IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ჩვენი ლექსები, ან ლექსი, რომელიც მოგვწონს
mwvane
პოსტი Jul 19 2012, 02:51 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოდა ასე....

ვდებთ ლექსებს, საკუთარი შემოქმედებიდან, ან უბრალოდ რომელიც მოგვწონს.
smile.gif

with Natural =))




:ვენებ-ვნებებ



დაგფერვია თმები ვერცხლად,

ინაზები

განა ყველა შენნაირად ლამაზია

მოდიხარ და შენი სუნთქვით ყველას იპყრობ

თითქოს გინდა მოიზიდო ასიოდე

ჩაივლი და

ყველას იხდი თანაზირას..



თავნებობა შენთვის ცოდვა არ ყოფილა

და ანცობაც დაბადებით დაგყოლია

მოაბიჯებ სავსე მკერდით

და რატომღაც

გინდა გიგრძნოს ყველამ ირგვლივ, სათითაოდ

დედამიწას შენი სუნიც აჰყოლია...



მედიდურად ჩაივლი და

აიყოლებ

ვნებას ისე თავხედურად, ისე ურცხვად,

ნიავივით მოგინდება აქროლება

ყველას კაბას შეაწმინდავ სუფთა ფეხებს

და კაბის ქვეშ ეგ სხეულიც ათრთოლდება...



განა მართლა პატარაა ეს სამყარო..



........................................


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sali sisi
პოსტი Jul 21 2012, 01:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 168
რეგისტრ.: 30-May 12
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 14

ნიკის ჩასმა
ციტირება



გულს ვიძლევი . . .

არავის გინდათ . . . ?
ზოგი იძახის უგულო ხარო . . . ზოგიც კაი გულისო . . .
რაც არ უნდა გულის ვიყო გული მაინც ხო მაქვს არა . . . ხოდა მაინტერესებს არავის გინდათ ჩემი გული . . . ?
არაფერს მატერიალურს არ ვითხოვ სანაცვლოდ . . . უბრალოდ . . .
უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ერთი პატარა სიყვარულის ისტორიააა გულში ჩაწერილი . . . გაბედავთ წაკითხვას . . . ?
პატარა ტკივილსა და პატარა ბედნიერებასაც ვატარებ ამ გულში . . . ვისაც თქვენი არ გყოფნით . . .
ამ გულით იმ ღმერთსაც ვატარებ, რომელსაც სამყარო ვერ იტევს . . . ვის გაკლიათ რწმენა . . . ?
გულს ვიძლევი, უსასყიდლოთ, ყველას გაჩუქებთ . . . არავის გინდათ . . smile.gif


--------------------
ყველაფერში ზომიერება--- გარდა სამშობლოს სიყვარულისა!!!

Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Jul 21 2012, 01:57 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



უი ეს რავარი თეთრი ლექსია.


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
natushki33
პოსტი Jul 24 2012, 04:35 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 44
რეგისტრ.: 18-July 12
წევრი №: 233

ნიკის ჩასმა
ციტირება



Стих про принца на белом коне

Когда я стану старой теткой. И стервой злой наверняка

В кошмарных спущенных колготках, К тому же чокнутой слегка,

Когда ходить я буду с палкой, Чесать свой крючковатый нос,

Со старой выцветшей мочалкой На голове вместо волос, Ко мне негаданно нагрянет,

По злой иронии судьбы, Мой долгожданный принц-засранец, Мой гений чистой красоты.



Лишь глянет на меня вполглаза – И пропадет любовный пыл...

Ему прошамкаю: Зараза! Подонок! Где ж ты раньше был?!

И он, кладя в стаканчик челюсть, Вздохнет иль пукнет... иль икнет:

Промямлит тихо: Моя прелесть! И к ножкам как кулек падет.

Я шел к тебе, терпя мученья, Я тупо подвиги свершал,


Копил я злато и каменья, И крохи знаний собирал.

И вот теперь тебя достоин! Теперь, прынцесса, все твое!


