IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
მცენარეები:*
ქაცვი
პოსტი Oct 20 2012, 03:50 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



1) ქაცვი (Облепиха) (Hippophae rhamnoides)___ მიეკუთვნება ფშატისებრთა, Elaeagnaceae - ს ოჯახს.

იგი ხშირტოტებიანი, ეკლიანი ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა. მისი სიმაღლე 1, 5 - 6 მ - ია. ქაცვისთვის დამახასიათებელია დატოტვილი გაშლილი ვარჯი.

ძველი ტოტებისა და ღეროების ქერქი შესაძლოა იყოს მურა - მწვანე, მურა - ყვითელი, მუქი - მურა ან კიდევ შავი. ახალგაზრდა ყლორტები ვერცხლისფერი შეფერილობისაა, დაფარულია ბუსუსებით. ტოტები ეკლებით ბოლოვდება. ფოთლები მარტივია, მორიგეობითი, მოკლეყუნწიანი, სწორი ან სწორ - ლანცეტისებური. ფოთლები მოკლეყუნწიანია და კიდემთლიანი. მათი სიგრძე 9 სმ - მდეა, სიგანე 1 სმ - მდე. ფოთლის კიდეები ოდნავ შიგნითაა შექცეული, ზედაპირი კი რუხი - მუქ - მწვანეა, ქვემოდან - ოდნავ მოყვითალო ან მურა ვერცხლისფერი. მცენარე ორსქესიანია. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები განლაგებულია განსხვავებულ ბუჩქებზე.

ყვავილები წვრილია. მამრობითი ყვავილები (მტვრიანებიანი) ჭუჭყიანი ვერცხლისფერია და შეკრებილია მოკლე თავთავად. ყვავილსაფარი შედგება ორი მომრგვალო ელიფსური ფურცლისგან, რომელიც 4 მტვრიანაზეა შემოვლებული. მდედრობითი ყვავილები (ბუტკოიანი) მოყვითალოა, მილისებური ორფურცლიანი ყვავილსაფრით. მათი რაოდენობა 1 - 7 - ია ნასკვი ერთბუდიანია. ნაყოფი წვნიანი მოყვითალო ან ნარინჯისფერი კურკაა. იგი ოვალური ან მოკლე ელიფსური ფორმისაა. ნაყოფსაფარი წვნიანი და არომატულია. კურკა გლუვია, ორივე მხრიდან ლაპლაპებს. იგი ღია ან მუქი წაბლისფერი, ზოგჯერ კი შავი შეფერილობისაა. 1000 ცალი ნაყოფის მასაა 200 - 780 გ, 1000 ცალი თესლის მასა კი - 10, 0 - 20, 0 გ.ქაცვი ყვავილობს აპრილ - მაისში, ფოთლების გამოსვლამდე, შესაძლოა ფოთლების გამოსვლასთან ერთდროულადაც. იგი უხვად, მაგრამ არარეგურალურად ისხამს ნაყოფს. ნაყოფი მწიფს აგვისტო - სექტემბერში. ზოგჯერ მწიფე ნაყოფი მცენარეზე რჩება მომდევნო წლის გაზაფხულამდე, თუკი ფრინველებს გადაურჩა.

ქაცვი პოლიმორფულია. მისი ფორმები განსხვავდებიან ვარჯით, ნაყოფის სიდიდით და ფორმით, ეკლიანობით.

სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა აქვს.




ქიმიური შემადგენლობა____ ქაცვის ნაყოფის რბილობი შეიცავს 8% - მდე ცხიმოვან ზეთს. თესლებში მისი შემცველობა 12% - მდეა. ქაცვის ცხიმოვანი ზეთი წარმოადგენს ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის და პალმიტინის მჟავების ტრიგლიცერიდებს. ამის გარდა, ნაყოფი შეიცავს 1%-მდე ფოსფოლიპიდებს და 2% - მდე სტერინებს. ქაცვის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით. ვიტამინურ კომპლექსში განსაკუთრებით ჭარბობს კაროტინოიდები. ქაცვის ზეთში კაროტინოიდების შემცველობა 250 მგ% - მდეა. ქაცვის ზეთი შეიცავს ასევე ლიკოპინსა და ზეაქსანტინს.

ქაცვის ნაყოფის რბილობის შემადგენლობაში შედის ასევე 3%-მდე ვაშლის და ღვინოქვის მჟავები, 7% - მდე შაქრები.

