IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ჯვარი..., რატო ვეთაყვანებით?
bedniera
პოსტი Oct 3 2012, 08:50 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 205
რეგისტრ.: 21-July 12
წევრი №: 237

ნიკის ჩასმა
ციტირება



ჯვარი რომელიც არის ის რაზეც იესო აწამეს და რაც ცუდ ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული რატო ვეთაყვანებით
არ ჩამქოლოთ ეხლა, მეც ვატარებ ჯვარს მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს.
ალბათ პასუხი ასეთი იქნება რომ ეს არის სიმბოლო რომელმაც ბოროტება დაამრაცხა?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Oct 3 2012, 09:16 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



bedniera
ეგ სრულიად განსხვავებული თემაა და ცალკე ყოფნას იმსახურებს. მე ცალკე თემად გამოვყოფ, რომ არ გაოფდეს.

ჯვარი უკიდურესი თავმდაბლობის, ღვთისგან ადამიანისადმი უსასრულო და თავგანწირული სიყავრულის გამოვლინებაა; ჯვარი იარაღია ბოროტებასა და უზნეობაზე გამარჯვების; ჯვარი მოწოდებაა ადამიანისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ქრისტესათვის მოწამეობის; ჯვარი სამოქმედო განწესება და ღირსებაა ქრისტიანისათვის; ჯვარი ნიშანია ქრისტესი და იგი წინამორბედად გამოისახება ცაზე მისი მეორედ მოსვლის წინ; და ბოლოს, ჯვარი ძალაა ღვთისა ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული, რათა მისი გაძლიერებულებმა ქრისტეს მოწაფეობა და ამქვეყნად მისი საქმის გაგრძელება შევძლოთ.

თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მღვდელი თეოდორე გიგნაძე


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Oct 4 2012, 01:32 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



"ჯვარი - უდიდესი დაცვაა, გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული!"

როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო? ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი „მონოპოლია“ არ აქვს, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც, ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. გვსურს, პასუხი გავცეთ ჩვენს ოპონენტებს.

ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერებში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, - X და მისგან წარმოებული ციფრები).

ქრისტიანობაში ჯვარი პრინციპულად ახალ, უჩვეულო მნიშვნელობას იძენს, რომელიც მანამდე არსად, არცერთ კულტურულ მემკვიდრეობაში არ ჩანს. ჯვარი ხდება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა! სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღი - ჯვარცმა ცხონების სიმბოლოდ იქცა! რომის იმპერიის მოქალაქენი არ ექვემდებარებოდნენ ამგვარ სამარცხვინო სასჯელს. თუმცა ის, რაც სამარცხვინო იყო რომაელთათვის, სრულიად საპირისპიროდ შემოტრიალდა ქრისტიანთათვის და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და თაყვანისაცემ რელიგიურ სიმბოლოდ მოგვევლინა!

ჯვრის სიმბოლო რომის იმპერიაში საყოველთაოდ IV საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. ტრადიციულად, ეს უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს, რომელსაც 312 წელს ჰქონდა ჩვენება: ზეცაზე ჯვარი გამოისახა წარწერით „ამით სძლიე!“ იმპერატორი თავისი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ ჯვრით გაემართა და მტერს სძლია. მას შემდეგ ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

კონსტანტინეს ეპოქამდე ქრისტიანები თავს იკავებდნენ ქრისტეს ჯვრისა და, მითუმეტეს, ჯვარცმის აშკარად გამოსახვისაგან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯვრის სიმბოლო მანამდე ქრისტიანულ სინამდვილეში არ არსებულა.

მრავალი მოწმობის თანახმად, ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს მიერ სამყაროს გამოხსნის იარაღი, ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო! ეკლესიის მამები ამ თაყვანისცემაზე საუბრობენ, როგორც მოციქულთა გარდამოცემაზე, ანუ იმ ტრადიციაზე, რომელსაც დასაბამი თავად მოციქულებმა - ქრისტეს პირველმა მოწაფეებმა დაუდეს. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეს ცოდნა მიეკუთვნება დისციპლინაე არცანაე-ს („საიდუმლო სწავლება“ ან „სწავლების საიდუმლო“), რომელიც დამკვიდრებული იყო ქრისტიანულ სარწმუნოებასა და მის წეს-ჩვეულებებში და რაც საიდუმლოდ იყო დაცული წარმართაგან.

