1. ჩანთა - აუცილებლად კარგად მორგებული ზურგზე ( სასურველია არ იყოს უხარისხო, ლაშქრობისას ჩანთის დაზიანება გამოიწვევს როგორც თქვენი,ისე მოლაშქრეთა შეფერხებას)
2. საძილე ტომარა
3. პარალონი - უკეთესია იყოს მაგარი,რბილი ადვილად იხევა და არაკომფორტულია.
4. საწვიმარი.
5. ფეხსაცმელი - რეკომენდებულია არ არის ახალი ფეხსაცმლით წასვლა ლაშქრობაში, დიდი ალბათობაა ფეხის დაზიანების.
6. ჭიქა (ალუმინის ან პლასტმასის), ალუმინის პატარა ჯამი, კოვზი,დანა,ჩანგალი ( მცირე ზომის დასაკეცი)
7. ფანარი.
8. პირადი ჰიგიენის ნივთები.
9. ასანთი ( სანთებელა)
10. აფთიაქი (სტერილური ბინტი, სანტავიკი, წყალბადის ზეჟანგი, იოდი,რეგიდრონის პაკეტი, ვალერიანი ან ვალიდოლი, ტკივლიგამაყუჩებელი).
11. მზისგან დამცავი საშუალებები (კეპი,პანამა,ბენდენა, მზისგან დამცავი კრემები).
გთავაზობთ იმ აუცილებელი სამედიცინო ნივთების სიას რომელიც დაგჭირდებათ ტყე-ღრეში.
1) ცალკე ჩანთა (ან პლასტმასის კონტეინერი არანაკლებ 1 მოცულობისა) რომელშიც პირველი დახმარების საგნები წყლისგან და მზისგან საიმედოდ იქნება დაცული
2) ბინტი სტერილური -1
3) ბინტი ელასტიური (არასტერილური) -1
4) იოდი (გამოიყენება ასევე არასანდო წყლის გასაწმენდად 2-3 წვეთი ერთ ლიტრზე) - 1 ფლაკონი
5) სტერილური საფენები 5 ან 10 ცალიანი შეფუთვა - 2
6) ლეიკოპლასტირი "სანტავიკი" (10 -იანი შეფუთვა) 2-3 შეფუთვა (მინიმუმ)
7) ანტიბიოტიკი (ციპროფლოქსაცინი ან ციპრობაი ან ციპრინოლი 500მგ) 10-12 ტაბლეტი
8) ტკივილგამაყუჩებელი (ტორადოლი 6 აბი)
9) რეჰიდრონის პაკეტი (ფაღარათის დროს მიიღება, იხსება 1 პაკეტი 1 ლ წყალში) 2 პაკეტი
10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
11) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში
გარდა მაგისა ყოველთვის თან იქონიეთ ჰიგიენის საშუალებები:
1) კბილის ჯაგრისი და პასტა
2) რაიმე კრემი ან მალამო. სასურველია "კოლხური", "თურმანიძე" ან "ბორო პლიუსი". უნივერსალურია. გამოიყენება დამწვრობისას დამწვრობისას, ფეხის კანის გაღიზიანებისას, მცირე ნაკაწრებზე, მწერების ნაკბენეზ,ე ტკიპების მოსაცილებლად
3) ე.წ. სველი სპირტიანი სალფეთკები (კარგად აშორებს ჭუჭყს, კამუფლიჯის მაკიაჟს და კარგია ტუალეტის ამბავში)
4) კარგია იშოვოთ რეპელენტი (ნივთიერება რომელიც კანზე წასმისას აფრთხობს მწერებს). გაითვალისწინეთ რომ ის დროთა განმავლობაში შორდება კანიდან ოფლის ზემოქმედებით.
5) ფრჩხილების საკვნეტი ან დანა რომელსაც აქვს მაკრატელი. გახსოვდეთ რომ ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი უფრო გაგამწარებთ ვიდრე მტრის ტყვია
ყველაფერი ეს ერთად მინიმალურ ლიტრაჯს დაიკავებს თქვენს ზურგჩანთაში და საკმაოდ ცოტას იწონის სამაგიეროდ ტქვენს ტყეში ცხოვრებას და ბრძოლას 10-მაგათ კომფორტულს და შესაბამისად ეფექტურს გახდის.
გახსოვდეთ რომ ტყე თქვენი სახლია, ხოლო სახლი მაქსიმალური კომფორტით უნდა იყოს მოწყობილი
ხო, კინაღამ დამავიწყდა - ლახტი ანუ "ჯგუტი". გამოდგება ნებისმიერი ჭიმვადი რეზინის ზონარი ან "ღვინის" შლანგიც კი. მზა ლახტები იყიდება აფთიაქებში. ეგ საერთოდ ავტომატის ტარზე გადახვეული ან სხვა ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას უნდა ატაროთ. ლახრის არ არსებობის შეთხვევაში გამოდგება ქამარი.
თავსდება მხოლოდ უძლიერესი არტერიული სისხლდენის შემთხვევაში!!!
და მხოლოდ ბარძაყზე და მხარზე. (იქ სადაც ერთი ერთი ძვალი გადის)!!!
მუხლს და იდაყვს ქვემოთ მის დადებას ა ზ რ ი ა რ ა ა ქ ვს !!!!
[quote name='დავითაუ' date='Jun 2 2012, 03:02 AM' post='116']
10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
11) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში
10) თუ დიდი ხნით მიდიხართ წყალბადის ზეჟანგი ძალიან მალე ფუჭდება , ამიტომ სასურველია წაიღოთ გიდროპირიტის აბები.1 ცალი იხსნება 200მლ წყალში გადადუღებულ წყალში და ეს იგევე წყალბადის ზეჟანგია!!!
