IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
Musera
პოსტი Sep 14 2013, 12:30 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 9-May 13
წევრი №: 527

ნიკის ჩასმა
ციტირება



Deep Purple — ინგლისური როკ ჯგუფი ჰერტფორდიდან[1]. ითვლება მძიმე მეტალისა და მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად, თუმცა თვლიან, რომ მისი მუსიკა რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 1975 წელს Deep Purple ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ჯგუფად.მსოფლიო მასშტაბით მას გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, მათ შორის - 7.5 მილიონი აშშ-ში. VH1-ის გადაცემაში „მძიმე როკის უდიდესი შემსრულებლები“ ჯგუფმა 22-ე ადგილი დაიკავა.
არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზაც იქონია (1976–1984). 1968–1976 წლების შემადგენლობებს უფრო ხშირად ეწოდება Mark I, II, III და IV.[14][15] მისი მეორე და კომერციულად ყველაზე წარმატებული შემადგენლობის წევრები იყვნენ იენ გილანი (ვოკალი), როჯერ გლოვერი (ბას-გიტარა), ჯონ ლორდი (კლავიშიანი ინსტრუმენტები), იენ პეისი (დასარტყმელი საკრავები) და რიჩი ბლეკმორი (გიტარა). ამ შემადგენლობამ იარსება 1969-1973 და 1984-1994 / 1993 წლებში. ამის შემდეგ ბლეკმორსა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის კამათი მოხდა და Deep Purple-ის ახალ გიტარისტად სტივ მორსი იქცა. 2002 წელს ჯგუფიდან ჯონ ლორდიც წავიდა, რის შემდეგაც იენ პეისი დარჩა ჯგუფის ერთადერთ ორიგინალურ წევრად.

2011 წელს, ჟურნალის Classic Rock დაჯილდოებაზე, ლონდონში, ჯგუფმა მიიღო ნოვატორთა ჯილდო. 2012 წლისათვის Deep Purple როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანაზე წარდგენილი არ იქნა.

საწყისი (1967–68)[რედაქტირება]

1967 წელს ჯგუფ Searchers-ის დრამერი კრის კერტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდსს, იმ იმედით, რომ იგი წარუძღვებოდა ახალ ჯგუფს, რომელსაც კერტისი აარსებდა, სახელით Roundabout. კერტისს სურდა „სუპერჯგუფის“ შეკრება, რომელშიც შემადგებლობები თავისუფლად შეიცვლებოდა. ედვარდსს მოეწონა ეს აზრი და ასეთი მიზნების დაფინანსებაზე დათანხმდა ჯონ კოლეტასა და რონ ჰაირის (Hire-Edwards-Coletta (HEC) Enterprises) დახმარებით.[18]

პირველად ჯგუფში მოვიდა ჰემონდის ორღანის მოყვარული ჯონ ლორდი, კერტისის მეზობელი, რომელიც მანამდე უკრავდა ჯგუფში The Artwoods (ჯგუფში აგრეთვე შედიოდნენ - ხელმძღვანელი არტ ვუდი, რონი ვუდის, როლინგ სტოუნზის მომავალი გიტარისტის ძმა და კიფ ჰერტლი).[19] მის შემდეგ ჯგუფში მოვიდა გიტარისტი რიჩი ბლეკმორი, რომელიც ჰამბურგიდან მოსმენაზე სპეციალურად ჩამოვიდა. იგი იქმნიდა იმიჯს სტუდიური სესიური გიტარისტის სახით და აგრეთვე უკრავდა ჯგუფებში The Outlaws, Screaming Lord Sutch და Neil Christian & The Crusaders. კერტისის თავისებურმა ხასიათმა თავად კერტისი აიძულა, დაეტოვებინა პროექტი, თუმცა ლორდი და ბლეკმორი დარჩნენ და დამატებით წევრებს ეძებდნენ, ინარჩუნებდნენ რა ტონი ედვარდსს მენეჯერის სახით.[20]

