IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
მხოლოდ მართლმადიდებელი ცხონდება?
სტუმარი
პოსტი Apr 12 2013, 12:40 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
ციტატა
ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი განსხვავდება ერთმანეთისაგან? არა ხომ? მაშ თუ ბიბლიის არ მქონე, არაეკლესიური ნოე აცხონა წარსულში დღეს რაღა შეუშლის ხელს კეთილი გულის კაცი აცხონოს მისი მოწონებული? ნუთუ ვინმე ეტყვის ღმერთო ეჰ კაცი მართლმადიდებლურ დოგმებს არ მისდევდა და რად აცხონებო? ასე რომ ის რაც კაცთათვის შეუძლებელია შესაძლებელია ღვთისთვის, მისთვის შესაძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ აცხონოს ნებისმიერი, მეტყვის ვინმე რომ არა?

კი ბატონო, ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა, მაგრამ მაშინ რაღა საჭირო იყო საერთოდ ქრისტეს მოსვლა? ყოფილიყო ისევ ის ძველი და ყველა კარგად იქნებოდა. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ცხონება კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულები გამოიხსნა. მის განკაცებამდე (ბიბლიური სწავლებით) არცერთი ადამიანი, მათ შორის წინასწარმეტყველებიც არ მიდიოდნენ სასუფეველში.
ეკლესიის გარეთ ცონება კი სრულიად წარმოუდგენელია. მაშინ ეს სწავლება აღარ გამოდის ქრისტეს მოძღვრება, არამედ რაღაც ახალი, სხვა, მოგონილი მოძღვრება იქნება.
ციტატა
სამწუხაროდ სინოდის განჩინება სხვა რაიმეზე მეტყველებს და არა ღვთის განგებულობაზე, მინდობილ საკითხზე, ახალი თუ მიიღეს რაიმე და ძველი გააუქმეს არ ვიცი, მე მმკ-ს დასაშოშმინებლად მიღებულ განჩინებაზე მაქვს საუბარი და კიდევ იმ თემაზე, რომ როდესაც უგონო, შეურაცხადი ან მცირეწლოვანი მიიცვლება, ან მისი რეინკარირება უნდა მოხდეს რათა შეძლოს ცნობიერი არჩევანის გაკეთება ან არა და უპირობო ცხონება, ყველა სხვა შემთხვევა უსამართლობაა, გიჟი რომელიც საკუთარ ქმედებას ვერ აკონტროლებს, ჯოჯოხეთში ყოვლად წარმოუდგენელია, აგერ მიწიერი ხელმწიფენიც კი არ ადებენ ასეთს მსჯავრს, თუნდაც 10 ადამიანი მოკლას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარება და რამდენად სამართლიანია მიწიერ მთავრებზე ღმერთი?

სინოდის დადგენილებაში არსად წერია, ვინ ცხონდება და ვინ - არა.
არც მე ვიცი ეს, არც შენ, არც სინოდმა და არც არავინ ამ ქვეყნად. მე არ მომწონს მათი მცდელობა, ვინც ეკლესიას ჩვილთა ჯოჯხეთში გამწესებას აბრალებს. სინოდმა თავის დადგენილებაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ცხონებისთვის საჭირო აუცილებელი პირობები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება კვლავაც ღვთის პრეროგატივაა. ის, ვისაც შეუძლია გააცოცხლის ლაზარე, ვისაც შეუძლია მოკვდეს და აღდგეს იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ ცხონება, ის, ვინც ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულები ამოიყვანა.
ერთადერთი, რაშიც შეიძლება დაგეთანხმო არის ის, რომ მისი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო მმკ-ს აქტივისტების მხრიდან და სწორედ მათი დაკმაყოფილებისა და დაშოშმინების გამო მოხდა ამ დადგენილების გამოტანა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავმეორდები, აქ არსად წერია ვინმეს ჯოჯოხეთში გამწესების შესახებ. ღვთის უკიდეგანო გულმოწყალება და იკონომია არის ამოსავალი წერტილი ამგვარ სიტუაციაში და ამაზე საუბარი მხოლოდ დროის უქმედ კარგვაა და მეტი არაფერი.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Apr 12 2013, 12:02 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



საერთოდ რატომ სვამთ ისეთ კითხვებს, რასაც პასუხი სიცოცხლეში კი არა, აი ყველანი რომც დავიხოცებით და შესაძლოა ვერ გავიგოთ? biggrin.gif


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Apr 12 2013, 02:02 PM
პოსტი #43


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



დააცა ხალხს, აინტერესებს smile.gif

mwvane
ჰო, შენგან ვიცი რო მაინც ყველანი დავიხოცებით givi.gif


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 12 2013, 04:35 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
კი ბატონო, ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა, მაგრამ მაშინ რაღა საჭირო იყო საერთოდ ქრისტეს მოსვლა?


