IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ევროპა-აზიის საზღვარი, გავარკვიოთ აბა ევროპელები ვართ თუ აზიელები :D
ანცა
პოსტი Sep 6 2013, 02:49 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 241
რეგისტრ.: 28-December 12
წევრი №: 411

ნიკის ჩასმა
ციტირება



ევრაზიის სუპერკონტინენტის ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა პირობითია, ვინაიდან მათს შორის რაიმე მკვეთრად გამოხატული ფიზიკურ-გეოგრაფიული ან გეოლოგიური მსაზღვრელი არ არსებობს. ამდენად ზოგადად და საერთოდ ეს დაყოფა უპირატესად კულტურულ-ცივილიზაციური ხასიათისაა.
შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის დიდ ნაწილში - როდესაც ტერმინი ევროპა ფართოდ დაინერგა და საერთაშორისო ცნება გახდა - ევროპა გაიგივებული იყო „საქრისტიანოსთან“ (დღესაც კი დიდი ზომით ნებისმიერი დაყოფით ევროპა არსებითად სწორედ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს მოიცავს).
დაყოფის პირობითობა იქიდანაც ჩანს, რომ საზღვარი გაჰყავთ ურალის ქედის წყალგამყოფზე (ყველა ვარიანტში), მაგრამ - არა დიდი კავკასიონის ქედის წყალგამყოფზე, არამედ - ვთქვათ - კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე კუმა-მანიჩის დეპრესიის (დაბლობის) ხაზზე.
გეოგრაფებს შორის არსებობს (არსებითად პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე) 5 სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შეეხებიან ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის დადგენის საკითხს. ამ ვარიანტების მიხედვით, საზღვარი გადის:



(1) კუმა-მანიჩის ხაზზე.
ეს არის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ერთეულებს შორის არსებული გეოლოგიური საზღვარი. ამ ვარიანტით მთელი კავკასია მოთავსებულია აზიაში.
(2 ა) კავკასიონის მთავარ ქედზე.
ეს ქვევარიანტი ეფუძნება ტერიტორიის ყველაზე არსებით ოროგრაფიულ ანუ გეოლოგიურ გაყოფას დიდი კავკასიონის წყალგამყოფის გასწვრივ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაში საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.
(2 ბ) კავკასიონის მთავარ ქედზე.
ეს ქვევარიანტი ეფუძნება კლიმატურ პირობებს შორის განსხვავებას. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაშიც კლიმატური საზღვარი დიდი კავკასიონის წყალგამყოფს ემთხვევა და საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.
(3) მდინარეებზე რიონი, ყვირილა, მტკვარი.
ეს ვარიანტი, რომელიც საქართველოს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს, ეკუთვნის ძველ ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ შემთხვევაში თბილისის მარცხენა სანაპირო (გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღირეთი, ისანი-სამგორი) ევროპაში მდებარეობს, მარჯვენა (ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდგორი) კი აზიაში.
(4) კავკასიონის მცირე მთიანეთზე.
ამ ვარიანტში გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით მოქცეულია საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ანუ ტიპიური ევროპული პეიზაჟების ტერიტორია.
(5) ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.
ეს არის წმინდა პოლიტიკური ვარიანტი, რომლის თანახმადაც მთელი კავკასია მოქცეულია ევროპაში.
როგორც აქედან ჩანს, (1) და (5) ვარიანტები ორ უკიდურესობას წარმოადგენს, დანარჩენები კი კომპრომისულია. ფაქტია, რომ კულტურულად და პოლიტიკურად კავკასიელები ევროპელები არიან (ასეთ კლასიფიკაციას ემხრობიან უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაციები), მაგრამ გეოგრაფიულად მთელი კავკასია (გარდა 2 ბ ვარიანტისა) აზიას ეკუთვნის.



მდააა smile.gif)) გავარკვიოთ აბა ევროპელები ვართ თუ აზიელები biggrin.gif


--------------------
სრულყოფილება, შესრულებაშია და არა გენიალურ იდეაში!




I can fly, are you with me? :))))
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2018 - 01:49 AM