ბას-გიტარისტის ძიებისას ლორდის შემოთავაზებით ჯგუფს შეუერთდა ნიკ სიმპერი, რომელიც მასთან ერთად 1967 წელს The Flower Pot Men and their Garden-ში (მანამდე ცნობილი, როგორც The Ivy League) უკრავდა. სიმპერი აგრეთვე მონაწილეობდა ჯგუფში Johnny Kidd and The Pirates და გადაურჩა ავტოკატასტროფას, რომელშიც ჯგუფის ლიდერი, ჯონი კიდი დაიღპა. სიმპერი ბლეკმორს 1960-იანი წლებიდან იცნობდა, როდესაც მისი ჯგუფი Renegades გამოჩნდა დაახლოებით იგივე დროს, რაც ბლეკმორის ადრეული კოლექტივი Dominators.[21] ბობი ვუდმენი იყო თავდაპირველი კანდიდატი დრამერის პოზიციაზე, მაგრამ კონკურსის მსვლელობისას გამოჩნდა როდ ევანსი ჯგუფიდან Maze, დრამერ იენ პეისის თანხლებით. ბლეკმორი პეისს მანამდე Maze-თან ტურნეს პერიოდში, გერმანიაში, 1966 წელს შეხვდა და მოეწონა 18 წლის დრამერის დაკვრის სტილი. როდესაც ვუდმენი სიგარეტის საყიდლად გავიდა, ბლეკმორმა პეისთან შეხვედრა მოაწყო. პეისმაც და ევანსმაც მიიღეს ადგილები ჯგუფში და შედგა პირველი სრული შემადგენლობა.[22]

1968 წლის მარტში დივსის ჰოლში, სამხრეთ მიმსში (ჰერტფორდშირი) დაიწყო ჯგუფის მომზადება.[23][24] ეს ადგილი გამოიყენებოდა საცხოვრებლად, მუსიკის საწერად და სარეპეტიციოდ. დივს ჰოლში დამონტაჟებული იქნა Marshall-ის უკანასკნელი გამაძლიერებლებიც.[25] დანიასა და შვედეთში აპრილში გამართულ მოკლე ტურნეს, რომლის პერიოდში ჯგუფს Roundabout ერქვა, ბლეკმორმა მოიფიქრა ახალი სახელი - „Deep Purple“ - ბებიის საყვარელი სიმღერის მიხედვით.[20][25] რეპეტიციის დროს თითოეულმა წევრმა დაფაზე სახელწოდების საკუთარი ვერსია დატოვა. Deep Purple-ის გარდა მასზე ეწერა Concrete God, რომელიც კოლექტივს უხეში ეჩვენა.
ადრეული წლები (1968-70)
1968 წლის მაისში ჯგუფი გადავიდა სტუდიაში Pye (ლონდონი, მარმარილოს თაღი), სადებიუტო ალბომის, Shades of Deep Purple ჩასაწერად, რომელიც ივლისში გამოვიდა.[28] ჯგუფმა ჩრდილოეთ ამერიკაში წარმატება მოიპოვა ჯო საუზის სიმღერის „Hush“ საკუთარი ვერსიით და 1968 წლის სექტემბრისათვის უკანასკნელი მოხვდა ბილბორდის ცხელი 100-ეულის 4-ე, ხოლო კანადური RPM-ის - 2-ე პოზიციაზე. ბილბორდის ჩარტში ალბომი 24-ე პოზიციამდე ავიდა.[29][30] შემდეგ თვეში Deep Purple უკვე დანიშნეს Cream-ის ტურნეს მხარდამჭერ კოლექტივად.[29]

მეორე ალბომი, The Book of Taliesyn (რომელშიც მოხვდა ნილ დაიმონდის „Kentucky Woman“-ის ქავერ-ვესია), გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში და დაემთხვა ტურნეს, მოხვდა რა ბილბორდის 38-ე პოზიციაზე, ხოლო RPM-ში - 21-ზე. თუმცა, ბრიტანეთში იგი შემდეგ წლამდე არ გამოცემულა. 1969 წლის დასაწყისში ჯგუფი იწერდა ახალ ალბომს, რომელსაც უბრალოდ Deep Purple ეწოდა. იგი გამოირჩეოდა სიმებიანი ორკესტრისა და ხის სასულე ინსტრუმენტით („April“), ლორდზე კლასიკური მუსიკის ელემენტებით და სხვა აშკარა გავლენებით.[31] ალბომით უკმაყოფილო ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერა „Emmaretta“ (ემარეტა მარქსის, მიუზიკლის „თმები“ მსახიობთა დასის წევრის პატივსაცემად, რომლის მოხიბლვასაც ევანსი ცდილობდა). ეს იყო უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც ჯგუფის ორიგინალურმა შემადგენლობამ შექმნა.[32]

Deep Purple-ის ჩრდილოეთ ამერიკული ლეიბლი Tetragrammaton აჭიანურებდა ალბომის გამოცემას 1969 წლის ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგაც. მწირი პრომო-კამპანიის გამო ალბომი არც თუ კარგად იყიდებოდა და ბილბორდის ასეულშიც არ მოხვედრილა. ამის შემდეგ ლეიბლი ჯგუფისგან გათავისუფლდა და მისი მომავალი უცნობად აქცია. შემდეგ წლებში Warner Bros. Records ფლობდა Tetragrammaton-ის წვლილს და თავად გამოსცემდა ჯგუფის ჩანაწერებს.

