IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ოშო, იყო შეშლილი - ნიშნავს იყო ნორმალური
ASHALUS
პოსტი Jun 7 2012, 02:35 PM
პოსტი #1


არქიმოდერატორი
***

ჯგუფი: ADMIN
პოსტები: 921
რეგისტრ.: 29-May 12
წევრი №: 3

ნიკის ჩასმა
ციტირება



საინტერესო ციტატები მისი ნაშრომებიდან:

აი ეს "პირველი ნაწილი" მისი სწავლებების:

ს ი ც ო ც ხ ლ ე
�სიცოცხლე- ეს რაღაც შეუძლებელია. იგი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის არის. ეს სასწაულია - რომ ვართ ჩვენ, რომ არის ხეები, ჩიტები. ეს მართლაც სასწაულია, რადგანაც , მთელი სამყარო მკვდარია. მილიონობით და მილიონობით ვარსკვლავები - მკვდარია, მილიონობით და მილიონობით მზის სისტემები - მკვდარია. მხოლოდ ამ პატარა პლანეტა დედამიწაზე, რომელიც არაფერია. რომ დავფიქრდეთ მის პროპორციებზე, მაშინ იგი - უბრალოდ მტვრის ნაწილაკია - მხოლოდ მასზე მოხდა სიცოცხლე. ეს ყველაზე ბედნიერი ადგილია მთელ სამყაროში. ჩიტები მღერიან, ხეები იზრდებიან, ყვავილობენ, ცხოვრობს ხალხი, მოსიყვარულე, მომღერალი, მოცეკვავე. მოხდა რაღაც უბრალოდ დაუჯერებელი.�

იყო შეშლილი - ნიშნავს იყო ნორმალური

მსოფლიო იცნობდა ისეთ შესანიშნავ, შეშლილ ხალხს, და მართლაც, ყველა დიდი ადამიანები დედამიწაზე იყვნენ ცოტა შეშლილები - შეშლილები ბრბოს თვალში. მათი სიგიჟე ვლინდებოდა იმაში, რომ ისინი არ იყვნენ უბედურები, არ იყვნენ შეწუხებულები, არ ეშინოდათ სიკვდილის, არ წუხდნენ წვრილმანებზე. ყოველ მომენტს ცხოვრობდნენ მთლიანად და ინტენსიურად, და ამ მთლიანობისა და ინტენსიურობის წყალობით მათი ცხოვრება გადაიქცა შესანიშნავ ყვავილად - ისინი იყვნენ სავსე არომატით, სიყვარულით, სიცოცხლით, სიცილით.

მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ეხება თქვენს გარშემო მილიონობით გარემომცველ ხალხს. ისინი ვერ ურიგდებიან, რომ თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც მათ გაუშვეს; ამიტომ ეცდებიან ნებისმიერი საშუალებით გაგხადონ უბედური. მათი განკითხვა - არაფერია მეტი თუ არა, მცდელობა თქვენი გაუბედურებისა, დაარღვიონ თქვენი ცეკვა, წაგართვან სიხარული - იმ მიზნით, რომ დაუბრუნდეთ უკან ბრბოს.

საჭიროა მოიკრიფოთ სიმამაცე და თუ ხალხი იძახის, რომ ხართ შეშლილი, მიიღეთ ეს. უთხარით მათ: �თქვენ მართალი ხართ; ამ სამყაროში მხოლოდ შეშლილ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და მხიარულები. მე ავირჩიე სიგიჟე სიხარულთა, ნეტარებასთან, ცეკვასთან ერთად. თქვენ კი აირჩიეთ კეთილგონიერება უბედურებასთან, ტანჯვასთან და ჯოჯოხეთთან ერთად. ჩვენი არჩევანი განსხვავებულია, იყავით ნორმალურები და დარჩით უბედურები; დამტოვეთ განმარტოებით ჩემს შეშლილობასთან. ნუ იგრძნობთ თავს განაწყენებულად; მე ხომ არ ვგრძნობ წყენას ყველა თქვენგანისგან - ასე ბევრია ნორმალური ადამიანი მსოფლიოში, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს განაწყენებულად.�

ეს საკითხი ძალიან ხანმოკლე დროისაა... მალე, როცა მიგიღებენ როგორც შეშლილს, ისინი დაგანებებენ თავს; მაშინ შეძლებთ წარდგეთ მათ წინაშე თქვენი ნამდვილი ყოფიერებით, შეძლებთ გადააგდოთ ყველა თქვენი მოჩვენებითობა.

