IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
"ქართველები ჩაიდნები არიან"
დავითაუ
პოსტი Dec 26 2012, 10:38 PM
პოსტი #1


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



ავტორი: სანდრო თარხან-მოურავი

„ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­იდ­ნე­ბი არი­ან“, ამ­ბობს კა­ცი, რო­მელ­საც უნ­და, სამ­შობ­ლო მუ­დამ ჩა­იდ­ნე­ბით იყოს და­სახ­ლე­ბუ­ლი.

„ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან ჩა­იდ­ნე­ბი“, იმე­ო­რებს კა­ცი, რო­მელ­საც ეს­მის, რომ სა­ყო­ველ­თაო სი­ჩა­იდ­ნე ქვეყ­ნის­თვის პრობ­ლე­მაა.

ქარ­თვე­ლიც იჭირ­ვებს და ბოლს უშ­ვებს.

არ ვარ­გა.

ილი­ამ კი და­წე­რა „ბედ­ნი­ე­რი ერი“ და დარ­ჩა ილი­ად. ალ­ბათ არ უნ­დო­და, მაგ­რამ წმინ­და­ნიც გახ­და.

სა­კით­ხა­ვია, „ბედ­ნი­ე­რი ერის“ ტრა­დი­ცი­ა­ში მოღ­ვა­წე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა რას აღ­წევს, გარ­და იმი­სა, რომ სა­ჭი­რო­ზე მე­ტად მარ­გი­ნა­ლი ხდე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­ტი­რას აქვს თა­ვი­სი ად­გი­ლი. ზოგს კარ­გა­დაც გა­მოს­დის. მაგ­რამ ერ­თია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ან მან­კი­ე­რე­ბე­ბის კრი­ტი­კა, მე­ო­რეა მთე­ლი ერის­თვის გა­მუდ­მე­ბით ათას­გვა­რი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბის „მი­კე­რე­ბა“, თუნ­დაც კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით.

ილი­ას ჰქონ­და მას­შტა­ბი, რომ „თქვე ცუღ­ლუ­ტე­ბო, უსაქ­მუ­რე­ბო და უცო­დინ­რე­ბოს“ წა­მო­ძა­ხე­ბა გა­მოს­ვლო­და და „გას­ვლო­და“. ოღონდ ილი­ას შემ­თხვე­ვა­შიც არ ვი­ცით, შე­დე­გად რამ­დე­ნი გა­ბე­ჯით­და, რამ­დენ­მა უბ­რა­ლოდ და­ი­კი­და და რამ­დენს სუ­ლაც მო­ე­წო­ნა სა­კუ­თა­რი, უკ­ვე ეროვ­ნუ­ლის რან­გში აყ­ვა­ნი­ლი უვარ­გი­სო­ბა.

ფაქ­ტია, რომ ათ­წლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ფორ­მუ­ლა – „ნი­ჭი­ე­რი მაგ­რამ ზარ­მა­ციც“ – წარ­მო­იშ­ვა. ის ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია, ამა­ყად მო­ვირ­გოთ, რა­მე­თუ გვას­წავ­ლი­ან, რომ ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ე­რია და იმა­საც გვას­წავ­ლი­ან, რომ ზარ­მა­ცია. სხვა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი.

რთუ­ლია დაძ­ლიო ცდუ­ნე­ბა და ცხელ გულ­ზე არ გა­იხ­სე­ნო, რომ ერი რა­ღაც ნიშ­ნით უვარ­გი­სია. რა­მე პა­რა­მეტ­რი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ას მო­ერ­გე­ბა. ვი­ღა­ცა აგ­ვი­ა­ნებს – „ქარ­თვე­ლე­ბი არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რე­ბი ვართ“. შავ­კა­ნი­ანს უბ­ღვერს – „ქარ­თვე­ლე­ბი რა­სის­ტე­ბი“. გზა­ზე ნა­გა­ვია – „მა­გა­რი უკულ­ტუ­რო ხალ­ხი ვართ“. მე­რე მი­ვაღ­წევთ ინ­ტერ­ნე­ტამ­დე, „და­ვას­ტა­ტუ­სებთ“ და მოგ­ვეშ­ვე­ბა. ან არ მოგ­ვეშ­ვე­ბა. მე­ო­რე დღეს კი გზა­ზე რა­ტომ­ღაც ისევ ეგ­დე­ბა ნა­გა­ვი. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ნაგ­ვის დამ­გდებ­მა „უკულ­ტუ­რომ“ არ შეგ­ვის­მი­ნა და თავ­ხე­დუ­რად გა­აგ­რძე­ლა უკულ­ტუ­რო­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ახა­ლი სტა­ტუ­სიც ჩა­ი­სა­ხე­ბა.