Ах, старый лысый глупый воин! И что нам делать, е-мое?!

У этой маленькой страшилки. Мораль мы все-таки найдем:

Пока вы можете - любите!! А прынцев после подождем. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Aug 2 2012, 02:25 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Sep 6 2012, 11:37 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



ატყდა წვიმები და ბილიკს მხოლოდ
ჩემი ატყვია ნაფეხურები,
მე ვერ მამშვიდებს დღეს სიყვარულიც,
შენ რომ თბილისშიც არ მეგულები.

ამ ერთხელაც რომ გადაიწვიმებს,
სევდამ ხელი რომ არ მომითავოს,
უნდა დავამხო სიმშვიდე შენი
და შუაფხოში ამოგიყვანო.


ფშავში ამოდი,
უცხო ქვეყნის ზღვა-ხმელ ნალახი,
გადაიკარებს,
ვინ სთქვა გრძელი წვიმა მაისის,
მე ამოვშალე
ორწყალზეით წვიმა ლექსებად,
წვიმების მერე
ცაბაურთა ნისლს რომ აიშლის...
დაიყვავილეს
უშენობა მთაში იებმა,
იჟვერებიან
ტირიფები ნაწნავდაშლილი,
თეთრახევაზე
დაგიხვდები წყვილი ცხენითა,
თუკი მომიხვალ,
ლოდინსა და წვიმას რას ვჩივი...
ხარირმის რქებზე
მივაკიდოთ სველი სამოსი,
შემოვინახოთ
საღამოსთვის ცოტა არაყი,
მერე ცეცხლისპირ
მოფარდაგულ ტყავ-სასთუმალზე
ღამე ვათიოთ ფერებაში და ლაპარაკში...
გადაიკარებს,
ხვალ დილისთვის გაიამინდებს,
აეყრებიან
კარატისწვერს ნისლის ფარდები,
გაგაყოლიებ
წვიმით ნასეტყვ თვალებს საგზლადა,
წახვალ და
ქალაქს არც ჩასული დამედარდები...

ფშავში ამოდი,
ვიდრე გალობს გული შაშვივით,
ვიდრე ჰყვავიან
ასკილები ჩემი დობილი,
გადარებულზე
მოგელიან ფშავის ნისლები,
განისლებული
ფშავლის ქალიც, წაწალყოფილი.


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Sep 13 2012, 06:08 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.
. . .
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Oct 14 2012, 05:46 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი არაა მაგრამ მაინც: )

Go to the top of the page
 
+Quote Post
mtis_yoili
პოსტი Oct 30 2012, 08:57 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 28
რეგისტრ.: 13-August 12
მდებარეობა: ხევსურეთი

წევრი №: 294

ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ხევსური...

მერე რა რომ უშენობა მეტყობა,
მერე რა რომ უშენობა მაგიჟებს,
მერე რა რომ არ მომეცი შენდობა,
მერე რა რომ ისევ გულზე მაბიჯებ,

რომ შორს ხარ და მე მიწოდებ შორეულს,
რომ შენამდე ყრია ცრემლის ქუჩები,
მერე რა რომ ვერსად ვნახავ ორეულს
მაგ თვალების, თმებისა და ტუჩების.

მაგ ღიმილის შესადარს და შესაფერს,
მაგ მკლავების, ტერფების და წვივების,
მერე რა რომ გულში მკვდრები შესახლდნენ,
რომ თვალებში სეზონია წვიმების.

ვერც შენ ნახავ ამ ცრემლიან სტრიქონებს,
სხვის თვალებში, სხვის გულში, თუ სხეულში,
ვერ მოისმენ, ვერსად ვერ გაიგონებ,
ქალო, ე, მაგ სულელ თავში შეუშვი -

რომ ხევსური - ეს სისხლი და სულია,
ეს გულია, გული ჯვარზე გაკრული,
და ამ გულზე იმდენ დიაცს უვლია,
იმდენგან აქვს ქალო დანა დაკრული,

ვერ დააზრობს შენი გულის სიცივე,
ვერც ტკივილი დალეწავს და დაათრობს,
მტრის ჯინაზე ცრემლიანიც იცინებს,
დარდს კი არა დედამიწას გააქრობს!