1969 წლის ამერიკული ტურნეს პერიოდში ლორდმა და ბლეკმორმა პეისთან ერთად განიხილეს ჯგუფის მუსიკა და შესთავაზეს უფრო მძიმე მიმართულების აღება. ვინაიდან ევანსი და სიმპერი ამ სტილს თავს ვერ შეუთავსებდნენ, ზაფხულში ორივე ჩაანაცვლეს.[33] პეისი ამბობდა: „ცვლილება უნდა მომხდარიყო. რომ არ წასულიყვნენ, ჯგუფი მთლიანად დაიშლებოდა.შემცვლელი ვოკალისტის ძიებისას ბლეკმორმა შეამჩნია 19 წლის ვოკალისტი ტერი რიდი, რომელმაც ერთი წლით ადრე ლედ ზეპელინის ახლადჩამოყალიბებული შემადგენლობის ლიდერობაზე უარი თქვა. მიუხედავად „მლიქვნელი“ შეთავაზებისა, რიდს ჰქონდა საკუთარი კონტრაქტი პროდიუსერ მიკი მოუსტთან და იგი უფრო მეტად სოლო-კარიერით იყო დაინტერესებული.[34] ბლეკმორმა ძიება განაგრძო. ჯგუფმა იპოვა Episode Six-ის ვოკალისტი იენ გილანი. Episode Six-მა ბრიტანეთში გამოსცა რამდენიმე სინგლი, მაგრამ კომერციული წარმატება არ ჰქონია. გილანს მანამდე ნიკ სიმპერი, Deep Purple-ის ჩამოყალიბებისას უკვე დაუკავშირდა, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, გილანის აზრით, Roundabout ვერაფერს მიაღწევდა, ხოლო Episode Six-ის მომავალი უფრო დიდი იყო.[35] მიკ ანდერვუდის, Episode Six-ის დრამერის, ბლეკმორის ძველი მეგობრის (ჯგუფიდან The Outlaws) დახმარებით მოხდა ჯგუფისა და გილანისა და ბასისტ როჯერ გლოვერის გაცნობა. Episode Six ამის შემდეგ დაიშალა და ანდერვუდი ამას დაახლოებით 10 წელი განიცდიდა, თუმცა გილანმა იგი აიყვანა საკუთარ საკონცერტო ბენდში, Deep Purple-ის დროებითი დაშლის პერიოდში, 1970-იან წლებში. Deep Purple-ის ახალმა შემადგენლობამ, რომელსაც Mark II ეწოდება, გამოსცა როჯერ გრინუეისა და როჯერ კუკის ავტორობის „Hallelujah“-ს ქავერ-ვერსია.[36] მიუხედავად ბრიტანეთში ჯგუფის სატელევიზიო გამოსვლებისა, იგი შეუმჩნეველი და წარუმატებელი დარჩა.[36] ბლეკმორმა გამოცემას Record Mirror უამბო, რომ მათ ესაჭიროებოდათ ბრიტანეთში კომერციული ჩანაწერის გამოცემა და სიმღერას აღწერდა, როგორც რაღაც შუალედურს იმ მუსიკის, რომელსაც ჯგუფი ჩვეულებრივ წერდა და კომერციულ მოტივებს შორის.[36]

