IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
განყოფილების წესები!, წესები მეთქი!
Ruska6
პოსტი May 30 2012, 04:54 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 162
რეგისტრ.: 30-May 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8

ნიკის ჩასმა
ციტირება



1. თემის გახსნისთვის აუცილებელია მოკლე ინფორმაცია [ჯგუფის, მომღერლის, სტილის] შესახებ ქართულ ენაზე . (ვიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფია არ არის საკმარისი) + ალბომის/სიმღერის გადმოსაქაჩი ლინკი (მინიმუმ 2 სიმღერა). Youtube-ს ლინკებით და "ვინ უსმენს ამ ჯგუფს?" პოსტით გახსნილი უინფორმაციო თემა დაიხურება.
2. იკრძალება ე.წ. VS თემების გახსნა (თემატურიც და არა თემატურიც) მაგ: Rock თუ Pop? ან Coldplay Vs Muse? ამასთან ერთად, იკრძალება ისეთი დისკუსიის დაწყება, რომელიც წარმოშობს უაზრო კამათს/წყლის ნაყვას თემაზე, თუ რომელი მუსიკოსია უფრო უკეთესი (ეხება კონკრეტული ჯგუფის/მუსიკოსის თემას)
3. იკრძალება ულინკო და უინფორმაციო თემების გახსნა .
4. იკრძალება ყველანაირი სახის ოფფ-ტოპიკები , რომლებიც აბინძურებენ განყოფილებას.
აქ ასევე იგულისხმება სხვისი სურათების დადება და ამით უაზრო კაიფი. (მაგ მელომანიის სურათებში). აკრძალულია ამ თემაში უცნობი ხალხის და ცნობილი მსახიობების/მუსიკოსების და ა.შ. საკუთარი ფოტოს მაგივრად დადება.
5. თემის გახსნისას სავადებულოა ქვესათაურში ჟანრის/სტილის მიწერა.
მაგალითად - Prog Rock / Art Rock / Electronica ანუ გამოყოფილი სპეციალური სიმბოლოებით - დახრილი ხაზებით.
6. არაქართული ჯგუფის ან მომღერლის თემის გახსნისას სახელი აუცილებლად უნდა დაიწეროს ლათინურად.
7. წინადებების, პრეტენზიებისა და შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მოდერაციას PM-ით.
8. იკრძალება ერთმანეთის, მუსიკალური სტილებისა და შემსრულებლების შეურაცხყოფა. ნებისმიერ მუსიკოსზე ან ჯგუფზე რაიმე შეურაცხმყოფელის თქმისთვის პირდაპირ 40 % ვორნს მიიღებთ.
აკრძალვას ექვემდებარება შემდეგი ტიპის პოსტებიც - 'აუ პეპერსები მაგარია, მაგრამ მეტალიკა უფრო ასწორებს'. ასეთი ნაწერები იშლება გაფრთხილების გარეშე, შემდგომში უაზრო კამათის თავიდან ასაცილებლად.
9. მელომანიაში იკრძალება გინება/უხამსი სიტყვები დასაშვებია მხოლოდ სიმბოლოებით (მაგ: ბ&^ი ) და ა.შ.
10. 100 გვერდზე ზემოთ თემები იხურება.
11. აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, სადაც თემის სათაური და ქვესათაური ნათლად არ იქნება ჩამოყალიბებული.
12. კონცერტების/მუსიკალური აქციების და ა.შ. ანონსი - მხოლოდ თემაში 'აფიშა'.
ცალკე მნიშვნელოვან ფესტივალებზე დასაშვებია ცალკე თემის გახსნაც. დანარჩენ შემთხვევაში, თუ ე.წ. 'ივენტი' DJ სეტის ან უბრალოდ ერთი საღამოს კონცერტის სახეს ატარებს - მხოლოდ 'აფიშაში'.

აკრძალულია
● თემისთვის შეუსაბამო ტექსტის ჭარბად გამეორება, მაგალითად უაზროდ ღადაობა ჯგუფის (შემსრულებლის) მიმართ/
● იგივეა - საკუთარი აზრის ჯიუტად გამეორება სხვების აჟიტირების მიზნით. საკუთარი აზრის დასაბუთებულად დაფიქსირების შემდეგ (თუნდაც რამდენჯერმე) არ არის აუცილებელი, ყველას უმეოროთ, როგორც არ მოგწონთ დისკუსიის სუბიექტი.


გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ხშირად ხდება, რომ სხვისი პოსტის ციტირების დროს თან ვაყოლებთ სურათებს, რომელიც იმ გამოხმაურებაშია ჩასმული. უმორჩილესი თხოვნა იქნება - ციტირების დროს ამოშალოთ სურათების ბმულები და დატოვოთ ტექსტი (სხვისი პოსტიდან).
გრაფიკული ფაილების დამუშავება ბევრ ეკრანს/კომპიუტერს უჭირს და გამოსახულებაც ხოლმე იჭედება - ეს ხშირი მოვლენაა ბევრი მომხმარებლის კომპიუტერზე.
იგივე ეხება Youtube-დან დადებულ ვიდეორგოლებს. მით უმეტეს, რომ მათი დამუშავება უფრო მეტად ჭირს.


--------------------
Music Breaks Free!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ASHALUS
პოსტი May 30 2012, 05:17 PM
პოსტი #2


არქიმოდერატორი
***

ჯგუფი: ADMIN
პოსტები: 916
რეგისტრ.: 29-May 12
წევრი №: 3

ნიკის ჩასმა
ციტირება



Ruska6
და ვინც დაარღვევს წესებს ნატო გელაშვილის და ნინო ჩხეიძის კასეტები დავურიგოთ?!


--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ruska6
პოსტი May 30 2012, 05:22 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 162
რეგისტრ.: 30-May 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8

ნიკის ჩასმა
ციტირება



ASHALUS
და მერაბ კაშიასი რა საკვირველია smile.gif


--------------------
Music Breaks Free!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st April 2018 - 09:23 AM