ჩვენი აღზრდა გონებას ართმევს სიმთლიანეს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სახე საზოგადოებას, ბრბოს, მსოფლიოს - არაა აუცილებელი, რომ ის იყოს თქვენი ნამდვილი სახე, სინამდვილეში კი იგი არც უნდა იყოს თქვენი ნამდვილი სახე. თქვენ უნდა გაუკეთოთ დემონსტრირება ისეთ სახეს, რომელიც ხალხს მოსწონს, რომელსაც ხალხი აფასებს, რომელიც იქნება მიღებული; მათი იდეოლოგია, ტრადიციები და გიწევთ შეინახოთ ნამდვილი სახე საკუთარი თავისთვის.

ეს გაყოფა ღრმავდება იმით, რომ დროის დიდ მონაკვეთს თქვენ ატარებთ ბრბოში, ხვდებით ხალხს, ურთიერთობას ამყარებთ მათთან - იშვიათია თქვენ დარჩეთ მარტო საკუთარ თავთან. ბუნებრივია, ნიღბები იზრდებიან, სულ უფრო და უფრო ავიწროვებენ თქვენს საკუთარ სახეს.

და საზოგადოება ყველაში ბადებს შიშს - შიშს, რომ თქვენ უარგყოფენ, შიშს, რომ დაგცინიან, შიშს თქვენი რესპექტაბელურობის დაკარგვისა, შიშს იმის მიმართ, თუ რას იტყვის ხალხი. თქვენ გიწევთ შეგუება სხვადასხვა სახის სიბრმავეებთან და ხალხის არაცნობიერებასთან, თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავი - ეს არის მთავარი თავისებურება ჩვენი სამყაროსი, დღევანდელ დღემდეც კი. არავის ეძლევა ნება იყოს საკუთარი თავი.

იმ მომენტში, როდესაც გვერდით არის ვიღაცა, თქვენ ნაკლებად გაინტერესებთ თავი, უფრო გაინტერესებთ ის, თუ რა აზრი ექნება მას თქვენზე.

როცა მარტო ხართ აბაზანაში, თქვენ ხდებით თითქმის ბავშვი - ხანდახან სახის მიმიკებსაც კი ქმნით სარკის წინ. მაგრამ თუ თქვენ უეცრად გააცნობიერებთ, რომ გითვალთვალებენ კარების ჭუჭრუტანიდან, თუნდაც ეს იყოს პატარა ბავშვი, მომენტალურად იცვლებით. თქვენ ხდებით ჩვეულებრივი, უწინდელი - სერიოზული, საღად მოაზროვნე, ისეთი, როგორიც ხალხს სურს თქვენი ნახვა.

და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ გეშინიათ ამ ხალხის, ხოლო მათ თქვენი. ყველას ეშინია კვლავ ვიღაცის. არავის ეძლევა უფლება გამოხატონ საკუთარი გრძნობა, საკუთარი რეალობა, სინამდვილე, ყველას კი სურს მათი გამომჟღავნება, რადგანაც - გააგრძელო რეალური სახის ჩახშობა - ეს ნამდვილი თვითმკვლელობაა.

თქვენ ვალში ხართ მხოლოდ საკუთარი არსების წინაშე. ნუ წახვალთ მის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ნიშნავს ჩაიდინოთ თვითმკვლელობა, დაანგრიოთ საკუთარი თავი. რას მიაღწევთ ამით? თუ ხალხმაც კი დაგიწყოთ პატივისცემა და ჩაგთვლიან ძალიან გონიერად, საღად, რესპექტაბელურად, საპატიო ადამიანად, ეს ვერ შეძლებს დაგიკმაყოფილოთ თქვენი არსი. მათ არ შეუძლიათ მოგცენ მეტი შეღწევა ცხოვრებაში და მის შესანიშნავ სილამაზეში.

თქვენ მარტო ხართ ცხოვრებაში, მარტო მოხვედით ამ სამყაროში, მარტომ უნდა დატოვოთ იგი. ყველა სხვათა აზრი დარჩება აქ. მხოლოდ თქვენი ნამდვილი გრძნობები, თქვენი ჭეშმარიტი გამოცდილება იქნება თანამგზავრი სიკვდილის შემდეგაც კი.

სიკვდილიც კი ვერ შეძლებს წაგართვათ ცეკვა, სიხარულის ცრემლები, მარტოობის სისუფთავე, მდუმარება, უშფოთველობა, ექსტაზი. ის, რასაც სიკვდილი ვერ წაგართმევთ, არის სწორედ ერთადერთი ნამდვილი განძი; ხოლო ის, რისი წართმევაც ყველას შეუძლია, არ წარმოადგენს ღირებულს, თქვენ უბრალოდ გაგასულელეს.

თქვენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს იმაში, რომ მოეფეროთ და გაუფრთხილდეთ ისეთ თვისებებს, რომლების თან წაღებასაც შეძლებთ, როდესაც სიკვდილი დაანგრევს თქვენს სხეულს, გონებას, რადგანაც მხოლოდ ეს თვისებები იქნება თქვენი ერთადერთი თანამგზავრი. ისინი - ერთადერთი რეალური საფასურია, და ხალხი, რომლებიც შეიძენენ მათ, - მხოლოდ ისინი ცხოვრობენ; სხვები კი მხოლოდ წარმოიდგენენ თავს რომ ცხოვრობენ.

დამოკიდებულება სიცოცხლესთან
ოშო,
საჭიროა თუ არა გქონდეს რამენაირი დამოკიდებულება სიცოცხლესთან?

საუკეთესო საშუალება ხელიდან გაუშვა ცხოვრება - ეს არის გქონდეს მასთან განსაზღვრული დამოკიდებულება. დამოკიდებულება წარმოიშვება გონებაში, ცხოვრება კი არსებობს გონების გარეშე. დამოკიდებულება ეს ჩვენი გამონაგონია, ჩვენი ცრუ აზრები, ჩვენი ფანტაზიები, ცხოვრება არ არის ჩვენი გამონაგონი, პირიქით, ჩვენ - ეს მხოლოდ ტალღები ვართ ცხოვრების ოკეანის ზედაპირზე.

ოკეანის ტალღას როგორი დამოკიდებულება შეუძლია ჰქონდეს ოკეანესთან? ბალახს როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მიწასთან, მთვარესთან, მზესთან, ვარსკვლავებთან. ყოველგვარი დამოკიდებულება ეგოისტურია, ყოველგვარი დამოკიდებულება ბრიყვულია.

ცხოვრება - ეს არის ფილოსოფია, არაა პრობლემა, ის საიდუმლოებითაა მოცული. თქვენ უნდა იცხოვროთ განსაზღვრულ წესებთან შეუთანხმებლად, პირობებთან შეუთანხმებლად - მასთან, რასაც თქვენ გეუბნებოდნენ ცხოვრებასთან დაკავშირებით - თქვენ უნდა დაიწყოთ თავიდან, საკუთარი სასტარტო ნიშნიდან.

თითოეული ადამიანი უნდა მოიქცეს ისე, თითქოს ის პირველი ადამიანია დედამიწაზე, ისე როგორც ადამი ან ევა. მაშინ თქვენ შეგეძლებათ გაიხსნათ, შეგეძლებათ გაიხსნათ უსაზღვრო შესაძლებლობებისათვის. მაშინ თქვენ იქნებით სუსტი, მისაღწევი, და რაც უფრო მეტად სუსტი ხართ, მეტად მისაღწევი ხართ, უფრო მეტი ალბათობაა იმის, რომ ცხოვრება მოხდება თქვენთან.

თქვენი დამოკიდებულება მოქმედებს როგორც ბარიერი და მაშინ ცხოვრება ვეღარ აღწევს თქვენამდე ისეთი, როგორიც ის არის; ის ხომ უნდა მოექცეს თქვენი ფილოსოფიის, რელიგიის, იდეოლოგიის ქვეშ. და ამ შეწყობაში რაღაც კვდება ცხოვრებაში. ის რაც თქვენ გამოგდით ცხოვრებიდან - ეს არის რაღაც მკვდარი, მას შეუძლია გამოიყენებოდეს როგორც ცოცხალი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ასე აკეთებდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში. ინდუსები ცხოვრობდნენ ინდუისტური შეხედულებების თანახმად, მუსულმანები - მუსულმანურის თანახმად, კომუნისტები - კომუნისტურის თანახმად. მაგრამ გახსოვდეთ ძირითადი ფუნდამენტალური ჭეშმარიტების შესახებ: განსაზღვრული პოზიცია არ გაძლევთ თქვენ საშუალებას შეხვიდეთ კონტაქტში რეალურ ცხოვრებასთან, ის ამახინჯებს, ყველაფერს განმარტავს თავისებურად.