ჰო და ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი რომ ერთია და თან ეს ღმერთი უცვლელი რომაა, ამიტომაც გწერ რომ როგორც არამართლმადიდებელი ბიბლიის არ მქონე ნოე აცხონა ისევე ძალუძს აცხონოს კაცი მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ, ან აქ რა არის სადავო? გეკითხები ძალუძს თუ არა ღმერთს აცხონოს კაცი მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ? პასუხია კიი ძალუძს. დასკვნა: მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ შესაძლებელია ცხონება. ან იქნებ არ ძალუძს რას იტყვი განსხვავებული შეხედულება ტუ გაქვს გაგვიმხილე.

რაც შეეხება ქრისტეს ის კაცობრიობის სახსნელად მოევლინა წუთისოფელს და ის საჭირო იყო რომ ადამიანს ღმერთი შეეცნო და ამასთან ერთად ჭეშმარიტება.



ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
ყოფილიყო ისევ ის ძველი და ყველა კარგად იქნებოდა.

ის ისევ ძველი იყო სწორედ იესო და ყოფილიყო კი არა იყო კიდეც და ყველაფერი კარგადაა მის ზეციურ ეკლესიაში.

ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ცხონება კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულები გამოიხსნა. მის განკაცებამდე (ბიბლიური სწავლებით)

დამისაბუთე ბიბლიით აი ეს რაც ეხლა დაწერე, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ. შეძლებ?

ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
არცერთი ადამიანი, მათ შორის წინასწარმეტყველებიც არ მიდიოდნენ სასუფეველში.

აბა მაშ ქრისტე რად ეუბნება ფარისევლებს ასეთ სიტყვებს: "ღვთის სასუფეველში არც თქვენ შედიხართ და შემსვლელთაც აბრკოლებთო"? თუ ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდა უკლებლივ მაშ რომელ სასუფეველში შემსვლელებს აბრკოლებდნენ ფარისევლები?

ეს არის სიცრუე რაც ეხლა შენ დაწერე.

ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
ეკლესიის გარეთ ცონება კი სრულიად წარმოუდგენელია.

სრულიად წარმოუდგენელი არ გახლავს, რადგან ის რაც შეუძლებელი არს კაცთათვის შესაძლებელი არს ღვთისათვის.

ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
მაშინ ეს სწავლება აღარ გამოდის ქრისტეს მოძღვრება, არამედ რაღაც ახალი, სხვა, მოგონილი მოძღვრება

რა თქმა უნდა აღარ გამოდის და მაგას ვიძახი სწორედ მეც რომ ქრისტე სხვა რამეს ამბობდა თქვენ საპირისპიროს იძახით.

ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
სინოდის დადგენილებაში არსად წერია, ვინ ცხონდება და ვინ - არა.

სახელი გვარები სივი და ანკეტა არ არის შედგენილი მაგრამ მოუნათლავ ჩვილებს რომ ჯოჯოხეთის საგზური გამოუწერეს ეს აშკარად იკითხება სინოდის განჩინებაში.
ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
არც მე ვიცი ეს, არც შენ, არც სინოდმა და არც არავინ ამ ქვეყნად. მე არ მომწონს მათი მცდელობა, ვინც ეკლესიას ჩვილთა ჯოჯხეთში გამწესებას აბრალებს.


არავინ არავის არაფერს არ აბრალებს, მოვიძიებ მაგ განჩინებას და დავდებ, შემდეგ ვნახოთ მე ვაბრალებ რაიმეს სინოდს თუ მართლა ის ქნეს რასაც ვიძახი.

უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

საპატრიარქოს კრებებზე და მრევლთან საუბრისას ზოგიერთი სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ ვიცით, ღმერთი აცხონებს თუ არა დაბადებულ და მოუნათლავად გარდაცვლილ და მუცელში მოწყვეტილ ჩვილებს; ანუ უშვებენ შესაძლებლობას ნათლობის გარეშე ცხონებისა. ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას რამდენიმე მუხლით:
1. ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს სახარების სიტყვებს: ”ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკეთუ ვინმე არ იშვე მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (ინ 3,5);
2. ეწინააღმდეგება მრწამსის მუხლს: ”მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, რომლის თანახმადაც, მიწიერი ეკლესიის წევრობის გარეშე ვერავინ ვერ გახდება ზეციური ეკლესიის (ანუ ღვთის სასუფევლის) წევრი. უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, დაბადებულები თუ მუცელში მოწყვეტილები, არ ყოფილან მიწიეი ეკლესიის წევრები და მათ ცხონებაზე საუბარი ნიშნავს, ჩაეყაროს საფუძველი ეკლესიის გარეთ ცხონების შესაძლებლობას;
3. ეწინააღმდეგება მრწამსის მუხლს: ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა”. მოუნათლავი მხოლოდ ნათლობით განიწმინდება პირველქმნილი და პირადი ცოდვებისაგან. ჩვილებს პირადი ცოდვები არ გააჩნიათ, მაგრამ ჩასახვისთანავე პირველქმნილი ცოდვით არიან აღბეჭდილნი. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ცოდვით აღბეჭდილ სულს არ შეუძლია მარადიული კავშირი ღმერთთან, ანუ ცხონება;
4. ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას იესო ქრისტეს მიერ ჯვარცმით კაცობრიობის გამოსყიდვის შესახებ. მხოლოდ ნათლობის დროს ხდება ჯვარცმის გამომსყიდველ მადლთან ადამიანის სულის თანაზიარება. ნებისმიერი უნათლავად გარდაცვლილი _ ჩვილი, დიდი თუ პატარა, სრულიად უცხოა ქრისტესათვის.