11) ხოლო ფუტკრის ან რაიმე მწერის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს შოკი ,რაც ყველაზე საშიშია ხორხის გასიება და ამის შედეგად სუნთქვის შეჩერება . ამ დროს სასურველია და აუცილებელი დექსამეტაზონის ინექცია .
გამარჯობა,
გთხოვთ მირჩიეთ სად ვიყიდო ლაშქრობისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი???
ხევსურეთში ვაპირებ წასვლას და ბოტასებით წასვლა რამდენად რეკომენდირებულია???
liako
ბოტასებით წადი, ოღონდ სქელძირიანი.
ძალიან სასურველაი სათადარიგო ბოტასიც წაიღო.
სამომავლოდ კიდე ამერიკული სამხედრო ბატინკია ყველაზე საიმედო.
ან მეორადებშიც ძალიანკარგი ხარისხის ფეხსაცმელბს გადაწყდები თუ დაძებნი.
thunderstorm
ძალიან დიდი მადლობა ))
liako
როგორც წესი, საუკეთესო ვარიანტი ჰაიკინგისთვის/ლაშქრობისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფეხსაცმელია...
პარალონი და საძილე მინდა ვიყიდო , თბილისში. საით წავბოდიალდე ?
თუ წამომყვება ვინმე , უფრო კარგი იქნება
drum
დიდუბეში მეორადებში ან ნავთლუხის ბაზარში უფრო იშოვნი ეგეთებს.
დიდუბეში ვიყავი ეხლ thunderstorm და მივაგენი ჩანთა-საძილეს . რამდენად კარგია მაგი არ ვიცი უბრალოდ, არაუშავს გამოიყურება .
ჩანთას ვულfპაკ ეწერა, სუპერ 70 < ესე იგი = 70 ლიტრი ? და საძილე 60 ლარად მითხრეს . ძვირი ხო არაა ?
ნავთლუღსაც მივაკითხავ და მერე ავარჩევ რამეს .
გამომყოლის ვაკანსია კიდე არის და თუ არ დაგეზარებათ დამეხმარეთ
დავითაუ
drum
სულ არ იცნობთ ერთმანეთს ხო?
nucurika
უკვე ვიცნობთ
საძილეს რამდენად ვიყიდი?
marishka
თხელი, ზაფხულის, სამხედრო საძილე - 20 -25 ლარი
დავითაუ
ხევსურეთში რომ იყო მასეთ ტემპერატურას გაუძლებს?)
marishka
საძილე კი გაუძლებს.. შენ თუ გაუძლებ ეგაა საკითხავი
რავიცი რა გითხრა აბა... ხევსურეთში ეხლა სიცივე არ ყოფილა... ნორმალური ტემპერატურა იყო... თანდათან დათბება კიდეც. მაგაზე ცივადგილზე კი შენა რა მგონია მოგიწიოს წასვლა :დ
წესით უნდა გაუძლოს...
თუ რამეა, 50 - 60 ლარი ღირს შავი სამხედრო საძილე, კაი რამეა, მარა ძალიან ძნელი საშოვნელია.. - 15 გრადუსს უძლებს
დავითაუ
ვინმემ საძილე მაყიდინეთ თუ ხალხი ხართ
marishka
თხელი სამხედრო საძილე გინდა? 25 ლარი ღირს ნავთლუღში :დ
დავითაუ
ნავთლუღი სამგორშია : ))
დავითაუ
საღამოს 6ის მერე რომ გავიდე ვიყიდი?)
marishka
არა მგონია
დავითაუ
ვიყიდე საძილე
დავითაუ
შენნაირი ჩანთა უნდა ერთს და სად შეიძლება იყიდოს?)
marishka
ამაზონზე
პარალონი მაყიდინეთ რა)
marishka
ნავთლუხი წერეთელი დინამო ყველგანაა
redcow
ნავთლუღში, როცა საძილე ვიყიდე მაშინ არ იყო, ტყუილად გასვლა მეზარება ისევ რომ არ ქონდეთ)
წერეთელზე და დინამოზე არ მიცდია
გამარჯობათ კარვის ყიდვას ვაპირეებ დამეხმარეეტ რა გიირს ამ კარვის ყიდვა აი ლინკი http://needshop.ge/karvebi/85--roky.html
ლევანი
3 კილო ძაან ბევრია 3 კაციანისთვის.
გამარჯობათ, სრულიად გამოუცდელი ვარ ლაშქრობებში და ახლა ვაპირებ ყაზბეგში წასვლას როგორ ფიქრობთ ეს კარავი გამომადგება? წინასწარ მადლობა
http://needshop.ge/karvebi/33--.html
zgarbunia22
ეგ ერთ ტენტიანი ჩანს
150 ად იყიდება ნამდვილი კარგი ფირმის 2 ტენტიანები
გამარჯობათ,კაი კარავი და პარალონი დამათრევინეთ რა )
გამარჯობა, კარვის ყიდვა მინდა 2 კაცისთვის, ორტენტიანის და მაინტერესებს აქ რამდენად ხარისხიანები იყიდება და რა ფასად შეიძლება ხარისხიანის ყიდვა
FLASH
peterson
ძველი თემაა ვიცი მაგრამ სხვა შემომსვლელებს გამოადგებათ:
აქაა ბატონოჩემო https://www.metaoutdoor.com/ka/article/16/lashqroba-damwyebtatvis-ra-mchirdeba,
აგერ ცალკე https://www.metaoutdoor.com/ka/gear/2/qvesagebi-paraloni და https://www.metaoutdoor.com/ka/gear/1/karavi. და კიდე ბევრი სხვა რამეც