IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
წმინდა წერილი და გარდამოცემა
სტუმარი
პოსტი Apr 16 2013, 11:08 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



რელიგიური ფორუმებისთვის დამახასიათებელია კამათი, პაექრობა, არგუმენტირებული დაპისრისპირება და ა.შ.
ეს ბუნრბრივი დიალოგის ფორმებია, რომელთაც თავისი წესები და თანამიმდევრობა გააჩნია.
როდესაც მიდის კამათი ქრისტიანული რელიგიის გარეშემო, საუბრისას მთავარი ავტორიტეტული წყარო ბიბლია არის ხოლმე. თუმცა, მრავალი ადამიანისვის, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელთათვის ან კათოლიკეთათვის არანაკლებ მნიშვნელოვან წყაროს გარდამოცემა წარმოადგენს.
არის რიგი საკითხებისა, სადაც წმინდა წერილის დამოწმება საკმარისია ხოლმე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გარდამოცემის მოხმობას არსებითი მნიშვნელობვა გააჩნია ხოლმე.
ამაზე ვრცელი სტატია აქვს დათმობილი დიაკვან ჯონ ვაიტფორდს
http://www.orthodoxy.ge/apologetika/uaitfordi2.htm
თავად ბიბლიაში, ნახსენებია, რომ ბევრი ისეთი რამ მომხდარა, რისი აღწერა-დაფიქსირებაც ვერ მოხერხდა ბიბლიაში. მრავალი რამ ზეპირსიტყვიერებით გადმოიცემოდა და ამას არანაკლები მნიშვნელობა გააჩნდა პირველქრისტიანთათვისაც.

ჩემი აზრით, მანამდე სანამ ვინმე გადაწყვეტს დაიწყოს დისპუტი ქრისტიანობის გარშემო, უნდა შეთანხმდეს მოსაუბრესთან მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით იქნება ეს დიალოგი, თუ გარდამოცემის დამოწმებაც იქნება შესაძლებელი. სხვადასხვა სექტებთან ან პროტესტანტულ მიმდინარეობებთან ეს შეუძლებელია, რადგან ისინი არ აღიარებენ გარდამოცემას.
სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია, უპირველს ყოვლისა, მოხდეს გარჩევა რამდენად საჭიროა გარდამოცემა ქრისტიანობაზე საუბრის დროს.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 17 2013, 11:29 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
გარდამოცემა და ზოგადად ზეპირად ინფორმაციის გადაცემის ფორმა მიღებული იყო ადრეულ ქრისტიანებსა და იუდევლებში ეს აქტი დაშვებულად და სარწმუნოდ მიმაჩნია თუ გარდამომცემი ღვთის სულით აღვსილი წინასწარმეტყველი მოციქული ან რომელიმე წმიდად შერაცხული პიროვნებაა და ამავდროულად მის მიერ ზეპირად გაჟღერებული სიტყვები შესაბამისობაში და თანხმობაშია წმინდა წერილთან. ჭეშმარიტების დასადგენი ამომავალი საყრდენი ცენტრი კი მხოლოდ წმინდა წერილია, ის წერილი რომელზეც მოციქული საუბრობს რომ მთლიანად ღვთივსულიერია და არა მოგვიანებით კორექტივებშეტანილი წიგნი.

როგორც აღვნიშნე გარდამოცემა სრულ თანხმობაში უნდა იყოს წმინდა წერილთან, ვინაიდან მოციქული წერს: თუ ვინმემ კაცთაგან ან ანგელოზთაგან გახაროთ არა ის რაც უკვე გეხარათ შეჩვენებულ იყოსო, ამიტომ და კიდევ იმიტომ რომ ადამიანური ბუნება არასრულყოფილია, ზეპირი გარდამოცამები ჩემთვის პირადად ვერ არის იმ დონის ავტორიტეტი რა დონისაც წმიდა სულით ნათქვამი და დამოწმებული წერილი. იქნება შესაბამისობაში გარდამოცემა წერილთან? მივიღებ. არ იქნება და ......... შეჩვენებულ იყოს მისი გარდამომცემიო წერს მოციქული ანგელოზი იქნება ის თუ კაცი ამას არ აქვს მნიშვნელობაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Apr 17 2013, 12:39 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა

up.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 21 2013, 01:11 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Mecenati @ Apr 17 2013, 11:16 AM) *
სტუმარი
გარდამოცემა და ზოგადად ზეპირად ინფორმაციის გადაცემის ფორმა მიღებული იყო ადრეულ ქრისტიანებსა და იუდევლებში ეს აქტი დაშვებულად და სარწმუნოდ მიმაჩნია თუ გარდამომცემი ღვთის სულით აღვსილი წინასწარმეტყველი მოციქული ან რომელიმე წმიდად შერაცხული პიროვნებაა და ამავდროულად მის მიერ ზეპირად გაჟღერებული სიტყვები შესაბამისობაში და თანხმობაშია წმინდა წერილთან. ჭეშმარიტების დასადგენი ამომავალი საყრდენი ცენტრი კი მხოლოდ წმინდა წერილია, ის წერილი რომელზეც მოციქული საუბრობს რომ მთლიანად ღვთივსულიერია და არა მოგვიანებით კორექტივებშეტანილი წიგნი.

როგორც აღვნიშნე გარდამოცემა სრულ თანხმობაში უნდა იყოს წმინდა წერილთან, ვინაიდან მოციქული წერს: თუ ვინმემ კაცთაგან ან ანგელოზთაგან გახაროთ არა ის რაც უკვე გეხარათ შეჩვენებულ იყოსო, ამიტომ და კიდევ იმიტომ რომ ადამიანური ბუნება არასრულყოფილია, ზეპირი გარდამოცამები ჩემთვის პირადად ვერ არის იმ დონის ავტორიტეტი რა დონისაც წმიდა სულით ნათქვამი და დამოწმებული წერილი. იქნება შესაბამისობაში გარდამოცემა წერილთან? მივიღებ. არ იქნება და ......... შეჩვენებულ იყოს მისი გარდამომცემიო წერს მოციქული ანგელოზი იქნება ის თუ კაცი ამას არ აქვს მნიშვნელობაო.

წმინდა წერილი უმთავრესია, ამაში თანახმა ვარ.
მაგრამ დიალოგისას აუცილებლად მიმაჩნია იმგვარი წყაროების გამოყენებაც, როგორებიცაა ეკლესიის მიერ სულისთვის სასარგებლოდ მიჩნეული აპოკრიფები, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები, დიდაქე, დიდი სჯულის კანონი თუ სხვა დიდი წმინდანების სწავლებები, როგორებიც არიან - წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. დიონისე არეოპაგელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი და სხვანი.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 21 2013, 05:40 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
მე ზემოთაღნიშნული წმინდა მამების სულიერი ნაშრომების, აგრეთვე ზეპირად გადმოცემული სულიერი სიბრძნის წინააღმდეგი არ ვარ, სულ სხვა რაღაც ვთქვი, ეს ყველაფერი წმინდა წერილს უნდა შეესაბამებოდეს და ძირითადი საორიენტაციო ინფორმაცია ნებისმიერი ქრისტიანისათვის უნდა იყოს ჯერ სახარება და შემდეგ უკვე გარდამოცემა ისიც იმ შემთხვევაში თუ გარდამოცემა შეესაბამება სახარებას, ბერეელების ამბავი გაგიგია ალბათ, მიუხედავად იმისა რომ პავლე წმინდა მოციქული იყო მის ნაქადაგებ სიტყვასაც კი ისინი წმინდა წერილს ადარებდნენ რათა გაერკვიათ ჭეშმარიტებას ქადაგებდა თუ არა პავლე, ეს მათი საქციელი თავად მოციქულის მიერ მოწონებული საქციელია, რასაც საკუთარ ეპისტოლეში აღნიშნავს კიდეც, ჰო და ნებისმიერი წმინდანად შერაცხული ადამიანის ნაქადაგების გადამოწმება ეს მას, ან ნაქადაგებს კი არ აკნინებს, პირიქით თუ სიმართლეს ქადაგებს აღაზევებს მის ავტორიტეტს, აქ საუბარი იმაზეა რომ გადაუმოწმებლად ეჭვის შეტანის გარეშე უნდა მივიღოთ გარდამოცემებიც? მაგალითად ბასილი დიდის ნაშრომები არ შევამოწმოთ და უდავო ჭეშმარიტებად ვცნოთ? არ ვიცი შეიძლება ვინმე სხვა კიდეც მოიქცეს ასე მაგრამ მე პირადად ბასილი დიდი იქნება, თუ მთავარანგელოზი მიქაელი სულ ერთია მათ სიტყვებს, ღვთივსულიერ წერილთან მიმართებაში გადავამოწმებ.

დისკუსიისას შესაძლებელია მათი გამოყენება......
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 21 2013, 09:53 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
კი ბატონო...


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd January 2018 - 08:01 AM