უნათლავი ჩვილების შესახებ სწავლება ასევე საფუძველს უყრის მწვალებლურ მოძღვრებას ქრისტეს გარეშე ხსნის შესაძლებლობაზე.

უმორჩილესად გთხოვთ, სინოდის კრებაზე განიხილოთ ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაამტკიცოთ ჭეშმარიტი სწავლება, რომ ნათლობის გარეშე ვერავინ ცხონდება.

გთხოვთ შენდობას და ლოცვა-კურთხევას.

დეკანოზი ზურაბ ანთაძე
დეკანოზი პეტრე ბარამიძე
დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე
დეკანოზი დიმიტრი გორგოძე
დეკანოზი დავით ისაკაძე
დეკანოზი ირაკლი კალანდაძე
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე
დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია
მღვდელი ზაქარია დავრიშიძე
მღვდელი გაბრიელ ვაშაძე
მღვდელი ბასილ იაშაღაშვული
მღვდელი შიო მენაბდე
მღვდელი დავით მინდორაშვული
მღვდელი გიორგი რაზმაძე
მღვდელი თადეოზ სარალიძე
მღვდელი დავით ქვლივიძე
20.X.2000წ.

---------------------

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის განჩინება:

პიროვნების სულიც ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში სწერია: ”უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა” (იოანე 3.3)

მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას.

სარწმუნოების სიმბოლოს XI მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა". კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად, ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდოს პირველქმნილი ცოდვისაგან.

სახარების მიხედვით, ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: "სასუმელი სამე ჩემი შესუით და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ..." (მათე 20,23). ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ, და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ _ ცხოვნდებიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია.

1/14. XII. 2000 წ.

აი ამ ფრაზით მორჩა კინო: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია.
ეხლა ჩვილების გვარ სახელები რად არ ჩაწერესო მაგას თუ ითხოვ ეგ არ ვიცი და სინოდის განჩინებით კი ყველაფერი ნათქვამია და ისიც დაინახეთ მმკ-ს მღვდელ ბანდა ქვაბ ავაზაკების წნეხის ქვეშ მიღებული მცდარი განჩინება რომაა, ძალიან გთხოვ გაპრავება არ დაუწყო, ან სადმე სხვაგან ქენი ეს, მე სიტყვების მნიშვნელობები კარგად ვიცი და აზრიც მშვენივრად გამომაქვს.




ციტატა(სტუმარი @ 12th April 2013 - 12:27 AM) *
კიდევ ერთხელ გავმეორდები, აქ არსად წერია ვინმეს ჯოჯოხეთში გამწესების შესახებ.

ეს რა არის აბა?

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია.

ეს სიტყვები რას ნიშნავს ამიხსენი თუ არა შემდეგს, "ნათლობით თუ არ განიწმინდები ადამის ცოდვისაგან ჰაიდა ჯოჯოხეთში" ნიშნავს ამას თუ არა? ასეთები კი სწორედ რომ უნათლავი ჩვილები არიან, უნათლავი ვერ ცხონდებაო გიწერენ და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ასე დიპლომატიურ სიმწარეს იტყვიან თუ პირდაპირ გეტყვიან უნათლავი შვილი თუ მოგიკვდება ჯოჯოხეთში ხვდებაო? ვერ ცხონდებაო გიწერენ და ვინც ვერ ცხონდება სად მიდის სამოთხეში? თუ ჯოჯოხეთში?
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Apr 12 2013, 08:50 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(დავითაუ @ Apr 12 2013, 01:49 PM) *
დააცა ხალხს, აინტერესებს smile.gif