არსებობს ერთი ძველბერძნული ისტორია:

ერთ ფანატიკ მეფეს ჰქონდა მშვენიერი ოქროს სარეცელი წარმოუდგენლად ძვირფასი, მოჭედილი ათასობით ალმასით. როდესაც სასახლეში გამოჩნდებოდა სტუმარი, მეფე სთავაზობდა დაწოლილიყო ამ სარცელზე. თან უყენებდა პირობას: სტუმარი უნდა შეესაბამებოდეს ამ საწოლის ზომას. თუ მისი ფეხები არ თავსდებოდნენ, მაშინ მეფე უბრძანებდა მოეჭრათ ისინი ზომაზე. ეს საწოლი რასაკვირველია იყო ისეთი ძვირფასი, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გადაკეთებული, ამიტომ ადამიანის ზომას მოარგებდნენ საწოლის ზომაზე - ისე თითქოს საწოლი კი არ არსებობდა სტუმრისათვის არამედ სტუმარი არსებობდა საწოლისთვის. მაგრამ ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია მოძებნო ადამიანი რომლისთვისაც ზედგამოჭრილია გამზადებული საწოლი. საშუალო ადამიანი არ არსებობს დაიმახსოვრეთ, საშუალო ადამიანი ეს მოგონილია, საწოლი კი იყო სწორედ მისთვის. მეფე იყო მათემატიკოსი - იყო შესრულებული რთული გამოთვლები. მან განსაზღვრა დედაქალაქის ყველა მოსახლის ზრდის ჯამი. შემდეგ ეს სიდიდე იყო გაყოფილი მოსახლეობის რიცხვზე; ამის საშუალებით მან მიიღო ზუსტი საშუალო მაჩვენებელი. იმ დროში დედაქალაში იყვნენ პატარა ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, ჯუჯები, გიგანტები, ხოლო საშუალო ადამიანი - ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი. არ იყო დედაქალაქში არც ერთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა მართლაც საშუალო სიმაღლის. მე არასდროს არ შემხვედრია საშუალო ადამიანი - საშუალო ადმიანი ეს სიყალბეა.

ამიტომ ყველას, ვისაც კი უწევდა სტუმრად ყოფნა, ვარდებოდა გასაჭირში. თუ ის იყო საწოლზე პატარა, ამ შემთხვევაში მეფეს ყავდა ძლიერი ათლეტები, რომლებიც ჭიმავდნენ კაცს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო როლფინგის დასაწყისი! ალბათ, იდა როლფი სწავლობდა ამ მეფესთან. ყოველი სტუმარი, რა თქმა უნდა, კვდებოდა, მაგრამ ეს არ იყო მეფის ბრალი - იგი ხომ ყველფერს საუკუთესო მიზნებით აკეთებდა!

როდესაც თქვენ გაქვთ განსაზღვრული დამოკიდებულება ცხოვრებასთან, თქვენ ხელიდან უშვებთ თვით ცხოვრებას. ცხოვრება - უსაზღვროა, ის არ შეიძლება შემოსაზღვრო რაიმე პოზიციით, ის შეუძლებელია შეზღუდო კონკრეტული განსაზღვრით. დიახ, თქვენი პოზიცია მოიცავს განსაზღვრულ ასპექტს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთი ასპექტი. ხოლო გონების სწრაფვა დადის იქამდე, რომ გამოაცხადოს თავისი ასპექტი, როგორც მთლიანი, მაგრამ იმ მომენტში როდესაც იგი მტკიცდება როგორც მთლიანი თქვენ კარგავთ კავშირს ცხოვრებასთან. ახლა თქვენ იცხოვრებთ, გარშემორტყმული თქვენი დამოკიდებულებით, ერთგვარ ნაჭუჭში... და დაიტანჯებით.

ახლა თქვენი ეგრეთ წოდებული თეოლოგები იქნებიან ძალიან ბედნიერები, რადგან ეს არის სწორედ ის, რასაც გეუბნებოდნენ - ცხოვრება ეს ტანჯვაა.

ბუდა იძახის: დაბადება - ეს ტანჯვაა, სიკვდილი - ეს ტანჯვაა, მთელი ცხოვრება - სხვა არაფერია თუ არა, გრძელი, ძალიან გრძელი ტრაგედია. თუკი თქვენ გამოავლენთ რაიმე დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, დარწმუნდებით, რომ ბუდა აბსოლუტურად მართალია, ამის მტკიცება იქნებით თქვენ თვითონ.

