IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
გეოგრაფიული პოლუსები
Musera
პოსტი Jun 25 2014, 04:46 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 9-May 13
წევრი №: 527

ნიკის ჩასმა
ციტირება



გეოგრაფიული პოლუსები (ჩრდილოეთი და სამხრეთი) - დედამიწის ბრუნვის წამოსახვითი ღერძის მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის მათემატიკური წერტილებია. გეოგრაფიულ პოლუსებში თავს იყრის ყველა მერიდიანი. იქ არ არის გეოგრაფიული გრძედი,ჩვეუ;ებრივი ჰორიზონტის მხარეები, დღე-ღამის მონაცვლეობა, რადგან თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მზე არ ჩადის და არ ამოდის. გეოგრაფიული პოლუსები დედამიწის ზედაპირის მიმართ უძრავი არ არის, ისინი ნელა გადაადგილდება დღეღამური ბრუნვის მიმართულებით და სპირალისებურ მრუდს შემოხაზავს.
ჩრდილოეთი პოლუსი ყინულით დაფარულ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეზეა. მას პირველად (1909 წლის 6 აპრილს) ამერიკელმა მკვლევარმა რობერტ პირმა მიაღწია.
სამხრეთ პოლუსი ანტარტიდაზე, წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლადაა. მას პირველმა ნორვეგიელმა მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა მიაღწია. ეს 1911 წლის 14 დეკემბერს მოხდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2018 - 02:56 PM