mwvane
ჰო, შენგან ვიცი რო მაინც ყველანი დავიხოცებით givi.gif


wink.gif


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 13 2013, 06:20 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
მივყვეთ თანამიმდევრულად:
პირველ რიგში, ვნახოთ რას წერს პავლე მოციქული თავის ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში - მე 11 თავი მთლიანად ძველი აღთქმის ხალხს ეხება, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ რწმენით ცხოვრობდნენ და ასრულებდნენ ღვთის ყველა მცნებას, მაინც ვერ მიაღწიეს სასურველ მიზანს:
"39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი."
ისინი ელოდნენ ქრისტეს მოსვლას, რათა აღდგომის დროს თავად მას, ქრისტეს ამოეყვანა და ჩვენთან ერთად გამხარიყვნენ სრულქმნილნი.
სწორედ აღდგომის დროს ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა სიტყვა ექადაგა მათთვის. ეს წერია პეტრეს პირველ ეპისტოლეში 3:18,19
"18. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19. რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც"
იმავე საკითხზე მსჯელობს პავლე მოციქუღი და თან ფსალმუნის მუხლს იშველიებს: „აღხედ მაღალსა, წარმოტყუენე ტყუე და მოიღე ნიშები კაცთა შორის“ (ფს. 67,19), „ხოლო „აღსლვაჲ-იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთახდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა? რომელი გარდამოხდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი“ (ეფ. 4,8-10).

ბიბლიური სწავლებით, ქრისტეს მოსვლამდე არცერთი ძველი აღთქმისეული მართალი ან წინასწარმეტყველი არ შესულა სასუფეველში. მათი ცხონება მოხერხდა მხოლოდ ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ამიტომ, როცა შენ ამბობ:
ციტატა
"ღვთის სასუფეველში არც თქვენ შედიხართ და შემსვლელთაც აბრკოლებთო"? თუ ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდა უკლებლივ მაშ რომელ სასუფეველში შემსვლელებს აბრკოლებდნენ ფარისევლები?

ეს ყვეაფერი უკვე მაშინ ხდებოდა, როცა ქრისტე მოსული იყო და უქადაგებდა ცათა სასუფეველს. სწორე მისი მოსვლის შემდგომ გაიხსნა ის ყველასთავის, როგორც ძველი , ისე ახალი აღთქმის მართალთათვის.

მეორე საკითხზე (ჩვილთა ცხონება-არცხონების შესახებ) განგებ არ გავაგრძელებ საუბარს, რადგან ეს სრულიად სხვა თემაა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ საკითხის ამ თემაში განხილვა.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Apr 13 2013, 06:34 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



სახარებაში აგრეთვე წერია რომელ ნათელ არა იღოს ვერ მოხვდეს ცათა სასუფეველში?

და ეს როგორ გავიგოთ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 14 2013, 06:15 AM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
ციტატა(სტუმარი @ 13th April 2013 - 06:07 PM) *
"39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი."

აქ რომელ აღთქმაზეა საუბარი იცით? ანდა ის თუ იცით სრულქმნილობა - იგივე სრულყოფილება რას ნიშნავს? აქ საუბარია 24 უხუცესის ტახტის დაკავების თანამეფობის აღთქმაზე და განღმრთოვებაზე, რაც მოციქულთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ვინაიდან იგივე პავლე წერს "გამზადებულ იყო ადგილი ჩვენთვის ზეცაში საუკუნეს უწინარეთა", აი აქ ამაზეა საუბარი და არა იმაზედ რომ თითქოს ქრისტემდე სასუფეველში არავინ შედიოდა.

ვინაიდან თავად ქრისტე გვამცნობს:

11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.

ვინ არიან ისინი ცათა სასუფეველში მყოფნი ვინც იოანეზე მეტნი და ამავდროულად უმცირესნი არიან? ანგელოზნი? ანგელოზნი მიაჩნია იესოს ადამიანებზე რაიმეთი მეტად?

12. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.

ხედავ იესო ჯერ არ შთასულა ჯოჯოხეთში და ის ამბობს: დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება,

ციტატა(სტუმარი @ 13th April 2013 - 06:07 PM) *
სწორედ აღდგომის დროს ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა სიტყვა ექადაგა მათთვის. ეს წერია პეტრეს პირველ ეპისტოლეში 3:18,19

ვისთვის მათთვის? ამ წერილიდან ირკვევა შემდეგი: სულები რომლებსაც ქრისტემ უქადაგა სატუსაღოში იყვნენ ასეა? ასეა. აბა ეხლა ვნახოთ ვინ იყვნენ სატუსაღოში და რა არის ეს სატუსაღო:

6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.

აქ საუბარია ანგელოზებზე, გთხოვ მიპასუხე ეს ანგელოზები სატანას ანგელოზები არიან თუ არა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი იმ სულების ვინაობაზე ვინც სატუსაღოში იყვნენ და ზოგადად სულთა საბყრობილეზე.

