IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
rover
პოსტი Jun 27 2013, 06:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,650
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება



Queen | ქუინი

წარმოშობის ადგილი: ლონდონი, ინგლისი
ჟანრი: როკი, არენა როკი, პროგრესიული როკი, ჰარდ როკი, მსუბუქი მეტალი
აქტიური: 1970–დღემდე
ლეიბლი: Parlophone, EMI, Hollywood, Universal Music Group
ვებ-გვერდი: http://queenonline.com
წევრები:
ფრედი მერკური†: ვოკალი, პიანინო, კლავიშები, გიტარა
ბრაიან მეი: გიტარა, ბანჯო, ბას-გიტარა, კლავიშები, პიანინო, ვოკალი, არფა
ჯონ დიკონი: ბას-გიტარა, გიტარა, კლავიშები, დრამი
როჯერ ტეილორი: დრამი, ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, კლავიშები.



ქუინი არის ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლემ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი.

ბენდის გავლენის შესახებ საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ: დეფ ლეპარდი, ფუ ფაიტერსი, სტივი ვაი, გრინ დეი, განზ-ენ-როუზიზ, აირონ მეიდენი, ჯუდას პრისტი, მეტალიკა, ჯორჯ მაიკლი, მერილინ მენსონი, მიუზი, My Chemical Romance, სმეშინგ პამპკინსი.

ჯგუფს ჩაწერილი აქვს 15 სტუდიური და 3 Live ალბომი.


ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა-ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის.

მთლიანობაში ლოგო გაერთიანებული სამეფოს გერბისადმი მსგავსებას ამჟღავნებს, განსაკუთრებით კი ლომები განაპირობებენ ამას.

შემოქმედება

1970-1980

ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო.

მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად.

ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone Cold Crazy, ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა.

ამ ყველაფერს 1975 წელს A Night At The Opera-ს გამოსვლა მოყვა.

ალბომი გამოვიდა ისეთი ნამუშევრების პარალელურად როგორებიცაა Led Zeppelin - Physical Graffiti, Rainbow - Ritchie Blackmore's Rainbow, Deep Purple - Come Taste The Band, Pink Floyd - Wish You Were Here, Black Sabath - Sabotage... და მაინც ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Bohemian Rhapsody, რომელიც ფრედი მერკურის ეკუთვნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ითვლება დღემდე. ასევე მნიშვნელოვანი სიმღერაა Love Of My Life, რომელის განსაკუთრებულ ჟღერადობაც ბრაიან მეის 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარის დამსახურებაა.

1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა.

1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში.

1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N' Roll-ის დასაკრავადაც".

1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Crazy Little Thing Called Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან.



--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციყვი
პოსტი Jun 27 2013, 07:08 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 23
რეგისტრ.: 8-April 13
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 486

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post
LACABA
პოსტი Apr 18 2014, 11:14 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 18-April 14
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 1,053

ნიკის ჩასმა
ციტირება



არ ეკადრება ამ ჯგუფს თემებშ შორის ეს ადგილი. FREDDIE MERCURY THE KING OF ROCK


--------------------
ისტორია კეთილი იქნება ჩემს მიმართ,რადგან ვაპირებ თავად დავწერო იგი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Apr 19 2014, 10:28 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება



unsure.gif
ციტატა
არ ეკადრება ამ ჯგუფს თემებშ შორის ეს ადგილი. FREDDIE MERCURY THE KING OF ROCK




--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Aug 26 2014, 05:08 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Oct 2 2014, 09:41 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Oct 11 2014, 03:30 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება



ქეთ_ო
რა, არ ეკუთვნის მიპინვა ? smile.gif



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Oct 11 2014, 04:29 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Oct 17 2014, 07:03 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Nov 7 2014, 10:09 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Nov 24 2014, 04:41 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება







--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Nov 30 2014, 02:14 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Nov 30 2014, 09:12 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Nov 30 2014, 12:50 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Nov 30 2014, 01:21 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





ქვინის ცნობილი ლოგო Freddie მ თვითონ შექმა. მადლობა Ealing Art College ს .

ისა და ფრედის ათამდე კატა ყავდა ერთდროულად როდესაც მუშაობდა ალბომსა და სიმღერაზე :3 Mr. Bad Guy




--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Nov 30 2014, 02:32 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება



ქეთ_ო
და თავის კატაზე ორი სიმღერა აქვს დაწერილია...
delilah და cool cat ....



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2018 - 02:31 PM