IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V   1 2 3 > » 

redcow
დაპოსტვის თარიღი: Jun 22 2017, 06:10 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


Glamping
რას გაუგებ, იგივე პონტია : )))


What is Glamping?
Recently, a global trend has caught fire that offers outdoor enthusiasts an upgrade on rest and recreation. It's called glamping, a new word for a new kind of travel, defined as glamorous camping.

When you're glamping, there's no tent to pitch, no sleeping bag to unroll, no fire to build. Whether in a tent, yurt, airstream, pod, igloo, hut, villa, cabin, cube, teepee or treehouse, glamping is a way to experience the great outdoors without sacrificing luxury.
  განყოფილება: ფორუმის შესახებ · პოსტი: #22093 · გამოხმაურება: 1 · ნახვა: 356

redcow
დაპოსტვის თარიღი: Apr 28 2017, 05:50 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


წარმატებები

სათავგადასავლო ტურია

  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #22079 · გამოხმაურება: 2 · ნახვა: 546

redcow
დაპოსტვის თარიღი: Apr 16 2017, 11:48 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე 2017


პატრიარქი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის კათედრაზე




ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად,

განსაცდელისათვის გაამზადე თავი... ოქრო

ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი

კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)

ქრისტე აღდგა!

გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:

ქრისტე აღდგა!

სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, - პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:

ქრისტე აღდგა!

ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.

დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:

"გიხაროდეთ!" (მთ.28;9), ,"მშვიდობა თქვენდა!" (ინ.20;19), ,"ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი" (გამოცხ.1, 17-18) და ,,მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე" (მთ 28;18); ,"ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე" (ინ.5;24);

რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!

აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც; ქრისტეს აღდგომით თითოეულ ასევე ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყველანი; მაგრამ მის ჰიპოსტასს ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყმელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი.

დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძე კაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დასძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში (უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებში).

მაცხოვართან მიმართებით კი ჯოჯოხეთი მოტყუვდა!

იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი. განიზრახა მისი ადამიანური სულის სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა.

მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ!

იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული ,"მეუფე ჰურიათა," თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.

სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებეობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა.

,"სადა არის სიკვდილო, საწერტელი შენი,

სად არს ,"ჯოჯოხეთო" ძლევაი შენი" (1 კორ. 15;55)!

იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურველს, ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის, და, ამასთან, ცასა და მიწას ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი "მეორე ადამად" იწოდება. "როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი" (რომ. 5,19), - ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.

უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; ,"ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები" (რომ; 6, 3, 4, 6).

ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდულმოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.

თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორედ შობის (ნათლობის) შემდეგ ადამიანი, თავისი სუსტი ნებისყოფის გამო, ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება.

გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: "გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!" (მთ.8, 19-24)

ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.

რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.

ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, - წერენ წმინდა მამები.

წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი).

საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა.

ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ "მეს" უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.

ეგოისტური "მე" - სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.

უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.

ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს: ეს არის კავშირი: ,"მე და შენ" და ,"მე და ის".

"მე და ის", - ამ ურთიერთობაში ,"მე" დაშორებულია ,"ის"-ისაგან, ანუ მესამე პირისგან. ,"ის" უცხოა, სხვაა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არა აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის.

რაც შეეხება კავშირს "მე და შენ," აქ "შენ" აღარ არის ობიექტი, არამედ იგიც სუბიექტია, "მე-ს" თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია.

თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და "შენ"-ს ელის საშიშროება, იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს.

ამიტომაც, თუ გვინდა, ამქვეყნად ვიცხოვროთ სწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის "შენ", უპირველესად, უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე "მე და შენ" ურთიერთობისა.

დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი: ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.

და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომღა არსებობს იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში?

შეგახსენებთ, რომ აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც ,"მეორე ადამად," ისე ,"პირმშოდ შესვენებულთა", რადგან გარადაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამადე. ყველა ჩვენგანი კი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით; მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.

საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადაგან აღარც მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს,- მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის სახდასხვა სავანეში, ცოდვილნი, - მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.