[9] -ს მიხედვით, ქართველ მეცნიერთა მიერ, ქაცვში აღმოჩენილია: β- და γ-კაროტინი, გლუკოზა, ვაშლის მჟავა, ვიოლაქსანტინი, ვიტამინები K1, C, E, B1, B2, B6, P, ზეაქსანტინი, იზოკრიპტოქსანტინი, კატექინები, კრიპტოქსანტინი, ლიკოპინი, ლინოლენის მჟავა, ლინოლის მჟავა, ლუტეინი, მთრთილავი ნივთიერებები, მირისტინის მჟავა, მჟაუნის მჟავა, ნეოკაროტინი, ნეოქსანტინი, ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, პალმიტოლეინის მჟავა, პექტინი, პოლისაქარიდები, პოლი-ცის-ლიკოპინი-β, საქაროზა, სტეარინის მჟავა , ფიტოფლუინი, ფრუქტოზა, ღვინის მჟავა,

ბიოლოგიურად აქტიური შენაერთებით მდიდარია ქაცვის ყველა ნაწილი.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Oct 20 2012, 04:02 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



გავრცელება____ ქაცვი გავრცელებულია, ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის მხარეში, აზიაში, ზღვის დონიდან 2100 მ - მდე. საქართველოში იგი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ნაწილში: ქართლში, კახეთში, რაჭაში, გურიაში.იგი კარგად იტანს სიცხეს და სიცივესაც. გვხვდება როგორც მდინარეთა ჭალებში, ნესტიან ადგილებში, ასევე მშრალ ფერდობებზეც. ქაცვი შეგვხვედრია ივრის ნაპირებზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ სიონში, სართიჭალაში, ყაზბეგში, არღუნის ხეობაში, ხევსურეთში, შატილში, თრუსოს ჭალებში. იზრდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე, ტენიან ადგილებში, სადაც ხშირად ქმნის ძნელადმისადგომ აღმონაცენს. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ქაცვის მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში,,,,, რაც უფრო მოყინული იქნება ყაზბეგური ქაცვი მით უფრო გემრიელი წვენი გამოდის. კახეთის ქარხანაში გადამუშავების შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში ბაზარზე გამოაქვთ, არამედ გააქვთ საფრანგეთსა და გერმანიაშიც. ამ ქვეყნებში კი ნატურალურობისა და დამახასიათებელი გემოს გამო, ყაზბეგის ქაცვზე მოთხოვნა იზრდება.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Oct 20 2012, 05:54 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



მოვლა___ქაცვის ნარგავების მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას. ჩვეულებრივ, ვეგეტაციის პერიოდში ამას მიმართავენ 3-4-ჯერ. ამის გარდა ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა მორწყვისა და ძლიერი წვიმების შემდეგ. ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა 5-6 სმ სიღრმეზე, რიგთაშორისებში კი 8-10სმ სიღრმეზე. ნარგავები სისტემატიურად უნდა გასუფთავდეს გვერდითი ამონაყრებისგან. მიზანშეწონილია 2-3 წელიწადში ერთხელ კულტურის განოყიერება. 1მ2-ზე საჭიროა 10 კგ ორგანული სასუქი. მჟავე ტიპის ნაკვეთებზე საჭიროა კირის შემცველი სასუქების შეტანა.

როდესაც ქაცვის კულტურას ვაშენებთ, უნდა ვიზრუნოთ მისი ვარჯის ფორმირებაზე, იმისათვის, რომ მოსავლელად და ნედლეულის შესაგროვებლად მოხერხებული იყოს. დარგვის მომდევნო წლიდანვე ყოველწლიურად საჭიროა ქაცვის ვარჯის გასხვლა და ფორმირება ირგვლივ მისი თანაბრად განვითარებისთვის. იგი ნაყოფს ისხამს დარგვიდან 3-4 წლის შემდეგ.


დაავადებები და მავნებლები___ქაცვის მავნებლებიდან საქართველოში გავრცელებულია ქაცვის მწვანე მღილი და ჩრჩილი. ქაცვის მწვანე მღილი აზიანებს ფოთლებს. დაზიანებული ფოთლები შავდება და ხვეული ხდება. აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია ბაბუაწვერას, ხახვისა და თამბაქოს ექსტრაქტი. ასევე გავრცელებული ენდოლეიკოზი და ქაცვის ხმობა. ენდოლეიკოზით დაავადებულ ნაყოფს სიმწიფის დროს უჩნდება ღია ფერის ლაქები. ხმობისა და ენდოლეიკოზის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიება არ არსებობს, გარდა მექანიკური მეთოდებისა (დაავადებული ნაყოფისა და ძირის მოშორება ნაკვეთებიდან).მავნებლებისა და დაავადებათა გაჩენის ალბათობა ნაკლებია თუ კულტივირებისთვის ნაკვეთი სწორად იქნა შერჩეული და კარგად იქნა მოვლილი.

