IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
გადარჩენის ხელოვნება
დავითაუ
პოსტი Jun 4 2012, 02:13 AM
პოსტი #1


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



საერთო ნაწილი
გადარჩენის ხელოვნებაში ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური გამძლეობა და ცოდნა. უნდა იცოდეთ, როგორ აიღოთ ბუნებისგან ყველაფერი, რაც თქვენთვის საჭიროა; როგორ მიიპყროთ ყურადღება, ისე რომ მაშველმა შეძლოს თქვენი პოვნა; როგორ გაიკვლიოთ გზა უცნობ ტერიტორიაზე. შეძლოთ ნავიგაცია კომპასისა და რუქის გარეშე. უნდა იცოდეთ, როგორ შეინარჩუნოთ ფიზიკური ჯანმრთელობა, ხოლო თუ ავად გახდით ან დაიჭერით, უმკურნალოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. თქვენ უნდა შეძლოთ, შეინარჩუნოთ როგორც საკუთარი ისე თქვენს გვერდით მყოფთა ზნეობრივი სიმნევე.
ნებისმიერი აღჭურვილობა რაც კი თან გაქვთ, უნდა ჩათვალოთ ღვთის წყალობად. თუ აღჭურვილობა არ გაქვთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სრულიად შეუიარაღებელი ხართ, რადგან ჩვევები და გამოცდილება თან გალავთ. ოღონდ ეს ჩვევები არ უნდა დააჩლუნგოთ და თქვენი გამოცდილებაც მუდამ უნდა გაამდიდროთ.

თავის გადარჩენისთვის საჭირო ჩვევები უნდა წარმოიდგინოთ პირამიდის სახით, რომლის საფუძველს წარმოადგენს ცოცხლად დარჩენის სურვილი. პირამიდის შემდეგი შრე არის ცოდნა – იგი შობს საკუთარ თავში დარწმუნებას და გაფანტავს შიშს. მესამე შრე არის წვრთნა – ჩვევების დაუფლება და მათი შესისხლხორცება. პირამიდის თავზე დაამატეთ თქვენი აღჭურვილობა. დააკავშირეთ ერთმანეთთან ცოცხლად დარჩენის ინსტინქტი და ცოდნა, წრთვნა, აღჭურვილობა და თქვენ მზად იქნებით ყველაფრისთვის.

იყავით მზად!
ბოი-სკაუტების დევიზიც სწორედ ეს არის. დარწმუნდით რომ ფიზიკურად და სულიერად მზად ხართ ყველაფრისთვის, სანამ მოგზაურობას დაიწყებდეთ ჩაალაგეთ საჭირო აღკაზმულობა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საკონტროლო სია
ყოველი მოგზაურობის ან ექსპედიციის წინ კითხეთ თქვენს თავს: რამდენ ხანს ვიქნები გზაში? რამდენი საკვების და წყლის წაღება დამჭირდება? მაქვს თუ არა ჰავის შესაფერისი ტანსაცმელი?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჯანმრთელობის შემოწმება
გაიარეთ სრული სამედიცინო და სტომატოლოგიური შემოწმება, დარწმუნდით, რომ ჩატარებული გაქვთ ყველა აცრა, რაც გათვალისწინებულია იმ ტერიტორიაზე, რომლის გავლასაც აპირებთ. ჩაალაგეთ ყველა სამედიცინო საშუალება.

ჯგუფური ექსპედიციები
განიხილეთ თითოეული წევრის უნარი, გაუმკლავდეს მოსალოდნელ დაბრკოლებებს: შესაძლოა დაგჭირდეთ კანდიდატურების ამოგგდება. ხშირად ჩაატარეთ შეხვედრები, რომლებზეც განიხილავთ გეგმებს და პასუისმგებლობებს. აირჩიეთ ექიმი, მზარეული, ნავიგატორი და სხვა. დარწმუნდით რომ ყველა კარგად გაეცნო აღჭურვილობას და რომ ნამდვილა გაქვთ თან სათადარიგო ნივთები.

გამოკვლევა
რაც უკეთ იცნობთ ადგილს და მოსახლეობას, მით მეტია თქვენი შანსები. ზედმიწევნით შეისწავლეთ რუქები, მოიპოვეთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა გასავლელი ტერიტორიის შესახებ: ჰავა, ამინდის ცვალებადობა, მდინარეების მიმართულება და დინების სიჩქარე. რამდენად მაღალია მთები; როგორია მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო.

