საინტერესო ფაქტები (Интересные факты) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
საინტერესო ფაქტები (Интересные факты) |
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი თუ ორი სიტყვით მგლების შესახებ
![]() მგელი ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია. მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი გავრცელებული ძუძუმწოვარი. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევარ უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში გადაშენების პირასაა მისული. მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: წითური მგელი და რუხი მგელი. რუხი მგელის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკული მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. მგლის ხროვა საშუალოდ 6-8 წევრისგან შედგება, იშვიათ შემთხვევაში ხროვა აერთიანებს 20 მდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი -ერთი მდედრი და მეორე მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წყვილები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მართველ წყვილში, დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "ცოსიალური რიტუალები", რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავის უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" მგლები თავს ანებებ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას ეწევიან. ხროვის ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ხროვაში ყველაზე დაბალი "რანგი" აქვთ, ხშირად ტოვებენ თავის ოჯახებს და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთ მგლებს ბევრი ხეტიალი უწევთ. მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს, ხროვის ტერიტორიებს, რადგან შეილება ჩხუბი მოივიდეს ხროვის, რომელიმე წევრთან, რაც შეილება ფატალურად დასრულდეს მისთვის. მიუხედავად იმისა რო ხროვაში მგლები ხშირად ჩხუბობენ, დაუპატიჯებელი სტუმრის დანახვისას ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებენ თავის ტერიტორიას. ალიასკაზე შემჩნეულმა ერთერთმა ხროვამ, ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში- 13000 კვ. კმ-ის ფართობი. მგლების განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნის დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომ საფრთხის აცილების მიზნით. ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითად დაპირისპირებულ ხროვას ატყობინებენ თავის ადგილს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი და მერე დანარჩენები ყვებიან. ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოდ ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ეული მგლები, როგორც წესი ყმუილისგან თავს იკავებენ. ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზნით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლა საჭირო. მგელი ადვილად ადაპტირებული ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს: ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის ცხოველს, რათა მთლიანად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგელის ჩვეულებრივ მსხვერპლს წარმოადგენს მცირე ზომის ირემი ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეილება დიდი ზომის ცხოველი დაიჭიროს. თუ სანადიროდ გადის მთლიანი ხროვა, შეუძლიათ დაამარცხონ 500კგ-ის ცხენ-ირემიც, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას- ყნოსვას. თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით. ტრიალ მინდორში მგელები პირდაპირ გადადიან შეტევაზე, ხოლო ტყეში კი ადვილად შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას. დღეისათვის მგლების ორი სახეობა გადარჩენილი. ე.წ. წითური მგელი გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში, თუმცა ახლა მისმა რიცხვა საგრძნობლად იკლო. რუხი მგელი კი დღესაც, ფართოდა გავრცელებული: კანადაში, ალიასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში,, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში. ![]() -------------------- ^_^
_ |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: წევრი პოსტები: 53 რეგისტრ.: 21-July 12 მდებარეობა: tbilisi წევრი №: 235 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გსმენიათ ცოცხალი ბიბლიოთეკის შესახებ???
ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და უკვე რამოდენიმე წელია თბილისშიც, საქართველოშიც შემოვიდა.თბილისის ცოცხალი ბიბლიოთეკა – „დაამსხვრიე სტერეოტიპები–იყავი თავისუფალი“ არის ინოვაციური პროექტი, გათვლილი ქართველი საზოგადოებისათვის, რომელიც განსხვავებული სქესისა და კულტურული წარსულის მქონე ახალგაზრდებს შორის არაფორმალურ და ინტერაქციულ დიალოგს ითვალისწინებს. პროექტი ტარდება წელიწადში ერთხელ. ცოცხალი ბიბლიოთეკა მუშაობს ისევე, როგორც ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა. მკითხველებს შეუძლიათ „წიგნის“ გამოტანა და „წაკითხვა“ გარკვეული დროის განმავლობაში (მაქსიმალური დრო: 20 წუთი).„წიგნის“ უკან დაბრუნების შემდეგ კი შესაძლებელია სხვა „წიგნის“ გამოტანა. ჩვეულებრივ ბიბლიოთეკასა და ცოცხალ ბიბლიოთეკას შორის არსებობს მხოლოდ ერთი განსხვავება: ცოცხალ ბიბლიოთეკაში წიგნები არიან ადამიანები. ისინი მკითხველებთან პერსონალურ დიალოგში ერთვებიან. შეიძლება ითქვას, პროექტის ფარგლებში წიგნები წარმოადგენენ ადამიანთა ჯგუფს, რომლის გარშემო სხვადასხვა სტერეოტიპული წარმოდგენა არსებობს. ადამიანთა ეს ჯგუფები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ბიბლიოთეკაში არიან ცოცხალი „ლექსიკონებიც“, რომლებსაც მრავალენოვანი ადამიანები წარმოადგენენ. ამგვარად, ცოცხალი ბიბლიოთეკა არის კონკრეტული გზა ადამიანებს შორის ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობისათვის. პროექტის ფარგლებში „მკითხველი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს 20 წუთის განმავლობაში საკუთარ წარმოდგენებსა და სტერეოტიპებზე ისაუბროს. წიგნებს შეუძლიათ არამარტო საუბარი, არამედ, „მკითხველების“ კითხვებზე პასუხი და შეკითხვების დასმაც კი. Living library |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არ იცით, თბილისში რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს პროექტი? იყო თუ არა დაინტერესება ხალხის მხირად?
