IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
Pink Floyd, Wish You Were Here
კოპალა
პოსტი Jun 8 2012, 01:05 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 392
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 10

ნიკის ჩასმა
ციტირება



როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ.




თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: Roger Waters, Nick Mason, Richard Wright, და Syd Barrett. დაარსდა 1965წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. Syd Barrett-ის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი David Gilmour pink floyd-ს Syd Barrett-ის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა.სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი Roger Waters გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - David Gilmour. ამ შემადგენლობით pink floyd-მა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.



Go to the top of the page
 
+Quote Post
evil_dead
პოსტი Jun 8 2012, 01:08 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 20
რეგისტრ.: 31-May 12
წევრი №: 23

ნიკის ჩასმა
ციტირება



სურათები შეგიძლია თანდ აურთო,კარგი იქნება ლამაზი.ლინკები მოვაყოლოთ მერე
Go to the top of the page
 
+Quote Post
კოპალა
პოსტი Jun 8 2012, 02:57 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 392
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 10

ნიკის ჩასმა
ციტირება



The Wall (ქართ. კედელი) — ჯგუფ pink floyd-ის ალბომი. გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი ასევე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „pink floyd: კედელი“ სახით.
ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა Roger Water იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია pink , რომლის პროტოტიპია Roger Water ან Syd Barrett. pink-ის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან ცუდი დამოკიდებულებით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა pink საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.







Go to the top of the page
 
+Quote Post
evil_dead
პოსტი Jun 9 2012, 02:18 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 20
რეგისტრ.: 31-May 12
წევრი №: 23

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post
anano
პოსტი Aug 13 2012, 11:34 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 129
რეგისტრ.: 18-July 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 232

ნიკის ჩასმა
ციტირება






აქ დადე, ძაან მაგარიაო smile.gif


--------------------
There are no facts, only interpretations
Go to the top of the page
 
+Quote Post
Natural
პოსტი Aug 19 2012, 01:40 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 183
რეგისტრ.: 4-July 12
მდებარეობა: Forest
წევრი №: 194

ნიკის ჩასმა
ციტირება





უძლიერესია wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Sep 6 2012, 12:43 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ყველაზე მაგრები არიან.

Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Sep 11 2012, 11:55 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



უბრალოდ ისიამოვნეთ:

Go to the top of the page
 
+Quote Post
ASHALUS
პოსტი Oct 6 2012, 01:37 AM
პოსტი #9


არქიმოდერატორი
***

ჯგუფი: ADMIN
პოსტები: 921
რეგისტრ.: 29-May 12
წევრი №: 3

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ASHALUS
პოსტი May 4 2013, 12:27 PM
პოსტი #10


არქიმოდერატორი
***

ჯგუფი: ADMIN
პოსტები: 921
რეგისტრ.: 29-May 12
წევრი №: 3

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post
rover
პოსტი Jun 20 2013, 05:53 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,658
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგი ლაივი:



--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
netarato
პოსტი Jun 25 2013, 10:43 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 25-June 13
წევრი №: 601

ნიკის ჩასმა
ციტირება



up.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sophie27
პოსტი Jul 6 2013, 09:10 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 15
რეგისტრ.: 10-August 12
წევრი №: 292

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post
rover
პოსტი Jul 24 2013, 01:41 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,658
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest
პოსტი Aug 2 2013, 09:14 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 115
რეგისტრ.: 7-July 13
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 626

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post
marishka
პოსტი Aug 2 2013, 09:47 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 303
რეგისტრ.: 16-April 13
წევრი №: 495

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი დაქალი წავიდა დილას სტამბულში და გაყვა ჩემი გული biggrin.gif


ფარფლები თავის ფეხით ჩამოვიდნენ და როდესმე ესეც თუ მეღირსა then I can die in peace biggrin.gif


--------------------
Not all those who wander are lost


Don't Panic!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest
პოსტი Aug 2 2013, 10:33 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 115
რეგისტრ.: 7-July 13
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 626

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post
F1club
პოსტი Aug 5 2013, 08:28 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 39
რეგისტრ.: 7-June 13
წევრი №: 571

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Aug 28 2013, 01:04 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





ეს ჩემი გადაღებული ვიდეოა Roger Waters: The Wall Live ზე ისტანბულში , ეს იყო რაღაც დაუვიწყარი შოუ , შოუ რომელმაც რამდენიმე საათში გამიღარიბა ლექსიკის მარაგი wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

იყავით The Wall Live ზე ?


