IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ახალგაზრდები ეკლესიაში და მათი დამოკიდებულება., მრევლი, სტიქაროსნები და ა.შ.
სიღნაღა
პოსტი Jun 26 2014, 02:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 5-June 14
მდებარეობა: თბილისი.
წევრი №: 1,094

ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ, რელიგია ის საკითხია სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, მიუხედავად ჩემი დიდი ხარვეზებისა სულიერებაში.

პირველ რიგში მინდა გთხოვოთ:

1)ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას.
2)ნუ დასვამთ ისეთ კითხვას (ან/და დაწერთ პოსტს) რომელიც იქნება ძალიან გამაღიზიანებელი ან პროვოკაციული.


ახლა რაც შეეხება თემას.

მოგეხსენებათ ეკლესია წინ მიიწევს, ხალხი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს და ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს. (ნუ რეალურად ვინ რას ცდილობს ეს კიდევ ცალკე თემაა მაგრამ მაინც) ესეც არ იყოს, ჩამოყალიბდა მოდასავით, ,,მე ეკლესიაში დავდივარ'' ,,მე სტიქარი მაცვია'' ,,მე მონასტერში ვიყავი'' და ასე შემდეგ.

მაინტერესებს თქვენი აზრი და თუ დაგაინტერესებთ განვიხილოთ, რას ფიქრობთ ბავშვებზე, რომლებსაც დაახლოებით 7 წლიდანაც კი აცვიათ სტიქარი (თუ ვინმემ სტიქრის მნიშვნელობა, დანიშნულება და ტარების წესი არ იცით, შემიძლია ამაზეც დავწერო პოსტი) და თან აცვიათ გაუაზრებლად, თუნდაც იმიტომ რომ ,,დედიკომ'' სთხოვა სასულიერო პირს...

ასევე მაინტერესებს რა აზრის ხართ ეკლესიაში მოკლე კაბებზე, შარვლიან გოგონებზე და ზოგადად, თავადაც ამოჭერით ის პრობლემები რაც საკმაოდ მრავლადაა ეკლესიაში. smile.gif უფრო მეტად კი ეს მოდური ტენდენციები მაინტერესებს ტაძარში. ველი თქვენს პოსტებს smile.gif))


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
redcow
პოსტი Jul 3 2014, 07:10 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 323
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეგრე გიგი უგალავასაც ეცვა სტიქარი biggrin.gif სტიქარი ჩემი აზრით არაფერს ნიშნავს
ასევე არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ეკლესია წინ მიდის, გაუნათლებლობსი დონე ძალიან მაღალია.


--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სიღნაღა
პოსტი Jul 3 2014, 08:49 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 5-June 14
მდებარეობა: თბილისი.
წევრი №: 1,094

ნიკის ჩასმა
ციტირება



ზოგადად, სტიქარი ბევრს ნიშნავს, თუ ამ ადამიანს სტიქარი სწორად აცვია, ანუ დამსახურებულად მიიღო მისი ტარების უფლება.
ეკლესია წინ მიდის იმ მხრივ რომ მრევლი ემატება (თუმცა იმაში მართალი ხარ, რომ სიბნელეა მრევლში)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Last Shaman
პოსტი Jul 4 2014, 10:52 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 7-June 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 87

ნიკის ჩასმა
ციტირება



მე პირადად არასწორად მიმაჩნია ბავშვის მონათვლა და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვა.
ამით ჩვენ ვუკარგავთ არჩევნის თავისუფლებას, როცა შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა და რა არა, როდესაც სრულწლოვანი გახდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სიღნაღა
პოსტი Jul 4 2014, 07:12 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 5-June 14
მდებარეობა: თბილისი.
წევრი №: 1,094

ნიკის ჩასმა
ციტირება



Last Shaman
არ გეთანხმები, ვფიქრობ ბავშვს უნდა ასწავლო თავიდანვე, შემეცნებაში დაეხმარო, ის ასეც და ისეც შეიცვლის აზრს თუ მას ეს უნდა... რაც არ უნდა გელაპარაკო მე შენ რომ ჩემი ნაწერი ახლა შავად ჩანს შენს ეკრანზე, თუ შენ ეს ასე არ გინდა, არ დაიჯერებ და წითლად დაინახავ (ცუდი და ცოტა უაზრო შედარებაა მაგრამ მიხვდები რისი თქმა მინდა)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Last Shaman
პოსტი Jul 6 2014, 01:43 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 7-June 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 87