თან ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან „შე­ნი­ა­ნე­ბი“, რომ­ლებ­მაც შენ­სა­ვით ნა­ხეს ნა­გა­ვი ქუ­ჩა­ში და იფიქ­რეს, რომ „მა­ინც უკულ­ტუ­რო ერია“. ანუ ყო­ველ­თვის შეძ­ლებ იგ­რძნო, რომ შე­ნი ღრმა აზ­რი და­ფა­სე­ბუ­ლია და ტყუ­ი­ლად არ გი­ფიქ­რია. ოღონდ შე­დე­გად რა?

თუ მუდ­მი­ვად ემიჯ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ცხა­დია, ისიც გა­გე­მიჯ­ნე­ბა. „ქარ­თვე­ლი არის ხეპ­რე, მე ვარ დახ­ვე­წი­ლი“ – არ არის ის მე­სი­ჯი, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შენს ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან და­ა­ახ­ლო­ებ. კარ­გია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს უხ­სნი­ან, რა არის ცუ­დი და რა­ტომ. რას კარ­გა­ვენ რა­სის­ტო­ბით ან გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბით. მაგ­რამ ფორ­მუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აზო­გა­დებს პრობ­ლე­მებს მთელ ერ­ზე, მხო­ლოდ სა­პი­რის­პი­რო მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მით უმე­ტეს, რომ ბევრს ერის ნე­ბის­მი­ე­რი თვი­სე­ბა დრო­ში ურ­ყე­ვად წარ­მო­უდ­გე­ნია. რაც თა­ვი­დან უწ­ყი­ნა­რი კრი­ტი­კა იყო, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ეროვ­ნულ კომ­პლექ­სში, შემ­დეგ კი კომ­პლექ­სით ტკბო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

ბევრს გვა­ღი­ზი­ა­ნებს ქარ­თვე­ლო­ბის სა­ეჭ­ვო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან გა­ი­გი­ვე­ბა. გვა­ღი­ზი­ა­ნებს, რო­დე­საც ამა­ყო­ბენ ნაღ­დი ქარ­თვე­ლის თა­მა­დურ-საბ­ჭო­თა იმი­ჯით – უინ­ტე­რე­სო, უპ­რინ­ცი­პო, „მო­ჩა­ლი­ჩე“, ერ­თფე­რო­ვან ღრე­ო­ბებს შემ­კვდა­რი კა­ცის იდე­ა­ლით.

მაგ­რამ რო­გორ მი­ვაღ­წევთ სხვა­ნა­ი­რი, პო­ზი­ტი­უ­რი „ეროვ­ნუ­ლი იდე­ა­ლის“ გა­ჩე­ნას, თუ ყვე­ლა ამ სტე­რე­ო­ტიპს ვე­თან­ხმე­ბით?

თუ გვსურს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ რა­ღაც სა­კით­ხში ცდე­ბი­ან, მა­თი შეც­დო­მე­ბის „გა­ე­როვ­ნუ­ლე­ბას“ უნ­და შე­ვეშ­ვათ. გქონ­დეს მკა­ფიო იდე­ე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ნიშ­ნავს გჯე­რო­დეს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ იდე­ებს „სად­ღაც გუ­ლის სიღ­რმე­ში“ იზი­ა­რებს, უბ­რა­ლოდ, სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, გა­უ­გე­ბა­რია, სა­ერ­თოდ რის­თვის ვერ­თვე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დის­კურ­სში, გარ­და იმ უმ­ცი­რე­სო­ბის „ლა­ი­ქე­ბი­სა“, რო­მე­ლიც ისე­დაც გვე­თან­ხმე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბას რომ ლან­ძღავ, შე­იძ­ლე­ბა იცო­დე, რომ ქვეყ­ნის­თვის კარ­გი გინ­და, მაგ­რამ ლან­ძღვის ობი­ექ­ტი ამას ვერ გა­ი­გებს.

თან ამ გან­ზო­გა­დე­ბა-გან­ზო­გა­დე­ბა­ში სხვა შეც­დო­მე­ბიც იპა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთ „პროგ­რე­სულ“ ახალ­გაზ­რდას უჩ­ნდე­ბა ში­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ეს­თე­ტი­კის მი­მართ; ჩნდე­ბა ჩო­ხი­ა­ნი კა­ცის აღ­ქმა ვე­ლუ­რად, ზოგ­ჯერ გე­ნი­ა­ლუ­რი ფოლ­კლო­რის უარ­ყო­ფაც. შე­დე­გად, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა თით­ქმის მო­ნო­პო­ლიზ­დე­ბა იმ ხალ­ხის მი­ერ, რო­მელ­საც ჩა­იდ­ნო­ბა მთე­ლი არ­სე­ბით ეა­მა­ყე­ბა და სხვა­ნა­ი­რად არ ძა­ლუძს.

