქართული წარმართული კალენდრის (წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები..) სალექსიკონო მასალის კვლევამ საინტერესო დასკვნები მოგვცა: ეს არის კარგად გააზრებული და ძირითადი საკულტო ღვთაებების დღესასწაულებზე დაფუძნებული სისტემა. ამიტომ ისიც უნდა ექვემდებარებოდეს მსოფლიო პრაქტიკაში არსებულ კანონზომიერებებს. კერძოდ, შესაძლებელია, გამოითვალოს ნებისმიერი კალენდრის შექმნის თარიღი. ხოლო შემდეგ მისი მეშვეობით, გარპენდონავტების ფორმულის გამოყენებით მეცნიერები ზუსტად ითვლიან ეგვიპტური პირამიდებისა და შუმერული ზიქურათების არა მარტო მდებარეობას, არამედ მათი მშენებლობის დაწყების თარიღს საათების სიზუსტით. ჩვენც შევამოწმეთ, ჩვენი კალენდარი თუ იზიარებდა ამ კანონზომიერებებს. სათანადო სპეციალისტის ძიებამ კი პროფ. ჰამლეტ წულაისთან მიგვიყვანა, რომელმაც გამოთვლების საწარმოებლად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ზუსტი რუკა მოითხოვა. ასეთი რუკა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ქ-ნმა რუსუდან ბახიამ შექმნა. მასზე ის ტაძრებია დატანილი, რომლებიც ვახტანგ ორგასალმა აღადგენინა და აღაშენებინა უკვე არსებულთა ნაცვლად. პირველივე მონახაზებმა ცხადყო, რომ ჩვენი წინაპრები ტაძართა მშენებლობისას გარკვეულ ჩარჩოებს იცავდნენ და მსოფლიო ცივილიზაციათა სტანდარტს არ არღვევდნენ. ქრისტიანულ ტაძართა 90-95% ხომ ძველი წარმართული ბომონების ადგილასაა აგებული (ოლიმპო_ათონის მთის მონასტერთა კომპლექსი, მარსის მოედანი _ წმ. პეტრეს ტაძარი..). ამიტომ ჩვენს რუკაზე არქეოლოგიური ძეგლებიც არის დატანილი და აი, რა აღმოჩნდა:


1) დღესდღეობით ძირითადი საკათედრო ტაძრები სწორედ უდიდეს საკულტო ნაგებობებზეა დაშენებული (სვეტიცხოველი, ზედაზენი, ჯვარი…). ამაზე ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ვწერდით სხვადასხვა სამეცნიერო თუ პოპულარულ გამოცემაში (ჟ. “კავკასიის მაცნე”, “მნათობი”, გაზეთები). აღნიშნულმა რუკამ ამ ხნის მანძილზე ექსპერტთა ხელში გაიარა, არქეოლოგიური კვლევის ცენტრმაც განიხილა (პროფ. რ. რამიშვილი და გ. ღამბაშიძე), გარკვეული რჩევებიც კი მივიღეთ მათგან. რუკის უტყუარობა და მონაცემები ყველამ აღიარა და, უფრო მეტიც, გარეჯის ცივილიზაციაზე საუბარი სწორედ მას შემდეგ დაიწყო.

2) რუკაზე კარგად ჩანს ის ტერიტორია, რასაც ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროები ქართლს უწოდებენ 1921 წელს დაკარგული მხარეებით. ჩვენი აზრით, ეს არის ე. წ. ქართის მოდგმის ტომთა განსახლების სივრცე.

3) თვითონ ტაძრები გარკვეულ ტერიტორიებზე არათანაბარ ჯგუფებად არის განაწილებული, ზოგან_მეტი, ზოგან_ნაკლები. ზოგი დიდი ზომისაა, ზოგი_საშუალო ან მცირე ე.წ. ერთნავიანი ბაზილიკები, ივრისპირეთში კვირია ეკლესიებს რომ უწოდებენ. ამიტომ გაჩნდა ლოგიკური კითხვები: ესა თუ ის ნაგებობა რატომ დგას მაინცდამაინც აქ, ასეთი და ამ ზომის?

ეს არ არის თავდაცვითი ძეგლები, რომელთა მდებარეობა და სიდიდე მათივე ფუნქციიდან მომდინარეობს. ტაძართა სიდიდეები და ფორმები ჩვენი წინაპრების სულიერებასა და ეკონომიურ შესაძლებლობებთან უფრო უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და ბევრად უფრო სათუთი საკითხია, ვიდრე დღეს ვუწევთ ანგარიშს.

