IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
წიგნების კითხვა:
redcow
პოსტი Oct 23 2013, 01:47 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 323
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება





წიგნების კითხვა:

1. შეიძლება ყველგან;
2. არის გართობის შესანიშნავი ფორმა;
3. ავარჯიშებს ტვინს;
4. აუმჯობესებს ფანტაზიის, წარმოსახვის უნარს;
5. ზრდის სიტყვების მარაგს;
6. აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრირების უნარს;
7. ავითარებს ემპათიას, უნარს, გაუგო, თანაუგრძნო სხვებს (საკუთარი თავის მათ ადგილას წარმოდგენის საფუძველზე);
8. გაძლევს უამრავ სასაუბრო თემას;
9. ასვენებს სხეულს და აწყნარებს გონებას;
10. ეფექტური და იაფი საშუალებაა ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკისათვის;
11. ხელს უწყობს უკეთ ძილს;
12. აუმჯობესებს დამახსოვრების უნარს;
13. ამცირებს სტრესსა და დეპრესიას;
14. ეცნობი სხვათა კულტურას;
15. გხდის უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს;
16. გხდის უფრო ჭკვიანს.


--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Oct 23 2013, 01:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





რამდენისთვის მითქვამს givi.gif


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
eleonori
პოსტი Oct 23 2013, 05:10 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 205
რეგისტრ.: 14-June 13
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 580

ნიკის ჩასმა
ციტირება



ბავშვობაში ხარ პეპი და ტომ სოიერი smile.gif
თავგადასავლებში რობიზონ კრუზო და ტარზანი smile.gif
სიყვარულში ჯეინ ეარი smile.gif
დეტექტივებში შერლოკ ჰოლმსი smile.gif
მოძალადე სამყაროში კარდინალი smile.gif
გმირობაში სამი მუშკეტერი smile.gif

და ცხოვრებაში თუ დათა თუთაშხია ხარ, როგორც ადამიანი და არა "ყაჩაღი" გენიალურზე გენიალური და კიდევ უფრო გენიალურია smile.gif


--------------------
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Oct 24 2013, 05:34 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ბავშვობაში ხარ პეპი და ტომ სოიერი
თავგადასავლებში რობიზონ კრუზო და ტარზანი
სიყვარულში ჯეინ ეარი
დეტექტივებში შერლოკ ჰოლმსი
მოძალადე სამყაროში კარდინალი
გმირობაში სამი მუშკეტერი s

და ცხოვრებაში თუ დათა თუთაშხია ხარ, როგორც ადამიანი და არა "ყაჩაღი" გენიალურზე გენიალური და კიდევ უფრო გენიალურია


eleonori რა გემრიელი ნათქვამია kiss.gif

ეხლა ვკითხულობ მირონ ხერგიანის წიგნს ,,კლდის ვეფხვი" ...



,,მთები მუხთალნი არიან, დაუნდობელნი, ისინი არ აჩევენ ადამიანებს მათი წარმოშობის , ტიტულის, გვარის , ქონების მიხედვით. მთებში ყველა თანასწორია, ისევე როგორც თვითმფრინავის მგზავრები, წავარნაზე შემდგარი ადამიანებიც სიკვდილ - სიცოცხლის ერთიან ჯაჭვში არიან შებმულნი"

,,მთებში ადამიანებუ უფრო ეთანასწორებიან ერთმანეთს, ვიდრე სხვაგან სადმე. ეს სწორფერობა და ერთიანობა მთის ბუნებიდან გამომდინარეობს: - თუ ივარგებ, თუ ძალ- ღონე შეგწევს, მშვიდობით გზა გქონია, არა და ჯანდაბას შენი თავიო. ამბობენ ეს კანონები - მთაში გულსუსტსა და მშიშარას აღარაფერი ესაქმება, მთა გულადისაა, ვაჟკაცისაა ... აქ მრუდე, ბოროტი თვალით ვერ გადახედავენ ადამიანები ერთმეორეს, უგლიმიც რომ ერიოს ჯგუფში, უნდა გაითანაბრო და ძმად გაიხადო, შესაძლებელია იგი გაჭირვების ჟამს ღმერთივით ამაღლდეს შენს თვალში, ისეთი სამსახური გასწიოს ვინძლო"