ციტატა(სტუმარი @ 13th April 2013 - 06:07 PM) *
ბიბლიური სწავლებით, ქრისტეს მოსვლამდე არცერთი ძველი აღთქმისეული მართალი ან წინასწარმეტყველი არ შესულა სასუფეველში.

ვიმეორებ, ეს სიცრუეა და თუ არა იგივე ფრაზა დადე ბიბლიიდან.
ციტატა(სტუმარი @ 13th April 2013 - 06:07 PM) *
ეს ყვეაფერი უკვე მაშინ ხდებოდა, როცა ქრისტე მოსული იყო და უქადაგებდა ცათა სასუფეველს. სწორე მისი მოსვლის შემდგომ გაიხსნა ის ყველასთავის, როგორც ძველი , ისე ახალი აღთქმის მართალთათვის.

როდის მისი მოსვლის შემდგომ? შობის შემდგომ გაიხსნა ცათა სასუფეველი?
ციტატა(სტუმარი @ 13th April 2013 - 06:07 PM) *
მეორე საკითხზე (ჩვილთა ცხონება-არცხონების შესახებ) განგებ არ გავაგრძელებ საუბარს, რადგან ეს სრულიად სხვა თემაა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ საკითხის ამ თემაში განხილვა.

გასაგებია, ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არც კი ღირს, ზემოთ ყველაფერი ნათლად არის უკვე ნათქვამი.

thunderstorm
ციტატა(thunderstorm. @ 13th April 2013 - 06:21 PM) *
სახარებაში აგრეთვე წერია რომელ ნათელ არა იღოს ვერ მოხვდეს ცათა სასუფეველში?

და ეს როგორ გავიგოთ"

ვინც სული წმიდას არ მიიღებს ვერ ხვდება ცათა სასუფეველში, სულიწმიდით ნათლისმცემელი კი იესოა, როგორც იოანე ამბობს მასზედ, მე გნათლავთ წყლით ჩემს შემდეგ მომავალი კი ის, ვისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით, ჩვილებს რაც შეეხება არ იციან მღვდლებმა ნათლავს თუ არა მათ იესო წმიდა სულით და მიუხედავად ამისა მაინც ჯოჯოხეთისაკენ აძლევენ გეზს, მე ვფიქრობ ვინაიდან ღმერთი სიყვარულია ის, მიწიერი რიტუალური ნათლობის (რომელიც სიმბოლურად განასახიერებს სულით ნათლობას) გარეშე თავად ნათლავს სულით, როგორც სულით ნათლისმცემელი და ის თავადაა ასეთების ნათლია, ნათლისმცემელი ზეციერი, აი ამის დაშვება კი არ სურს მმკ-ს ქვაბ ავაზაკთა ბანდას და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ სინოდს მიაღებიეს ის განჩინება რაც ზევით დევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 14 2013, 09:37 AM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
ციტატა
აქ რომელ აღთქმაზეა საუბარი იცით? ანდა ის თუ იცით სრულქმნილობა - იგივე სრულყოფილება რას ნიშნავს? აქ საუბარია 24 უხუცესის ტახტის დაკავების თანამეფობის აღთქმაზე და განღმრთოვებაზე, რაც მოციქულთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ვინაიდან იგივე პავლე წერს "გამზადებულ იყო ადგილი ჩვენთვის ზეცაში საუკუნეს უწინარეთა", აი აქ ამაზეა საუბარი და არა იმაზედ რომ თითქოს ქრისტემდე სასუფეველში არავინ შედიოდა.

24 უხუცესის ტახტის დაკავებაზე არ არის მანდ საუბარი, რადგან ძალიან მკაფიოდ წერია: "ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი."
სრულქმნილება სწორედ რომ განღმრთობაა, განღმრთობა - ცხონება, ცხონება სასუფევლის მიღმა წარმოუდგენელია. არავითარი 24 ტახტი აქ არ არის.
რა სიკეთეზეა აქ საუბარი, რა განუმზადა ასეთი ღმერთმა თავის ერთგულებს?
პასუხი აქ არის: "„რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“ (1 კორ. 2:9)
სრულქნილება 24 უხუცესის ტახტის დაკავებაა?
მაშინ ჩვენ სრულიად სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ამის იქით ვერ წავალთ.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 14 2013, 10:36 AM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეხლა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი დისკუსიას და არ შემეძლო არ აღმენიშნა კიდევ ერთხელ:

თუკი შესაძლებელი იყო ქრისტეს მოსვლამდე ადამიანის ცხონება (ცათა სასუფევლის დამკვიდრება), მაშინ არ ყოფილა საჭირო ქრისტეს მოსვლა. რისკენ ისწრაფვოდა ადამინი ძველი აღთქმის პერიოდში? ის ელოდა მესიას, რათა მიეღო გამოხსნა და დაემკვიდრებინა სასუფეველი.
წერილში წერია: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ." (იოანე 14:6)
თუ ჩვენთვის ქრისტეს სიტყვები წარმოადგენს ავტორიტეტს, მაშინ არ უნდა გაგვიძნელდეს იმის აღიარება, რომ სასუფევლის დამკვიდრება ქრისტეს მოსვლამდე შეუძლებელი იყო.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 14 2013, 05:12 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
თუკი შესაძლებელი იყო ქრისტეს მოსვლამდე ადამიანის ცხონება (ცათა სასუფევლის დამკვიდრება), მაშინ არ ყოფილა საჭირო ქრისტეს მოსვლა.
ქრისტეს მოსვლა საჭირო იყო საერთო საყოველთაო ხსნისათვის, თორემ რჩეული ერი ისრაელი იცნობდა ისედაც ჭეშმარიტ უფალს და ხსნაც გააჩნდა ცოდვათა მიტევებით.
რისკენ ისწრაფვოდა ადამინი ძველი აღთქმის პერიოდში? ის ელოდა მესიას, რათა მიეღო გამოხსნა და დაემკვიდრებინა სასუფეველი.
ძველი რჯულის კანონის ქვეშ მყოფთათვის, ძველ რჯულში გადმოცემული უფლის ნების აღსრულება იყო ხსნის გარანტი, გაიხსენე რას ეუბნება იესო იუდეველ კაცს შეკითხვაზე რა უნდა ვქნა რომ ცათა სასუფეველი დავიმკვიდროო, იესო ეუბნება შენ გსმენია, არა კაცთ კლა არ იპარო, ასე რომ მცნებათა აღსრულებაზე მიუთითებს.......
წერილში წერია: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ." (იოანე 14:6)
ეს სიტყვები ამ დიალოგში უადგილოა, ვინაიდან სულ სხვა რაიმეს გამოხატავს და არ ჯდება თემის შინაარსში, მამასთან მისვლა სხვაა და ცხონება სხვა, შენ შეიძლება მიხვიდე მამასთან ქრისტეს მიერ მაგრამ მეორე წამს დაკარგო ცხონება.
მაშინ არ უნდა გაგვიძნელდეს იმის აღიარება, რომ სასუფევლის დამკვიდრება ქრისტეს მოსვლამდე შეუძლებელი იყო.
მე ამის აღიარება არ გამიჭირდებოდა იმ შემთხვევაში თუ ამას მართლაც იტყოდა იესო და არა მისი სიტყვების სათავისოდ განმმარტებლები, მოსე და ელია ჯოჯოხეთიდან ამოიხმო მთაზე საუბრისას და შემდეგ უკან დააბრუნა? თუ დახსნილნი არ იყვნენ მაშ როგორ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან? და თუ იყვნენ დახსნილნი უკვე მაშ თავად აღიარე რომ ცათა სასუფევლის კარი არასოდეს ყოფილა დახშული, ვინაიდან წერილი ამბობს: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამთან ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 14 2013, 10:30 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
ციტატა
ქრისტეს მოსვლა საჭირო იყო საერთო საყოველთაო ხსნისათვის, თორემ რჩეული ერი ისრაელი იცნობდა ისედაც ჭეშმარიტ უფალს და ხსნაც გააჩნდა ცოდვათა მიტევებით.

წინააღდეგობრივი ფრაზაა
თუ ქრისტეს მოსვლა საჭირო იყო რათა მომხდარიყო გამოხსნა, მაშინ რატომ წერ რომ ისრაელს გააჩნდა ხსნა ცოდვათა მიტევებით?
ხსნა მხოლოდ ქრისტეშია და ეს ქრისტემ თქვა არაერთხელ.

როგორც ვხედავ აქ უპირველეს ყოვლისა ბიბლიის ტერმინოლოგიის ინტერპრეტაციაშია გარკვევა საჭირო.
მე ვამბობ რომ ბიბლიურად ღმერთთან მისვლა, სასუფევლის დამკვიდრება და ცხონება ერთი და იგივეა.
შენ ამბობ რომ ღმერთთან შესაძლებელია მისვლა ცხონების გარეშე.
მოდი მაშინ ჯერ ამგვარი დეტალები გავარკვიოთ და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 15 2013, 07:06 AM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



წინააღდეგობრივი ფრაზაა

ცდებით.

თუ ქრისტეს მოსვლა საჭირო იყო რათა მომხდარიყო გამოხსნა, მაშინ რატომ წერ რომ ისრაელს გააჩნდა ხსნა ცოდვათა მიტევებით?