რუკას რომ დახედა, ბ-ნმა ჰამლეტ წულაიამ განაცხადა აქ ყველაფერი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვითაა განლაგებულიო, რამაც ჩვენი დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია. მაგრამ როცა მან რუკაზე ოთხი წერტილი – ბოდბე, გარეჯი, ნეკრესი და ნინოწმინდა ერთმანეთს სწორი ხაზით დაუკავშირა, სასწორის თანავარსკვლავედის ნიშანი მივიღეთ. მერე უკვე დანარჩენებიც გადავამოწმეთ და ტაძართა განლაგების საერთო კონტურები საქართველოს ყველა რეგიონში ზოდიაქოს ნიშანთა მოხაზულობას დაემთხვა: სასწორი – კახეთი, ღრიანკალი (მორიელი) – საინგილო, ქალწული – ქართლი, ლომი – ზემო იმერეთი და სამეგრელო-სვანეთის ნაწილი, კირჩხიბი (კიბო) – აჭარა-ჭანეთი და ტყუპები – ტაო-კლარჯეთი (ე.წ. 12 სავანეთა მხარე)
.

და ჩვენს წინაშე მაშინვე დაისვა საკითხი: ზოდიაქოს ნიშნები ქართული სინამდვილისთვის საერთოდ თუ არის დამახასიათებელი?

ისინი სვეტიცხოვლის სამხრეთ ფასადზეა განთავსებული. ფრესკა საკმაოდ კარგად ჩანს და თეოლოგიური მნიშვნელობა ასეთია: ”ყოველი სული აქებდით უფალსა”(ფს). ცენტრში მოთავსებულია ქრისტე-პანტოკრატორი. მომდევნო წრე ანგელოზთა იერარქიისაა, გარე წრეში კი ზოდიაქოს ნიშნებია, რომელთაც მზე და მთვარე აქვთ დამატებული. ერთი სიტყვით, მსოფლიო ცივილიზაციათა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება (დენდერის ტაძრის ზოდიაქო, ეგვიპტე IV ათასწლეული) უცხო არ იყო ჩვენი წინაპრებისათვის. ამიტომ კვლევაც სწორედ ამ მიმართულებით განვაგრძეთ. 6 ზოდიაქო სახეზე გვქონდა, მაგრამ სად იყო დანარჩენი 6 და ვინ განალაგა ასე ისინი სამხრეთ კავკასიის სივრცეში?

მეორეს მხრივ, ტაძრები წრფივ განლაგებასაც გვიჩვენებენ და ეს აშკარად ჩანს “ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების” 1991 წ. გამოცემულ რუკაზე. ისინი წრფეებზე ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებულნი. თუ ერთ მათგანს ცენტრად მივიჩნევთ, სხვა ორი მისგან ერთნაირ თანაბარ მანძილზე აღმოჩნდება მის მარჯვნივ და მარცხნივ, იმდენად ზუსტად და რეგულარულად, რომ ფარგლით შეიძლება თითოეული ტაძრის ადგილმდებარეობის პოვნა. წრფეები კი ჰორიზონტის მიმართ 23 გრადუსითაა დახრილი, ანუ ზუსტად იმდენით, რა დახრის კუთხეც გააჩნია დედამიწას კოსმოსში.


4) ამ დროს განლაგებაში წრეც მონაწილეობს, უფრო სწორად, წრეები.. აქ კიდევ ერთი დამთხვევა აღმოვაჩინეთ_სულხან-საბას “სიტყვის კონაში” ფიქსირებული ცათა სისტემა, რომელშიც VIII და IX წრეს შორის განლაებული 12 ცალკეული ვარსკვლავი 12 ზოდიაქოს აღნიშნავს.


დენდერის ტაძრის ზოდიაქო
5) თავიდან არ ვიცოდით, რა მანძილით უნდა დაგვეშორებინა ეს წრეები ერთმანეთს. განგვიმარტეს, რომ ეს არის 29,5 კმ._მთვარის სინოდური თვის ციფრი, რაც, როგორც მანძილის საზომი ერთეული ერთი დღის სავალად არის ცნობილი.