1969 წლის სექტემბერში ჯგუფი საბოლოოდ შემჩნეული იქნა, როდესაც ლორდის დაწერილმა Concerto for Group and Orchestra-მ გაიჟღერა ალბერტ ჰოლში, ორკესტრის თანხლებით და მალკოლმ არნოლდის დირიჟორობით.[29] ისევე, როგორც ჯგუფ The Nice-ის Five Bridges, ეს იყო როკ-ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი თანამშრომლობა. ბრიტანეთში ცოცხალმა ალბომმა ამ კონცერტის ჩანაწერით ჯგუფს მოუტანა პირველი დიდი წარმატება.[37] მიუხედავად ამისა, გილანს და ბლეკმორს ნაკლებად მოსწონდათ, რომ Deep Purple-ს იმ დროს უწოდებდნენ „ჯგუფს, რომელიც უკრავს ორკესტრებთან“. მათ სურდათ კოლექტივის უფრო მჭიდრო, მძიმე როკის მიმართულებით წაყვანა. თუმცა, ლორდმა 1970 წლის ბოლოს დაწერა Gemini Suite, ორკესტრის/ჯგუფის კიდევ ერთი თანამშრომლობა. მოგვიანებით როჯერ გლოვერი ამტკიცებდა, რომ ლორდი ჯგუფის ლიდერად ადრეულ წლებში იქცა.[38] 1975 წელს ბლეკმორმა განაცხადა, რომ მისი აზრით Concerto for Group and Orchestra არ იყო ცუდი, მაგრამ Gemini Suite იყო საშინელი და ძალიან დანაწევრებული.[39]
გარღვევა და დაშლა (1970-76)
ორკესტრული გამოცემის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო დაძაბული ტურნე და ჩაწერა, რაც შემდეგი სამი წლის მანძილზე გაგრძელდა. 1970 წლის შუა პერიოდში გამოცემული სტუდიური ალბომი იყო In Rock, რომელშიც მოხვდა კონცერტებზე პოპულარული „Speed King“, „Into The Fire“ და „Child in Time“. ბრიტანეთის საუკეთესო 10-ეულში ასევე მოხვდა ჯგუფის სინგლი „Black Night“.[40] ბლეკმორის გიტარისა და ლორდის მოშლილი ორღანის შეთავსება, რასაც ერწყმოდა გილანის ვოკალი და პეისისა და გლოვერის რიტმ-სექცია, ჯგუფის მუსიკას ანიჭებდა უნიკალურ სახეს, რითაც ახალ მასალას წინა ალბომებისგან განასხვავებდა. როგორც ლედ ზეპელინის Led Zeppelin II და Black Sabbath-ის Paranoid, In Rock ითვლება მძიმე მეტალის ჟანრის ერთ-ერთ გავლენიან ალბომად.[3]

შემდეგი ალბომი, Fireball, გამოვიდა 1971 წლის ზაფხულში. სასათაურო „Fireball“ გამოიცა სინგლის სახით, ისევე, როგორც „Strange Kind of Woman“, რომელიც არ მოხვდა ალბომში, მაგრამ ჩაწერილი იქნა იმავე პერიოდში, სესიებზე (აშშ-ის გამოცემაში იგი მაინც იქნა შეტანილი, „Demon's Eye“-ს მაგივრად).[41]
მუსიკალური ნაწყვეტები:

„Smoke on the Water“
მენიუ
0:00

სიმღერის „Smoke on the Water“ ნაწყვეტი, ალბომიდან Machine Head (1972). ეს სიმღერა ცნობილია თავისი ძირითადი თემით, ოთხ-ნოტიიანი „ბლუზური სკალით“, რომელიც პარალელური მეოთხედებით არის ჰარმონიულად დაბალანსებული.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ალბომის გამოცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯგუფი უკვე მუშაობდა შემდეგი ალბომის სიმღერებზე. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც „Highway Star“-ის სახელით გახდა ცნობილი, სრულდებოდა ტურნეს მსვლელობისას და ჩაწერილი იქნა პორტსმუთის კონცერტზე მგზავრობისას. სამი თვის შემდეგ, 1971 წლის დეკემბერში, ჯგუფმა იმოგზაურა შვეიცარიაში, სადაც Machine Head-ის, შემდეგი ალბომის ჩაწერა დაიწყო. იგი იწერებოდა მონტრეში, ერთ-ერთ კაზინოში, როლინგ სტოუნზის მობილური სტუდიით, მაგრამ ფრენკ ზაპასა და ჯგუფის Mothers of Invention კონცერტის დროს ერთ-ერთმა მამაკაცმა ხანძარი მოაწყო. ცეცხლი ჭერს მოედო და შენობა გაანადგურა. ამ ინციდენტის გავლენით ჯგუფმა დაწერა „Smoke on the Water“. ალბომი საბოლოოდ დაასრულეს ახლო მდებარე გრანდ ჰოტელის ფოიეში.[42][43]

