IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბალეტი და ქორეოგრაფია
thunderstorm
პოსტი Jun 13 2012, 09:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.

Go to the top of the page
 
+Quote Post
sofiko
პოსტი Nov 6 2013, 10:43 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 30-July 13
წევრი №: 694

ნიკის ჩასმა
ციტირება



ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
sofiko
პოსტი Nov 6 2013, 11:25 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 30-July 13
წევრი №: 694

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი საყვარელი ბალეთმეისტერი, ძალიან საინტერესო ხელოვანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკული ბალეტის განვითარებაში


http://www.myvideo.ge/?video_id=1494527



1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიინის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 — პეტროგრადის კონსერვატორია. 1921—1924 პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი“ (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). 1923 ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). 1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. სწორედ აქ მიიღო ხელოვანმა „ბალანჩინის“ ფსევდონიმი რუსი კოლეგა დიაგილევისაგან, ვისთანაც დგამდა თავის პირველ სპექტაკლებს ემიგრაციაში. 1925—1929 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 — ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე — 1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვა. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“ (ინგლისურ ენაზე).

ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალი მიმართულებების ფორმირებას.

„მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი, ან საწებელი სხვა რაიმე კერძისათვის, არამედ სრულუფლებიანი, ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა“ – ამბობდა ბალანჩინი.

როგორც ზუსტად შენიშნავდა ერთი ამერიკელი კრიტიკოსი: „ბალანჩინის ქორეოგრაფია – ეს არის კლასიკური ბალეტი, უკუღმა ამოტრიალებული.“

ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც. თბილისში ყოფნისას, გაამერიკელებულ ხელოვანს ჟურნალისტი შეეკითხა სადაურობას და, როგორ არ ეცადა, საკუთარი ეთნიკურობის აღმნიშვნელად “ქართველი“ ვერ ათქმევინა. ბოლოს მამის წარმომავლობის ხათრით, როგორც იქნა, იმერლობაზე დაითანხმა.

მაესტროს დამოკიდებულებაზე თავის ეროვნებასთან მიმართებაში, მეტყველებს თუნდ ერთი ასეთი გარემოება – 1939 წელს, მისი ბალეტის გამორჩეული მოცეკვავე, თამარ თუმანიშვილი დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჯორჯ ბალანჩინის რჩევით გადაიკეთეს გვარი და დაეწერნენ თუმანოვად.

თუმცა, სიბერეში, ალბათ ქართველთა დღეგრძელობის ტრადიციულად მიღებული შტამპით, მაესტროს უფრო ხშირად ახსენდებოდა თავისი გენეტიკური ფესვები და არაერთგზის იმეორებდა კოლეგების წინაშე: „მე ქართველი ვარ. ვიცოცხლებ ას წლამდე!“

როგორც თანამედროვენი იხსენებდნენ, ბალანჩინი დიდხანს არ წერდა ანდერძს, ხოლო, როცა დაწერა, თავის ძმას დაუტოვა წყვილი ოქროს საათი და ყველა თავისი ბალეტი გაასაჩუქრა თვრამეტ საყვარელ ქალზე. ამ ბალეტების რიცხვი იყო 425. ეს ციფრი გააზრებას არ ექვემდებარება – მასთან ახლოს ვერ მივა 150 ბალეტის ავტორი როლან პეტიც კი, რომელიც საკუთარ თავზე ამბობდა, რომ ის უფრო ნაყოფიერია, ვიდრე პიკასო!

http://www.georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=369


Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2018 - 08:41 AM