საინტერესო იყო, ჩვენი სისტემა როგორ მოერგებოდა სულხანისეულ ცათა სისტემას. გამოსათვლელი იყო წრის ცენტრიც.. ბატონმა ჰ. წულაიამ თბილისის კარტოგრაფიულ ფაბრიკაში 1994წ. დაბეჭდილი რუკის მიხედვით ის დღევანდელი კიროვაკანის (საქართველოს ყოფილი ლორეს ტერიტორია) მიდამოებში ივარაუდა. ზუსტი გამოთვლა კი ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელს მიხეილ ხაბაზიშვილს ეკუთვნის _ 44-ე და მე-40 პარალელების გადაკვეთაზე, მდ. არაქსზე საქართველო-სომხეთის დღევანდელი საზღვრის ახლოს. სულხანის ცათა სისტემის I და II წრე კი ჩვენს რუკაზე იმ ტერიტორიას მოიცავს, რაც თრიალეთის კულტურის ცენტრს წარმოადგენს და არც ეს არის შემთხვევითი. ცათა სისტემის საბოლოო, ელექტრონული ვერსიის ავტორი გახლავთ ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

6) ერთი სიტყვით, მივიღეთ, რომ გვაქვს წრეები, პარალელური ხაზები, ზოდიაქოს ნიშნები და ოქროს კვეთის პრინციპზე დამყარებული ზუსტი გამოთვლები. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ერთ საერთო სისტემაში ჯდება_ ცოცხალი კვადრატი და მასში ჩახაზული წრე, რაც ქართული ასომთავრული ანბანის საფუძველია. ფაქტობრივად მივიღეთ, რომ ქართული ასომთავრული ანბანი და ქართის ტომთა განსახლების პრინციპები ერთიდაიგივე ყალიბშია მოჭრილი. ის მხოლოდ გარკვეული კასტის წევრთა ცოდნაზე იყო გათვლილი. მათ განდობილები ანუ ქურუმები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არეგულირებდნენ კალენდარს. მისი მეშვეობით კი საკუთარი ერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

7) კომპიუტრულ ვერსიაზე მუშაობისას თავიდან ზოდიაქოთა XVI-XVII ს-ის მონაცემებს ვეყრდნობოდით. ბოლო მომენტში კი ცნობილი ასტროფიზიკოსის გალინა გლობას დენდერის ტაძრის ზოდიაქოს (ეგვიპტე, IV ათასწლეული) ნიშნები გამოვიყენეთ. მასში ვარსკვლავთა უფრო მეტი რაოდენობაა ფიქსირებული, ვიდრე ევროპული ზოდიაქოების ნიშნებში. ქართის ტომის რუკა კი სწორედ დენდერის ტაძრისას იმეორებს. ამის ნათელი დასტურია 12 სავანეთა მხარის ძეგლები, აგებული გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მიერ. თავის მხრივ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ცნობიერება უშუალოდ მონაწილეობდა ეგვიპტე-აზიის კულტურის ფორმირება-განვითარების საკითხებში.

8) მონაცემთა შეჯერების შემდეგ გეოგრაფიული კანონზომიერებებიც გამოვლინდა:

ა) ეს განსახლება ძირითადად სამი ზღვის აუზში გვაქვს:
შავი ზღვის – ტყუპები, კიბო, ლომი;
კასპიის – ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული;
სპარსეთის ყურის – თევზები, ვერძი, კურო.

ბ) სხვადასხვა რეგიონში მდებარე ზოდიაქოს ეტლების მასშტაბები სხვადასხვაა, ანუ არ გვაქვს ერთიანი მასშტაბი. ფაქტობრივად, ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ცის თაღივით ერთნაირი სწორი რელიეფი გვექნებოდა. მაგრამ ეს ხომ სამხრეთ კავკასიაა თავისი მთათა სისტემებით და ამ რელიეფის გამო შეგვიძლია მასშტაბის ერთი საზომი გამოვრიცხოთ. სამაგიეროდ, მიწიერი ზოდიაქოები არ სცილდება ბუნებრივ გეოგრაფიულ საზღვრებს_თითოელი მხოლოდ გარკვეული მდინარის აუზში თავსდება და სხვა აუზში კი არა, წყალგამყოფ ქედებზეც კი არ გადადის.

გ) ზოდიაქოს 12-ვე ეტლი ზუსტად მოერგო აღნიშნულ ტერიტორიებს. საკმარისი იყო, რომელიმე ნიშნისათვის 2 წერტილი მოძებნილიყო, დანარჩენს თვითონ კომპიუტერი სვამდა. კანონზომიერებებზე კი, თურმე უკვე მაშინაც შეგვეძლო საუბარი, ყველა ეტლიდან ერთი ვარსკვლავის მიხედვით მაინც რომ შეკრულიყო წრე. აქ კი კონკრეტული ძეგლების ჯგუფები ამოდის. ერთადერთი ირანსა და თურქეთში მდებარე თხის რქის, მერწყულისა და თევზების თანავარსკვლავედებზე დანამდვილებით ვერ ვიტყვით ამას, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო უძველესი მონაცემების მოძიება.