,, და იქნებ ამიტომაც არის აქაურობაში ასეთი სწრაფვა მთებისკენ, სიმაღლისაკენ, სადაც ასეთი განსპეტაკებული, ყოველგვარი მიწიერი სიბილწისა და მტვერ- ჯანღისგან გაწმენდილი ცაა, სამართლიანი, მდიდართა და ღარიბთათვის ერთიანის ძალით მანათობელი ოქროსფერი მზეა ... ალბათ ეს გრძნობა თუ მიერეკება მთამსვლელებს , მესიმაღლეებს მწვერვალებისაკენ "


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
landa
პოსტი Nov 21 2013, 12:33 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 13-September 13
წევრი №: 811

ნიკის ჩასმა
ციტირება



რა ცოტა გამოხმაურებაა აქვს ამ პოსტს არადა საინტერესოა ვინ რას შემოქვთავაზებდა... მე კი გირჩევდით ამ ეტაპზე ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“ (1927) და „ნარცისი და გოლდმუნდი“ (1930), ეს უკანასკნელი ჩემთვის ბევრად უფრო ამაღელვებელი იყო. ამ ორ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სიცოცხლის „ბიპოლარული“ ხასიათი და საპირისპირო პოლუსთა ჰარმონიული ურთიერთშეთანხმების იდეაა , ეს პრობლემა დგას მომდევნო რომანებშიც „ნარცისი და გოლდმუნდი“ და გაცილებით უფრო მძაფრადაა წარმოდგენილი ( ეს ჩემი აზრით) . ეხლა გაგიმარტავთ რა იგულისხმება „ბიპოლარული“-ში. თუმცა ვისაც უნივერსიტეტში გაგივლიათ ფსიქოლოგიის კურსი მათ უბრალოდ შევახსენებ.
რა არის ბიპოლარული აშლილობა?
ბიპოლარული აშლილობა, ანუ მანიაკალური დეპრესია, არის სამედიცინო დაავადება, რომელიც იწვევს გუნება – განწყობილების, ენერგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი ან გამოხატული, და ტიპიურად დიდად იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრების მანძილზე, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებებში. ამერიკაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ბიპოლარული აშლილობა, და ეს დაავადება ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. ბიპოლარული აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ და, როგორც წესი, მუდმივ მდგომარეობას მანიის და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს დღეებიდან თვეებამდე. ის ხშირად იწყება მოზარდობის ან ადრეულ მომწიფების ასაკში, და იშვიათად ჩნდება ბავშვებშიც კი. ადამიანთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მოითხოვს გარკვეული სახის მუდმივ მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე. იმ დროს როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო ელემენტს ბიპოლარული აშლილობის წარმატებული მკურნალობისათვის, ფსიქოთერაპია, მხარდაჭერა და განათლება მოცემული დაავადების შესახებ ასევე წარმოადგენენ მკურნალობის პროცესის არსებით კომპონენტებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
landa
პოსტი Dec 30 2013, 09:50 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 13-September 13
წევრი №: 811

ნიკის ჩასმა
ციტირება



ქეთ-ო შენ მაინც დაპოსტე აქ რამე , რა არის არავინ არ ეხმაურება ამ თემას.... blush.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Jan 24 2014, 07:33 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“ (1927) და „ნარცისი და გოლდმუნდი“ (1930)


ციტატა
ქეთ-ო შენ მაინც დაპოსტე აქ რამე , რა არის არავინ არ ეხმაურება ამ თემას.... blush.gif
love.gif blush.gif

ძალიან მიყვარს ეს თემა , სხვათაშორის , ძაალიან საინტერესო სოციალური ქსელია წიგნების მოყვარულთათვის, https://www.goodreads.com/, ეხლა კიდევ სერიოზულად დავფიქრდი Amazon Kindle ს ყიდვაზე, ჩემი ეგოიზმი დავძლიე რასაც ქვია წიგნის გადაშლის , გადაფურცვლის სიამოვნება და ელ- წიგნებზე გადავედი , თან ხეებმაც რა დააშავეს sad.gif ხო და ვფიქრობ ქინდლი, თუ რამე ტაბლეტი რა, ქინდლზე მაგალითად http://lit.ge/ გამოწერილ წიგნებს ვერ წაიკითხავ, არა და ლიტსაც თავისი რიდერიაქვს, არ მომწონს დიზაინითაც და ფასითაც ... რა წყალში გადავარდე არ ვიცი


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
landa
პოსტი Jan 26 2014, 04:03 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 13-September 13
წევრი №: 811