ნედლეული____
ქაცვის ნაყოფებს აგროვებენ მისი მწიფობის დროს მანამ, სანამ ისინი დარბილდებოდეს. ნაყოფები უნდა მოიკრიფოს მშრალ ამინდში.რეგიონებში, სადაც მშრალი შემოდგომა იცის და ყინვები ადრიანად იწყება, მოწოდებულია ქაცვის შეგროვება ტოტებზე ნაყოფის გაყინვის შემდეგ.რადგან ყინვების შედეგად ნაყოფი უფრო გამძლე ხდება, კარგავს ძელგ-მწარე გემოს და არომატული, სასიამოვნო მომჟავო ტკბილი ხდება. ჩვენს პირობებში შესაძლებელია ნედლი ნაყოფების შეგროვება
ნედლეულისათვის დამახასიათებელია წვნიანი ნაყოფები კურკით. მათი ფორმა სფეროსებური ან მოგრძო - ელიფსურია, სიგრძით 4-12მმ; ნაყოფის ყუნწი მოკლეა; ფერი ყვითელი ან მუქი - ნარინჯისფერი. გემო მოტკბო - მჟავეა, მოტკბო სუნით, წააგავს ანანასის სუნს. ნაყოფები ადვილად იჭყლიტება.ნედლეულში დასაშვებია ისეთი დაჭყლეტილი ნაყოფები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვს წვენი.
დაუშვებელია ნედლეულში მწვანე, დიდი ხნის ნადები, გაშავებული, დაობებული ნაყოფი.
ნედლ ნაყოფებს ფუთავენ 150ლ ტევადობის ხის კასრებში. კასრი უნდა იყოს სუფთა და უსუნო.

ნედლ ნაყოფებს ინახავენ გრილ, სინათლესთან დაცულ ადგილას. მიმღებ პუნქტში ამ სახით მათი შენახვა დასაშვებია 3 დღე.

დამზადებას აძვირებს ეკლები. კრეფის თვითთირებულების შემცირება უპირველეს ყოვლისა უეკლო ჯიშების გაშენებით უნდა მოხდეს. ეკლიანი ჯიშების ხეები შეიძლება შევარხიოთ და ქვემოთ დაფენილ ცელოფანზე დაყრილი ნაყოფი მოვაგროვოთ. რთულ რელიეფში ტოტებს აჭრიან მიაქვთ სათავსში და ნაყოფს იქ ხელით აცლიან.




--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Oct 20 2012, 06:30 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



გამოყენება____

ქაცვის ნაყოფისგან ამზადებენ ქაცვის ზეთს. ქაცვის ზეთი თავის მხრივ წარმოადგენს ღია - ნარინჯისფერ გამჭირვალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ეპითელიზაციას და ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს გრანულაციის ზრდას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ამიტომაც ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს. მის სახვევებს იყენებენ დამწვრობისას, ნაწოლებზე, კანის სხივური დაზიანების დროს. ქაცვის ზეთი გამოიყენება პირის ღრუს დაზიანების, ნახეთქების, ეროზიების და фკანის ზედაპირის სხვა დაზიანებების დროს. ეფექტურია მისი გამოყენება ფლეგმონური აკნეს დროს.
გარდა გარეგანი ფორმებისა, იგი ასევე გამოყენება შიგნით მისაღებადაც წყლულოვანი დაავადებების დროს; იგი აუმჯობესებს ღვიძლში ლიპიდურ ცვლას, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს ქიმიური აგენტების მავნე მოქმედებისგან.
ქაცვის ზეთს იყენებენ კოლპიტების, ენდოცერვიციტების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.ქაცვის ზეთი გამოიყენება შიგნით მისაღებად საყლაპავი მილის კიბოს დროს სხივიური თერაპიის შემთხვევაში, როგორც პროფილაქტიკური საშუალება საყლაპავის დეგენერაციული ცვლილებების შემცირებისათვის.
რეკომენდებულია ქაცვის ზეთის ინჰალაციების გამოყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტების დროს ზედაყბის ფოსოში შეყავთ 4 - 5 მლ სტერილური ზეთი, ქრონიკული და მწვავე ლარინგიტების და ფარინგიტების დროს ლორწოვან გარსს შეაზელენ ზეთს ბამბის ტამპონის მეშვეობით ან უნიშნავენ ზეთის 15 წუთიან ინჰალაციას ყოველდღიურად.
ქაცვის ნედლი ნაყოფები და წვენი ხასიათდებიან ბაქტერიოციდული მოქმედებით; იგი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. რეკომენდირებულია უმი ნაყოფისა და წვენის გამოყენება კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს, ატონიური ყაბზობისას; გამოიყენება ასევე ტოქსიკური ჰეპატიტის კომპლექსურ მკურნალობაში, და როგორც ვიტამინების ბუნებრივი წყარო.

ქაცვის ნაყოფების წვენი კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც სახის კანის დამარბილებელი, მატონიზირებული საშუალება.

საოჯახო პირობებში შესაძლებელია ქაცვის ზეთის დამზადება შემდეგნაირად: ნედლ ნაყოფებს გამოწურავენ წვენს. დარჩენილ მასას, რომელშიც შედის კურკები და ნაყოფის კანი, გამოაშრობენ, დააწვრილმანებენ და დაასხამენ თერმოსში მცენარეულ ზეთს 1:2 შეფარდებით. ზეთი 600C - მდე უნდა იყოს გაცხელებული. დაყოვნება საჭიროა 1 დღე - ღამე. შემდეგ თხევად მასას გადმოწურავენ. შესაძლებელია ზეთის მეორეჯერაც დასხმა. მეორედ მიღებული ზეთის გამოყენება სასურველია სალათებში, კოსმეტიკურ ნიღბებსა და კრემებში.