მანდ მხოლოდ სიტყვა გამოხსნა არ წერია, მანდ მიწერია საერთო საკაცობრიო ხსნა, რაც განსხვავდება ერთი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ხსნისგან. ისრაელი რომ დახსნილი იყო ეს იმასარ ნიშნავს რომ ბერძნები ან რომაელებიც დახსნილნი იყვნენ.

როგორც ვხედავ აქ უპირველეს ყოვლისა ბიბლიის ტერმინოლოგიის ინტერპრეტაციაშია გარკვევა საჭირო.

ბიბლიური სიტყვების ინტერპრეტაციებში კარგად ვერკვევი, ეს როგორც ჩანს თქვენ გსურთ განგებ არ წაიკითხოთ სრულად ის რასაც ვწერ.

ხსნა მხოლოდ ქრისტეშია და ეს ქრისტემ თქვა არაერთხელ.

თან ისიც არ დავივიწყოთ რომ ძველი და ახალი ერთი ღმერთია.


მე ვამბობ რომ ბიბლიურად ღმერთთან მისვლა, სასუფევლის დამკვიდრება და ცხონება ერთი და იგივეა.

არ გახლავს ერთი და იგივე ღმერთთან სიახლოვე ავტომატურად არ ნიშნავს სასუფევლის მკვიდრობას.

შენ ამბობ რომ ღმერთთან შესაძლებელია მისვლა ცხონების გარეშე.

კი სულიწმიდის მყოლი ადამიანები ღმერთთანაც არიან მისულები და მეტსაც გეტყვი მათშია ღმერთი, მაგრამ ეს ცხონების გარანტი სრულიადაც არ გახლავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 15 2013, 11:23 AM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
ციტატა
მანდ მხოლოდ სიტყვა გამოხსნა არ წერია, მანდ მიწერია საერთო საკაცობრიო ხსნა, რაც განსხვავდება ერთი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ხსნისგან. ისრაელი რომ დახსნილი იყო ეს იმასარ ნიშნავს რომ ბერძნები ან რომაელებიც დახსნილნი იყვნენ.

ესე იგი ძველი აღთქმისეული რელიგია მხოლოდ ებრაელთათვის ყოფილა.
მემგონი ჩვენ რადიკალურად ვასხვავებთ ერთმანეთისგან ფუნდამენტალურ საკითხებს.

ვფიქრობ ნოლიდან მოგვიწევს საკითხებისა და ტერმინოლოგიის გარკვევა.

ციტატა
კი სულიწმიდის მყოლი ადამიანები ღმერთთანაც არიან მისულები და მეტსაც გეტყვი მათშია ღმერთი, მაგრამ ეს ცხონების გარანტი სრულიადაც არ გახლავს.

მე არ ვსაუბრობ სულიწმინდით განბრძნობიოლ ადამიანებზე, როგორც ცხონებულებზე.
მე ვამბობ, რომ ცხონება სიცოცხლეში შეუძლებელია. სულწმინდით განბრძნობა კი შესაძლებელია, მაგრამ ეგ არ არის გამოხსნა, ის საბოლოო მიზანი, რისკენაც ესწრაფვოდნენ ძველი აღთქმის ებრაელი მართლები.
ისევ დავუბრუნდეთ ჩვენი დისკუსიის დასაწყისს:
ძველი ებრაელი მართლის საბოლოო მიზანი არის ცხონება (რაც არ ნიშნავს სულიწმინდით განბრძნობას) და ეს საბოლოო მიზანი წერია ამ მუხლში:

ციტატა
"39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი."

აქ სრულქმნაში არ იგულისხმება სულიწმინდით განბრძნობა, რადგან არსებობს უფრო უმაღლესი მიზანიც - ცხონება. ეს იცოდნენ ძველი ართქმის მართლებმა, მაგრამ ვერ მიიღეს ის მანამდე, სანამ არ მოვიდა ქრისტე.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 15 2013, 02:50 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
ესე იგი ძველი აღთქმისეული რელიგია მხოლოდ ებრაელთათვის ყოფილა.

ებრაელები ვახსენე სადმე? ისრაელი ებრაელებს არ ნიშნავს ძველი რჯული კი სწორედაც რომ მხოლოდ ისრაელისათვის იყო განკუთვნილი ღვთის რჩეული ერისათვის.

მემგონი ჩვენ რადიკალურად ვასხვავებთ ერთმანეთისგან ფუნდამენტალურ საკითხებს.

მე მგონი კი არა ნამდვილად ეგრეა, აბა დაფიქრდი თუ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ჯოჯოხეთში მიემგზავრებოდა ყველა მაშ რაღა საჭირო იყო ცოდვათა მისატევებლად აღსავლენი სისხლიანი მსხვერპლი? მთელი ლევიანთა წიგნები სწორედ ამაზედ მოუთხრობს მსმენელს და რა აზრი ქონდა მსხვერპლით ცოდვის გამოსყიდვას თუ საბოლოვო დანიშნულების ადგილი ჯოჯოხეთი იყო? საერთოდ ძველ რჯულს აზრი ეკარგება მთლიანად ასეთ შემთხვევაში და მცნებებსაც სხვათაშორის.