ნიკის ჩასმა
ციტირება



სიღნაღა

ფაქტია საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აზრი არ შეუცვლია და მართლმადიდებლებად დარჩნენ, ასე რომ ეს პირდაპირ ამართლებს ჩემს მოსაზრებას,
წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი სხვა აღმსარებლობის მრევლი გვეყოლებოდა ან კიდევ ათეისტები, აგნოსტიკები და ა.შ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
სიღნაღა
პოსტი Jul 6 2014, 10:07 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 5-June 14
მდებარეობა: თბილისი.
წევრი №: 1,094

ნიკის ჩასმა
ციტირება



დღეს რომ ,,,,,,,,ათეისტობა'''''''''''''''' მოდაშია (და თან ისე რომ ათესისტის მნიშVნელობაც არ იციან) ფაქტია, რაც შეეხება ქრისტაიანად დარჩენას, მე მასის ქრისტიანობაში პირადად ეჭვი მეპარება ძმაო... არც მე ვარ უფრთო ანგელოზი და შეიძლება ბევრ ,,მასის'' წარმომადგენელზე უარესიც ვარ, მაგრამ გააზრებული მაქ ქრისტიანობა რა არის და რას მოითხოვს, მასაში კი სიბნელეა... სანამ ბავშვის მონათვლა არ მონათვლაზე მივალთ, ჯერ უნდა შევიგნოთ რომ ნათლობა სუფრის და ღვინის ჩასხმის გარეშე უნდა ხდებოდეს! ეს ერთი, ხოლო მეორე, სანამ სხვას ვასწავლით, თავად უნდა შევიმეცნოთ... ფეისბუქის კომენტარებში დედის გინება რელიგიურ სურათებზე, დიდი ვერაფერი ქრისტიანობაა smile.gif

ხო და კიდევ, მართლმადიდებლებად დარჩნენ, იმიტომ რომ რელიგია არ შეუცვლიათ, ბავშვობიდანვე მოინათლნენ... ვისაც გული უფლისკენ მიუწევს, ის ტაძრამდეც მიდის (და სწორად მიდი, არ ვფიქრობ რომ ყველა უფლის გამოა ტაძარში) ხოლო ისეთები ვისაც არ შეუცვლია რელიგია, მაგრამ უფალიც არ უნდა, რელიგია სულ არ აინტერესებთ ასეთებს და ბავშვობაში რომ არ მოენათლათ, დღესაც მოუნათლავები იქნებოდნენ...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Last Shaman
პოსტი Jul 7 2014, 05:32 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 7-June 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 87

ნიკის ჩასმა
ციტირება



სიღნაღა

რა თქმა უნდა ორივეგან არის გაუნათლებლობა, თითზე ჩამოსათვლელები არიან როგორც ათეისტები, ასევე ქრისტიანები, მაგრამ ათეისტი, რომელმაც არ იცის რა არის ათეიზმი, ასეთი ჯერ არავინ შემხვედრია smile.gif))

გასაგებია შენი აზრი ნათლობაზე და გეთანხმები, მაგრამ თვით ფაქტს ვერ უარყოფ, რომ საქართველოში ბავშვობიდან თავს ახვევენ ქრისტიანობას.. ან რა უნდა 4-5 წლის სტიქაროსან ბავშვს ეკლესიაში? საერთოდ პატარა ბავშვებს რომ დაატარებენ და აყურყუტებენ საათები, როცა გარეთ უნდა იყოს და თავის ტოლებთან ერთად თამაშობდეს ან რამეს კითხულობდეს და ა.შ.
18 გახდება და რაც უნდა ის გააკეთოს, არავის აქვს უფლება ჩაერიოს პირად ცხოვრებაში, უფროსწორად უკარნახოს რა უნდა ქნას და რა არა. შეიძლება ურჩიო, დაარიგო, შესთავაზო ალტერნატივები, წააკითხო ქრისტიანობაზე, ათეიზმზე და ა.შ. ზოგადი ინფორმაცია მაინც და თვითონ რომელიც მოეწონება უკვე თავისით ჩაეძიება ღრმად.