მაგრამ მე მინდა გაგიცხადოთ თქვენ, რომ ცხოვრება არ არის ტანჯვა. მე სრულიად არ ვეთანხმები ბუდას. თუკი ცხოვრება ხდება ტანჯვა, მაშინ ეს თქვენივე ნახელავია, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება - უსაზღვრო სიხარულია. მაგრამ რომ შეიცნო ეს უსაზღვრო სიხარული, თქვენ უნდა მოხვიდეთ ღია გულით, გაშლილი ხელით.

არ მიუდგეთ ცხოვრებას მოკუმული ხელით. გაშალეთ ხელი, წადით ცხოვრებაში, იყავით უსაზღვროდ უმანკო. გამოავლინო რაიმე წინასწარ გამიზნული დამოკიდებულება - ეს სატყუარაა. თქვენ უკვე ყველაფერი გადაწყვიტეთ შეუმოწმებლად, გამოუცდელად, უცხოვრებლად. თქვენ მიხედვით განსაზღვრულ დასკვნებამდე და თუ ეს დასკვნები არსებობენ განცდამდე, რა თქმა უნდა ჩათვლით, რომ მათ დაამტკიცებს ცხოვრება. ცხოვრება მათ არ დაამტკიცებს, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენი გონება ეცდება იპოვოს საშუალებები, ხერხი, არგუმენტები და ფაქტები რათა მხარი დაუჭიროს მათ.

მე გასწავლით თქვენ იცხოვროთ წინასწარშექმნილი დამოკიდებულებების გარეშე. ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ჩემი გამოცდილებისა მდგომარეობს შემდეგში: თუ თქვენ ნამდვილად გინდათ იცოდეთ ცხოვრება, გადაყარეთ მთელი ფილოსოფია, ყველა �იზმები�. და მაშინ წადით ღია, შიშველი, მზის სხივებთან შესახვედრად, რათა შეიცნოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის არის.

წარსულში ფიქრობდნენ, რომ ჩვენი გრძნობები - ესაა ფანჯარა, რომ რეალობა აღწევს ჩვენს იდუმალ არსს გრძნობების საშუალებით. ახლა კი უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენეს კიდევ რაღაც: ჩვენი გრძნობები არ არის უბრალოდ ფანჯარა, ისინი არიან აგრეთვე მცველები. მხოლოდ ინფორმაციის ორ პროცენტს აქვს საშუალება შეაღწიოს შიგნით, 98% რჩება გარეთ. ყველაფერი, რაც კი ეწინააღმდეგება თქვენს გაგებას ცხოვრებაზე ვერ აღწევს და მხოლოდ 2% გადის ამ ფილტრს.

ხოლო იცხოვრო ცხოვრების 2%-ით - ნიშნავს არ იცხოვრო საერთოდ. თუკი შესაძლებელია იცხოვრო სრული 100%-ით, მაშინ რატომ იცხოვრებ მხოლოდ 2%-ით.

თქვენ მეკითხებით: �საჭიროა თუ არა გქონდეს რამენაირი დამოკიდებულება სიცოცხლესთან�.

არა მარტო არ არის საჭირო, არამედ საშიშიც არის გქონდეს რამენაირი პოზიცია ცხოვრებასთან დამოკიდებულებაში. რატომ არ მივცეთ ცხოვრებას ცეკვის საშუალება, იმღერო ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. რატომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მოლოდინის გარეშე? რატომ არ შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც არის სისუფთავეში? რატომ უნდა მოვახვიოთ ცხოვრებას ჩვენი იდეები? არავის უნდა დამარცხება, მაგრამ თუ მოვახვევთ რაიმე იდეას ცხოვრებას, მაშინ დამარცხება გარდაუვალია.

უკეთესია არ დავკიდოთ იარლიყები, უმჯობესია არ ვეცადოთ მივცეთ ცხოვრებას რაიმე სტრუქტურა, სჯობს დავტოვოთ დასასრული ღიად, უმჯობესია არ მოვიფიქროთ კატეგორიები, უკეთესია არ დავსვათ შტამპები.

და თქვენთან მოვა მშვენიერი გამოცდილება, უფრო მეტი კოსმიური გამოცდილება, რადგანაც სინამდვილეში ტიხარი არ არსებობს. არსებობა - ეს ერთი ორგანული მთლინობაა, ორგანული ერთიანობაა. ყველაზე პატარა ბალახს, შეუმჩნეველი ხის ყველაზე პატარა ფოთოლსაც კი იგივე მნიშვნელობა გააჩნია, რაც ყველაზე დიდ ვარსკვლავს.