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
Red House
პოსტი Sep 8 2013, 07:35 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 8-September 13
წევრი №: 791

ნიკის ჩასმა
ციტირება





The Dark Side of the Moon-ში საუბარია თანამედროვე ცხოვრების რთულ მომენტებზე, რომლებსაც ნორმალური ადამიანები შეშლილობამდე მიჰყავს: მატერიალურ ფასეულობებზე ფიქრი, მოგზაურობის შიში, სიბერე და ასაკი, არათანასწორი პოზიციები ფენებს შორის და შეიარაღებული კონფლიქტები.ეს თემები გადმოცემულია არა მხოლოდ ლირიკით, არამედ ალბომის მუსიკითა და უცნაური ხმებით, რომლებიც აძლიერებენ პარანოიის განცდას.სხვადასხვა ხმოვანი ეფექტი პირდაპირ მიუთითებს ადამიანის ფიქრებზე.მაგალითად, On the Run ფრენის შიშზეა, რასაც ხაზს უსვამს ამ კომპოზიციის ბოლოს თვითმფრინავის აფეთქება.სიმღერების დეტალური კონცეფციისათვის გამოიყენეთ მათი ბმულები.

ალბომს წინ უძღვოდა რამდენიმე მსგავსი პროექტი. ყველაზე ახლოს კონცეფციით მასთან დგას ჯგუფის ადრინდელი საკონცერტო პროგრამა The Man and the Journey (ადამიანი და მოგზაურობა), რომელიც უნდა გამოეცათ ცალკე საკონცერტო დისკის სახით, თუმცა ეს იდეა ამოვარდა ჯგუფის მიზნებიდან.პიესაში განიხილება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება.

ალბომის ყველა ტექსტი დაწერილია როჯერ უოტერსის მიერ, საკუთარ სტუდიაში, რომელიც მოწყობილი იყო მისი სახლის ეზოში. ადრინდელი დემო-ვერსიები მან შექმნა სწორედ ამ სტუდიაში.მაგალითად, ასეთი იყო ფულის ხმაური Money-დან, რომელიც ჩაიწერა მონეტებთან სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებისას.



ალბომმა The Dark Side of the Moon პინკ ფლოიდს დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ამის შემდეგ მუსიკოსები ღელავდნენ იმაზე თუ როგორ უნდა შექმნან მისი დონის შედევრი. მცირე ხნის განმავლობაში ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტებს პროექტის Household Objects ფარგლებში, მაგრამ საბოლოოდ, სხვა მუსიკალურ მასალას მიმართეს. ჯგუფმა დაწერა სამი სიმღერა, Shine On You Crazy Diamond, You Gotta Be Crazy და Raving and Drooling. ამასობაში, Shine On-მა უფრო ვრცელი სახე მიიღო და ვინილის დისკის ერთ მხარეს აღარ ეტეოდა. უოტერსის მოთხოვნით, იგი ორ ნაწილად გაიყო, შუალედში კი ჩაისვა სამი სიმღერა. You Gotta Be Crazy და Raving and Drooling მოგვიანებით შეიტანეს ალბომში Animals, სხვა სახელწოდებებით (Dogs და Sheep), ხოლო ალბომისათვის გამოიყენეს სასათაურო სიმღერა Wish You Were Here და ორი, ბიზნესის მაკრიტიკებელი Welcome to the Machine და Have a Cigar.

ალბომი აგრეთვე აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტის გამო. ეს იყო უკანასკნელი ალბომი (სანამ არ გამოიცა The Division Bell), რომელზეც სიმღერების ავტორებში ნახსენებია რიჩარდ რაიტი. ეს აგრეთვე იყო უკანასკნელი დისკი, რომელზეც აქტიურად მუშაობდა ჯგუფის ოთხივე წევრი. როგორც ეტყობა, სწორედ ამიტომ, რადიოგადაცემაში In the Studio with Redbeard დევიდ გილმორმა და რიჩარდ რაიტმა ახსენეს, რომ Wish You Were Here მათი საყვარელი ალბომია.