ქაცვის ნაყოფების გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1, 5 ან შეფარდებით 1:2 და ინახავენ. იგი ვიტამინიზირებული საკვებია.






გამრავლება____

ბუნებაში ქაცვი მრავლდება როგორც თესლით ასევე ვეგეტაციურად. ასევეა შესაძლებელი მისი გამრავლება კულტურაშიც.
ქაცვს თესავენ სათბურში. დათესვა შესაძლებელია დაზამთრებამდე და ადრე გაზაფხულზე. დაზამთრებამდე დათესვისას ჩათესვის სიღრმე 2 სმ - ია, ადრე საგაზაფხულო დათესვისას 5 სმ.
საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის 3 თვიანი სტრატიფიკაცია. დათესვა ხდება წინასწარ მომზადებულ ბუდეებში. ბუდეებს შორის მანძილი უნდა იყოს 25 - 30 სმერთწლიანი ნერგები უკვე ვარგისია ღია გრუნტში გადასატანად. გადასარგავად ვარგისია ნერგი, რომელსაც გააჩნია კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა; ამასთან ფესვების რაოდენობა ერთ ძირზე 4-5 ცალს არ უნდა აღემატებოდეს და მიწისზედა ნაწილი მოდგენილი უნდა იყოს ყლორტით. გადარგვა უმჯობესია შემოდგომით, შესაძლებელია გაზაფხულზეც. დარგვამდე ნიადაგს წინასწარ მოამზადებენ, წინასწარ ამზადებენ 40540 სმ ზომის ორმოებს; დარგვამდე ორმოს 1/3 ამოავსებენ მიწისა და სასუქის ნარევით. ქაცვის ნერგს ათავსებენ მომზადებულ ორმოში ვერტიკალურად. ნერგს გაასწორებენ ისე, რომ ნერგის ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე იყოს. ამის შემდეგ ორმოს ამოავსებენ მიწით და ყურადღებას აქცევენ, რომ ფესვის ყველა ნაწილი მიწაში მოექცეს და დატკეპნისას ფესვები არ დაზიანდეს. ახალდარგული ძირები საჭიროა მოირწყას..


ეკოლოგიური მდგომარეობა____

ბუნებაში ქაცვს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შემოტანილმა კულტურულმა სახეობებმა შესაძლოა გადააშენონ ადგილობრივი სახეობები.

ქაცვს ხშირად იყენებენ ჭიგოებად, სარებად, რაც საკმაო ზიანს აყენებს მის აღდგენასა და შენარჩუნებას. ქაცვის ნაყოფის შეგროვებისას ხშირად ადგილი აქვს მცენარის იმ ზომამდე დაზიანებას, რომ იგი კნინდება.
სადღეისოდ ქაცვი წითელ წიგნშია შეტანილი.

დაქანებულ ნაკვეთებზე, რიგ შემთხვევებში, ქაცვის გაშენება კარგი საშუალებაა ნიადაგის ეროზიისგან დასაცავად. იგი ნაიდაგის სიღრმეში არ მიდის, მაგრამ კორომში, ზედაპირთან ახლოს ქმნის ფესვთა „ბადეს“, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისაგან, ამასთან მისი გამრავლება ძნელადმისაწვდომ ფერდებზე თესლის მოპნევითაც შეიძლება.



*************საქართველოში ქაცვის დეფიციტი არაა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, ქარხნისათვის მისი ღირებულება მაღალია. მაღალ ღირებულებას განაპირობებს ქაცვნარების ტერიტორიული გაფანტულება და ძნელად მისაწვდომობა. ველურად მოზარდი ბუჩქედან მოსავალიც მცირეა საწარმოო მიზნებისათვის, აუცილებელია თანამედროვე ჯიშებით პლანტაციების გაშენება*****

(გამოყენებული ლიტ:Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.2)დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Hippophae. „Plants Science”, 2009 წ. .)


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Nov 7 2012, 12:02 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



მუხა
"ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ...

ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.

მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა."(რ.ინანიშვილი)


საქართველოში გავრცელებული მუხები:
1. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus marganthera)
მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1700–2200 მ ფარგლებში გვხვდება, სადაც ზოგან მეჩხერ ტყეებს ქმნის.იგი 15–20 მ სიმაღლის იზრდება. მის ყლორტები, ფოთლის ყუნწი და ძარღვები ქვედა მხრიდან მოკლე ხშირი ბუსუსითაა სქლად მოფენილი, ხოლო თანაფოთლები გრძელი ბეწვებითაა დაფარული . 2–5 რკო ერთად ტოტების ბოლოებშია განლაგებული. მათი ყუნწი ძალიან მოკლეა და ხშირი ბუსუსითაა მოფენილი.ნაყოფის ბუდის ქვედა ქერქლები ბუდის კედლებზე კი არაა მიწოლილი, როგორც მრავალი ჩვენებური მუხისა, არამედ, პირიქით გადმოწეულია. რკო ბუდეს სიგრძით 2–ჯერ აღემატება. მაღალმთის მუხა წინა აზია–კავკასიის ერთ–ერთი უძველესი სახეობაა.