არა კაცთ ჰკლა
რატომ არა კაცთ ვკლა?
იმიტომ რომ ცოდვაა.
მერე რა რომ ცოდვაა?
მერ ის რომ ჯოჯოხეთში მოხვდები თუ ჩაიდენ
და რომ არ ჩავიდინო არ მოვხვდები?
კიი მაინც მოხვდები.

ალოგიკურ ირონიული არ არის ეს ყველაფერი?




მე არ ვსაუბრობ სულიწმინდით განბრძნობიოლ ადამიანებზე, როგორც ცხონებულებზე.

შენ საუბრობდი მამამდე მისვლაზე ასეა? ასეა. სულიწმიდის დავანება ადამიანზე კი სწორედ რომ ღმერთთან მისვლას ნიშნავს, ნუ ეხლა შენ თუ ღმერთთან მისვლა მისი ზეციერი ტახტის წინ დგომა გგონია, ამ ტახტის წინ მხოლოდ 24 უხუცესი დაიდგამს საკუთარ ტახტს და სხვა ვერავინ ადამიანთაგან, ანგელოზთაგან კი 7 მთავარი.

ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით ეს არ ნიშნავს იმას რომ 7 მილიარდ ადამიანს იესო გააქცევს და იეჰოვას ტახტის წინ დაამწკრივებს, ღმერთთან მიახლოვება მისი სულის მიღებით, სულით ნათლობით არის შესაძლებელი და ის როგორც სულიწმიდით ნათლისმცემელი ამაზედ საუბრობს.

აქ სრულქმნაში არ იგულისხმება სულიწმინდით განბრძნობა, რადგან არსებობს უფრო უმაღლესი მიზანიც - ცხონება.

და კიდევ უფრო მაღალი მიზანიც თანამეფობა, ცხონებით სხვა ხალხიც ცხონდება თეთრებით მოსილი თანამეფეთა რიცხვი კი მკაცრად განსაზღვრულია 144 000 ისრაელის ყოველი ტომიდან, ასე რომ მოციქულთა გარეშე ვერანაირად ვერ ივსებოდა წინასწარ დადგენილი რიცხვი და უწინარეს საუკუნეთა გამზადებული ადგილები და სხვათაშორის დღესაც კი შევსებადია ეს ადგილები. ასე მოგვითხრობს იოანე საკუთარ გამოცხადებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Apr 16 2013, 02:49 AM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
რაკი ასე დიდია სხვაობა ჩვენი ტერმინოლოგიის გაგებას შორის, დავიწყოთ ნოლიდან.
ოღონდ არა ამ თემაში, არამედ სადმე სხვაგან, რადგან აქ არამართლმადიდებელთა ცხონებაზეა საუბარი. ჩვენ კი აქამდე მოსასვლელად გარკვეული საკითხები უნდა ამოვწუროთ.
მე მზად ვარ საუბრისთვის.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxa_
პოსტი Jun 12 2013, 03:31 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 108
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი №: 563

ნიკის ჩასმა
ციტირება



არ ცხონრება მხოლოდ მართლმადიდებელი. ცხონდება ის ვინც ღმერთი იწამა. ღმერთი ზოგისთვის არის ალაჰი, ზოგისთვის ბუდა და სოგისთვის დიდი სუნსულა.

ყველას ერთი საქმე აერთიანებს: სიკეთე!!!
იყავი კეთილი და ცხონდები. იცოდე სივარული და ცხონდები. გაწირე თავი ქვეყნისა და სამშობლოსთვის და ცხონდები. შეიყვარე მოყვასი შენი და ცხონდები. დარწმუნებული ვარ, დალაი ლამა შეიძლება უფრო ცხონდეს ვიდრე მე. ის პრაქტიკულ რელიგიურ მეცნიერებას ქადაგებს, მე კი რაღაც სისულელეს


--------------------
ვამბობ ჭეშმარიტებას ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Jun 12 2013, 06:42 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



არის მიმდინარეობები... ზოგი უფრო სწორი ზოგი ნაკლებად....
ყველაზე ახლოს სწორ მიმართულებასთან ჩემი აზრით მართლმადიდბლობა და კათოლიციზმია...
საუკუნეების წინ საერთოდ არ არსებობდა სიტყვა და მცნება მართლმადიდბელობა და მაშინ ყველა ჯოჯოხეთში მიფრინავდა მანამდე?
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2018 - 12:50 AM