მდინარეთა აუზების მიხედვით კი ასეთი გადანაწილებაა:
ვერძი და თევზები ევფრატის აუზში, თხის რქა, მერწყული და კურო - არაქსის სხვადასხვა წელზე, ტყუპები – ჭოროხის ზედა წელზე, კიბო – აჭარისწყალზე, ლომი – რიონის, ქალწული – მტკვრის შუა წელზე, სასწორი – ალაზნის, მორიელი – ივრის, მშვილდისანი – მტკვრის ქვედა წელზე.

9) განსახლების ეს სქემა აშკარად გვიჩვენებს, რომ არქეოლოგიური და კულტურული ფენების თვალსაზრისით, ეს არის მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი. მისი ცენტრალური ნაწილი, ე. წ. წრის “გული” I და II წრით თრიალეთის კულტურის ზონაა. თავის მხრივ, ეს დასკვნები საშუალებას გვაძლევს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დავაყენოთ აკაკი შანიძის მიერ მოძიებული მასალა ნართ, პართ, ქართ-ის შესახებ_ რას ნიშნავს და ვის მიერ არის დარქმეული ეს სახელები ამ ტომთა გაერთიანებებისათვის?

10) ე.წ. კავკასიური ზოდიაქო ბადებს კითხვას: ვინ ქმნიდა აღნიშნულ ცივილიზაციას და საიდან, რა წერტილიდან “ითვლიდა” ამ კოორდინატებს? უფრო კონკრეტულად კი, მაშინდელი “ცივილიზებული მსოფლიოს” რა წერტილში უნდა მდგარიყო მისი ეგო(მე), რომ ასე განესაზღვრა თავისი საცხოვრისი_ამ მიმართულებით გადმოეღო ცის ტატნობი?


ასტრონომიული თვალსაზრისით, ზოდიაქოთა ათვლა ყოველთვის ვერძის სახლით იწყება. სწორედ მასში აითვლება გაზაფხულის ბუნიობის, ანუ დღეღამტოლობის მომენტი (21 მარტი). მსოფლიოს მრავალი კალენდრისთვის ეს დღე იყო ახალი წლის დასაწყისი (მარტის წელიწადი) და დღესაც მრავალ მუსულმანურ ქვეყანაში ახალი წელი ამ დღეს იწყება. ამიტომ კავკასიური ზოდიაქოს დაგეგმარების კოორდინანტთა სათავესაც ამ ეტლის დასავლეთით ვგულისხმობთ. ეს ტერიტორია კი არიან-ქართლი უნდა იყოს, რადგან ისიც ცნობილია, რომ სწორედ არიან-ქართლიდან ანუ ”მამათა ჩვეთა” საცხოვრისიდან (ქართლის უძველესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრი “ქართლის ცხოვრების” მიხედვით) წამოღებული გაცისა და გაიმის კერპებისათვის არმაზის დამატებით, ანუ ახალი ტრიადის შექმნით ქართული სახელმწიფოს ახალი ცხოვრება დაიწყო ფარნავაზის ქართლის სახით. ისტორიული წყაროები მას არმაზი-ქართლის სახელითაც იცნობენ. ვახტანგ გორგასლის მიერ სატახტო ქალაქის გადატანითა და ქრისტიანული სულიერების კულტურის კერად თბილისის სახელდების შემდეგ, ამავე ლოგიკით შეიძლება, ქვეყანას გორგასლის ქართლი ან თბილისის ქართლი ვუწოდოთ.

სამივე ქართლისათვის, უფრო კი პოლიტიკურ ცენტრად რომელიმე რეგიონის განსაზღვრისას ძირითადი ენობრივი მახასიათებელი უზენაესი ღვთაება გახლავთ: არიან-ქართლისათვის არია (მარსი); ფარნავაზისა და მისი მოდგმისათვის (ცენტრით მცხეთაში)_არმაზი და გორგასლიანებისათვის (თბილისი)_იესო ქრისტე.

არიან-ქართლიდან პოლიტიკური ცენტრის გადანაცვლების მიზეზი რელიგიურის გარდა პოლიტიკურიც უნდა ყოფილიყო. ე. წ. ”ზღვის ხალხთა” შემოსევები (ჩვ. წ. აღ-მდე XII ს.) წინა და მცირე აზიაში მცხოვრებ ტომთა გაერთიანებებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ავიწროებდა. ალბათ, ამის გამო გახდა საჭირო პოლიტიკური ცენტრის უფრო უსაფრთხო ადგილას გადატანა, რამაც მცხეთის დედაქალაქად ქცევა განაპირობა. მსგავსი რამ რომ სრულიად შესაძლებელია, ისევ “ქართლის ცხოვრებას” მოვიშველიებთ. თბილისის საამიროს შექმნის შემდეგ ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და კულტურის ცენტრად ახალი ქართლი_ტაო-კლარჯეთი იქცა. ის ქართლის უკიდურესი დასავლეთი პროვინცია იყო, ცენტრით არტანუჯში, რომლიდანაც ბაგრატოვანთა დინასტიის ზეობა დაიწყო.