2. იმერული მუხა (Quercus imeretina)
იმერული მუხა დასავლეთ საქართველოს იშვიათი ენდემია და ძირითადად მდ. რიონისა და მისი შენაკადების ჭალებშია გავრცელებული. უფრო იშვიათად აფხაზეთში, გურიასა და მდ. ხობის ჭალებში.. მისი ფოთლები უყუნწოა ან ძალიან მოკლე ყუნწიანი. ფოთლის ფირფიტა მეტწილად ძალიან ღრმად დანაკვთულია, თხელია, მოყვანილობით მოგრძო–კვერცხისებური. ზემოდან მუქია, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ნაყოფის წვრილი ყუნწი 8–10სმ სიგრძისაა, 1–2რკოს ისხამს. ხე სიმაღლით 30მ–მდეა.


3. ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora)
ჭალის მუხა სიმაღლით ყველა ჩვენს მუხას აღემატება. იგი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მდინარეების მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა ადვილად გამსარჩევია სხვა სახეობებისგან იმით, რომ რკოს ყუნწი გრძელი აქვს. ამის გამო მას გრძელყუნწიან მუხასაც ეძახიან. განირჩევა აგრეთვე ფოთლითაც: 3–4 წყვილნაკვთიანი ფოთლები ტყავისებურია, ზემოდან მუქი, ქვემოდან კი ღია ლეგა და თან ბუსუსიანი. იგი კავკასიის ენდემია და თან უძველესი რელიქტური სახეობაა.


4. კოლხური ანუ ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana)
კოლხური ანუ ჰართვისის მუხა ჩვენში მხოლოდ დასავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში იზრდება. იგი უფრო ხშირად სხვა ტიპის ტყეებშია შერეული. ქუთაისის, ვანის და აჯამეთის ახლოს, იმერულ მუხასთან ერთად, კოლხური მუხა შესანიშნავ ტყეებს ქმნის. ეს მუხა სხვა მუხებისგან იმთ განსხვავდება, რომ მისი ფოთლის ფირფიტის ბოლო მესამედი გაფართოებულია, თვით ფირფიტა კვერცხისებური და მოკლე ნაკვთებიანია, წვედა მხრიდან ფოთოლი განსაკუთრებით ძარღვების გაყოლებაზე ბეწვიანია. ყუნწი 4სმ. სიგრძისა, რკოს ყუნწი ფოთლების ყუნწზე გრძელია და სწორმდგომია. თვით ხე საშუალო 25მ–მდე სიმაღლისაა. იგი იშვითი სახეობაა..


5. ქართული მუხა (Quercus iberica)
ქართული მუხა მუხებს შორის ყველაზე ფართოდაა გავრცელებული იგი მთისწინეთსა და მთის ქვედა სარტყელში მთელ საქართველოში გვხვდება. ეს მცენარე კავკასიის გარდა არსად არ იზრდება, ანუ იგი კავკასიის ენდემია. იგი საშუალო სიმაღლის (10–12მ–მდეა, იშვიათად 20–25მ–მდე). მისი ნაყოფი–რკო უყუნწოა, ან ყუნწი ძალიან მოკლე აქვს. კვირტები და ზრდასრული ფოთლები შიშველია. ფოთოლი ქვემოდან უფრო მკრთალია. შემხმარი ფოთლები მთელი ზამთარი ტოტებზე რჩება. ქართულ მუხასდიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს, მისი მერქანი საუკეთესო ხარისხისაა. სწორედ ამის გამო იგი საფრთხის წინაშეა, საუკეთესო ინდივიდები განადგურებულია.


ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora)
კოლხური ანუ ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana)
იმერული მუხა (Quercus imeretina)
მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus marganthera) ____შეტანილია წითელ წიგნში




--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Nov 7 2012, 12:24 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



