IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
თედორე დოსტოევსკი, ყველაფერი მის შესახებ
thunderstorm
პოსტი Aug 26 2013, 06:44 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება





თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი (რუს. Фёдор Михайлович Достоевский (?·i), დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821, მოსკოვი – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881, პეტერბურგი) — რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნის რუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.[1]

დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი თედორე სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საბრალო ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. 1849 წელს დოსტოევსკი დაპატიმრებულ იქნა ლიტერატურულ ჯგუფ „პეტრაშეველებში“ ჩართულობის გამო — ეს იყო უტოპისტ ლიბერალთა საიდუმლო ორგანიზაცია, ისევე როგორც ლიტერატურის განხილვის ჯგუფი. მას და მის სხვა მეგობრებს მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ სასჯელი ინსცენირებული აღმოჩნდა და შეიცვალა ციმბირის კატორღაში ოთხწლიანი სამუშაოთი, სადაც გულის ხშირად წასვლის შემდეგ დოსტოევსკის ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. კატორღიდან გათავისუფლების შემდეგ, დოსტოევსკიმ სამხედრო მოსამსახურედ სცადა ბედი, თუმცა ცუდი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

მომდევნო წლებში დოსტოევსკი ჟურნალისტად მუშაობდა, გამოსცემდა რამდენიმე საკუთარ ჟურნალს, შემდეგ კი სერიულ „მწერლის დღიურს“. მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ევროპაში, სადაც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა, რამაც მას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. მაგრამ საბოლოოოდ, თავისი ნაშრომების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და ცნობილი რუსი მწერალი გახდა. მისი წიგნები ითარგმნა 170-ზე მეტ ენაზე და გაიყიდა 15 მილიონამდე ასლი. დოსტოევსკიმ გავლენა მოახდინა განსხვავებული ჟანრის მრავალ მწერალზე, ანტონ ჩეხოვითა და ჯეიმზ ჯოისით დაწყებული, ერნესტ ჰემინგუეითა და ჟან-პოლ სარტრით დამთავრებული, ისევე როგორც კიდევ სხვა მრავალზე.

ვრცლად: http://ka.wikipedia.org/wiki/თედო
Go to the top of the page
 
+Quote Post
redcow
პოსტი Aug 26 2013, 06:50 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 320
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება



„რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.“ - თედორე დოსტოევსკი


--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Aug 26 2013, 07:12 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



"ტანკვა და ტკივილი დიდი შეგნების და ღრმა ბუნების პატრიოტებისთვის მუდამ სავალდებულოა"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest
პოსტი Aug 28 2013, 10:58 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 115
რეგისტრ.: 7-July 13
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 626

ნიკის ჩასმა
ციტირება



„ქალისთვის სიყვარული მოიცავს მკვდრეთით აღდგენასაც,დაღუპვისგან ხსნასაც და აღორძინებასაც“-
იატაკქვეშეთის ჩანაწერები
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანცა
პოსტი Sep 6 2013, 02:41 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 241
რეგისტრ.: 28-December 12
წევრი №: 411

ნიკის ჩასმა
ციტირება



,,საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება."_____დანაშაული და სასჯელი smile.gif)))


--------------------
სრულყოფილება, შესრულებაშია და არა გენიალურ იდეაში!




I can fly, are you with me? :))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
tarantuli
პოსტი Sep 6 2013, 09:40 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 27-August 13
წევრი №: 762

ნიკის ჩასმა
ციტირება



ღმერთსა და ეშმაკს შორის მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა და ამ ბრძოლის ველი ადამიანის გულებია smile.gif

გენაცვალე ძია მაგარი კაცი ხარ !!!!


--------------------
Этим утром в 7 часов 30 минут был зверски убит комиссар Коррадо Каттани. Засада была устроена во внутреннем дворе главной больницы Милана, и всё произошло за несколько секунд: убийцы обрушили на комиссара самый настоящий шквал огня, - тело несчастного изрешетило более 70 пуль. К сожалению Каттани, который за последнее время принял активное участие в большой облаве на итальянских главарей Коза Ностра, был в это утро безоружен и, по его настоятельному требованию, без охраны..
Go to the top of the page
 
+Quote Post
rover
პოსტი Sep 6 2013, 01:07 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,625
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება



"ესთეთიკური შიში პირველი ნიშანია უძლურებისა" თედორე დოსტოევსკი


--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Sep 22 2013, 10:02 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



"თუ გინდა ეს ქვყანა დაიმორჩილო ჯერ შენი თავი დაიმორჩილე" ეშმაკნი

"ღმერთი სიკვდილის შიშია"

"თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს" ეშმაკნი
Go to the top of the page
 
+Quote Post
rover
პოსტი Jan 8 2014, 02:24 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,625
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება



„დიდი ინკვიზიტორი“ — ილია გლაზუნოვის ნამუშევარი



„თქვენ ცოხვრება გსურთ და თვითონვე ხსნით ცხოვრებისეულ კითხვებს ლოგიკური აბდაუბდით. და როგორი დაჟინებული, თავხედურია თქვენი გამოსვლები და ამავე დროს გეშინიათ! ლაპარაკობთ სისულელეს და კმაყოფილი ხართ ამით; ლაპარაკობთ თავხედურს და ამავე დროს გამუდმებით გეშინიათ ამის, თან პატიებას ითხოვთ; ირწმუნებით, რომ არაფრის გეშინიათ და ამავე დროს ჩვენს აზრში პირმოთნეობთ; ირწმუნებით, რომ კბილებს აღრჭიალებთ და ამავე დროს ისწრაფვით რათა გაგვაცინოთ; იცით, რომ თქვენი ეს სწრაფვა არ არის მახვილგონივრული, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ხართ მისი ლიტერატურული ღირებულებით; თქვენ შეიძლება მართლაც დატანჯულხართ, მაგრამ ოდნავადაც არ აფასებთ საკუთარ ტანჯვას; თქვენში სიმართლეც არის, მაგრამ არ არის კეთილგონიერება; თქვენი მჭერმეტყველების ოდნავი შექების შემდეგ სიმართლეს საჯაროდ ააშკარავებთ, სამარცხვინოდ, ბაზრობაზე გამოგაქვთ... თქვენ ნამდვილად გსურთ რაიმეს თქმა, მაგრამ შიშის გამო მალავთ უკანასკნელ სიტყვებს, რადგან მისი წარმოთქმა გადაწყვეტილი არ გაქვთ, მხოლოდ მხდალი უტიფრობა გაქვთ. შეგნებით ამაყობთ, მაგრამ მხოლოდ ყოყმანობთ, თქვენი ტვინი შესაძლოა მართლაც მუშაობს, მაგრამ გული გარყვვნილების წყვდიადშია, სუფთა გულის გარეშე კი მართალი, სწორი შეგნება ვერ იარსებებს. და რამხელა დაჟინებაა თქვენში, როგორ ითხოვთ, როგორ იგრიხებით! სიცრუეა, სიცრუე და სიცრუე!“

— თედორე დოსტოევსკი „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“


--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd February 2018 - 08:21 PM