IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ნაწყვეტი ინტერვიუდან ეპისკოპოს, კალისტესთან (უეარი)
rover
პოსტი Aug 26 2013, 02:13 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,661
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება





ინტერვიუ დიოკლიის ეპისკოპოს კალისტესთან (უეარი)
კალისტე - დიოკლიის ეპისკოპოსი (ტიმოთე უეარი) - (1934 - ) - დაიბადა ინგლისში. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოლკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ არამართლმადიდებელთა ცხონების შესაძლებლობის თაობაზე? მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილი ზოგიერთი სქიზმატური ჯგუფი ამტკიცებს, არამართლმადიდებლები არ ცხონდებიან. პრაქტიკულად, მათ ეს შეხედულება დოგმატის რანგში აიყვანეს. ცალკეულ მართლმადიდებელ ეკლესიათა წიაღშიც არიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც ეკლესიათა ხელმძღვანელებისგან მოითოვენ ამ დებულების საეკლესიო სწავლების სახით მიღებას. რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი მონასტრის ბერ-მონაზვნებმა ღია წერილით მოსთხოვეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და წმინდა სინოდს, რომ მათ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინათ არამართლმადიდებელთა ცხონების შეუძლებლობის შესახებ.
- კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ არამართლმადიდებლები ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ ცხონებას. ბოლოს და ბოლოს პასუხი კითხვაზე - ვინ ცხონდება და ვინ არა - მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ გვესმის საღმრთო განგების უღრმესი საიდუმლო ცხონების შესახებ. კითხვა, რომელსაც ჩვენ გამუდმებით უნდა ვუსვამდეთ საკუთარ თავს, არის - „ვცხონდები თუ არა მე? როგორია ჩემი ადგილი ცხონების გზაზე?“ რაც შეეხება იმას, ცხონდებიან თუ არა სხვები, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. უმჯობესია საკუთარ თავზე ვიფიქროთ.
იესო ქრისტე არის საყოველთაო და ერთადერთი მაცხოვარი ამქვეყნად. როგორც უკვე ვთქვი, მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არის მართლმადიდებლური ცხოვრების მრავალი ელემენტი, თუმცა არ არის სისავსე. სწორედ ამიტომაც მჯერა, რომ სავსებით შესაძლებელია მრავალმა არამართლმადიდებელმა მოიპოვოს ცხონება. მაგრამ, მოდით, ღმერთს დავუტოვოთ საბოლოო განაჩენის გამოტანის უფლება.
1995 წ.


სრულად:

http://library.church.ge/index.php?option=...=69&lang=ka


--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2018 - 09:38 PM