არა­და, გვერ­დი­დან რომ შევ­ხე­დოთ, ია­პო­ნე­ლი კი­მო­ნო­ში სუ­ლაც არ დაგ­ძა­ბავს. პი­რი­ქით, სა­ინ­ტე­რე­სოა. თან შე­იძ­ლე­ბა კი­მო­ნო­ი­ა­ნი კა­ცი მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­შიც ერ­კვე­ო­დეს და უც­ხო­ე­ლებ­თა­ნაც მე­გობ­რობ­დეს.

მაშ, რა ვქნათ? სა­კუ­თა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯზე „გა­ხალ­ხოს­ნე­ბის“ გუ­ლი­სამ­რე­ვი მცდე­ლო­ბა ბევ­რი გვი­ნა­ხავს. რაც გვჭირ­დე­ბა, ღირ­სე­უ­ლად, სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის და­უთ­მობ­ლად თა­ნა­არ­სე­ბო­ბის სწავ­ლაა. უბ­რა­ლოდ, უნ­და ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი და სა­ნამ მო­რი­გი გაზ­ვი­ა­დე­ბის ან გან­ზო­გა­დე­ბის ცდუ­ნე­ბას დავ­ნებ­დე­ბით, ათამ­დე და­ვით­ვა­ლოთ.

პრინ­ცი­პე­ბის არ­დათ­მო­ბა იმა­საც ნიშ­ნავს, რომ ზო­გი ტრა­დი­ცი­ის კრი­ტი­კას ვერ გა­ექ­ცე­ვი. მაგ­რამ, რაც უფ­რო დარ­წმუ­ნე­ბით იცის ადა­მი­ან­მა, რომ „ყო­ვე­ლი­ვე ქარ­თუ­ლი“ არ გძულს, მით უფ­რო ად­ვი­ლად და­გე­თან­ხმე­ბა კრი­ტი­კულ აზ­რში. ამას კი გა­მო­ხატ­ვა სჭირ­დე­ბა – რომ გეს­მის, „ამუ­ღა­მებ“ კულ­ტუ­რას. თო­რემ ბევ­რი იჯე­რებს, რომ რო­დე­საც სო­სო ჯაჭ­ვლი­ა­ნის წი­ნაპ­რე­ბი ნაღდ-ქარ­თვე­ლობ­დნენ, და­ნარ­ჩე­ნებს მარ­სზე გვამ­ზა­დებ­დნენ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში.

არა­და, მი­ზა­ნია ამ მშვე­ნი­ერ კულ­ტუ­რას და­ვეხ­მა­როთ, რომ გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, რაც ის­ტო­რი­უ­ლი და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით ძა­ლი­ან უჭირს. ამის მა­გივ­რად, ხში­რად ვეხ­მა­რე­ბით უპ­რინ­ცი­პო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სარ­გებ­ლის­თვის ცდი­ლო­ბენ და­არ­წმუ­ნონ და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ „ქარ­თვე­ლო­ბას ვარ­თმევთ“. „ქარ­თვე­ლო­ბის წამ­რთმე­ვებ­თან“ ბრძო­ლა ხომ ერ­თა­დერ­თია, რი­თაც სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ, და იქ­ნებ რო­მე­ლი­მე მე­ცე­ნა­ტის მოწ­ყა­ლე­ბა­საც გა­მოჰ­კრან ხე­ლი. ჰო­და, ამათ ჯი­ნა­ზე მა­ინც ნუ და­ვემ­სგავ­სე­ბით მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც „ბა­ტე­ბოს“ და „გა­უზ­რდე­ლე­ბოს“ ყვი­რი­ლით ცდი­ლო­ბენ საქ­მის გა­კე­თე­ბას.

წყარო: http://www.tabula.ge/article-26987.html
ტაბულა © 2012


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Dec 26 2012, 11:06 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს მოუხდება პათოსს:



: )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha77777
პოსტი Feb 3 2013, 07:54 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 14-August 12
წევრი №: 297

ნიკის ჩასმა
ციტირება



"ქართველები ჩაიდნები არიან" ჰმ ohmy.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
bedniera
პოსტი Feb 4 2013, 01:35 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 205
რეგისტრ.: 21-July 12
წევრი №: 237

ნიკის ჩასმა
ციტირება



საქართველოში ვაღიაროთ რომ პოლიტიკოსები უფრო განვითარებულები არიან მოქალაქეობრივი შეგნებით ვიდრე საჯარო მოხელეები smile.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2018 - 02:12 AM