ხოლო ვიდრე ეს ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა, ღვთის მოწყალებით, კიდევ არის შესაძლებელი. მათ თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუძთ, მაგრამ ეკლესიის მეოხება, ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველისსაქმენი, თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, თუმც კი საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათთვის.

რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია, ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ საზღაურს ისინიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ.

ეს არის მართალმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის, მაგარამ ბევრსაც სწორი წარმოდგენა არა აქვს, ამიტომაც ამ თემას შევეხეთ.

რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი,- ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.

-რით დავიწყოთ?

-სინანულით, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე.

იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!

სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც... გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.

სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.

უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.

გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, - გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.

გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავისი ცხოვრებით ცხოვრობდენენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, - ჯვარზე, - მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, -ჯოჯოხეთი.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს?

ინებოს ღმერთმა, ჩვენც ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: ,"მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი".

გიხაროდეთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო,

სიკვდილი შეიმუსრა!

ქრისტე აღდგა!

უფალი მეფობს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

თბილისი,

აღდგომა ქრისტესი

16.04. 2017 .
  განყოფილება: რელიგია და ფილოსოფია · პოსტი: #22061 · გამოხმაურება: 0 · ნახვა: 613

redcow
დაპოსტვის თარიღი: Apr 16 2017, 11:43 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ღიპი წარმოიქმენბა 4 ძირითად ფაქტორის გამო





1. კანქვეშა ცხიმის დაგროვება
2. მუცლის პრესის სუსტი და გაწელილი კუნთები
3. შინაგანი ცხიმების დაგორვება (შინაგანი ორგანოების გარშემო)
4. კუჭნაწლავის ცუდი მუშაობა

ღიპის მოსაშორებლად საჭიროა ამ 4 მიზეზის მოგვარება
ეფექტური მოქმედების გეგმა ასეთია:


1. საერთო სამუშაო კანქვეშა და შინაგანი ცხიმების დასაწვავად
2. მუცლის კუნთების პრესის გამაგრება
3. კუჭნაწლავის გასუფთავება და მათი მუშაობის გაუმჯობესება




ამ ამოცანების შესრულება ურთიერთ დამოკიდებულია, მაგალითად მუცლის პრესის ვარჯიშისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა
ხდება კუჭნაწლავის მასირება და მისი და მისი მუშაობის გაუმჯობესება


1. ცხიმების საერთო დაწვა
აქ დაგვეხმარება რაციონალური კვება და ვარჯიშები ცხიმების დასაწვავად.
აუცილებელია იმის შეგნება რომ კვების ნორმების დაცვის გარეშე, დაგროვებული ცხიმების
შემცირება არ მოხდება.ამიტომ უნდა მოახდინოთ თქვენი ყოველდღიური რაციონის კორექტირება.
რამდენია ნორმა? ეს დამოკიდებულია მუცლის ზომაზე და იმაზე რამდენად ჩქარა თქვენ გინდათ
მიიღოთ შედეგი.თუ თქვენ გაგაჩნიათ ცოტა კანქვეშა ცხიმი, მაშინ შეამცირეთ ცხოველისებური
ცხიმები და შეცვალეთ რაციონი , ვახშამი ხილი და კეფირი.
დიდი მუცელის შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.
ორგანიზმი დახარჯავს თავის დაგროვილ ცხიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიქმნება
ენერგიის დეფიციტი!

სპორტული ვარჯიშები – მნიშვნელოვანია ისიევე როგორც დიეტა.
ყურადღება! მხოლოდ პრესის ვარჯიში არ არის საკმარისი. ცხიმების ეფექტიურად დასაწვავად
საჭიროა საერთო ზემოქმედება მთლიან ტანზე. საჭიროა კომპლექსური საერთო
დატვირთვა.მაგალითად სირბილი დროს იხარჯება ცხიმები მთლიანი ორგანიზმიდან.