დაგეგმვა
დაყავით პროექტი ფაზებად: შესავალი ფაზა, მიზნის მიღწევა და დაბრუნება. ნათლად ჩამოაყალიბეთ თითოეული ფაზის მიზანი და შეიმუშავეთ დროის განრიგი. დროის განრიგის შემუშავებისას გაითვალისწინეთ სხვადასხვა შესაძლო მოულოდნელობები. თრანსპორთის მწყობრიდან გამოსვლა, ავადმყოფობა, სასწრაფო ევაკუაცია.
როცა მოქმედების სისწრაფეს შეაფასებთ, გამოყავით მოქმედებებისთვის, რაც შეიძლება მეტი დრო. თქვენი მარშრუტის დადგენისას, გადამწყვეტი უნდა იყოს წყლის მარაგის შევსების საკითხი. ჯგუფის წევრების გარდა ვინმემ აუცილებლად უნდა იცოდეს, სად მიდიხართ, როდის მიემგზავრებით და სავარაუდოდ, როდის ბრუნდებით. წინასწარ შეთანხმდით, ყოველი გარკვეული საფეხურის შემდეგ, ერთმანეთთან დაკავშირებაზე, რათა პირველივე გამოტოვებულმა კავშირმა განგაში გამოიწვიოს. ამ მეთოდით უმეტესწილად ხდება საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გაკონტროლება. თუ მთაში მიდიხართ, მაშინ წინასწარ უნდა შეატყობინოთ ადგილობრივ სამთო მაშველთა ცენტრს თქვენი გეგმების შესახებ.


გაუთვალისწინებელი შემთხვევის დაგეგმვა
ყოველთვის მზად იყავით უარესისთვის! როგორ მოიქცევით, თუ სატრანსპორტო საშუალება გაგიფუჭდათ? თუ ამინდი მოსალოდნელზე ბევრად უფრო მკაცრი აღმოჩნდა? თუ ჯგუფურად მიდიართ, გაფანტვის შემტხვევაში, როგორ უნდა შეიკრიბოთ ელახლა? რა უნდა გაკეთდეს, ტუ ვინმე ავად გახდა?

აღჭურვილობა
ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას, კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს, და ამავე დროს უნდა გიცავდეთ სიცივისა და წვიმისაგან. წაიღეთ გამოსაცვლელი თბილი სამოსი. ახალი ფეხსაცმელი ხანგრძლივი სიარულისას უკვე გამოცდილი უნდა გქონდეთ

საძილე ტომარა
ბუმბულის ტომარა უფრო მსუბუქია და უკეთეს იზოლაციას იძლევა, ვიდრე ელოვნური ქსოვილები. მაგრამ თუ დასველდა, ბუმბული იზოლაციის უნარს კარგავს და გასაშრობადაც რთულია.

ზურგჩანთა
უნდა იყოს გამძლე ქსოვილისგან დამზადებული, წყალგაუმტარი, მაგარი, საიმედოდ მიმაგრებული ჩარჩოზე, ადვილად სარეგულირებელი თასმებით. გარეგანი ჩარჩოები უკეთესია მაგრამ მძიმეა და შეიძლება გამოედოს ტოტებს, სამაგიეროდ მათზე კარგად მაგრდეება მოუერხებელი, მძიმე ტვირთი და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაჭრილი ადამიანის გადაყვანაც. ჩარჩო უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ტვირთსა და თქვენს ზურგს შორის ჰაერმა იმოძრაოს, რაც ამცირებს ოფლიანობას. საუკეთესოა ელვაშესაკრავიანი გვერდითა ჯიბეები.

ზურგჩანთის ჩალაგება
ჩაალაგეთ ისე, რომ თითოეული ნივთის ადგილმდებარეობა გახსოვდეთ. თუ ნესტია მოსალოდნელი, ნივთები პოლიეთილენის პარკებში დაანაწილეთ. კარავი და მძიმე აღჭურვილობა ზევიდან იდება, მაგრამ ისე, რომ ჩანთა არ გამოვიდეს ძალიან მაღალი. ეს სიძნელეებს შეგიქმნით ქარის დროს წონასწორობის დაცვაში. ადვილად ფუჭებადი საკვები სპეციალურ კონტეინერებში ინახება.