ყველაზე პატარა ამვდროულად წარმოადგენს ყველაზე დიდს, რადგან ყველაფერი ერთიანია, ეს ერთი სპექტრია. მომენტში, როდესაც იწყებთ დაყოფას, თქვენ ქმნით ხელოვნურ საზღვრებს, განსაზღვრებებს, ეს კი საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების საიდუმლოების ხელიდან გაშვებისა. ჩვენ ყველანი რაღაცნაირად უდგებით ცხოვრებას - აი რაშია ჩვენი უბედურება. ჩვენ ყველა უყურებთ განსაზღვრული აზრით, და ამიტომაც ჩვენი ცხოვრება ხდება ღარიბი, რადგანაც ყოველი ასპექტი, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი, ცხოვრება კი მრავალმხრივია. საჭიროა იყო უფრო დენადი, განუსაზღვრელი, გადმომდინარე როგორც წყალი. თქვენ არ უნდა იყოთ დამკვირვებელი. არაფერია გადასაწყვეტი! ნუ მიიღებთ ცხოვრებას როგორც პრობლემას, ეს - მისტერიაა განსაცვიფრებელი სილამაზისა. შესვით ის, იგი სუფთა ღვინოა! იყავით მთვრალი მისით.


--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post
EnJey
პოსტი Sep 1 2012, 08:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 3-August 12
წევრი №: 281

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს არ წამიკითხავს... ისე მაქვს მოსმენილი, და წაკითხული რუსულად. მოსმენა უფრო ეფექტურია და რა ვიცი... აილაიქ....
რელიგიასთან და გენდერთან დაკავშირებულ საკითხებში რაღაც დაბნეულობები დამილაგდა )))
ძალიან ახლოს იყო იმასთან რასაც ვფიქრობდი და აქედან გამომდინარე მომეწონა.

ვფიქრობ რომ გადავარდნა არაფერში ღირს და ამიტომ მაინც ზედაპირულად ვუყურებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Sep 2 2012, 01:16 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(enjey @ 1st September 2012 - 07:27 PM) *
ვფიქრობ რომ გადავარდნა არაფერში ღირს და ამიტომ მაინც ზედაპირულად ვუყურებ.

გეთანხმები, მაგრამ ეს ზედაპირულობა არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა რომ ნაკლებად იკითხო ზოგადად საინტერესო სტატიები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
EnJey
პოსტი Sep 2 2012, 08:27 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 3-August 12
წევრი №: 281

ნიკის ჩასმა
ციტირება



საიდან მოიტანე რომ არ ვკითხულობ?
საინტერესოს კი არა, სამწუხაროდ უინტერესოსაც ვკითხულობ ხან...
წაკითხვით ვერაფერში გადავარდები, თუ არ იფიქრე მერე და ეგ ვიგულისხმე გადავარდნაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Sep 20 2013, 09:23 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება



ოოო რა დიდებული თემაა , მე არ ვიცოდი აქ თუ აღმოვაჩენდი ოშოზე ინფორმაციას ошо чашка чая.365 писем ошо წავიკითხე ამ ზამთარს , ძალიან თბილი და სიყვარულით აღსავსე წერილებია.
სხვადასხვა ციტატებიც :


,,Те, кто нашёл Источник Любви внутри себя, больше не нуждаются в том, чтобы быть любимыми – и их будут любить"

,,განაგრძეთ საკუთარ თავში სიყვარულის ძიება, და თუ თქვენ გიყვართ ადრე თუ გვიან გამოგიჩნდებათ ადამიანი, რადგან მოსიყვარულე გული ადრე თუ გვიან მოსიყვარულე გულთან მიდის - ასე ხდება ყოველთვის. თქვენ იპოვით საჭირო ადამიანს. მაგრამ თუ თქვენ ეჭვიანობთ ვერ იპოვით, თქვენ თუ მხოლოდ დაკავდებით სექსით ვერ იპოვით , თუ ცხოვრობთ მხოლოდ საკუთარი თავის კომფორტისთვის - ვერ იპოვით .
სიყვარული ეს საშიში გზაა, და მხოლოდ მათ ვისაც გააჩნიად გამბედაობა შეუძლიათ გაიარონ ეს გზა და მე გეუბნებით თქვენ რომ ეს ისეთივე გზაა როგორც მედიტაცია მაგრამ მხოლოდ იმათთვის ვისაც გამბედაობა გააჩნია."
ვცადე მეთარგმნა


--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post
landa
პოსტი Nov 10 2013, 09:51 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 13-September 13
წევრი №: 811

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს მართლა არ მაქ წაკითხული
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th December 2018 - 08:14 PM