-------------------- ^_^
_ |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() ფორუმის ენერჯაიზერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: წევრი პოსტები: 1,908 რეგისტრ.: 2-June 12 წევრი №: 40 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
პირველად გავიგე ეხლა მე ))
-------------------- LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: წევრი პოსტები: 53 რეგისტრ.: 21-July 12 მდებარეობა: tbilisi წევრი №: 235 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Qacvi
კი ძალიან საინტერესო იყო უბრალოდ პრობლემა ის იყო რომ არ გავრცელდა ინფორმაცია საკმარისად..არც ისე ბევრი ხალხი მოვიდა..წელსაც იგეგმება ნოემბრისთვის P.S. მე პირადად სტამბულშიც ვარ ცოცხალ ბიბლიოტეკაზე ნამყოფი და თბილისშიც..სტამბულში 3საათი ვიდექი რიგში..ძალიან ბევრი ხალხი იყო...თბილისში ბევრმა არ იცის და შესაბამისად ხალხიც ცოტა მოდის |
|
|
![]()
პოსტი
#46
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის 14 მეთოდი არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია "ჯვარედინი":D
-------------------- ^_^
_ |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() 1997წელს აღმოაჩინეს მაჩუ-ჩიპუს ნანგრევების მახლობლად(პერუში),ამ ვირთხის აღნაგობა სრულად ემთხვევა იმ ვირთხებისას__რომლებთან ერთადაც ინკებს მარხავდნენ.
-------------------- ^_^
_ |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Clione Limacina ბინადრობს წყალქვეშ 350მეტრ სიღრმეზე.ეს ულამაზესი არსება შიშველი ლოკოკინაა(ნიჟარის გარეშე),რომელიც 2005წელს წყალქვეშა ექსპედიციის კამერამ დააფიქსირა)) იგი იმდენად ლამაზია,რომ "ზღვის ანგელოზი" შეარქვეს
![]() ![]() -------------------- ^_^
_ |
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() Белуха пускает пузыри в виде сердца в дельфинарии Полярного центра в китайском Харбине в этот вторник. Чтобы научиться забавлять туристов данным трюком, дельфинам понадобился целый год тренировок ![]() ![]() -------------------- ^_^
_ |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: წევრი პოსტები: 53 რეგისტრ.: 21-July 12 მდებარეობა: tbilisi წევრი №: 235 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბავშვებო ადრე დავპოსტე ცოცხალ ბიბლიოთეკაზე....
ადალახე ბარიერები დაძლიე შენი ცრურწმენები! 20 თებერვალს 14:00-დან 18:00-მდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სოციალური სამართლის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდული ასოციაცია დრონი წელს უკვე მესამედ უკეთებს ორგანიზებას პროექტს სახელწოლდებით - ადამიანების ბიბლიოთეკა. ეს არის ღია ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს დაამსხვრიონ სტერეოტიპები და სხვადასხვა უმცირესობების შესახებ აიმაღლონ ცოდნა. ამ საერთაშორისო დღეს საზოგადოებას შემდეგი უმცირესობები წიგნების სახით მოევლინება: სომეხი, აფრო-ამერიკელი, იტალიელი ემიგრანტი, ქურთი, ლტოლვილი აფხაზეთიდან, მუსლიმი, ათეისტი, ბაფტისტი, ფემინისტი, უსინათლო, შეზღუდული უნარის მქონე - ეტლით მოსიარულე, ყოფილი პატიმარი, უსახლკარო, მწერალი, ფსიქოლოგი, მეტალისტი, ვეგეტარიანელი, EVS მოხალისე, ადგილობრივი მოხალისე, პროექტების კოორდინატორი, ახალგაზრდების ლიდერი და მულტიფლეიერი. მოდი და წაიკითხეთ წიგნები რომელიც ყველაზე საინტერესოა შენთვის და დასვი შეკითხვები რაც ყველაზე ძალიან გინდა. დასწრება თავისუფალია, გეპატიჟებით ყველას ყავა და ჩაიზე!:) P.S. ნუ დაგავიწყდებათ მეგობრების და ნაცნობების მოყვანა!:) |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორი პოსტები: 393 რეგისტრ.: 6-July 12 მდებარეობა: рязань წევრი №: 200 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იცოდით რომ, მსოფლიოში ყოველ რვა წუთში ერთი ბავშვი იღუპება დაბინძურებული წყლის გამო
![]() -------------------- ^_^
_ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd February 2019 - 03:55 PM |