Machine Head აგრძელებდა წინა ორი ალბომის ტრადიციებს და იქცა ჯგუფის ყველაზე ცნობილ დისკად. ბრიტანეთში მან #1, ხოლო აშშ-ში - #7 პოზიცია მიიღო. მასში შეტანილი იქნა სიმღერები, რომლებიც საკონცერტო კლასიკად იქცა - „Highway Star“, „Space Truckin'“, „Lazy“ და „Smoke on the Water“, რომლითაც Deep Purple ყველაზე ცნობილი არის.[40][44] ტურნე გრძელდებოდა და ჯგუფი მუშაობდა დაძაბულ რეჟიმში, რომელმაც შემდეგი 30 წლის მანძილზე იშვიათი სახე შეიძინა. ამასობაში, 1972 წელს მოეწყო ოთხი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში და იაპონური ტურნე, რომელსაც მოჰყვა ცოცხალი ალბომის Made in Japan გამოცემა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი მხოლოდ იაპონიაში გამოცემა, მსოფლიო მასშტაბით გამოშვებამ მას დიდი წარმატება მოიუტანა. იგი კვლავ რჩება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ცოცხალ ალბომად
ჯგუფის კლასიკური Mark II შემადგენლობის მიერ 1973 წელს გამოიცა ალბომი Who Do We Think We Are, რომელშიც შეტანილია ჰიტ-სინგლი „Woman from Tokyo“. თუმცა, შიდა დაძაბულობებისა და დაღლილობის ფონზე ჯგუფი საკუთარი წარმატების მსხვერპლად იქცა. ალბომების Machine Head და Made in Japan წარმატების შემდეგ Who Do We Think We Are-მა ისინი აქცია 1973 წელს აშშ-ში ყველაზე გაყიდვად კოლექტივად.[46][47] 1984 წელს იენ გილანი აღნიშნავდა, რომ მენეჯმენტი ჯგუფისგან ითხოვდა ალბომის დასრულებას და ტურნეს, მიუხედავად იმისა, რომ მას შესვენება სჭირდებოდა.[48] 1973 წლის ზაფხულში მეორე იაპონური ტურნეს შემდეგ, ბლეკმორთან დაძაბულობის პერიოდში გილანმა და გლოვერმა ჯგუფი დატოვეს.[49][50][51]

ჯგუფმა მოიყვანა გლენ ჰიუზი, Trapeze-ს მონაწილე - ახალი ბასისტი-ვოკალისტი. პეისის თანახმად, გლოვერმა მას და ლორდს ჯერ კიდევ წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე უთხრა თავისი გადაწყვეტილების შემდეგ, ამიტომ ისინი ხშირად დადიოდნენ Trapeze-ს კონცერტებზე. ჰიუზის შემოერთების შემდეგ ჯგუფი გამოდიოდა ოთხკაციანი შემადგენლობით, რომელშიც ჰიუზი ბასისტიც და წამყვანი ვოკალისტიც იყო.[52][53] ჰიუზი ამბობდა, რომ დათანხმდა იმ პირობით, რომ მასთან ერთად დამატებითი ვოკალისტის სახით მოვიდოდა პოლ როჯერსი (Free), მაგრამ როჯერსმა იმ პერიოდში ჩამოაყალიბა ჯგუფი Bad Company.[54] ამიტომ ჩატარდა კასტინგები და აირჩიეს დევიდ კოვერდეილი, უცნობი სოლტბერნელი მომღერალი - ძირითადად, იმის გამო, რომ ბლეკმორს მოსწონდა მისი მამაკაცური, ბლუზური ხმა.[53]
ახალი შემადგენლობა გამოდიოდა 1974 წელსაც და საგაზაფხულო ტურნეს ფარგლებში გამოჩნდა მედისონ სკვერზე (13 მარტი, ნიუ-იორკი) და ნასაუს კოლიზეუმში, ოთხი დღის შემდეგ.[55] ფესტივალზე California Jam (ონტარიო, კალიფორნია) კოლექტივი 1974 წლის 6 აპრილს გამოვიდა, 250.000-ზე მეტი მსმენელის [56] წინაშე. მათთან ერთად ფესტივალზე სხვა ჯგუფებიც გამოდიოდნენ - Black Sabbath, იგლზი, Emerson, Lake & Palmer, Earth, Wind & Fire, Seals and Crofts, Rare Earth და Black Oak Arkansas. გამოსვლის ნაწილი ნაჩვენები იქნა აშშ-ში, არხზე ABC, რამაც ჯგუფის უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო. ამ შემადგენლობის პირველი ალბომი, Burn წარმატებული აღმოჩნდა და Machine Head-ის შემდეგ რიგით მეორე სტუდიური ალბომი იყო, რომელმაც ამერიკულ საუკეთესო 10-ეულში შეაღწია. მას მოჰყვა კიდევ ერთი წარმატებული მსოფლიო ტურნე. სასათაურო სიმღერა „Burn“, რომელიც იწყებს ალბომს, წარმოადგენს ჯგუფის შეგნებულ მცდელობას, მოეცვა პროგრესული როკის მოძრაობა, რომელიც პოპულარული გახდა ჯგუფების Yes, ELP, ჯენესისი, Gentle Giant და სხვების მოღვაწეობით. „Burn“ წარმოადგენდა რთულ არანჟირებას, რომელმაც გამოაჩინა ჯგუფის ყველა წევრის მუსიკალური ვირტუოზულობა და განსაკუთრებით ბლეკმორის კლასიკური მუსიკის გავლენის მქონე გიტარის ჟღერადობა. ალბომში ჰიუზი და კოვერდეილი ასრულებენ ვოკალურ ჰარმონიებსა და ფანკისა და ბლუზის ელემენტებს, რაც განმეორდა ალბომზე Stormbringer.[53] სასათაურო კომპოზიციის გარდა, Stormbringer-ში შეტანილია სიმღერები, რომლებიც წარმატებით მოხვდა რადიო-ეთერშიც - „Lady Double Dealer“, „The Gypsy“ და „Soldier Of Fortune“. თუმცა, ბლეკმორს ეს ალბომი და ფანკური ელემენტები არ მოსწონდა და მას „ფეხსაცმლის საწმენდ მუსიკასაც“ კი უწოდებდა.[57][58][59] საბოლოოდ მან, 1975 წლის 21 ივნისს ჯგუფი დატოვა და რონი ჯეიმზ დიოსთან (რომელიც „ელფში“ იყო) ერთად შექმნა საკუთარი, Ritchie Blackmore's Rainbow, რომელსაც პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ უბრალოდ „რეინბოუ“ ეწოდა.[60]