ნიკ მეისონის წიგნის Inside Out: A Personal History of Pink Floyd თანახმად, სიდ ბარეტი სტუდიაში 1975 წლის 6 ივნისს გამოჩნდა. ამას აგრეთვე ხაზს უსვამს ნიკოლას შეფნერის წიგნი Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey. იმავე დღეს, დევიდ გილმორსა და მის საცოლეს, ჯინჯერს ნიშნობა ჰქონდათ, თუმცა 2003 წლის ფილმში The Pink Floyd and Syd Barrett Story უარყოფს, თითქოს ეს ცერემონია იმავე დღეს შედგა.

ჯგუფის არც ერთ წევრს ხუთი წლის განმავლობაში ბარეტი არ უნახავს. იგი სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა და ყველა შეაშინა თავისი ახალი იერით - იყო საოცრად მსუქანი, თმა- და წარბგაპარსული. თავდაპირველად ის არავინ იცნო. მაგრამ უოტერსი იყო პირველი, რომელმაც იგი შეამჩნია. ერთ-ერთი სიმღერის (როგორც ცნობილია, ეს იყო Shine On You Crazy Diamond) მოსმენისას ბარეტი გაუნძრევლად იჯდა, ისმენდა ყველაფერს, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ითხოვა სიმღერის კიდევ ერთხელ ჩართვა, სიდმა იკითხა: რატომ, თქვენ ხომ უკვე მოისმინეთ?.

გარდა ამისა, ბარეტმა იკითხა, შეუძლია თუ არა რამე სახის დახმარება გაუწიოს ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი შემოთავაზება არავინ გამოიყენა. მოგვიანებით, ჯგუფის ტექნიკოსს, ფილ ტეილორს იგი დერეფანში შეხვდა და იკითხა, სად არის ლიფტი. უფრო მოგვიანებით მან თავი ამოჰყო გილმორის ნიშნობაზე, ბევრი იცინა, ყველა გააკვირვა და გაქრა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთ დამსწრეს იგი კრიშნაიტი ეგონა. გილმორის თქმით, იმ დღის შემდეგ მას სიდი არ უნახავს, ხოლო უოტერსი იხსენებს, რომ მან შემთხვევით დაინახა სიდი ჰეროდსის მაღაზიაში, თუმცა მასთან არ მისულა. ბარეტისადმი კიდევ ერთი მიძღვნის სახით, ალბომის ფინალში რაიტი უკრავს რამდენიმე ნოტს სიმღერიდან See Emily Play.



დევიდ გილმორი მხოლოდ ამ ალბომის ერთი სიმღერის ავტორად არის ნახსენები, თუმცა Dogs მთლიანი ჯგუფის მიერ შექმნილი სიმღერა იყო, რომლის ტექსტიც უოტერსმა დაწერა. ცნობილია, რომ რიჩარდ რაიტს ამ ალბომისათვის არაფერი დაუწერია, თუმცა მუშაობდა Dogs-ის პირველი ვერსიაზე, You Gotta Be Crazy. აგრეთვე ალბომში გამოიყენეს Raving and Drooling, რომელსაც Sheep უწოდეს. ზემოთნახსენები ორივე სიმღერა ჯერ კიდევ 1974 წელს დაიწერა და დაგეგმილი იყო მისი შეტანა ალბომში Wish You Were Here. გაუგებრობა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით პირდაპირ მიუთითებს ჯგუფში არსებულ კონფლიქტებზე.

ალბომის ყოველი სიმღერა კარგად გვიჩვენებს უოტერსის სოციალისტურ ხილვას, მის მოსაზრებას კლასობრივ სისტემაზე, რომელიც კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებობს. ალბომში აქა-იქ ჩნდება ძაღლების, ღორებისა და ცხვრების ანტროპომორფული სახეები. უცნაურია, რომ მათ არ აქვთ გამოკვეთილი როლი. მაგალითად, ძაღლი, რომელიც ორუელის მიხედვით სასტიკი ჯალათი (ან პოლიციელია), ხან პირქუში ბიზნესმენია, ხან კი - ცხვრების დამშინებელი. თუმცა, უოტერსი მსმენელს მაინც უტოვებს დამოუკიდებელი არჩევანის უფლებას და ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია ტექსტის ინტერპრეტაცია.