2.მუცლის პრესის კუნთების გამაგრება

უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – მუცლის პრესის კუნთები, ამტანი კუნთებია, და მათ უყვართ
ხშირი გამეორება,რაც კარგად მოქმედებს ცხიმების დაწვაზე.
მუცლის პრესის ვარჯიში უნდა დაიწყოს 20­ით და ზევით.50 და ზევით ეს უკვე კარგი ვარჯიშია.
ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ უცბად უნდა დაიწყოთ 50 ­ათით, მიუცლის კუნთები უნდა
განვითარდეს თანამიმდევრულად. დაიცავით პრინციპი თანამიმდევრული დატვირთვისა.
ავარჯიშეთ მუცლის კუნთები დღე ­გამოშვებით. ხოლო თუ დატვირთვა ნორმალურია მაშინ 5 ­
ჯერ დღეში.
ეფექტიური პროგრამა ვარჯიშებისა – როგორ გამოვიმუშაოთ პრესი

3. კუჭნაწლავის გაწმენდა და მათი მუშაობის გაუმჯობესება.

სწორი კვება, სპორტული ვარჯიშები და მუცლის პრესი ვარჯიშები თანადათანობით გადაწყვეტენ
ამ პრობლემას.
პლიუს თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რჩევები:
მიირთვით სასარგებლო პროდუქტი კეფირი
დალიეთ დიდი ჭიქა წყალი ცარიელ კუჭზე. დალიეთ აუცილებლად სუფთა და ოდნავ ცივი
წყალი.შეგიძლიათ ეს გააკეთოთ დილით კუჭნაწლავის სტიმულიაციისათვის.
მიირთვით ცარიელ კუჭზე 1­2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დააყოლეთ წყალი , ჩაი ან წვენი.
რამოდენიმე კოვზი დღეში სასარგებლოა კუჭნაწლავისათვის და გახდომისათვის.
მიირთვით მცენარეული პროდუქტები – შვრია, მსხალი,ვაშლი,ფორთოხალი,ქლიავ

ვიდეო ვარჯიში:

  განყოფილება: ზოგადი დისკუსიები · პოსტი: #22060 · გამოხმაურება: 1 · ნახვა: 1,170

redcow
დაპოსტვის თარიღი: Apr 16 2017, 10:19 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


D.DEVRISA
ხო მანდ იმდენი სანახაობაა ერთი დღე ცოტაა
lol.gif
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #22059 · გამოხმაურება: 18 · ნახვა: 2,593

redcow
დაპოსტვის თარიღი: Mar 18 2017, 12:00 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ლამაზი კია ეს ოხერი
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #22043 · გამოხმაურება: 9 · ნახვა: 1,888

redcow
დაპოსტვის თარიღი: Feb 23 2017, 01:34 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


რაც უფრო ხშირად გამოდის ადამიანი თავის სამსახურის ჩარჩოებიდან ის თავის თანამშრომლებზე ჭკვიანია
ჩემი სიბრძნე biggrin.gif
  განყოფილება: განხორციელებული ტურები · პოსტი: #22039 · გამოხმაურება: 4 · ნახვა: 1,128

redcow
დაპოსტვის თარიღი: Jan 19 2017, 11:22 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


cool.gif

კოხტა გორა <3
  განყოფილება: განხორციელებული ტურები · პოსტი: #22014 · გამოხმაურება: 5 · ნახვა: 1,747

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 26 2016, 10:43 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


  განყოფილება: მელომანია · პოსტი: #21973 · გამოხმაურება: 386 · ნახვა: 265,274

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 18 2016, 11:26 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


შორია მაგრამ კარგია wink.gif
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #21971 · გამოხმაურება: 1 · ნახვა: 1,999

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 18 2016, 11:21 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


  განყოფილება: მელომანია · პოსტი: #21970 · გამოხმაურება: 8 · ნახვა: 3,622

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 18 2016, 10:06 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


mamalijixvi
გზა გადასახვევამდე კარგია მერე თუ ნაწვიმარია მარშუტკას გაუჭირდება და პატარა მანქნანასაც, ჯიპი იდეალური ვარიანტია
ფეხით ბევრი არაფერი მანქნა სადაც უდნა დატოვო იქიდა ალბათ 3 კმ, წყალი ტბასთან არარის, მთევზაობა შეიძლება მაგრამ თევზები არ არიან : )))))))))
  განყოფილება: ზოგადი დისკუსიები · პოსტი: #21969 · გამოხმაურება: 1 · ნახვა: 1,754