რადიო
აუცილებელია ხანგრძლივ და შორეულ ექსპედიციებში. სასიგნალო გეგმა შეადგინეთ წინასწარ. ბაზას დაუკავშირდით დღეში ორჯერ, შეატყობინეთ თქვენი მდგომარეობა და გეგმები. ბაზას შეუძლია მოგაწოდოთ ამინდის პროგნოზი და სვა ინფორმაცია, აუცილებლობის შემთხვევაში დაადგინოს სასწრაფო გამოძახების სიხშირე. შეარჩიეთ სიხშირეები, რომლებიც იმუშავებენ იმ არეალში, სადაც თქვენ მიემართებით. ჯგუფში, სულ ცოტა, 2 წევრს უნდა შეეძლოს რადიოსთან მუშაობა.
სასწრაფო დახმარების გეგმა იწყებს მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ ზედიზედ ორი გამოძახება იქნა გამოტოვებული. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველაფერი წესრიგშია, მაინც უნდა დაბრუნდეთ იმ ადგილას საიდანაც აწარმოეთ ბოლო კონტაქტი და დაელოდოთ გამოძახებას, რადგან თქვენს მიერ 2 კონტაქტის გამოტოვება აღიქმება, როგორც საგანგაშო შემთხვევა.

სატრანსპორტო საშუალებები
დარწმუნდით, რომ ისინი მუშა მდგომარეობაშია. მოაწესრიგეთ და გადააკეთეთ ისე,რომ გამოიყენებოდეს ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე და ექსტრემალურ პირობებში. თან გქონდეთ სათანადო ნაწილები და ჭურჭელი დამატებითი საწვევისა და წყლისათვის.

თვითმფრინავები

უსაფრთხოების წესების დამახსოვრება დაგეხმარებათ სიცოცხლის შენარჩუნებაში. ყველაზე უსაფრთხო ადგილი საჰაერო ტრანსპორტში არის კუდი – ცხვირიდან რაც შეიძლება შორს. მსუბუქ საჰაერო ტრანსპორტში ჰკითხეთ პილოტს, რამდენი ხანი დასჭირდება გადაადგილებას და რა სახის ტერიტორიას უნდა გადაუფრინოტ – ამას აქვს მნიშვნელობა ავარიის შემთხვევაში.

გადარჩენისთვის აუცილებელი აღჭურვილობა

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ ექსტრემალუს პირობებში. შეინახეთ ისინი პატარა კონტეინერში, გადააწებეთ მას იზოლაციური ლენტი, ცარიელი ადგილები ამოავსეთ ბამბით, რათა კოლოფის შიგთავსი არ ეხებოდეს ერთმანეთს და არ ჟღარუნობდეს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
არასდროს დატოვოთ კოლოფი ღია, ან ძირს დადებული. გამოიმუშავეთ ჩვევა, ყოველთვის თან იქონიოთ იგი.
1. ასანთი - უმჯობესია წყალგაუმტარი, მაგრამ ჩვეულებრივი ასანთიც შეგიძლიათ გახადოთ “თავსხმა წვიმის” მიმართ გამძლე, თუ მის თავებს გამდნარ სანთელში ამოავლებთ. ღერი შუაზე გადატეხეთ, რომ ნაკლები ადგილი დაიკავოს და მეტი რაოდენობის ჩაეტიოს სათავსში.
2. სანთელი – უკეთესია ოთხკუთხა ფორმის, ჩასადებად უფრო ავილია. ქონის სანთელი უკიდურეს შემთხვევაში საკვებადაც გამოდგება და საწვავადაც, მაგრამ ცხელ პირობებში ძნელი შესანაია.
3. კაჟი – უნდა იყოს დამუშავებული, მასთან ერთად კომპლექტში უნდა შედიოდეს ხერხის პირი.
4. გამადიდებელი შუშა – ცეცხლის დასანთებად.
5. ნემსები და ძაფი – რამდენიმე სვადასხვა ზომის ნემსი, მათ შორის ერთი მაინც უნდა იყოს ფარტო ყუნწით, მსხვილი, უხეში ძაფების გასატარებლად. მოზრდილი სიგრძის მაგარი ძაფი დაავიეთ ნემსებს ზემოდან.
6. ანკესის კავები და ძუა – სხვადასხვა ზომის კავების ნაკრები, დაქუცმაცებული ტყვია სიმძიმისათვის, პლუს, რაც შეიძლება გრძელი ძუა.
7. კომპასი – საუკეთესოა სითით სავსე, ფოსფორით. დარწმუნებული უნდა იყოთ რომ კარგად მუსჰაობს და რომ თქვენ იცით მისი გამოყენება.სისტემატურად შეამოწმეთ ქანაობს თუ არა ისარი თავისუფლად.
8. მავთული – უმჯობესია სპილენძის, 60 – 90 სმ სიგრძის.
9. დრეკადი ხერხი – შენავის წინ სახელურები მოაცილეთ და გაპოხეთ. ხმარებისას მოარგეთ გამოთლილი ის სახელურები.
10. სამედიცინო ჩანთა – წამლები შეინახეთ ჰაერისგან დაცულ ჭურჭელში ან რაიმე კონტეინერში, რომელშიც ჩაფენილი იქნება ჰიგროსკოპული ბამბა. მიაწებეთ იარლიყენი, დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მიუთითეთ დოზა და ხმარების ინსტრუქცია, აგრეთვე შენახვის ვადა. არასდროს არ მიიღოთ წამალი ალკოჰოლთან ერთად. ქვემოთჩამოთვლილი დასახელებები არასრულია და მხოლოდ ზოგად მითითებებს შეიცავს:
ანალგეტიკები – მსუბუქი ან საშუალო ტკივილისთვის.
კუჭ-ნაწლავის დამაწყნარებელი საშუალებები – მწვავე ან ქრონიული ფაღარათისთვის.
ანტიბიოტიკები – ზოგადი ინფექციებისათვის. თან იქონიეთ იმდენი, რამდენიც საჭიროა სრული კურსისთვის.
ანტიჰისტამინური საშუალებები – ალერგიისას, მწერების ნაკბენებისა და ნანესტრებისთვის.
წყლის სასტერილიზაციო აბები – გამოიყენეთ მაშინ, როცა შეუძლებელია საეჭვო წყლის წამოდუღება.
ანტი-სამალარიო აბები – აუცილებელია მალარიის გავრცელების ადგილებში.
კალიუმის პერმანგატი – დაუმატეთ წყალს ღია ვარდისფერ შეფერილობამდე – რომ გამოიყენოთ, როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მუქ წითელ ფერამდე სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ
11. ქირურგიული დანები – ორი სხვადასხვა ზომის სკალპელი მაინც უნდა იქონიოთ.
12. სამედიცინო ძაფი – ჭრილობების გასაკერად.
13. პლასტირები – წყალგაუმტარი; სხვადასხვა ზომის