ბლეკმორის წასვლის შემდეგ Deep Purple-ს როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაკანტური ადგილის შევსება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფი არ ჩერდებოდა და ბლეკმორი ჩაანაცვლა ამერიკელი ტომი ბოლინით. არსებობს მინიმუმ ორი ვერსია იმისა, თუ როგორ მოხდა ეს. პირველი ვერსიით, ეს კოვერდეილის ინიციატივა იყო (როგორც თავად ამბობდა).[61] „შემოვიდა, გამხდარი, როგორც ფოცხი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის თმით, რომელშიც ბუმბულები ჰქონდა დამაგრებული. ფეხაკრეფით მოჰყვებოდა საოცარი გოგონა ჰავაიდან, კილოკაური კაბით, რომლის ქვეშ არაფერი ეცვა. Marshall-ის ოთხ 100-ვატიანში შეუერთა და...სამუშაო მიიღო.“ თუმცა, ინტერვიუში, რომელიც Melody Maker-მა 1975 წლის ივნისში გამოაქვეყნა, ბოლინი თავად ამბობდა, რომ კასტინგზე ბლეკმორის რეკომენდაციის შემდეგ მოვიდა.[62] ბოლინი თავად იყო 1960-იანი წლების ჯგუფების Denny & The Triumphs, American Standard და Zephyr (რომელმაც 1969-1972 წლებში 3 ალბომი გამოსცა) წევრი. Deep Purple-ამდე ბოლინის ყველაზე ცნობილ ჩანაწერს წარმოადგენდა ბილი კობემის 1973 წლის ჯაზ-ფიუჟენ ალბომზე Spectrum სესიური ნამუშევარი, ისევე, როგორც ჯო უოლშის მაგივრად ჯგუფ James Gang-ში ორ ალბომზე, Bang (1973) და Miami (1974) მონაწილეობა. იგი ასევე გამოდიოდა სხვა მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ Dr. John, ალბერტ კინგი, The Good Rats, Moxy და ალფონს მუზონი და Deep Purple-ში მიწვევისას დაკავებული იყო პირველი სოლო-ალბომის, Teaser ჩაწერით.[63]
ახალი თანამშრომლობის შედეგი, Come Taste the Band, გამოვიდა 1975 წლის ოქტომბერში. მიუხედავად არაერთგვაროვანი შეფასებებისა, ჯგუფმა კვლავ შეიძინა მნიშვნელობა, შემოიტანა რა მძიმე როკის ჟღერადობაში ფანკის ახალი ელემენტები.[64] ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო და ჰიუზისა და კოვერდეილის მხარდაჭერით გიტარისტი იყო ახალი მასალის დიდი ნაწილის ავტორი. მაგრამ შემდეგ წელს თავი იჩინეს მისმა პირადმა პრობლემებმა ნარკოტიკებთან და რამდენიმე გაუქმებული კონცერტისა და ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოსვლის შემდეგ ჯგუფი კვლავ საშიშროების წინაშე იდგა.

