თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

GEORGIAN CAMPING _ რჩევები დამწყებთათვის _ ლაშქობისთვის აუცილებელი აღჭურვილობა.

პოსტის ავტორი: კოპალა May 31 2012, 10:26 PM

1. ჩანთა - აუცილებლად კარგად მორგებული ზურგზე ( სასურველია არ იყოს უხარისხო, ლაშქრობისას ჩანთის დაზიანება გამოიწვევს როგორც თქვენი,ისე მოლაშქრეთა შეფერხებას)
2. საძილე ტომარა
3. პარალონი - უკეთესია იყოს მაგარი,რბილი ადვილად იხევა და არაკომფორტულია.
4. საწვიმარი.
5. ფეხსაცმელი - რეკომენდებულია არ არის ახალი ფეხსაცმლით წასვლა ლაშქრობაში, დიდი ალბათობაა ფეხის დაზიანების.
6. ჭიქა (ალუმინის ან პლასტმასის), ალუმინის პატარა ჯამი, კოვზი,დანა,ჩანგალი ( მცირე ზომის დასაკეცი)
7. ფანარი.
8. პირადი ჰიგიენის ნივთები.
9. ასანთი ( სანთებელა)
10. აფთიაქი (სტერილური ბინტი, სანტავიკი, წყალბადის ზეჟანგი, იოდი,რეგიდრონის პაკეტი, ვალერიანი ან ვალიდოლი, ტკივლიგამაყუჩებელი).
11. მზისგან დამცავი საშუალებები (კეპი,პანამა,ბენდენა, მზისგან დამცავი კრემები).

პოსტის ავტორი: დავითაუ Jun 2 2012, 03:15 AM

გთავაზობთ იმ აუცილებელი სამედიცინო ნივთების სიას რომელიც დაგჭირდებათ ტყე-ღრეში.
1) ცალკე ჩანთა (ან პლასტმასის კონტეინერი არანაკლებ 1 მოცულობისა) რომელშიც პირველი დახმარების საგნები წყლისგან და მზისგან საიმედოდ იქნება დაცული
2) ბინტი სტერილური -1
3) ბინტი ელასტიური (არასტერილური) -1
4) იოდი (გამოიყენება ასევე არასანდო წყლის გასაწმენდად 2-3 წვეთი ერთ ლიტრზე) - 1 ფლაკონი
5) სტერილური საფენები 5 ან 10 ცალიანი შეფუთვა - 2
6) ლეიკოპლასტირი "სანტავიკი" (10 -იანი შეფუთვა) 2-3 შეფუთვა (მინიმუმ)
7) ანტიბიოტიკი (ციპროფლოქსაცინი ან ციპრობაი ან ციპრინოლი 500მგ) 10-12 ტაბლეტი
8) ტკივილგამაყუჩებელი (ტორადოლი 6 აბი)
9) რეჰიდრონის პაკეტი (ფაღარათის დროს მიიღება, იხსება 1 პაკეტი 1 ლ წყალში) 2 პაკეტი
10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
11) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში

გარდა მაგისა ყოველთვის თან იქონიეთ ჰიგიენის საშუალებები:
1) კბილის ჯაგრისი და პასტა
2) რაიმე კრემი ან მალამო. სასურველია "კოლხური", "თურმანიძე" ან "ბორო პლიუსი". უნივერსალურია. გამოიყენება დამწვრობისას დამწვრობისას, ფეხის კანის გაღიზიანებისას, მცირე ნაკაწრებზე, მწერების ნაკბენეზ,ე ტკიპების მოსაცილებლად
3) ე.წ. სველი სპირტიანი სალფეთკები (კარგად აშორებს ჭუჭყს, კამუფლიჯის მაკიაჟს და კარგია ტუალეტის ამბავში)
4) კარგია იშოვოთ რეპელენტი (ნივთიერება რომელიც კანზე წასმისას აფრთხობს მწერებს). გაითვალისწინეთ რომ ის დროთა განმავლობაში შორდება კანიდან ოფლის ზემოქმედებით.
5) ფრჩხილების საკვნეტი ან დანა რომელსაც აქვს მაკრატელი. გახსოვდეთ რომ ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი უფრო გაგამწარებთ ვიდრე მტრის ტყვიაsmile.gif