რკო შესანიშნავი საკვებია ღორის, დათვის, მსხვილფეხა საქონლისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ რკო ადამიანისთვის საწამლავ ნივთიერებას - ქუერცეტინს შეიცავს, რომელიც ცხოველთათვის უვნებელია.
რკოს მოხალვით ქუერცეტინი იშლება და მოხაული რკოსგან მეტად ყუათიან რკოს ყავას ამზადებენ. რკო 40% სახამებელს, 5 % ცხიმს, შაქარს და ბევრ ცხიმოვან ნივთიერებას შეიცავს.
მუხის გამხმარი ქერქის (1:10) იყენებენ , იყენებენ როგორც გარაგან საშვალებას პირის ღრუსა და ხახის ანთების პროცესის საწინააღმდეგოდ. იგივე ნახარში განკუთვნილია თავის დასაბანად, ქერტლის საწინააღმდეგოდ.
უფრო მაგარი კონცენტრაციის (1:5) გამონახარშს დამწვრობის სამკურნალოდ იყენებენ.
მუხის ფოთლები გამოყოფს ნივთიერებას რომელიც დადებითად მოქმედებს ჰიპერტონულ ( სისხლის მაღალი წნევით) დაავადებულებზე.
ჰიპერტონიკენისთვის სასარგებლოა მუხნარ ტყეში დასვენება.
მუხის ქერქი სისხლის შემდედებლადაც მოქმედებს, აქრობს ანთებას, პარაზიტი ჭიების საწინააღმდეგოდაც ხმარობენ, დიდი დოზით ღებინენას იწვევს.
შიგნით მისაღებად მცირე დოზით უნიშნავენ კუჭისა და ნაწლავების კატარის, აგრეთვე ფაღარათიანობისა და დიზენტერიის დროს.
კარგია გარეგან სახმარად კანის დაავადებების, მოყინვით გამოწვეული შეშუპების, კანის დახეთქვის,ფეხების ოფლანოის სამკურნალოდ


მუხის კასრში ღვინის დავარგება
გიორგი ბარისაშვილი
მუხის კასრში შენახულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და ხარისხობრივი თვისებები აქვს. მუხის კასრი მხოლოდ ჭურჭელი არ არის, იგი ღვინის დავარგებაშიც მონაწილეობს, აუმჯობესებს გემოს და აძლევს მეტ სიმტკიცეს. ამიტომ მუხის კასრს მართებულად უწოდებენ ტექნოლოგიურ ჭურჭელს. ადრე, ზოგიერთ ქვეყანაში, მუხის მასალის ნაკლებობის გამო, კასრს წაბლის, წიფლის, თუთის, აკაციის, ნაძვისა და სხვ. ჯიშის ხის მასალისგანაც ამზადებდნენ, მაგრამ ასეთი კასრი ხარისხით მუხისას ბევრად ჩამოუვარდება.
მუხის კასრის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია - მუხის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. კასრისათვის მუხა უნდა შეირჩეს ფორიანი სტრუქტურის, აგრეთვე, პოლიფენოლებისა და არომატული ნივთიერებების შემცველობის მიხედვით. ამ მაჩვენებლებზე კი გავლენას ახდენს მუხის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ნიადაგის ტიპი, კლიმატი, ტყის სიხშირე და სხვ. უპირატესობა ენიჭება მშრალ, მთაგორიან ადგილას მოჭრილ მუხას. იგი მკვრივი და წვრილფოროვანია. დაბლობ ადგილას გაზრდილი მუხის ხის მერქანი კი დიდფოროვანი და ნაკლებად მტკიცეა, ძლიერ ჟონვადია და ბევრსაც იშრობს.
კასრის დასამზადებლად განკუთვნილ მუხის მასალას ღია ცის ქვეშ დაახლოებით 2 წელი აჩერებენ: იგი შრება, კარგავს არასასიამოვნო მწარე გემოს და იძენს შესანიშნავ სურნელს. შესაძლებელია მუხის მასალის ფარდულში გაშრობაც. ღვინის კასრის შეღებვა დასაშვებია (საღებავი ავსებს ფორებს და ზღუდავს მათში ჟანგბადის მოძრაობას, რაც აუცილებელი პირობაა ღვინის დავარგებისთვის), მაგრამ გასათვალისწინებელია საღებავის ხარისხი (იგი არ უნდა გახდეს ღვინის ქიმიური ან სხვ. სახის დაბინძურების წყარო), მით უმეტეს, თუ თქვენ ბიოღვინოს აწარმოებთ. ცარიელ კასრებს მშრალ ადგილას (არა ღია ცის ქვეშ) ინახავენ. ტენიან ადგილას კასრის შიდა ზედაპირზე შესაძლოა ობი გაჩნდეს, ხოლო ღია ცის ქვეშ კასრი ზედმეტად გამოშრეს და დაიშალოს. ცარიელ კასრში პერიოდულად ახრჩოლებენ გოგირდს (თვე-თვენახევარში ერთხელ), რის შემდეგაც კასრს აუცილებლად უკეთებენ საცობს.
არსებობს კასრების შენახვის ე.წ. "სველი" მეთოდიც: კასრში ასხამენ წყალს და უმატებენ გოგირდის ანჰიდრიდს (100 მლ/ლ) და ღვინის მჟავას ან ლიმონმჟავას. გასათვალისწინებელია, რომ კასრების გამოსარეცხად გამოყენებულ წყალს უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის ხარისხი. მარანსა და სარდაფში ღვინით სავსე კასრები სპეციალურ ძელებზე ეწყობა. პირდაპირ მიწაზე კასრის დადგმა არ შეიძლება, ვინაიდან კასრი მალე ფუჭდება და ღვინომ შეიძლება რაიმე გარეშე ტონი შეიძინოს. დაუშვებელია მარანსა ან სარდაფში, სადაც ღვინით სავსე კასრები ინახება, მკვეთრი სუნის მქონე პროდუქტის ან რაიმე საგნების თუნდაც მცირე დროით შენახვა. კასრის გარე ზედაპირი რომ არ გამოშრეს და ღვინომ ჟონვა არ დაიწყოს, ან, ზედმეტი ტენის გამო, ტენმა ღვინოში რომ არ შეაღწიოს, აუცილებელია სარდაფში ან მარანში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა იყოს 80 %, ჰაერის ტემპერატურა კი 10-15ოჩ.
ღვინის შესანახი ხის ჭურჭელი ძნელი მოსავლელია, შრომატევადია და მოითხოვს ზედმიწევნით ცოდნასა და გამოცდილებას, რის გამო, ბევრმა მეღვინემ მის გამოყენებაზე უარი თქვა. თუმცა ასეთ ჭურჭელში დაყენებული და შენახული ღვინის განსაკუთრებული ხარისხის გამო, ხის კასრების გამოყენების პრაქტიკა თანამედროვე მეღვინეობაში სულ უფრო ფართოვდება. დაბოლოს, მეღვინეებო, ნუ შეგეშინდებათ სიძნელეების, დახარჯეთ მეტი შრომა და შედეგიც არ დააყოვნებს - კარგი ხარისხის ღვინოს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მოეძებნება დამფასებელი.
© "ბიომეურნე"


მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო.
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Nov 7 2012, 12:36 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



"მუხა, ბუნების- საზოგადოების სულის სახეა"
მუხა პირველი იგრძნობს ალიონს
და პირველ სალამს განთიადისას,
ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,
მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.
მუხა პირველი მეხს ეგებება
შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,
შეუშფოთებლად და მძლავრად ჰკვდება
ველზე მდგომარე განმარტოებით.
ყანებში სადღაც ატირდა ღალღა…
ძირს, ძირს ეშვება მოხუცი მუხა,
ნაკადს დაეცა, ნაკადმაც ტალღა
აამღელვარა, ააჩუხჩუხა.
წაიღებს ხსოვნას ჟამი პირქუში,
გასცდება დღეებს, განაპირდება,
მარტოდენ ჭოტი მუხის ძველ ღრუში
დაისადგურებს და ატირდება!


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
landa
პოსტი Nov 11 2013, 01:00 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 13-September 13
წევრი №: 811

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Qacvi @ Oct 20 2012, 06:30 PM) *
გამოყენება____

ქაცვის ნაყოფისგან ამზადებენ ქაცვის ზეთს. ქაცვის ზეთი თავის მხრივ წარმოადგენს ღია - ნარინჯისფერ გამჭირვალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ეპითელიზაციას და ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს გრანულაციის ზრდას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ამიტომაც ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს. მის სახვევებს იყენებენ დამწვრობისას, ნაწოლებზე, კანის სხივური დაზიანების დროს. ქაცვის ზეთი გამოიყენება პირის ღრუს დაზიანების, ნახეთქების, ეროზიების და фკანის ზედაპირის სხვა დაზიანებების დროს. ეფექტურია მისი გამოყენება ფლეგმონური აკნეს დროს.
გარდა გარეგანი ფორმებისა, იგი ასევე გამოყენება შიგნით მისაღებადაც წყლულოვანი დაავადებების დროს; იგი აუმჯობესებს ღვიძლში ლიპიდურ ცვლას, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს ქიმიური აგენტების მავნე მოქმედებისგან.
ქაცვის ზეთს იყენებენ კოლპიტების, ენდოცერვიციტების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.ქაცვის ზეთი გამოიყენება შიგნით მისაღებად საყლაპავი მილის კიბოს დროს სხივიური თერაპიის შემთხვევაში, როგორც პროფილაქტიკური საშუალება საყლაპავის დეგენერაციული ცვლილებების შემცირებისათვის.
რეკომენდებულია ქაცვის ზეთის ინჰალაციების გამოყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტების დროს ზედაყბის ფოსოში შეყავთ 4 - 5 მლ სტერილური ზეთი, ქრონიკული და მწვავე ლარინგიტების და ფარინგიტების დროს ლორწოვან გარსს შეაზელენ ზეთს ბამბის ტამპონის მეშვეობით ან უნიშნავენ ზეთის 15 წუთიან ინჰალაციას ყოველდღიურად.
ქაცვის ნედლი ნაყოფები და წვენი ხასიათდებიან ბაქტერიოციდული მოქმედებით; იგი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. რეკომენდირებულია უმი ნაყოფისა და წვენის გამოყენება კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს, ატონიური ყაბზობისას; გამოიყენება ასევე ტოქსიკური ჰეპატიტის კომპლექსურ მკურნალობაში, და როგორც ვიტამინების ბუნებრივი წყარო.