როგორც ჩანს, ჯვრის ტრადიციის შესახებ წარმართებისთვის რაღაც მაინც იყო ცნობილი, რადგან მრავალი ქრისტიანი ღიად და მამაცურად თაყვანს სცემდა ჯვარს. წმიდა კვიპრიანე კართაგენელის ბიოგრაფის, პონტეს მოწმობით, III საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს შუბლზე გამოისახავდა; ქრისტიანებზე დევნის დროს სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევდნენ მათ და საწამებელად გადასცემდნენ. შემონახულია არქეოლოგების მიერ ნაპოვნი III საუკუნის ჭურჭელი, რომელზეც დატანილია ადამიანის სახის გამოსახულება ჯვრით შუბლზე.

VII მსოფლიო კრების დადგენილებებიდან ცნობილია, რომ III საუკუნეში, დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს, წმიდა მოწამეებს პროკოპსა და ორესტის ჯვარი მკერდზე ჰქონდათ გამოსახული.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ წარმართები ქრისტიანებს დაცინვით ცრუციცოლაე-ს (ჯვრისთაყვანისმცემლებს) უწოდებდნენ. მათ ეგონათ, რომ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ფეტიშს ან კერპს.

რომსა და პომპეიში გათხრებისას ნაპოვნ საყოფაცხოვრებო საგნებზე ჯვრის ან ჯვარცმის მხოლოდ ალეგორიული გამოსახულება გვხვდება. ასევე მრავლად გვხვდება ჯვრის სიმბოლოები და სხვადასხვაგვარი ფორმა, მაგალითად ღუზა ან ქრისტეს სახელის პირველი ასო - X, რომელსაც ასევე უწოდებდნენ ცრუხ დეცუსსატა (რომაული ციფრი ათის გამოსახულების გამო).

ჯვრის თაყვანისცემის უძველეს ჩვეულებას ადასტურებენ II-III საუკუნეში ტერტულიანე, ორიგენე და სხვები.

ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს უნდა ემსგავსოს! წმიდა მოციქული პავლეს სიტყვებით: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა“ (გალატელთა მიმართ ეპისტოლე, თ. 6, 14). ეს ციტატა და მოციქულთა სხვა გამონათქვამებიც მოწმობენ იმაზე, რომ ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა ქრისტიანული ეკლესიის დასაბამითგანვე არა მხოლოდ გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი სიმბოლო, არამედ იგი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრალური ცნება.

ქვემოთ მოყვანილია წმიდა მამების გამონათქვამები ჯვრის შესახებ, რაც არის დასტური იმისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის დასაბამიდან ჯვარი მისი განუყოფელი ცენტრალური სიმბოლოა.

ტერტულიანე ქრისტიან ქალს მოძღვრავს, არ იქორწინოს წარმათზე და სხვა მოსაზრებების გარდა ასეთ კითხვას უსვამს: „შესძლებ თუ არა, ფარულად გამოისახო პირჯვარი ან გადასახო ჯვარი შენს საწოლს?“
ტერტულიანე (II საუკუნე)

„თუკი შენ, იუდეველი, გვსაყვედურობ, რატომ ვცემთ თაყვანს ჯვრის ძელს, როგორც უფალს, მაშინ რატომღა არ სდებ ბრალს იაკობს, რომელიც თაყვანს სცემდა თავისი კვერთხის წვერს: „სარწმუნოებით იაკობმან...თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა“ (ებრ. 11, 21). სავსებით ცხადია, რომ მან თაყვანი სცა არა ხეს, არამედ მისი მეშვეობით იოსებს, ისევე, როგორც ჩვენ ჯვრის თაყვანისცემით ვადიდებთ ქრისტეს და არა ხეს.“
ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი (III საუკუნე)