Go to the top of the page
 
+Quote Post
rover
პოსტი Jul 8 2014, 12:26 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,663
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
მაგრამ ათეისტი, რომელმაც არ იცის რა არის ათეიზმი, ასეთი ჯერ არავინ შემხვედრია smile.gif))

"ღმერთმა დამიფაროს მორწმუნე ვიყო" ასეთი ათეისტები უფრო მეტია ვიდრე იცოდნენ რას ნიშნავს ათეიზმი. Last Shaman


--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
სიღნაღა
პოსტი Jul 9 2014, 08:30 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 5-June 14
მდებარეობა: თბილისი.
წევრი №: 1,094

ნიკის ჩასმა
ციტირება



rover
რესფექთ! ზუსტად მაგას ვამბობ...

Last Shaman
გეთანხმები ნაწილობრივ, 4-5 კი არა, მე თუ მკითხავ, თინეიჯერულ ასაკშიც სტიქრის ამბავი ძალიან ფრთხილად უნდა გადაწყდეს... და ზოგადად, ასაკს რა აზრი აქ, სულ ასე უნდა იყოს... დღეს სტიქარი ჯინსივით გახდა... ვისაც უსწორდება ყველას აცვია 90% -ს. იამსაც ვერ ვიტყვი რომ ღირესული სტიქაროსნები არ არიან.

და მიუხედავად ,,თავს მოხვეული'' ქრისტიანობისა, მე ვფიქრობ პრობლემა დიდ (ასაკოვან) ხალხშია. (აუცილებლად მოხუცი არა, ზოგადად რა)

ანუ რას ვამბობ იცი, მე თუ წაკითხული მაქვს ბიბლია, მე თუ წაკითხული მაქვს მამათა სწავლებები და ასე შემდეგ, ზოგადი განათლება უკვე მაქვს ქრისტიანობაზე, გამომდინარე აქედან იმ ბავშვს, სწორად მივაწვდი ინფორმაციას ქრისტიანობა რა არის და არა ისე, 7 წლის ხარ წადი მამაოსთან და ცუდად თუ მოიქცევი მამაოს ვეტყვიტქო smile.gif ბევრ პრობლემამდე მივედით, რაც სიბნელით იწყება...სიბნელე, როგორც ქრისტიანობაში, ასევე ათესიზმში და ზოგადად, ყველა სფეროში საშიშია... ფანატიზმში გადადის და ათას უაზრობაში კიდევ ათეიზმის შემთხვევაში... მოდას აყოლილ ,,ათეისტებს'' ვგულისხმობ...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Last Shaman
პოსტი Jul 10 2014, 02:47 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 52
რეგისტრ.: 7-June 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 87

ნიკის ჩასმა
ციტირება



სიღნაღა

ციტატა
ანუ რას ვამბობ იცი, მე თუ წაკითხული მაქვს ბიბლია, მე თუ წაკითხული მაქვს მამათა სწავლებები და ასე შემდეგ, ზოგადი განათლება უკვე მაქვს ქრისტიანობაზე, გამომდინარე აქედან იმ ბავშვს, სწორად მივაწვდი ინფორმაციას ქრისტიანობა რა არის და არა ისე


გასაგებია შენი პოზიცია და ვხედავ რომ იმ ფსევდო მართლმადიდებლებისგან განსხვავდები, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ცდები, რადგან მიკერძოებული ხარ და მხოლოდ ქრისტიანობაზე უწყებ ბავშვს ლაპარაკს. ისევ ართმევ არჩევნის თავისუფლებას, რადგან მხოლოდ ერთ თემაზე ესაუბრები, როცა შეგიძლია ზოგადი ინფორმაცია მიაწოდო სხვადასხვა თემატიკაზე. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
სიღნაღა
პოსტი Jul 10 2014, 02:37 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 5-June 14
მდებარეობა: თბილისი.
წევრი №: 1,094

ნიკის ჩასმა
ციტირება



სწორად მივაწვდი ინფორმაციას ქრისტიანობა რა არის - ამ ფრაზით არ მითქვამს, რომ სხვა რელიგიაზე არ უნდა ესაუბრო, არ უნდა ესაუბრო ათეიზმზე და თუნდაც, მგალითისათვის, არ ასწავლო დარვინის თეორია, იმის გამო რომ გწამს ადამიანის სულ სხვაგვარი საწყისი დაგანვითარება...

და ზოგადადაც მაგ აზრზე ვარ... უნდა იცოდე ისიც და ისიც, თუნდაც იმიტომ რომ უკეთ იკამათო და უკეთ ამტკიცო შენი სიმართლე... თუ ორივე მხარეს არ იცნობ, ელემენტარულ დონეზე, კამათს და მსჯელობას ვერ შეძლებ... smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2018 - 04:17 PM