ყველაფერი ეს ერთად მინიმალურ ლიტრაჯს დაიკავებს თქვენს ზურგჩანთაში და საკმაოდ ცოტას იწონის სამაგიეროდ ტქვენს ტყეში ცხოვრებას და ბრძოლას 10-მაგათ კომფორტულს და შესაბამისად ეფექტურს გახდის.
გახსოვდეთ რომ ტყე თქვენი სახლია, ხოლო სახლი მაქსიმალური კომფორტით უნდა იყოს მოწყობილი

ხო, კინაღამ დამავიწყდა - ლახტი ანუ "ჯგუტი". გამოდგება ნებისმიერი ჭიმვადი რეზინის ზონარი ან "ღვინის" შლანგიც კი. მზა ლახტები იყიდება აფთიაქებში. ეგ საერთოდ ავტომატის ტარზე გადახვეული ან სხვა ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას უნდა ატაროთ. ლახრის არ არსებობის შეთხვევაში გამოდგება ქამარი.
თავსდება მხოლოდ უძლიერესი არტერიული სისხლდენის შემთხვევაში!!!
და მხოლოდ ბარძაყზე და მხარზე. (იქ სადაც ერთი ერთი ძვალი გადის)!!!
მუხლს და იდაყვს ქვემოთ მის დადებას ა ზ რ ი ა რ ა ა ქ ვს !!!!

პოსტის ავტორი: nikolozi Aug 19 2012, 11:43 PM

[quote name='დავითაუ' date='Jun 2 2012, 03:02 AM' post='116']


10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
11) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში


10) თუ დიდი ხნით მიდიხართ წყალბადის ზეჟანგი ძალიან მალე ფუჭდება , ამიტომ სასურველია წაიღოთ გიდროპირიტის აბები.1 ცალი იხსნება 200მლ წყალში გადადუღებულ წყალში და ეს იგევე წყალბადის ზეჟანგია!!!

11) ხოლო ფუტკრის ან რაიმე მწერის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს შოკი ,რაც ყველაზე საშიშია ხორხის გასიება და ამის შედეგად სუნთქვის შეჩერება . ამ დროს სასურველია და აუცილებელი დექსამეტაზონის ინექცია .

პოსტის ავტორი: liako Oct 16 2012, 12:12 PM

გამარჯობა,

გთხოვთ მირჩიეთ სად ვიყიდო ლაშქრობისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი???

ხევსურეთში ვაპირებ წასვლას და ბოტასებით წასვლა რამდენად რეკომენდირებულია???

პოსტის ავტორი: thunderstorm Oct 16 2012, 12:21 PM

liako
ბოტასებით წადი, ოღონდ სქელძირიანი.
ძალიან სასურველაი სათადარიგო ბოტასიც წაიღო.

სამომავლოდ კიდე ამერიკული სამხედრო ბატინკია ყველაზე საიმედო.
ან მეორადებშიც ძალიანკარგი ხარისხის ფეხსაცმელბს გადაწყდები თუ დაძებნი.

პოსტის ავტორი: liako Oct 16 2012, 12:22 PM

thunderstorm


ძალიან დიდი მადლობა smile.gif))

პოსტის ავტორი: დავითაუ Oct 16 2012, 12:49 PM

liako
როგორც წესი, საუკეთესო ვარიანტი ჰაიკინგისთვის/ლაშქრობისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფეხსაცმელია...

პოსტის ავტორი: drum Apr 27 2013, 10:23 PM

პარალონი და საძილე მინდა ვიყიდო , თბილისში. საით წავბოდიალდე ?
თუ წამომყვება ვინმე , უფრო კარგი იქნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: thunderstorm Apr 27 2013, 11:58 PM

drum
დიდუბეში მეორადებში ან ნავთლუხის ბაზარში უფრო იშოვნი ეგეთებს.

