IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
კოცონის სახეობები
დავითაუ
პოსტი Jun 3 2012, 10:02 PM
პოსტი #1


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



პირამიდა

შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.

ჭა

შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.

ვარსკვლავი

ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.

ტყე

არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 3 2012, 10:08 PM
პოსტი #2


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირული

ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 3 2012, 10:14 PM
პოსტი #3


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



ღობე

მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი-სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები. კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის გასაშრობად

ბუხარი

ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.

სამი მორი

ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 3 2012, 10:18 PM
პოსტი #4


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



გისოსი

ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.

სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.

ორმო

ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 3 2012, 10:26 PM
პოსტი #5


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



ტრანშეა

გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.

დაკოტა

პლუსები:

1). არ ჩანს ცეცხლი.
2). ხის ფოთლები და ტოტები ახდენენ კვამლის გაფანტვას.
3). მარტივად შეიძლება როგორც საჭმლის გაცხელება და მომზადება, ასევე ტანსაცმლის გაშრობა.
4). მისი კონსტრუქცია იმეორებს ნახშირის ღუმელის კონსტრუქციას...
ეს კი იმას ნიშნავს რომ ჰაერი ქვევიდან მიეწოდება, უფრო მეტი სითბო გამოიყოფა, უფრო სრული წვა მიდის და პრაქტიკაში, ერთხელ თუ დადო ნაკვერჩხალი, მერე ყველაფერი ორგანულის დაწვა შეიძლება.

ბოლი

კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე (სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.


რჩევები

კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.

კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.

კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.

თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.

კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.

თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებს.

ს.ო. "აისი"


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Jun 4 2012, 12:31 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა ამ თემისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 4 2012, 12:34 AM
პოსტი #7


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



არაფერს... შემძლია პრაქტიკაშიც გაჩვენოთ თითოეული მათგანი wink.gif


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
voo959
პოსტი Jun 5 2012, 06:35 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 42
რეგისტრ.: 30-May 12
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 9

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(დავითაუ @ Jun 3 2012, 11:21 PM) *
არაფერს... შემძლია პრაქტიკაშიც გაჩვენოთ თითოეული მათგანი wink.gif

რა კეთილი ხარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 5 2012, 06:47 PM
პოსტი #9


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



უფრო გულისხმიერი : ))


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
niccolo
პოსტი Aug 19 2012, 02:06 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 352
რეგისტრ.: 6-June 12
მდებარეობა: თბილისი თბილისი
წევრი №: 82

ნიკის ჩასმა
ციტირება



[quote name='დავითაუ' date='Jun 3 2012, 09:49 PM' post='170']

ჭა

შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.

ამ წყობას ინკვიზიტორები ფართოდ გამოიყენებდნენ sad.gif sad.gif გასაგებია რისთვისაც sad.gif სკოლაში ასე გვასწავლეს smile.gif


--------------------
,,თუ მთის ნიავი არა მცემს გული ქალებურ ტირისა”
Go to the top of the page
 
+Quote Post
tengomengo
პოსტი Sep 30 2012, 01:27 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 116
რეგისტრ.: 29-September 12
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 353

ნიკის ჩასმა
ციტირება



დავითაუ საღოლ ძმაო საღოლ მაგარი ინფოა, გეტყობა რომ გამოცდილი ხარ ამ საქმეში kar.gif kar.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jotika
პოსტი Nov 12 2012, 10:14 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი №: 192

ნიკის ჩასმა
ციტირება



დავითაუ გამარჯობა.. FaceBookze ფეიჯი გავაკეთე Bushcraft ქვია...და ეს სურატები გამოვიყენე ... ნუ გადავაკოპირე და იმედი მაქვს ცოფირაითი ან რაიმე ეგეთი არ მოქმედებს wink.gif რო რამე დავწერ მაინც საიდანაა წყარო..
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Nov 12 2012, 10:47 PM
პოსტი #13


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
იმედი მაქვს ცოფირაითი ან რაიმე ეგეთი არ მოქმედებს

რა არ მოქმედებს? laugh.gif

ციტატა
რო რამე დავწერ მაინც საიდანაა წყარო..

წყარო: საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tengomengo
პოსტი Nov 13 2012, 01:10 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 116
რეგისტრ.: 29-September 12
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 353

ნიკის ჩასმა
ციტირება



დავითაუ მეგობარო წელს ვაპირებ აისის კურის გავლას და გაწევრიანება საიტიდან რეგისტრაციით ხდება? შენ ხომ არ გაქ ისე სურვილი ხელმეორედ გავლის? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Nov 13 2012, 03:17 PM
პოსტი #15


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
გაწევრიანება საიტიდან რეგისტრაციით ხდება?

კურსი როცა დაიწყება, აუცილებლად მოხდება ამის აფიშირება და ამ ფორუმზეც დაიწერება დეტალები! wink.gif

ციტატა
შენ ხომ არ გაქ ისე სურვილი ხელმეორედ გავლის?

უკვე ორჯერ გავიარე და თუ დრო მექნა მესამედაც სიამოვნებით გავივლი : )


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Musera
პოსტი Jul 16 2013, 02:59 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 9-May 13
წევრი №: 527

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭა-ს სახეობით ვანთებ ხოლმე ძირითადად ))
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jul 17 2013, 06:38 PM
პოსტი #17


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



Musera
არადა პირამიდით უნდა დაიწყო )))


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Georgian
პოსტი Apr 10 2014, 03:22 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 10-April 14
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,033

ნიკის ჩასმა
ციტირება



საჭირო და ძალიან კარგი თემაა! wink.gif

მე მხოლოდ პირამიდა და ჭა ვიცოდი, ვარსკვლავი და ორმოც მაგრამ არასდროს არ დამინთია.

ტრანშეა და დაკოტათი მოვიხიბლე smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
tobran
პოსტი May 8 2014, 11:21 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 26
რეგისტრ.: 20-January 14
წევრი №: 949

ნიკის ჩასმა
ციტირება



დავითაუ

ასეთი კაი პოსტები ჩვენ ჯგუფშიც დადე ხოლმე რა მოხდება sad.gif


--------------------
მწამს ცეცხლი, როგორც ჭეშმარიტი სიწმინდე,
მწამს ლუდი, როგორც ჭეშმარიტი სიმართლე,
მწამს მახვილი, როგორც ჭეშმარიტი ძალა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Aug 16 2014, 12:18 AM
პოსტი #20


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



tobran
თქვენი ჯგუფი რომელია?


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th October 2018 - 07:12 PM