ქაცვის ნაყოფების წვენი კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც სახის კანის დამარბილებელი, მატონიზირებული საშუალება.

საოჯახო პირობებში შესაძლებელია ქაცვის ზეთის დამზადება შემდეგნაირად: ნედლ ნაყოფებს გამოწურავენ წვენს. დარჩენილ მასას, რომელშიც შედის კურკები და ნაყოფის კანი, გამოაშრობენ, დააწვრილმანებენ და დაასხამენ თერმოსში მცენარეულ ზეთს 1:2 შეფარდებით. ზეთი 600C - მდე უნდა იყოს გაცხელებული. დაყოვნება საჭიროა 1 დღე - ღამე. შემდეგ თხევად მასას გადმოწურავენ. შესაძლებელია ზეთის მეორეჯერაც დასხმა. მეორედ მიღებული ზეთის გამოყენება სასურველია სალათებში, კოსმეტიკურ ნიღბებსა და კრემებში.

ქაცვის ნაყოფების გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1, 5 ან შეფარდებით 1:2 და ინახავენ. იგი ვიტამინიზირებული საკვებია.






გამრავლება____

ბუნებაში ქაცვი მრავლდება როგორც თესლით ასევე ვეგეტაციურად. ასევეა შესაძლებელი მისი გამრავლება კულტურაშიც.
ქაცვს თესავენ სათბურში. დათესვა შესაძლებელია დაზამთრებამდე და ადრე გაზაფხულზე. დაზამთრებამდე დათესვისას ჩათესვის სიღრმე 2 სმ - ია, ადრე საგაზაფხულო დათესვისას 5 სმ.
საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის 3 თვიანი სტრატიფიკაცია. დათესვა ხდება წინასწარ მომზადებულ ბუდეებში. ბუდეებს შორის მანძილი უნდა იყოს 25 - 30 სმერთწლიანი ნერგები უკვე ვარგისია ღია გრუნტში გადასატანად. გადასარგავად ვარგისია ნერგი, რომელსაც გააჩნია კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა; ამასთან ფესვების რაოდენობა ერთ ძირზე 4-5 ცალს არ უნდა აღემატებოდეს და მიწისზედა ნაწილი მოდგენილი უნდა იყოს ყლორტით. გადარგვა უმჯობესია შემოდგომით, შესაძლებელია გაზაფხულზეც. დარგვამდე ნიადაგს წინასწარ მოამზადებენ, წინასწარ ამზადებენ 40540 სმ ზომის ორმოებს; დარგვამდე ორმოს 1/3 ამოავსებენ მიწისა და სასუქის ნარევით. ქაცვის ნერგს ათავსებენ მომზადებულ ორმოში ვერტიკალურად. ნერგს გაასწორებენ ისე, რომ ნერგის ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე იყოს. ამის შემდეგ ორმოს ამოავსებენ მიწით და ყურადღებას აქცევენ, რომ ფესვის ყველა ნაწილი მიწაში მოექცეს და დატკეპნისას ფესვები არ დაზიანდეს. ახალდარგული ძირები საჭიროა მოირწყას..


ეკოლოგიური მდგომარეობა____

ბუნებაში ქაცვს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შემოტანილმა კულტურულმა სახეობებმა შესაძლოა გადააშენონ ადგილობრივი სახეობები.

ქაცვს ხშირად იყენებენ ჭიგოებად, სარებად, რაც საკმაო ზიანს აყენებს მის აღდგენასა და შენარჩუნებას. ქაცვის ნაყოფის შეგროვებისას ხშირად ადგილი აქვს მცენარის იმ ზომამდე დაზიანებას, რომ იგი კნინდება.
სადღეისოდ ქაცვი წითელ წიგნშია შეტანილი.

დაქანებულ ნაკვეთებზე, რიგ შემთხვევებში, ქაცვის გაშენება კარგი საშუალებაა ნიადაგის ეროზიისგან დასაცავად. იგი ნაიდაგის სიღრმეში არ მიდის, მაგრამ კორომში, ზედაპირთან ახლოს ქმნის ფესვთა „ბადეს“, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისაგან, ამასთან მისი გამრავლება ძნელადმისაწვდომ ფერდებზე თესლის მოპნევითაც შეიძლება.



*************საქართველოში ქაცვის დეფიციტი არაა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, ქარხნისათვის მისი ღირებულება მაღალია. მაღალ ღირებულებას განაპირობებს ქაცვნარების ტერიტორიული გაფანტულება და ძნელად მისაწვდომობა. ველურად მოზარდი ბუჩქედან მოსავალიც მცირეა საწარმოო მიზნებისათვის, აუცილებელია თანამედროვე ჯიშებით პლანტაციების გაშენება*****

(გამოყენებული ლიტ:Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.2)დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Hippophae. „Plants Science”, 2009 წ. .)
რა ლამაზი ნაყოფია!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2018 - 01:15 PM