მე ხევსური... მე ხევსური მქვია და,
უშენობა ამე-ამეკვიატა...

/თორნიკე ნაროზაული/


--------------------
"სხვა სიამაყე რა ოხრად მინდა, ხევსური რომ ვარ, ისიც მეყოფა.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Oct 30 2012, 09:34 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



მეზობლის გოგო

მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,
მოკლედ შეიკრიჭა თმა,
მერე ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა,
მარე... მიითვისა მთლად...
მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,
მოკლედ შეიკრიჭა თმა...
და რომ ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა
და რომ... მიითვისა მთლად...
როგორც კარგ მეზობლებს უნდა გვიხაროდეს,
მაყრულს ვყიჟინებდეთ გზად,
მაგრამ ,ეს ოხერი, კარგი გოგოები
გულს არ ემეტება მთლად.
(მორის ფოცხიშვილი)


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
mtis_yoili
პოსტი Nov 5 2012, 07:57 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 28
რეგისტრ.: 13-August 12
მდებარეობა: ხევსურეთი

წევრი №: 294

ნიკის ჩასმა
ციტირება



წამაედ ქალავ

წამაედ ქალავ, მთის რა გითხრა,
ბარში გპატიჟობ,
კოშკის რა გითხრა, ოცნებებს კი
ნაღდად აგიგებ,
რა ადვილია, მოინდომე,
ჰო და გაფრენა...

და გაღვიძებულს თვალზე ისე
დაგაბიჯებენ -
ისევ დახუჭავ,
უჩემობას იტირებ, ანდაც
თალხებს ჩაიცმევ, ანდაც
ივლი უბრალოდ შუკით
სადაც მკვდარს ცოცხლის სიცოცხლეც კი
არა და არ სწამს,
ცოცხალს კი მკვდარი გარდაცვლილი
ჰგონია ოდენ.

და შენ რა იცი, თუმცა ვინღა თუ არა
შენ და,
ისევ შენ გმართებს გამიგო და

გამომიგონე

გახსოვს? ინდომებ...
ადვილია...
ჰო და გაფრენა...

წამაედ ქალავ!

/მინდია გოგოჭური/


--------------------
"სხვა სიამაყე რა ოხრად მინდა, ხევსური რომ ვარ, ისიც მეყოფა.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Nov 5 2012, 09:22 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



***
ღმერთის დარიგება
***
ღმერთი–ჰეი!ხევსურო რას სჩადიხარ,ისევ მასზე წერ?
არ ვიცი ბოლო ნუთუ მართლა არ უჩანს ამას,
ნეტავ ასეთი რა თვალების მნახველი გახდი,
თავს არ ანებებ,იმ პატარა ხევსურის ქალას…

ასე მოგხიბლა როგორ თვალებმა,
რომ მთელ სამყაროს,მაგ თვალებს ჩუქნი,
ახლა კვლავ ლექსის წერას აპირებ,
მაგ ლექსაც ვიცი მაგ თვალებს უქმნი…

ნუ გავიწყდება თუ საიდან მოგდგამს ფესვები!
ხანდახან ლექსებს სამშობლოზეც უნდა რითმავდე,
მერე რა მოხდა,რომ თვალებმა გული გატკინეს
ხევსური ხარ და ყველა ტკივილს უნდა იტანდე…

შენი ლექსები უნდა წერდნენ მაგალ ჭიუხვებს
შენი ლექსები უნდა წერდნენ თოვლიან მთებზე,
და შენ კი ყველა ლექსში თვალები მოგყავს
ყველა სტრიქონში ლაპარაკობ ბზინვარე თმებზე.