ნიკის ჩასმა
ციტირება



მართალი გითხრა მე წიგნის კითხვა უფრო მიყვარს,პურცლებს სუნი რომ ასდით, ჩაუჯდები ზამთარში გამათბობელთან ჩაით ხელში ან ყავით,"შემოდებ" ფეხებს სადაც გინდა და როგორც გინდა (მე მაპატიეთ ესეთი გულახდილობისთვის),ანუ უბრალოდ დილიტ როცა გაიღვიძებ ლოგინშივე სანამ ადგები და ათასი კიდე -ღია ცის ქვეშ ზაფხულში , რტი სიტყვით წიგნი როგორც მზა პროდუქტი მხიბლავს... თუმცა ელექტრონული სახიტაც მიწევს კითხვა , ნაკლებად მაგრამ მაინც...
ამჯერად შემოგთავაზებ კამიუს, სჰეიძლება გიყვართ ის უკვე და თქვენია მაგრამ მაინც ვინც არ გაცნობიხართ.
ალბერ კამიუ-აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი. მისი ნაწარმოები "უცხო" -ს საფუზვლად ჩემი აზრით სწორედ ეს თეორია უდევს.naxeT
აბსურდი-რაიმე ალოგიკური, რომელიც საღ აზრს ეწინააღმდეგება.
აბსურდულად ითვლება შეხედულება, რომელიც გარეგნულად წინააღმდეგობრივი არ არის, თუმცა მის გაანალიზებას წინააღმდეგობამდე მივყავართ. მაგ. წინადადებაში „ალექსანდრე მაკედონელი უშვილო მშობლების გაზრდილი იყო“ არის მხოლოდ მტკიცება და არ არის უარყოფა, და შესაბამისად, არ არის აშკარა წინააღმდეგობა. თუმცა აშკარაა, რომ ამ მტკიცებიდან გამომდინარეობს წინააღმდეგობა: „ზოგიერთ მშობლებს ჰყავთ შვილები და ამავე დროს არ ჰყავთ ისინი“. აბსურდს განარჩევენ უაზრობისგან. უაზრობა არც ჭეშმარიტებაა და არც სიცრუე, მას ვერ დავუპირისპირებთ სინამდვილეს, რომ გავარკვიოთ, შეესაბამება იგი მას თუ არა. აბსურდული გამონათქვამი კი გააზრებულია და საკუთარი წინააღმდეგობის ძალით სიცრუე გამოდის. მაგ. გამოთქმა „თუ წვიმა მოდის, მაშინ ტრამვაი“ არის უაზრო, ხოლო გამოთქმა „ვაშლი გაჭრილი იქნა სამ არათანაბარ ნახევრად“ კი უაზრო არ არის, თუმცა აბსურდულია.
როგორც მე მახსოვს ამ ნაწარმოებში უამრავ მსგავს წინააღმდეგობებს გადაეყრებით, თავიდან შეიზლება დაიბნეთ კიდეც , მე ყოველსემტხვევაში დავიბენი,ერთი სიტყვით ნახეთ , წაიკითხეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ რამდენად ღირებულია.

გამოყენებული ლიტერატურა absurdi
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Jan 26 2014, 04:37 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ამჯერად შემოგთავაზებ კამიუს
შენ გენაცვალე landa
ციტატა
როგორც მე მახსოვს ამ ნაწარმოებში უამრავ მსგავს წინააღმდეგობებს გადაეყრებით, თავიდან შეიზლება დაიბნეთ კიდეც , მე ყოველსემტხვევაში დავიბენი,ერთი სიტყვით ნახეთ , წაიკითხეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ რამდენად ღირებულია.

გამოყენებული ლიტერატურა absurdi


ეხლა ჩავუჯდები და წავიკითხავ ,,აბსურდ"ს :*


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
Solomon-Rover
პოსტი Aug 13 2015, 09:01 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 2-May 15
წევრი №: 1,261

ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთხელ შემთხვევით გავიგონე ტელევიზორიდან ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად გავითავისე,"ადამიანის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის წიგნის ალტერნატივა არ არსებობს" მართლაც რომ ასეა. თუ საკვები თქვენს ფიზიკურ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, წიგენბი სულიერ და გონებრივ განვითარებას. ახლა კი სასიამოვნო განწყობისთვის გთავაზობთ სურათს, რომელიც დაგეხმარებათ თუ როგორ დავიჭიროთ წიგნის კითხვის დრო ისე რომ სხვა საქმეც მოვასწროთ happy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
redcow
პოსტი Aug 17 2015, 01:05 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 323
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება



Solomon-Rover
ლაშქრობაში წიგნის კითხვა აკლია მაგ სურათს ; )))


--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2018 - 10:20 AM