თვითონ არიან-ქართლი კი ჩვენს ისტორიულ ცნობიერებაში წინაპართა აკვანია და დღესაც კი ისტორიკოსთა დავის საგანი: ერთნი მას უფრო აღმოსავლეთით_ევფრატის სათავეებისაკენ ეძებენ, მეორენი_დასავლეთით_ხეთური სახელნწიფოს აღმოსავლეთ პერიფერიაზე თუ მის მიმდებარედ. ორივე შემთხვევაში ეს არის ქართის ტომთა ისტორიული საცხოვრისი და სწორედ ამის ერთ-ერთი დასტურია ჩვენს მიერ წარმოდგენილი კავკასიური ზოდიაქო. თუ ჩვენი ვარაუდი მართებულია ათვლის სისტემის ვერძის ზოდიაქოთი დაწყების თაობაზე, მაშინ არიან-ქართლის ლოკალიზება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით უნდა მოხდეს. ამას კი მომავალი კვლევა გვიჩვენებს.


და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი ისევ არიან-ქართლთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ქ-ნმა რუსუდან ბახიამ აღნიშნა, რომ ძველი თბილისი თავისი კარტოგრაფიული განფენილობით მთლიანად იმეორებს მცხეთას (ჯვარი-მეტეხი, სვეტიცხოველი-სიონი, ბაგინეთი-ნარიყალა, ბებრისციხე-ლურჯი მონასტერი_ქსე, თბ., 1981), მხოლოდ მასშტაბია ოდნავ შემცირებული. თავდაპირველად გვეგონა, რომ ეს განპირობებული იყო მცხეთასა და თბილისთან მტკვრის ერთნაირი მოხაზულობით. მაგრამ ისიც აღმოჩნდა, რომ მცხეთას ასევე ზუსტად “იმეორებს” უჯარმაც. ეს სამი გეოგრაფიული პუნქტი საერთოდ არ ჯდება ჩვენი “წრფივი განვითარების თეორიაში”, მაგრამ მათ ისტორიული და ენობრივი ლოგიკა სულ სხვა კუთხით აერთიანებს. მცხეთა ფარნავაზის მიერ შექმნილი ქართლის დედაქალაქია, თბილისი_ვახტანგ გორგასლისა და მის შთამომავალთა მიერ დაარსებული სახელმწიფოსი, ხოლო უჯარმა გორგასლის დროს და მანამდეც სამეფო რეზიდენცია იყო. როგორც ჩანს, არსებობდა რაღაც ტრადიცია “საუფლო” (სამეფო) ადგილსამყოფელთა დაგეგმარებისა, რაც ისევ უძველეს აღმოსავლურ ანდაზასთან უნდა იყოს დაკავშირებული “ყველა გზა ტაძართან მიდის”.. ძველი მცხეთა ხომ ქართლის მთის-ქართლოსის საფლავის ორიენტირითაა განვითარებული (წრის ცენტრი), იმ მთის, რომელზეც არიან-ქართლიდან მოტანილი კერპები დააბრძანეს, ალბათ, ზუსტად ისე განალაგეს, როგორც ეს ძველ ადგილას ჰქონდათ. მოგვიანებით ამ ცენტრმა (მირიანის დროს) სვეტიცხოვლისაკენ გადაინაცვლა, მაგრამ დაგეგმარების ტრადიციები კი უცვლელი დარჩა. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში ჩვენ მაშინვე დავსვით საკითხი, გაერკვიათ წინა და მცირე აზიის კონკრეტულად რომელ ქალაქს “იმეორებს” მცხეთა? სავარაუდოდ ის უნდა იყოს არიან-ქართლის ყოფილი დედაქალაქი. ამის თქმის საშუალებას აშკარად გვაძლევს ქართულ-ქართველური ტოპონიმიკა, სადაც ლოკალურ ადგილებში ხშირია სახელთა (ტოპონიმთა) დამთხვევები, რაც ისევდაისევ გარკვეული ტრადიციებითაა განპირობებული.


ავტ.ქეთევან სოხაძე, წყარო: http://iberiana2.wordpress.com/georgia/zodiaqo/

პ.ს ძალიან საინტერესო სტატიაა, არ დაიზაროთ წაკითხვა smile.gif


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2018 - 03:20 AM