ჯგუფის დაშლა, სოლო-პროექტები (1976–84)

1976 წლის 15 მარტს, ლივერპულის თეატრში Empire გამოსვლისას,[65] როგორც წერდნენ, კოვერდეილმა სცენა აცრემლებულმა დატოვა და განაცხადა ჯგუფიდან წასვლის შემდეგ. Deep Purple-ის დაშლის გადაწყვეტილება პეისმა და ლორდმა მანამდე გარკვეული დროით ადრე იქნა მიღებული, მაგრამ მათ ამის შესახებ არავის უთხრეს. 1976 წლის ივლისში დაშლის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი.[66]

მოგვიანებით, ალბომის Private Eyes დასრულების შემდეგ, 1976 წლის 4 დეკემბერს ბოლინი გულის შეტევით გარდაიცვალა.[63] მაიამიში, ჯეფ ბეკის მხარდამჭერი ტურნეს დრო იგი შეყვარებულმა უგონოდ იპოვა. პარამედიკოსების გამოძახება დაგვიანებული იყო. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დაასახელდა მრავალჯერადი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია. ბოლინი 25 წლის იყო.[63]

დაშლის შემდეგ ჯგუფის მოქმედ და ყოფილ წევრთა უმეტესობა სხვა ჯგუფებთა ერთად დიდი წარმატებით სარგებლობდა. აღსანიშნავია Gillan, უაიტსნეიკი და რეინბოუ. თუმცა სხვადასხვა პრომოუტერი სხვა დროს ცდილობდა ჯგუფის აღდგენას. 1980 წელს როდ ევანსის მონაწილეობით შედგა კოლექტივი, რომელმაც კონცერტების სერია ჩაატარა, მაგრამ Deep Purple-ის ოფიციალური ბირთვის ზეწოლით ჯგუფის სახელის უნებართვოდ გამოყენების გამო მოხდა მისი 672.000 აშშ დოლარით დაჯარიმება.[67]
გაერთიანება და რეფორმირება (1984-94)
1984 წლის აპრილში, ჯგუფის დაშლის შემდეგ, შედგა სრული და ოფიციალური გაერთიანება - გილანის, ლორდის, ბლეკმორის, გლოვერისა და პეისის სახით.[68][69] ამ რეფორმირებულმა შემადგენლობამ კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან PolyGram. ამ შეთანხმებით Mercury Records-ს აშშ-ში უნდა გამოეცა ჯგუფის სამი ალბომი, ხოლო Polydor Records-ს - ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ალბომი Perfect Strangers ჩაიწერა ვერმონტში და გამოიცა 1984 წლის ოქტომბერში. იგი კარგად იყიდებოდა (მოხვდა რა #5 პოზიციაზე ბრიტანეთში[40] და 17-ზე ბილბორდის 200-ეულში, აშშ-ში[70]). მასში შეტანილი სიმღერები, გამოცემული სინგლებად, „Knockin' At Your Back Door“ და „Perfect Strangers“, საკონცერტო პროგრამის შემადგენლობაში შევიდა.[71] ამას მოჰყვა საკონცერტო ტურნე, დაწყებული ავსტრალიაში, რომელმაც მოიცვა მსოფლიო, ჩრდილოეთ ამერიკის ჩათვლით, შემდეგ ზაფხულს კი ევროპაში გაგრძელდა. ფინანსურად იგი ძალიან წარმატებული გამოდგა. 1985 წლის ტურნემ აშშ-ში სხვა მუსიკოსთა (გარდა ბრიუს სპრინგსტინისა) ტურნეები წარმატებით დაჩრდილა.[72] ბრიტანეთში ჯგუფი 1985 წლის 22 ივნისს, ჯგუფ სკორპიონსის მხარდაჭერით, გამოვიდა ნებუორთში. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ UFO და მიტ ლოუფი. ცუდი ამინდის მიუხედავად, კონცერტს 80.000 მსმენელი დაესწრო.[73]