პროლოგისა და ეპილოგის სახით ალბომს ახლავს სიმღერა, რომელიც ეძღვნება უოტერსის მეუღლეს, კეროლაინს: Pigs on the Wing, ნაწილი 1 and Pigs on the Wing, ნაწილი 2. ორივე მათგანი მძლავრ კონტრასტშია ცენტრალურ სამ სიმღერასთან. შესაძლებელია, ისინი აღნიშნავენ, რომ შეთანხმება და ჰარმონია მაინც დასძლებს აგრესიას - მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სტრიქონებში ჩანს, თითქოს ავტორი თავად არის ძაღლი და ემალება მფრინავ გოჭებს. სპეციალური კასეტისათვის, რომელიც, ფირის დასრულებისთანავე, ავტომატურად რთავდა ალბომს დასაწყისიდან, გიტარისტ სნოუი უაიტის დახმარებით ჩაიწერა Pigs on the Wing-ის ორივე ნაწილის გადაბმული ვერსია. იგივე ვერსიის მოსმენა შეიძლება უაიტის 1996 წლის ალბომზე Goldtop: Groups & Sessions.



კედელი არის როკ-ოპერის ფორმის ნაწარმოები. მისი ძირითადი თემაა პიროვნების იზოლაცია საზოგადოებისგან, გამოხატული კედლის მეტაფორული სიმბოლოთი. ძირითადად ყველა სიმღერით წარმოდგენილია მოვლენების ქრონოლოგია. პინკის მამა მოკლულია მეორე მსოფლიო ომში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მკვეთრად მონაწილეობს ზედმეტად მზუნველი დედა, სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა კი ნამდვილ კოშმარად აქცევს მის ცხოვრებას. ყოველი ასეთი მოვლენა იქცევა „კიდევ ერთ აგურად კედელში“. მომავალში პინკი როკ-ვარსკვლავი ხდება. წარუმატებელი ქორწინების ფონზე, იგი ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელია. ცოლთან ფიასკოს შემდეგ პინკი საბოლოოდ ასრულებს საკუთარ კედელს და განერიდება სამყაროს.

კედლის მიღმა დამალული პინკი საკუთარ ჰალუცინაციებში მოგზაურობს. თავის კონცერტებს იგი ნეო-ნაცისტური პარტიის სხდომებს ადარებს. ისტორიის დასასრულს ის საკუთარ თავს სასამართლოზე გაიყვანს და თავად განიხილავს საკუთარ პიროვნებას დედის, მოსამართლის, ბრალმდებლის, ცოლისა და მასწავლებლის პოზიციიდან. განაჩენია კედლის დანგრევა. მაგრამ ალბომის ბოლოს გაჟღერებული ვიოლინოს ხმა მოულოდნელად წყდება და კვლავ გრძელდება მის პირველ კომპოზიციაში In the Flesh? - სავარაუდოდ, იმ მინიშნებით, რომ მსგავსი ისტორიები ციკლურ ხასიათს ატარებენ.



ალბომი ვინილის ფირფიტაზე გამოიცა 1983 წლის 21 მარტს. შემდგომში, იგი აშშ-ში გამოვიდა, იმავე წლის 2 აპრილს. ინტერესი დისკის მიმართ საკმაოდ დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კრიტიკოსმა იგი უარყოფითად შეაფასა.

დისკში გამოიყენება ჰოლოფონიქსის სტერეოეფექტი, რაც აძლიერებს სიმღერების შეგრძნებას.

თავდაპირველად, The Final Cut უნდა ყოფილიყო ალბომი ფილმის კედელი სიმღერებით, მაგრამ შემდგომში იგი გარდაიქმნა დამოუკიდებელ კონცეფტუალურ ანტისაომარ ალბომად. წარწერა ალბომზე The Final Cut: ომის შემდგომი ოცნების რექვიემი - ავტორი როჯერ უოტერსი, ასრულებს პინკ ფლოიდი. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უოტერსმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო. აგრეთვე, ალბომზე არ უკრავს რიჩარდ რაიტი. დევიდ გილმორის ერთადერთი ვოკალური პარტია ჟღერს სიმღერაში Not Now John. მთლიანობაში, ალბომი უფრო მეტად ჟღერს, როგორც უოტერსის სოლო ალბომი, თუმცა ყოველი სიმღერის განწყობა საკმაოდ ბნელია. უოტერსის წინადადებით, იგი მართლაც როჯერის ოფიციალური სოლო ალბომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გილმორმა ამაზე უარი თქვა და სთხოვა ალბომის პინკ ფლოიდის სახელით გამოცემა. ამ ფაქტს ნიკ მეისონი ხაზს უსვამს საკუთარ წიგნში Inside Out: A Personal History of Pink Floyd.

