IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბესიკ ხარანაული, წერს ყველასთვის და არავისთვის
mwvane
პოსტი Apr 12 2013, 01:11 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესიკ ხარანაული

დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს.
მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს.
ჟანრი: ეპიკური, ლირიკული, ირონიული
თემატიკა: მთისა და კაცისა
მიმდინარეობა: რეალიზმი მოდერნიზმის ხერხებით
ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები: ,,ხეიბარი თოჯინა''
,,წიგნი ამბა-ბესარიონისა''

დანარჩენი ინფორმაცია მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. მე უბრალოდ მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და წაიკითხოს.
აი ამასაც შეგიძლიათ უყუროთ


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი Apr 12 2013, 01:23 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



...
ნახეს კაცი, ერთი წამით რომ ისვენებდა
და წაიღეს უმალ ამბავი,
კარგად არისო.

...
ერთი კახპა და ერთიც პოეტი,
ორივენი კი ერთ სოფლიდან წამოსულები,
ვსხედვართ მეტროში,
თითქოს ერთმანეთს ვერც კი ვამჩნევდით.

...
მე მითხრეს, რომ მოკვდა კაცი
და მიამბეს მის ცხოვრებაზე.
ჩემნაირი ბედის ყოფილა...
რა ვქნა, თავი გადავიქნიო?
ჩავიწყო ხელები ჯიბეებში და შინ წავიდე?
ჩემს დანახვაზე რომ ატეხონ წივილ-კივილი?
მე ხომ მკვდარი ვარ!


...
და როცა ნახა იონამ ცოლი
- შიშველი, შეკრთა!
და იმ დღიდან სუყველაფერს გამოეთხოვა.


...
მარადშერიგებულებივით გაყუჩებულან
ეკალშესობილი და ეკლის ამომღები.


...
ამ ღამით მე შენთან ვიყავი
მაგრამ შენ არ დამიხვდი სახლში...
და არც შენი სახლი იყო სადმე ქალაქში...
და ის ქალაქიც
არსად იყო დედამიწაზე.

...
თან ცხოვრებაა
და თან
კოჭი უნდა უგორო.

..
კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
მე თქვენ ყველგან,
ყველგან მიყვარხართ,
სადაც გინდა იდგეთ თბილისში,
რადგანაც თქვენ
იმ მანძილზე ხართ
ყველგან ერთურთს დაცილებული,
რომ მიაცილოთ სახლამდე მთვრალი.


...
ირგვლივ იმდენი სუყველაფერია...


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd February 2018 - 08:16 PM