მითხარი რატომ!ნუტუ მართლა არა აქვს ბოლო?
ნუთუ ამ ქვეყნად მაგ თვალების ქებად მოხვედი,
ჰეი ხევსურო მგონი ხედავ კითხვა დაგისვი,
და ჩემს კითხვაზე მცირე პასუხს მაინც მოველი

ხევსური,–არ ვიცი ღმერთო,რა გგონია,მე განა ვიცი
ჩემს გულს ეწვია ეს გრძნობები დაუკითხავად,
ვეღარ ვჩერდები,ის თვალები რომ არ ვადიდო
ვეღარ ვჩერდები იმ ტუჩების გაურითმავად…

ვიცი ღმერთო რომ არა მაქვს ამის უფლება
მაგრამ ხანდახან უფლებებიც გვერძე იდება,
მითხარი რა ვქნა თუ კალამი კვლავ წერას ითხოვს
თუკი გრძნობების გადმოცემა ლექსად მინდება…

არ ვწერო?რატომ დავიმდურო ღმერთო კალამი?
რატომ არ ვხატო,იხატება თუკი რითმები,
არ ვიცი ღმერთო,მე ჩემ თავსაც ვერა ვცემ პასუხს
რატომ დამჩემდა სამუდამოდ თვალთა ფიქრები…

არ ვიცი არა!მე თვითონაც მართლა არ ვიცი,
ნუთუ ყველა ლექსს ლამაზ ქალზე უნდა ვქარგავდე
ვიცი ღმერთო რომ მეც ლამაზი კუთხის შვილი ვარ,
ხანდახან ლექსებს სამშობლოზეც უნდა ვქარგავდე…
|თემო არაბული|


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Dec 21 2012, 11:38 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩვენს სოფელს ახლა
დამეწყრილი ხეობა იცავს,
გაგვიფერმკრთალდა ძაგანის და იახსრის მითი,
ხმლები კი არა
ხევსურეთში დაჟანგდა მიწა,
ახლა ვსხედვართ და
არაგველებს
თითებზე
ვითვლით.


(გიორგი არაბული )


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Dec 22 2012, 01:41 AM
პოსტი #14


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმრად წიქასთან და ბეწინასთან

სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და "მშვიდობა" მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში "ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით... ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: "აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა"

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი' იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი"...

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ...

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: "ქვისაო, ქვა არი წამალი",
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Dec 24 2012, 11:03 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



შეიძლება,
ათასები გკითხულობდნენ,
მაგრამ თვითონ,
სულ რამდენიმე კაცს თუ წაუკითხავ საკუთარ ლექსებს.

ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს _
ჯვარს ეცვა.
ტყუილია დანარჩენი.

ღამდება,
ექვსივე მხრიდან ღამდება.
ღამდება ჩრდილოეთიდან
და ღამდება სამხრეთიდან,
ღამდება დასავლეთიდან
და ღამდება აღმოსავლეთიდან,
ღამდება მიწიდან და ციდან ღამდება.

როგორ გითხრა,
სად ვარ.
ვინ ვარ _ გეუბნები.

გული თუ გტკივა, გული ვარ,
სული გხდება და სული.

არ არსებობს დასასრული
და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიაროთ,
მუხლები და იდაყვები რომ გადაგვიტყავდეს,
ბოლომდე.

ფაფუკი ფეხისგულები აქვთ დღევანდელ პოეტებს.

ყველა საღამო დამავიწყდა,
ერთის გარდა.
საზიზღარ წვიმაში,
ჩემს ოთახს შეფარებულებმა
ცარიელი ნივრის კბილები რომ ვჭამეთ.
უკვე გვიან კი,
სახლში წასვლისას,
პოლიეთილენის პარკი მივეცი
საწვიმრის ნაცვლად.
ორივემ ვიცოდით,
რომ ვიღაცებს ესეც არ ჰქონდათ
ქუჩაში ეყარნენ უპატრონოდ და თითებს იჭამდნენ.

სიმართლე ყოველთვის პათეტიკურია
და ყოველთვის გამაღიზიანებელი.

