IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
დედამიწა და ზებუნებრივი მოვლენები
rover
პოსტი Aug 20 2013, 11:17 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,665
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება





თვით ტერმინი “ზებუნებრივი” საკმაოდ საინტერესოა. მე მწამს რომ არსებობს მხოლოდ ერთი ბუნება, რომელიც, თავის მხრივ უკიდურესად საოცარია.

ძნელი წარმოსადგენია რომ ჩვენ სამყაროს ერთ პაწაწინა პლანეტაზე ვცხოვრობთ, დედამიწა ერთ-ერთია მზის გარშემო მბრუნავი რამდენიმე პლანეტიდან, თუმცა სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზეა. შესაძლოა დედამიწა მთელი სამყაროს ერთადერთი ცოცხალი პლანეტაა, თუმცა ისიც შეიძლება რომ სამყარო სავსეა სიცოცხლით. სამყარო უსასრულოა. აქ მანძილები იმდენად დიდია, რომ მათ გასაზომად სინათლის წუთებსა და სინათლის წლებს ვიყენებთ.

სინათლის წუთი ის მანძილია, რომელსაც სინათლე ერთ წუთში გაივლის. ეს საკმაოდ დიდი მანძილია, ვინაიდან სინათლე წამში 300000 კილომეტრს გადის. ე.ი. ერთი სინათლის წუთი უდრის 60-ჯერ 300000-ს ანუ 18 მილიონ კილომეტრს. სინათლის წელიწადი თითქმის ათი ტრილიონი კილომეტრის ტოლია.

მზე ჩვენგან რვა სინათლის წუთზე ცოტა შორსაა. სინთლის სხივები რომელიც მაგალითად ივნისში ასე გვათბობს, ჩვენამდე მოღწევისთვის რვა წუთი ჭირდება. პლუტონი მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტაა, ჩვენგან ხუთი სინათლის საათის მანძილზე. როდესაც ასტრონომი ტელესკოპით პლუტონს უყურებს, ის სინამდვილეში, ხუთი საათით უკან იყურება. იმის თქმაც შეგვიძლია, რომ პლუტონის გამოსახულება ჩვენამდე მოღწევას ხუთ საათს ანდომებს.

ჩვენი მზე ერთ-ერთია იმ 400 მილიარდ ვარსკვლავს შორის, რომლებიც ირმის ნახტომის გალაქტიკას შეადგენს. ეგ გალაქტიკა უზარმაზარი დისკოს მსგავსია, ჩვენი მზე კი მის ერთ-ერთ სპირალურ განშტოებაში მდებარეობს. თუ ზამთრის მოწმენდილ ცას ავხედავთ, ვარსკვლავებისგან შემდგარ ბრტყელ ზოლს დავნახავთ. ეს იმიტომ ხდება რომ ირმის ნახტომის ცენტრის მიმართულებით ვიყურებით.

ალბათ ამიტომ უწოდებენ შვედები ირმის ნახტომს ზამთრის ქუჩას

მთელი გალაქტიკა სიგანეში 9000 სინათლის წელიწადს აღწევს . ეს იმას ნიშნავს რომ გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორეში მისაღწევად სინათლის სხივს 90000 წელიწადი სჭირდება. როცა ვუყურებთ ვარსკვლავს, რომელიც ჩვენგან 50000 სინათლის წელიწადის მანძილზეა, სინამდვილეში 50000 წლის წინ არსებულ სურათს ვხედავთ.

მაშასადამე კოსმოსის დათვალიერების ერთადერთი შედეგი წარსულის ყურებაა. ვერასოდეს გავიგებთ როგორია სამყარო დღეს. მხოლოდ ის ვიცით როგორი იყო კონკრეტული პერიოდის წინ. როცა ათასი სინათლის წელიწადით დაშორებულ ვარსკვლავს ვუყურებთ, სინამდვილეში, კოსმოსის ისტორიის ათასი წლის წინანდელ წარსულს ვხედავთ.

ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ჩვენს თვალებამდე სინათლის ტალღების სახით აღწევს. ამ ტალღების სივრცეში გადაადგილებას დრო სჭირდება. ეს შეგვიძლია ჭექა ქუხილს შევადაროთ. ჯერ ვხედავთ ელვას, გარკვეული ხნის შემდეგ კი ქუხილი გვესმის, ვინაიდან ბგერის ტალღები სინათლის ტალღებზე ნელა ვრცელდება. როცა ქუხილი მესმის მესმის ის რაც გარკვეული დროის წინ მოხდა. ასევეა ვარსკვლავების შემთხვევაში. როცა ათასობით სინათლის წელიწადით დაშორებულ ვარსკვლავს ვუყურებთ ვხედავთ იმ მოვლენის “ქუხილს” რომელიც ათასობით წლის წინ მოხდა.

ასტრონომები ამბობენ რომ სამყაროში დაახლოებით ასი მილიარდი ასეთი გალაქტიკა არსებობს რომელთაგან თითოეული დაახლოებით ას მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს.

ჩვენთვის ცნობილია ყველაზე შორეული გალაქტიკები ჩვენგან 10 მილიარდი წლის მანძილზე. როცა ამ გალაქტიკებიდან მოსულ სიგანლებს ვიღებთ, სამყაროს ისტორიაში ათი მილიარდი წლით უკან ვბრუნდებით. ეს ჩვენი მზის სისტემის არსებობის დროს ორჯერ აღემატება.

აშკარაა რომ არც ერთი გალაქტიკა არ რჩება ერთ ადგილას. სამყაროს ყველა გალაქტიკა კოლოსალური სიჩქარით შორდება ერთმანეთს. რაც უფრო შორს არიან ჩვენგან მით უფრო სწრაფად მოძრაობენ. ეს იმას ნიშნავს რომ გალაქტიკებს შორის მანძილი განუწყვეტლივ იზრდება. თუ ბუშტას შავი ლაქებით მოვხატავთ ბუშტის გაბერვის დროს დაინახავთ რომ ლაქები ერთმანეთს შორდება. სწორედ ასე იქცევიან გალაქტიკები სამყაროში.

ასტრონომთა უმრავლესობა ფიქრობს რომ სამყაროს გაფართოებას ერთადერთი ახსნა აქვს: დიდი ხნის წინ, დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ სამყაროს შემადგენელი ნივთიერება შედარებით პატარა სივრცეში იყო თავმოყრილი. ეს ნივთიერება იმდენად მკვრივი იყო, რომ მიზიდულობის შედეგად უკიდურესად გაცხელდა. საბოლოოდ ის ისე გაცხელდა და ისე მჭიდროდ შეიკრა რომ აფეთქდა. ამას დიდ აფეთქებას ვუწოდებთ.

დიდმა აფეთქებამ სამყაროს მთელი ნივთიერებები ყველა მიმართულებით გაფანტა, ამ ნივთიერებების გაციების შემდეგ კი გაჩნდა ვარსკვლავები და გალაქტიკები მთვარე და პლანეტები.

ქრისტიანისათვის დიდი აფეთქება ღმერთის მიერ სამყაროს შექმინს ტოლფასია. ბიბლის თანახმად ღმერთმა თქვა: “იქმნას ნათელი”


--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
NikoloZoid
პოსტი Aug 20 2013, 11:26 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 193
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 57

ნიკის ჩასმა
ციტირება



ph34r.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Oct 6 2013, 07:30 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





დედამიწას შემთხვეული ერთ - ერთი ,,ზებუნებრივი' მოვლენაა , მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე (ჯერ ჯერობით მხოლოდ) ვიდეოებს , ეს მოვლენა ჩრდილოეთის ციალით არის ცნობილი , და დამუხტული ნაწილაკებიზ ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება . მაგნიტურად დამუხტული ნაწილაკები რომელსაც მზის ქარი მოაქანებს დედამიწის ზედა ფენებში ხვდებიან და თავისებულ ნათებას იწვევენ ჩვენ რომ ვხედავთ ისეთს , თანაც ჩრდილოეთის ციალი ( გინდ პოლარული ციალი იმიტო რო ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება) გინდ ავრორა....... ამაზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო მაგრამ ნათქვამს ნანახი ჯობიაო .

chest.gif




--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th November 2018 - 12:54 PM