IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
The Beatles, : ))))
I Love chris :)
პოსტი Jul 1 2012, 02:21 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი №: 132

ნიკის ჩასმა
ციტირება



ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ ჯგუფად არის მიჩნეული.
ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.

დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა "ბითლომანიის" სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით "Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად, ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა. კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.



შექმნის ისტორია


1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.

ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკ-კარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.

მაკ-კარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკ-კარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.

ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets პატივსაცემად). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.

1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მუსიკოსი, რომელიც დაუკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მათთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი, ტომი მური. მან დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი მის მაგივრად იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში, როდესაც ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დასარტყამების პრობლემა.


ჯგუფის უკანასკნელი ცოცხალი გამოსვლა შედგა ფილმის Let It Be ჩაწერის დასრულებისას, როდესაც პარალელური სტუდიური ჩაწერების შემდეგ ოთხეული, 1969 წლის 30 იანვარს გამოვიდა ლონდონში, ეპლ კორპსის სახურავზე, სევილ როუზე. ამ გამოსვლის ნაწილი მოხვდა ფილმში. აღსანიშნავია, რომ იმპროვიზირებული კონცერტის დროს შეიკრიბა პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი, რომელმაც მათ მხოლოდ კონცერტის შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით, ფილმში Anthology ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ნაწყენები იყვნენ და სურდათ, რომ პოლიციას ისინი აეყვანა და წაეყვანა განყოფილებაში, რაც ფილმის საუკეთესო დასასრული იქნებოდა.

უკანასკნელი სტუდიური ალბომი, Abbey Road ჩაწერილი იქნა დისკის Let It Be შემდეგ, თუმცა გამოვიდა უფრო ადრე. სიმღერა "I Want You (She's So Heavy)" იყო უკანასკნელი, რომელიც ბითლზის წევრებმა ოთხეულის სახით ჩაწერეს (1969 წლის 20 აგვისტოს). 20 სექტემბერს ლენონმა განაცხადა, რომ მიდის ჯგუფიდან, მაგრამ პრესისათვის ეს განცხადება არ გაკეთებულა. უკანასკნელი ახალი სიმღერა იყო ჰარისონის "I Me Mine" (ჩაწერილი იქნა 1970 წლის 3 იანვარს), რომელიც შევიდა ალბომში Let It Be. სიმღერა ჩაწერილი იქნა ლენონის გარეშე, რომელიც იმ პერიოდში დანიაში იმყოფებოდა.

1970 წლის მარტში სესიის Get Back ფირები გადაეცა ამერიკელ პროდიუსერ ფილ სპექტორს, რომელიც მუშაობდა ლენონის სოლო სინლზე "Instant Karma!". სპექტორს უნდა შეედგინა ბითლზის შემდეგი ალბომი, მაგრამ მაკ-კარტნი უკმაყოფილო იყო თუნდაც მისი სიმღერის "The Long and Winding Road" შეცვლილი ვარიანტით, ასე რომ ეს ვერსია არ შეიტანეს ალბომის საბოლოოდ ვარიანტში. 1970 წლის 10 აპრილს პოლმა ოფიციალურად განაცხადა ჯგუფის დაშლის შესახებ - ეს იყო მისი სოლო ალბომის McCartney გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ. 8 მაისს სპექტორის მიერ შესრულებული სამუშაო გამოიცა ალბომის Let It Be სახით, მოგვიანებით კი გამოვიდა ფილმის დასრულებული ვერსია. ოფიციალურად ოთხივე წევრის პარტნიორული შეთანხმება დაიშალა 1975 წელს.




Go to the top of the page
 
+Quote Post
ASHALUS
პოსტი Jul 1 2012, 02:27 PM
პოსტი #2


არქიმოდერატორი
***

ჯგუფი: ADMIN
პოსტები: 921
რეგისტრ.: 29-May 12
წევრი №: 3

ნიკის ჩასმა
ციტირება



ნეტარებაა :|



--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post
I Love chris :)
პოსტი Jul 1 2012, 02:44 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი №: 132

ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიდეოს ჩასმა ვერ ვისწავლე რაა angry.gif

ცუდ დღეში ვარ laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ruska6
პოსტი Jul 1 2012, 03:05 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 162
რეგისტრ.: 30-May 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8

ნიკის ჩასმა
ციტირება



კაი ხალხი კაი მუსიკა!


--------------------
Music Breaks Free!
Go to the top of the page
 
+Quote Post
rover
პოსტი Jun 23 2013, 09:17 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,665
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Sep 19 2013, 09:02 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება









bis.gif bis.gif bis.gif ეს სმაილიც მიყვარს და ეს თემაც მოეწონა I Love chris smile.gif good yes.gif good smile.gif


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Jan 24 2014, 07:16 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
redcow
პოსტი Jun 15 2014, 12:04 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 323
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
redcow
პოსტი Sep 18 2016, 11:21 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 323
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th November 2018 - 10:18 PM