IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
მატერიალიზმის დასასრული !
thunderstorm
პოსტი Oct 19 2015, 02:18 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



მატერიალიზმის დასასრული !



მატერიალიზმის მთავარი პოსტულატი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „ სამყარო გონებისგან დამოუკიდებლად არსებოსებობს. სივრცე, დრო, მატერია პირველადია, ხოლო გონება, ცნობიერება, მეორადი „ ერთი შეხედვით ცხადი და ადვილად აღსაქმელი იდეა, ამ იდეას მატერიალისტები თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით ამართლებენ, სახავენ პროგრესულ იდეად, რომელმაც განდავნა „ცრუ“ წარმოდგენები ეშმაკებზე, სულებზე, ღმერთზე, ხოლო ზოგადად იდეალიზმს, ანაქრონიზმად, უცოდინარი წარსულის ექოდ, პროგრესის დამამუხრუჭებელ ფილოსოფიად სახავენ. სინამდვილეში კი თნამედროვე მეცნიერება პირიქით სულ უფრო და უფრო მეტად აცლის საფუძველს ყოველგვარ „მატერიალურს’ „ნივთიერს“ ბუნებაში. ქვევით მოკლედ შევეცდები გაჩვენოთ თუ როგორ:
ფერი, ხმა, სურნელი, გემო ...
აღმოჩნდა რომ არავითარი ფერი, ხმა, და ასე შემდეგ ადამიანის „აღქმისგან“ დამოუკიდებლად გარემომცველ ბუნებაში არ არსებობს. ის სურათი მაგალითად რაც ადამიანის გონებაში იქმნება, - როცა ის ბუნების პეიზაჟს ან რომელიმე ხელოვნების ნიმუშს უმზერს, მხოლოდ და მხოლოდ გონების ილუზიაა და მეტი არაფერი. არავითრი „წითელი“ „ლუჯი“ და ასე შემდეგ ფერი არ არსებობს, ბუნებაში მხოლოდ სხვადასხვა სიხშირისა და სიგრძის ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილს გარდაქმნის „გონება“ „ცნობიერება“ ფერის „სიწითლის“ სიმწვანის“ და ა.შ. აღქმად... იგივე შეილება ითქვას ხმაზე ბგერებზე სურნელზე, გემოზე გარემომცველი სამყარო პირწმინდად დაცლილია ამ „თვისებებისგან“, ისინი მხოლოდ დამკვირვებლის შემეცნებაში გონებაში არსებობს.
სიმყარე
მატერიის ერთერთ მთავარ თვისებად მის სიმყარეს, ხელშესახებობას, მატერიალურობას მიიჩნევენ. თანამედროვე ფიზიკა კი გვიჩვენებს, რომ არავითარი "ნივთიერი" "მყარი" სინამდვილეში არ არსებობს. ყოველი საგანი ატომებისგან შედგება. აღმოჩნდა რომ ბუნების ეს საშენი აგურები არც ისეთი ჰომოგენური და მყარია როგორც ადრე წარმოედგინათ.. თუ მაგალითად პროტონს ჩოგბურთის ბურთის ხელაზე გავადიდებთ მაშინ აღმოჩნდება რომ ელექტრონების ორბიტა რამდენიმე ათეული კილომეტრით იქნება დაშორებული. მეცნიერებმა დათვალეს რომ ატომებში 99.9999999999999 % ცარიელ სივრცეს უკავია. ხოლო თვითონ ელექტრონებიც და პროტენებიც მოკლებულნი არიან ყოველგვარ სიმყარეს. ამ ელემენტარულ ნაწილაკებს ყველაზე კარგად ტალღური ფუნქცია მიესადაგება. ხოლო მათ აღსაწერად მხოლოდ ალბათობის ფუნქცია გამოდგება. ელემენტარული ნაწილაკი „არსებობის შესაძლებლობაა“ მხოლოდ და მხოლოდ სანამ ის არ გაიზომება. და მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც გონება დააკვირდება გაზომავს მას იგი იძენს „მატერიალურ“ ნივთიერ თვისებებს.



forum.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2018 - 09:47 PM