IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლექტი (თიკ)
დავითაუ
პოსტი Jun 7 2012, 02:29 AM
პოსტი #1


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



თუ დიდ დროს ატარებთ დასახლებული პუნქტებისგან შორს (ნადირობა, თევზაობა, ქვეითი ტურიზმი და ა.შ.) თიკ აუცილებლად უნდა ატაროთ თან. გაყიდვაში არსებობს მრავალნაირი კომპლექტი (Survival kit), მაგრამ გამზადებული კომპლექტების შიგთავსის ნაწილი უხარისხოა და ტყუილად გადაიხდით ფულს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ცოტათი მეტს გადაიხდით და ზუსტად გეცოდინებათ საგნების ხარისხი და შესაძლებლობები. სწორედ თიკ-ის ხარისხიან შიგთავსზე იქნება დამოკიდებული თქვენი სიცოცხლე ექსტრემალურ სიტუაციაში.

არსებობს რამდენიმე სახის თიკ: საოჯახო (სტიქიური უბედურება, საბრძოლო მოქმედებები), საავტომობილო (ავარია დაუსახლებელ ადგილას), სალაშქრო და სამხედრო. ჩვენ განვიხილავთ ქვეითისთვის გამოსადეგ სალაშქრო-სამხედრო ვერსიას.

თიკ უნდა შეესაბამებოდეს ლაშქრობის რელიეფს და კლიმატურ პირობებს. მაგალითად, ცივ ამინდში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ საგნებს, რომლებიც დაგიცავენ სიცივისგან და დაგეხმარებიან ცეცხლის უკეთ დანთებაში.

ძირითადი მოთხოვნები: კომპლექტი კარგად უნდა შევფუთოთ, არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს და უნდა გააჩნდეს მინიმალური წონა. მაგ. ქვეითი ლაშქრობისთვის 0,5 – 1,0 კგ

თიკ აუცილებლად უნდა დაიმაგროთ ქამარზე, ან გედოთ ჯიბეში. ზურგჩანთაში და სატრანსპორტო საშუალებაში მისი დატოვება არ შეიძლება!

ქვემოთ მოცემულია საბრძოლო თიკ-ის ელემენტები და მათი განხილვა.

ჩასადები - გამომდინარე იქიდან, რომ თიკ ყოველთვის თან უნდა გვქონდეს დღეღამის ნებისმიერ დროს, ის უნდა იყოს სატარებლად მოსახერხებელი, წყალგაუმტარ შეფუთვაში, არ იწვევდეს დისკომფორტს, არ უნდა გვიშლიდეს ხელს სიარულში, ჯდომაში, ხტუნაობაში, სირბილსა და ძილში.
საშუალო სიდიდს კომპლექტისთვის გამოიყენება შესაბამისი ზომის მსუბუქი მეტალის, ან პლასტმასის ყუთები. დიდი კომპლექტებისთვის სპეციალური ჩანთები და გუდები. ჩასადების ზომა და მასალა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე და შესაძლებლობებზე.
ტარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომფორტს, ამიტომ კომპლექტის განთავსება მიზანშეწონილია წელზე. თუ საგნების რაოდენობა მინიმალურია, კომპლექტის ჩადება ჯიბეშიც შეიძლება.
ბლოკნოტი - ჩანაწერების გასაკეთებლად. სასურველია წყალგამძლე. უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებთ კოცონის დასანთებად.
ფანქარი - სასურეველია ქიმიური, რათა ქვებზე და ხეებზე დავიტანოთ შორიდან შესამჩნევი ნიშნები. შეიძლება პატარა საწერი კალამის დამატება ფანქრის ნაცვლად.

დასაკეცი დანა (ძირითად დანის დამატებით) - მაქსიმალურად კარგი კომპლექტაციით (მაკრატელი, პინცეტი, გასახსნელი და ა.შ.). სასურველია ცნობილი ფირმების Viktorinox, Wenger, Aitor და Gerber.
წყლის გამწმენდი აბები - სასურველია ცნობილი და გამოცდილი ფირმების, მაგალითად Katadyn. 10, ან 20 აბი. ერთი აბი 15 წუთში წმენდს 1 ლიტრ წყალს ძირითადი ვირუსებისგან. 30 წუთის დაყოვნების შემთხვევაში დაბინძურებული წყალი იწმინდება ყველა ბაქტერიასა და ვირუსისაგან. ცივ ამინდში სრული გაწმენდის დრო იზრდება 4 საათამდე.
სპეციალური ასანთი - ინთება ქარში და უძლებს ნესტს. 1, ან 2 შეკვრა.
სანთელი - რომელსაც ვახვევთ ალუმინის ფოლგას. გამოდგება წვიმაში კოცონის დასანთებად და თავშესაფრის გასანათებლად.

სასტვენი - სიგნალების გადასაცემად.

მინიკომპასი - შეუცვლელია ნავიგაციისას. თუ უბნის რუკაც გექნებათ, დაკარგვის ალბათობა მკვეთრად მცირდება. სასურველია ცნობილი ფირმების მინიკომპასების შეძენა, მაგალითად Silva. კომპასს სჭირდება პერიოდული შემოწმება, რათა დეფორმაციის გამო არ გაჟონოს სითხემ და ჩვენება იყოს ზუსტი.