1985 წელს უოტერსმა დატოვა ჯგუფი, ხოლო პინკ ფლოიდის დარჩენილმა წევრებმა ჩაწერეს ახალი ალბომი A Momentary Lapse of Reason.

The Final Cut აგრეთვე არის პინკ ფლოიდის ერთადერთი ალბომი, რომელსაც არ მოჰყოლია საკონცერტო ტური. ჯგუფი არაოფიციალურად დაიშალა 1983 წლის იანვარში, ხოლო უოტერსმა დაიწყო საკუთარ ალბომზე The Pros and Cons of Hitch Hiking მუშაობა, გილმორმა კი - ალბომზე About Face.

Not Now John გამოიცა სინგლის სახით, სადაც ამოღებული იყო ფრაზა fuck all that და ჩაწერილი იყო stuff all that. სინგლის მეორე მხარეს იყო The Hero's Return-ის ორი ნაწილი - ის, რომელიც ალბომში ჟღერს და დამატებითი სტროფი.

2004 წელს გამოვიდა ალბომის განახლებული ვერსია, გაუმჯობესებული ჟღერადობით და დამატებითი სიმღერით When the Tigers Broke Free.



მას შემდეგ, რაც როჯერ უოტერსმა დატოვა პინკ ფლოიდი 1985 წელს, დევიდ გილმორმა სცადა ჯგუფის აღდგენა ნიკ მეისონთან ერთად. ამან წარმოშვა კონფლიქტი უოტერსთან. მისი თქმით, ჯგუფმა ამოწურა საკუთარი საშუალებები და იგი არაფერს წარმოადგენდა მთავარი იდეოლოგის (ანუ უოტერსის) გარეშე. ამასთან, კონფლიქტი გაამწვავა იმან, რომ მეისონსა და გილმორს (რიჩარდ რაიტი ოფიციალურად არ ირიცხებოდა ჯგუფის წევრებს შორის, 1979 წლის შემდეგ) სწორედ პინკ ფლოიდის სახელით სურდათ გამოსვლა. ამ ფონზე, უოტერსმა გააუქმა კონტრაქტი სტივ ო’რურკთან, ჯგუფის მენეჯერთან და საავტორო უფლებების დამყარება მოითხოვა პინკ ფლოიდის ისეთ ცნობილ ელემენტებზე როგორიც იყო მფრინავი ღორები და კედლის კონცეფციის ატრიბუტები. ორ მხარეს შორის დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გილმორს შერჩა სიმღერები Young Lust, Run Like Hell, და Comfortably Numb (რომლებიც მისი თანაავტორობით შეიქმნა). თავისთავად, მთლიანად ალბომი The Final Cut უოტერსს დარჩა. ამასობაში, რიჩარდ რაიტი შეუერთდა პინკ ფლოიდს, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის როლში.

ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1986 წლის ოქტომბერში, დევიდ გილმორის ახალი პროექტის სახით. მოგვიანებით, რადიოეთერში გილმორმა განაცხადა, რომ A Momentary Lapse of Reason პრაქტიკულად მისი მესამე სოლო ალბომი იყო, რადგანაც ახალი მასალა საკმაოდ სუსტი იყო და პინკ ფლოიდის ფარგლებს არ ერგებოდა. 1986 წლის შობაზე მან აგრეთვე ახსენა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალბომი შეიძლება იქცეს პინკ ფლოიდის პროექტად.

მუსიკალურ პრესაში ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურნენ (მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნმა ამ პროექტს პინკ ფლოიდის მომავალი უწოდა). თუმცა, ალბომს მოგვიანებით აქტიურად რთავდნენ რადიოსადგურების ეთერში. უოტერსის თქმით, ეს იყო პინკ ფლოიდის საკმაოდ კარგი გაყალბება. მასში ნაკლებად არის ისეთი სიმღერები, რომლებზეც ვიფიქრებდი, რომ რამეს მოვუხერხებდი, ჩემი რომ იყოს. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ მისთვის პინკ ფლოიდი აღარ არსებობს. მუსიკალურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს გილმორმა უოტერსს სთხოვა დახმარება ტექსტების შექმნისას, თუმცა ეს სიცრუე იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2018 - 02:17 PM