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 12 2016, 11:19 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


  განყოფილება: მელომანია · პოსტი: #21962 · გამოხმაურება: 16 · ნახვა: 4,481

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 12 2016, 10:44 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ვულოცავთ მყიდველს : ))
  განყოფილება: ბაზრობა · პოსტი: #21961 · გამოხმაურება: 4 · ნახვა: 1,756

redcow
დაპოსტვის თარიღი: Sep 8 2016, 11:06 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ფაქტიურად სამი საძილეა smile.gif)) მაგარია
  განყოფილება: ბაზრობა · პოსტი: #21954 · გამოხმაურება: 4 · ნახვა: 1,756

redcow
დაპოსტვის თარიღი: Aug 17 2016, 08:41 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


გუდ ჯობ : )) boli.gif
  განყოფილება: ფორუმის შესახებ · პოსტი: #21916 · გამოხმაურება: 1 · ნახვა: 1,989

redcow
დაპოსტვის თარიღი: Aug 16 2016, 01:33 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


მესამე დღეზე ვიჭედები თორემ წამოვიდოდი : (
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #21915 · გამოხმაურება: 4 · ნახვა: 2,652

redcow
დაპოსტვის თარიღი: Aug 6 2016, 12:22 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


4 უცხოელი დაიღუპა უშბაზე : (((
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #21907 · გამოხმაურება: 3 · ნახვა: 1,609

redcow
დაპოსტვის თარიღი: Aug 2 2016, 11:13 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


სვანეთი მეც მინდა თვითფრინავი რა ღირს ნეტა
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #21904 · გამოხმაურება: 5 · ნახვა: 2,019

redcow
დაპოსტვის თარიღი: Jul 27 2016, 03:23 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


pumpula
3 დღიანი ხო
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #21899 · გამოხმაურება: 5 · ნახვა: 2,019

მიპინული: ჩატი
redcow
დაპოსტვის თარიღი: Jul 21 2016, 04:47 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


კოპალა
კი რთულია, ვიცოდი რთული რომ იქნებოდა, ადრე მქოდნა მაგის მუღამი ეხლა რაღაცეები შეიცვალა ჩემში
  განყოფილება: ზოგადი დისკუსიები · პოსტი: #21894 · გამოხმაურება: 49 · ნახვა: 17,855

მიპინული: ჩატი
redcow
დაპოსტვის თარიღი: Jul 21 2016, 04:30 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


კოპალა
შარშან წინ ვიყავი მანდ ძალიან მაგარია მაგრამ მეტჯერ აღარ წავალ ))))))))))))
  განყოფილება: ზოგადი დისკუსიები · პოსტი: #21892 · გამოხმაურება: 49 · ნახვა: 17,855

redcow
დაპოსტვის თარიღი: Jul 11 2016, 10:35 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ika0900
არაფერია საშიში, შეგიძლია დარჩე რამდენხანსაც გინდა, მხოლოდ გურგენიანის ჩანჩქერი გინდა ალბათ
  განყოფილება: დავგეგმოთ ტურები · პოსტი: #21875 · გამოხმაურება: 2 · ნახვა: 1,323

მიპინული: მოგესალმებით
redcow
დაპოსტვის თარიღი: Jun 30 2016, 06:59 PM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


ლუბოი
რომელ ტურში წახვიდოდი თუ ლუბოიში smile.gif))
  განყოფილება: ზოგადი დისკუსიები · პოსტი: #21842 · გამოხმაურება: 261 · ნახვა: 184,926

redcow
დაპოსტვის თარიღი: Jun 28 2016, 11:19 AM


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568


  განყოფილება: ზოგადი დისკუსიები · პოსტი: #21834 · გამოხმაურება: 26 · ნახვა: 10,185

12 გვერდი V   1 2 3 > » 

New Posts  ახალი გამოხმაურებები
No New Posts  ახალი გამოხმაურებები არ არის
Hot topic  აქტიური თემა (ახალი პოსტები)
No new  აქტიური თემა (ახალი პოსტები არ არის)
Poll  გამოკითხვა (ახალი)
No new votes  გამოკითხვა (ძველი)
Closed  დახურული თემა
Moved  გადატანილი თემა
 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2017 - 04:17 AM