Mark II-ს ტიპის შემადგენლობამ შემდეგ გამოსცა ალბომი The House of Blue Light (1987), რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი ტურნე. იგი მოულოდნელად შეწყდა, როდესაც ბლეკმორმა სცენაზე ჰაერში გიტარის აგდებისას და მისი დაჭერის მცდელობისას თითი მოიტეხა. გამოვიდა ცოცხალი ალბომი Nobody's Perfect (1988), რომელშიც შეტანილი იქნა ამ ტურნეს ჩანაწერები, მაგრამ ტურნეს პროგრამა ნაწილობრივ შედგებოდა Made in Japan-ის პერიოდის სიმღერებისგანაც. ბრიტანეთში, ჯგუფის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა „Hush“-ის ახალი ვერსია (გილანის წამყვანი ვოკალით). 1989 წელს გილანი ჯგუფიდან გააგდეს, ვინაიდან მისი ურთიერთობები ბლეკმორთან კვლავ გართულდა და მათი მუსიკალური გზებიც გაიყარა. თავდაპირველად ჯგუფი გეგმავდა Survivor-ის ვოკალისტ ჯიმი ჯემისონის მოწვევას, მაგრამ მის ლეიბლ, Scotti Brothers Records-თან უთანხმოების გამო ეს არ მოხდა.[74][75] ამიტომ სხვადასხვა ალტერნატიული ვოკალისტის მოსმენა შედგა. მათ შორის იყვნენ ბრაიან ჰაუ (White Spirit, ტენ ნიუჯენტი, Bad Company), დაგ პინიკი (King's X), ავსტრალიელი ჯიმი ბარნსი (Cold Chisel) და ჯონ ფარნჰემი (Little River Band), ტერი ბროკი (Strangeways, Giant) და ნორმან „კელ“ სუონი (Tytan, Lion, Bad Moon Rising)[76]. საბოლოოდ მოიწვიეს „რეინბოუს“ ყოფილი ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი. ახალმა შემადგენლობამ, ცნობილმა, როგორც Mark V, ჩაწერა მხოლოდ ერთი ალბომი, Slaves & Masters (1990) და ჩაატარა ტურნე. ალბომმა აღსანიშნავი წარმატება მოიპოვა და აშშ-ში მოხვდა ბილბორდის ჩარტების #87 პოზიციაზე [77], თუმცა ჯგუფის მოყვარულებმა იგი გააკრიტიკეს და უწოდეს „Deep Rainbow“-ს ტიპის ალბომი.

ტურნეს შემდეგ ტერნერი აიძულეს, წასულიყო, ვინაიდან ლორდს, პეისს, გლოვერსა და ლეიბლს სურდათ გილანის ჯგუფის 25 წლიანი იუბილესთვის დაბრუნება. ამას ბლეკმორი ეწინააღმდეგებოდა და მოითხოვა და საბანკო ანგარიშზე მიიღო 250.000 დოლარი.[78] ჯგუფის კლასიკურმა შემადგენლობამ ჩაწერა ალბომი The Battle Rages On, თუმცა გილანმა მისთვის უკვე არსებული მასალა გადაამუშავა. ბლეკმორს არ მოსწონდა ის, რასაც არამელოდიურ ელემენტებად თვლიდა. წარმატებული ევროპული ტურნეს დროს, 1993 წლის ნოემბერში მან დატოვა ჯგუფი.[79] იაპონიის კონცერტებზე იგი დეკემბერში ჯო სატრიანიმ შეცვალა და 1994 წლის ევროპულ საზაფხულო ტურნეზეც დარჩა. მას შესთავაზეს ხანგრძლივი დროით დარჩენა, მაგრამ მას უკვე ჰქონდა სხვა ლეიბლთან კონტრაქტი . სატრიანის მონაცვლედ ჯგუფის ყველა წევრმა ერთსულოვნად აირჩია ახალი გიტარისტი, ჯგუფების Dixie Dregs/Kansas წევრი სტივ მორსი.[80]




ინფორმაციის წყარო WIKIPEDIA.ORG
Go to the top of the page
 
+Quote Post
Red House
პოსტი Sep 14 2013, 01:32 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 8-September 13
წევრი №: 791

ნიკის ჩასმა
ციტირება



Child in Time
უმაგრესი სიმღერაა თავისი კონცეფციით და შესრულებით...
ისე ეგ სიმღერა არ არის მაგათი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Musera
პოსტი Sep 14 2013, 08:11 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 9-May 13
წევრი №: 527

ნიკის ჩასმა
ციტირება



ხო ძალიან მაგარი სიმღერაა wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Oct 11 2014, 03:43 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
iრაკლი
პოსტი Oct 17 2014, 07:08 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი №: 1,165

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქეთ_ო
პოსტი Oct 25 2014, 06:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 473
რეგისტრ.: 23-December 12
წევრი №: 410

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
I can't explain, you would not understand
This is not how I am
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th August 2018 - 10:47 AM