პატარა ზომის გამადიდებელი შუშა - მზიან დღეს შესაძლებელია კოცონის დანთება.

მაგნეზიის ცეცხლგამჩენი - მაგნეზიისგან დამზადებული ხელსაწყო, რომელიც ლითონის საგნის მასზე ჩამოკვრისას იძლევა ხშირ ნაპერწკლებს და გამოყოფს სითბოს. შეუძლია აანთოს ხმელი ბალახი.
მინიფანარი - მცირე ზომის ფანარი გამოდგება რუკაზე მუშაობისას და თავშესაფარში.

სათევზაო კომპლექტი - მცირე მოცულობისაა და თუ თევზაობა იცით და დროც გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ.

სარკე - მცირე ზომის სარკე გამოდგება სიგნალის მისაცემად და თვალისთვის მიუწვდომელი, დაზიანებული ადგილების სანახავად.

ნემსი და სქელი ძაფი - გამოიყენება დაზიანებული ტანსაცმლის და ეკიპირების შესაკეთებლად. შესაძლებელია ძაფის დახვევა ნემსებზე.

სკოჩი და ჩინური წებო -

ინგლისური გულსაბნევი - გამოიყენება დაზიანებული ტანსაცმლის და ეკიპირების სწრაფი შეკეთებისთვის.

მავრთული - გამოდგება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეკეთებისას. რაიმეს დასამაგრებლად. მავრთული შეგიძლიათ დაახვიოთ ლურსმნებს.

ხერხი - შუაში გადაჭრილი ე.წ. "ნაჟოვკა".
პრეზერვატივი - სხვადასხვა საგნების ჰერმეტიზაციისთვის, წყლის დასაგროვებლად.

ფული - სასურველია თუ კომპლექტში წვრილ კუპიურებად დაშლილ 20 დოლარის ექვივალენტ კუპიურებს ჩადებთ.

თვითგადარჩენის გაფართოებული კომპლექტი

საკვების ხელუხლებელი მარაგი - მშრალი საკვების თრევას, 2-3 ხორცის კონსვერვი, შაქარი და მარილი ჯობია. ასევე შეიძლება მშრალი საკვებიდან ძირითადი ულუფის და გამაცხელებლის ამოცლა და თან წაღება.

პირადი აფთიაქი -

საბრძოლო დანა - სასურველია ხარისხიანი შენადნობებისგან დამზადებული.

საწვიმარი კაპრონის თოკით და დამჭერებით -

წყლის მათარა -

წყარო: ს.ო. "აისი" აისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Archil
პოსტი Jul 30 2012, 12:28 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 18
რეგისტრ.: 30-July 12
წევრი №: 266

ნიკის ჩასმა
ციტირება



"საწვიმარი კაპრონის თოკით და დამჭერებით"

ეგ ნამეტარი თუ გაგიჭირდა, თავი რომ ჩამოიხრჩო, თანაც ისე, რომ ბავშვებმა არ დაგინახონ smile.gif

არ უნდა დაგავიწყდეთ სამგზავრო ბარათის წაღება. მთის წვერზე ზოგჯერ ისეთ დღეში ვარდება ადამიანი, #104 მარშუტკას ელოდება და რა იცი რაში გამოგადგეს კაცს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jul 30 2012, 01:08 PM
პოსტი #3


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Archil @ Jul 30 2012, 11:15 AM) *
"საწვიმარი კაპრონის თოკით და დამჭერებით"

ეგ ნამეტარი თუ გაგიჭირდა, თავი რომ ჩამოიხრჩო, თანაც ისე, რომ ბავშვებმა არ დაგინახონ smile.gif


თუ ერთხელ მაინც მოყოლილხარ თავსხმა წვიმაში კარვის გარეშე ღამით, კარგად გეცოდინება სიმშრალისა და კარგი საწვიმრის ფასი...

ციტატა(Archil @ Jul 30 2012, 11:15 AM) *
არ უნდა დაგავიწყდეთ სამგზავრო ბარათის წაღება. მთის წვერზე ზოგჯერ ისეთ დღეში ვარდება ადამიანი, #104 მარშუტკას ელოდება და რა იცი რაში გამოგადგეს კაცს smile.gif

სამგზავრო ბარათი კარგი იქნებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით რო მოქმედებდეს ტრანსპორტში(დასველების შემთხვევაშიც მოქმედებს და ქაღალდის ფულისაგან განსხვავებით უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. + ამას, შეგვიძლია მარგარინის, ძეხვის და ა.შ. რბილი პროდუქტების დასაჭრელად გამოვიყენოთ უკიდურეს შემთხვევაში). სხვა მხრივ ვერანაირად ვერ მივემხრობი სამგზავრო ბარათის ქალაქგარეთ წაღებას...


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
drum
პოსტი Jul 7 2013, 09:46 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 26-April 13
წევრი №: 509

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
პირადი აფთიაქი

რა არის აუცილებლად წასაღები ?
ვის-რა დაგაქვთ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2018 - 10:41 PM