პოსტის ავტორი: drum Apr 28 2013, 01:10 PM

დიდუბეში ვიყავი ეხლ thunderstorm და მივაგენი ჩანთა-საძილეს . რამდენად კარგია მაგი არ ვიცი უბრალოდ, არაუშავს გამოიყურება .
ჩანთას ვულfპაკ ეწერა, სუპერ 70 < ესე იგი = 70 ლიტრი ? და საძილე 60 ლარად მითხრეს . ძვირი ხო არაა ?


ნავთლუღსაც მივაკითხავ და მერე ავარჩევ რამეს .

გამომყოლის ვაკანსია კიდე არის და თუ არ დაგეზარებათ დამეხმარეთ alk.gif

პოსტის ავტორი: დავითაუ Apr 29 2013, 12:29 AM

ციტატა
და საძილე 60 ლარად მითხრეს . ძვირი ხო არაა ?

გააჩნია საძილეს, ნორმალური ფასია თუ კარგი საძილეა ))

ციტატა
ნავთლუღსაც მივაკითხავ და მერე ავარჩევ რამეს .

თუ დამწყები ხარ, სმხედრო რაღაცეები იდეალურია შენთვის smile.gif)) საძილეს 40 -50 ლარად იყიდი ზაფხულისთვის, ქვეშსაგებს (ე.წ. "პარალონი") კი 30 -35 ლარად, საკმაოდ კომფორტულ და გამძლე ინვენტარს : ))

ციტატა
გამომყოლის ვაკანსია კიდე არის და თუ არ დაგეზარებათ დამეხმარეთ

მე ვაპირებ გასვლას ნავთლუღში ამ კვირაში, მომწერე და თუ გინდა ერთად გავიდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: drum Apr 29 2013, 09:29 AM

ციტატა
საკმაოდ კომფორტულ და გამძლე ინვენტარს

jump.gif

მოგწერ ეხლა

პოსტის ავტორი: nucurika May 2 2013, 07:57 PM

დავითაუ
drum
სულ არ იცნობთ ერთმანეთს ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავითაუ May 2 2013, 08:07 PM

nucurika
უკვე ვიცნობთ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marishka May 30 2013, 11:16 PM

საძილეს რამდენად ვიყიდი? user.gif

პოსტის ავტორი: დავითაუ May 30 2013, 11:34 PM

marishka
თხელი, ზაფხულის, სამხედრო საძილე - 20 -25 ლარი wink.gif

პოსტის ავტორი: marishka May 31 2013, 12:36 AM

დავითაუ
ხევსურეთში რომ იყო მასეთ ტემპერატურას გაუძლებს?)

პოსტის ავტორი: დავითაუ May 31 2013, 10:12 AM

marishka
საძილე კი გაუძლებს.. შენ თუ გაუძლებ ეგაა საკითხავი givi.gif

რავიცი რა გითხრა აბა... ხევსურეთში ეხლა სიცივე არ ყოფილა... ნორმალური ტემპერატურა იყო... თანდათან დათბება კიდეც. მაგაზე ცივადგილზე კი შენა რა მგონია მოგიწიოს წასვლა :დ

წესით უნდა გაუძლოს...

თუ რამეა, 50 - 60 ლარი ღირს შავი სამხედრო საძილე, კაი რამეა, მარა ძალიან ძნელი საშოვნელია.. - 15 გრადუსს უძლებს wink.gif

პოსტის ავტორი: marishka May 31 2013, 11:33 AM

დავითაუ

ციტატა
საძილე კი გაუძლებს.. შენ თუ გაუძლებ ეგაა საკითხავი


gigi.gif

ციტატა
თანდათან დათბება კიდეც. მაგაზე ცივადგილზე კი შენა რა მგონია მოგიწიოს წასვლა :დ


რატო ვითომ user.gif

ნუ ხო პრინციპში ამ ეტაპზე არ ვაპირებ და მერე თუ დამჭირდება ვიყიდი უფრო თბილს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marishka Jun 20 2013, 11:11 PM