„დაე, ნუ შეგვრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი; ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯნებს, რომელთაგან ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარიბჭეებზე. გამოვისახოთ პირჯვარი, როცა ვიძინებთ, როცა ვიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როცა ვისვენებთ. ჯვარი - უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული.“
წმიდა კირილე იერუსაიმელი (IV საუკუნე)

„თუკი იგრძნობ, რომ გული შენი ღიზიანდება და მძიმდება, პირჯვარი დაიწერე და ამ გზით დაიცავი მკერდი შენი.“
წმიდა იოანე ოქროპირი (IV საუკუნე)

„განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!“
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV საუკუნე),

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მარიამ გაგუამ
„საპატრიარქოს უწყებანი“, №21, 2005 წ.
წყარო: www.orthodoxy.ge



[ size="2"]რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?


ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: „და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს. ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება.

რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (იოან. 10, 11), ამბობს უფალი.

ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. „რამეთუ ზატიკ ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“ (1 კორ. 5, 7). ამრიგად, ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან გაგვიღო სამოთხე, შეუძღვა მასში ავაზაკს; ორი უდიდესი საქმე აღასრულა - სამოთხე გააღო და ავაზაკი შეიყვანა, დაუბრუნა მას ძველი სამშობლო, მშობლიურ ქალაქში შეიყვანა. ამიტომ ნურავის შერცხვება ჩვენი ცხონების ღირსეულად თაყვანისცემული ნიშნისა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის საწყისისა, რომლითაც ვარსებობთ, არამედ ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, როგორც გვირგვინი, რამეთუ მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა: თუ შობაა საჭირო (ნათლისღებით), ჯვარს გვაძლევენ, საიდუმლო საზრდელის ხმევა გვსურს, ხელდასხმის მიღება თუ რაიმე სხვა - ყველგან ძლევის ეს ნიშანი გვხვდება. ამიტომ დიდი გულმოდგინებით გამოვსახავთ მას სახლებზეც, კედლებზეც, კარებზეც, შუბლზეც და გულზეც. რამეთუ ჯვარი არის ჩვენი ცხონების, თავისუფლებისა და მეუფის გულმოწყალების საერთო ნიშანი, მეუფისა, რომელიც „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიყვანა“ (ეს. 53, 7). ამიტომ, როდესაც პირჯვარს ისახავ, წარმოიდგინე მთელი მისი მნიშვნელოვნება, დაშრიტე მრისხანება და ყველა სხვა ვნება; დაე, სახეზე ცხოველი სასოება გამოგეხატოს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს. რამეთუ პირჯვარი მხოლოდ თითებით კი არ უნდა გამოვისახოთ, ამას გულის განწყობა და სრული სარწმუნოება უნდა უძღოდეს წინ. და თუ ასე ისახავ პირჯვარს, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამრიგად, ნუ შეგრცხვება ესოდენი სიკეთისა და მაშინ არც ქრისტე შეგარცხვენს პირისპირ, როდესაც მოვა თავისი დიდებით, როდესაც ეს ნიშანი გამოჩნდება მის წინაშე უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე მზის სხივი. ჯვარი არის ჩვენი ქება, თავი ყოველი სიკეთისა, ჩვენი კადნიერება და ჩვენი ერთადაერთი სამკაული.
[/size]
წყარო: www.orthodoxy.ge


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
bedniera
პოსტი Oct 5 2012, 12:42 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 205
რეგისტრ.: 21-July 12
წევრი №: 237

ნიკის ჩასმა
ციტირება



გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის. : )
Go to the top of the page
 
+Quote Post
junxtionbox
პოსტი Oct 5 2012, 01:07 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 272
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 54

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(bedniera @ Oct 3 2012, 08:37 PM) *
ჯვარი რომელიც არის ის რაზეც იესო აწამეს და რაც ცუდ ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული რატო ვეთაყვანებით
არ ჩამქოლოთ ეხლა, მეც ვატარებ ჯვარს მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს.
ალბათ პასუხი ასეთი იქნება რომ ეს არის სიმბოლო რომელმაც ბოროტება დაამრაცხა?!

:*
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2018 - 02:01 AM