ათასგან იყავი
და ყველამ დაგიტოვა თავისთან.

პოეზია ზოგჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმია,
საშინელი ფინალით.
მავთულხლართის მოძრაობაა შენს ყელზე _
აქეთ და იქით.

სუნთქვა თუ არ გყოფნის და სათქმელს არ წყვეტ,
დაიხრჩობი,
დაიხრჩობი და სხვები ისუნთქებენ შენს მათდამი,
შენს მთელი დედამიწისადმი,
შენს ღმერთისადმი სიყვარულს.

...

მე მხოლოდ ის მჭირდება,
რომ შენს მკლავებში მოვკვდე,
მე მხოლოდ ის მჭირდება,
რომ თუნდაც ერთხელ მოვკვდე შენს მკლავებში.


ნიკა ჩერქეზიშვილი


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Jan 21 2013, 05:01 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



* * *
წამოდი!
მე და შენ მსოფლიო შევცვალოთ,
მე და შენ დავარქვათ ჩვენ შვილსაც სახელი,
მე და შენ მოვუყვეთ სამყაროს უფალზე,
მე და შენ ვემსგავსოთ მათ ვისაც გახელილ
თალებში სიცოცხლე უნთიათ.
წამოდი!
მე და შენ - შენ და მე, უერთიერთ
სუნთქვაზე ავაგოთ ჩვენ-ჩვენი სახლები,
არავის არ ვგავდეთ - ლოტივით - გომორში,
ყველაზე ძველები ან სულ მთლად ახლები,
გავხდეთ, რომ ამ ბინძურ გომურში
მსოფლიო, რომ ვცხოვრობს
ვისუნთქოთ!
წამოდი!
და ისეთ სანახებს განახებ,
და ისეთ სიცოცხლეს, სიყვარულს გიჩვენებ,
რომ შენი უსულო აზრებიც გირჩევდნენ,
წადიო!
ჯანდაბა, ყველას და ყველაფერს!
წამოდი!
მე სადაც მიმყავხარ,
ვერ ნახავ იმაზე უკეთესს ვერაფერს!
რას ფიქრობ?
რას არჩევ?
რა გჭირს, რა?
რა მოგდის?!
უბრალოდ, დატოვე ყველა და
წამოდი!

/თორრნიკე ნაროზაული/


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
frenologi
პოსტი Dec 16 2013, 07:33 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 14-December 13
წევრი №: 930

ნიკის ჩასმა
ციტირება



შენმა დარგულმა ხემ გამოისხა მიზეზები
შენი წასვლის და- ჩემი მაინც ღიმილის.
შენთვის დაკარგულმა ქალაქმა მზე გამოიბა.
ყველა ნაყოფი ქერქიანად მივირთვი,
მზის ყველა სხივით კანი დავიწვი
და წინ გავცურე შეკეთებული ტივივით.
თვალებს ვუფრთხი გიჟივით...
მზერამ შეიძლება დააკავოს ჩემნაერიც-
სამყაროს მოწყვეტილი ღილივით.
შენი დასხმული წყალი ფესვებზე შემაშრა
და გამხმარი შევატოვე ისინი მიწას
ავიწყვიტე და შენგან ნასწავლი სისწრაფით გავრბივარ,
დავხტივარ კაციდან-კაცზე ტილივით.
არ ვუმხელ თავსაც, რომ ვპოულობ საწოლში ბუმბულს
ყოველ დილით - და მექავება მხრებთან ფორები
არ ვუმხელ ამოღინღლულ ფრთებსაც რომ მყვანან,
ალბათ მეშინია სიგიჟის...
შენგან დატყავებულ ტუჩებზეც ახალი კანი ამომდის.
ღმერთის წინაშე თავის დაჭერაც გამომდის.
აღარ მეჩვენება, რომ ვთავდები
ჩემს შესავსებად -ყოველ ღამით
ციდან მარცხნივ
სანუგეშოდ მთვარეული მზე ამოდის.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2018 - 05:04 AM