ვინმემ საძილე მაყიდინეთ თუ ხალხი ხართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავითაუ Jun 21 2013, 01:40 AM

marishka

თხელი სამხედრო საძილე გინდა? 25 ლარი ღირს ნავთლუღში wink.gif :დ


პოსტის ავტორი: marishka Jun 21 2013, 12:57 PM

დავითაუ

ციტატა
თხელი სამხედრო საძილე გინდა? 25 ლარი ღირს ნავთლუღში


ეგ კი ვიცი, მაგრამ ნავთლუღი სად არის საერთოდ)))

პოსტის ავტორი: დავითაუ Jun 21 2013, 01:19 PM

ნავთლუღი სამგორშია : ))


პოსტის ავტორი: marishka Jun 25 2013, 03:25 PM

დავითაუ
საღამოს 6ის მერე რომ გავიდე ვიყიდი?)

პოსტის ავტორი: დავითაუ Jun 25 2013, 03:28 PM

marishka
არა მგონია smile.gif

პოსტის ავტორი: marishka Jun 25 2013, 04:36 PM

დავითაუ
weep.gif

პოსტის ავტორი: marishka Jul 15 2013, 06:10 PM

ვიყიდე საძილე jump.gif

პოსტის ავტორი: marishka Jul 16 2013, 11:11 PM

დავითაუ
შენნაირი ჩანთა უნდა ერთს და სად შეიძლება იყიდოს?)

პოსტის ავტორი: დავითაუ Jul 17 2013, 06:32 PM

marishka
ამაზონზე

პოსტის ავტორი: marishka Aug 23 2013, 03:50 PM

პარალონი მაყიდინეთ რა)

პოსტის ავტორი: redcow Aug 27 2013, 02:18 PM

marishka
ნავთლუხი წერეთელი დინამო ყველგანაა

პოსტის ავტორი: marishka Aug 27 2013, 03:20 PM

redcow
ნავთლუღში, როცა საძილე ვიყიდე მაშინ არ იყო, ტყუილად გასვლა მეზარება ისევ რომ არ ქონდეთ)


წერეთელზე და დინამოზე არ მიცდია

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 28 2013, 01:18 PM

გამარჯობათ კარვის ყიდვას ვაპირეებ დამეხმარეეტ რა გიირს ამ კარვის ყიდვა აი ლინკი http://needshop.ge/karvebi/85--roky.html

პოსტის ავტორი: thunderstorm Sep 16 2013, 08:11 PM

ლევანი
3 კილო ძაან ბევრია 3 კაციანისთვის.

პოსტის ავტორი: zgarbunia22 Jul 14 2015, 01:15 AM

გამარჯობათ, სრულიად გამოუცდელი ვარ ლაშქრობებში და ახლა ვაპირებ ყაზბეგში წასვლას როგორ ფიქრობთ ეს კარავი გამომადგება? წინასწარ მადლობა smile.gif

http://needshop.ge/karvebi/33--.html

პოსტის ავტორი: redcow Aug 2 2015, 11:36 AM

zgarbunia22
ეგ ერთ ტენტიანი ჩანს

150 ად იყიდება ნამდვილი კარგი ფირმის 2 ტენტიანები

პოსტის ავტორი: FLASH Sep 29 2015, 02:10 AM

გამარჯობათ,კაი კარავი და პარალონი დამათრევინეთ რა )

პოსტის ავტორი: peterson Feb 15 2017, 11:04 AM

გამარჯობა, კარვის ყიდვა მინდა 2 კაცისთვის, ორტენტიანის და მაინტერესებს აქ რამდენად ხარისხიანები იყიდება და რა ფასად შეიძლება ხარისხიანის ყიდვა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Stichoza Mar 30 2018, 11:04 AM

FLASH
peterson
ძველი თემაა ვიცი მაგრამ სხვა შემომსვლელებს გამოადგებათ:

აქაა ბატონოჩემო https://www.metaoutdoor.com/ka/article/16/lashqroba-damwyebtatvis-ra-mchirdeba,

აგერ ცალკე https://www.metaoutdoor.com/ka/gear/2/qvesagebi-paraloni და https://www.metaoutdoor.com/ka/gear/1/karavi. და კიდე ბევრი სხვა რამეც
jump.gif