თავის გადასარჩენად საჭირო
აღჭურვილობის ჩანთა

როცა თავის გადასარჩენად საჭირო თუნუქის კოლოფს ჩაალაგებთ, ჩაალაგეთ ჩანთაც და მუდამ ხელთ იქონიეთ იგი სასწრაფო შემთხვევებისთვის.
1. ჩანთა – უნდა იყოს წყალგაუმტარი, საკმაოდ ფართო, რათა ჩაეტიოს სადილის თუნუქა, ჰქონდეს საიმედო შესაკრავები.
2. საწვავი – მშრალი სპირტის აბები საკუთარ კონტეინერში. დაზოგეთ, იხმარეთ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ შეშით ცეცხლის დანთება მოუხერხებელია. კონტეინერი გაშლისას გამოიყენება როგორც ქვაბის სადგამი.
3. სასიგნალო შუშხუნები – დაგჭირდებათ ყურადღების მისაბყრობად. იქონიეთ წითელი და მწვანე შუშხუნები და გასასროლი. გასოვდეთ ისინი ფეთქებადია. შუშხუნა გაშლილი ხელით დაუმიზნეთ ცას.
4. სადილის თუნუქა – საჭმლის მოსამზადებელი ალუმუნის ჭურჭელი. ჩაალაგეთ შიგ მთელი კომპლექტი.
5. ფანქრის ფორმისა და სიგრძის ფარანი – ხანგრძლივი გამოყენების ბატარეები შიგ უკუღმა მოათავსეთ, რათა არ დაიცალოს, თუ ფარანი შემთხვევით ჩაირთო.
6. ასადუღებელი კომპლექტი – ჩაის ფხვნილი, მშრალი რძისა და შაქრის პაკეტები
7. საკვები – კარაქის ტუბი,გაუწყლოვებული ხორცი, შოკოლადი, მარილის აბები ან ელექტროლიტური ფხვნილი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მარილს და სხვა მინერალებს.
8. თბოიზოლაციური ჩანთა – ამრეკლავი ქსოვილისგან, მალეფუჭებადი საკვების მოსათავსებლად.


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირისი
პოსტი Jun 5 2012, 03:21 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 11
რეგისტრ.: 5-June 12
წევრი №: 65

ნიკის ჩასმა
ციტირება



კაი თემაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 5 2012, 03:28 PM
პოსტი #3


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



შეგვეწიე ცოტა რამ რჩევებით თუ შეგიძლია... თუ გინდა კითხვებითაც... wink.gif


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
voo959
პოსტი Jun 5 2012, 06:34 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 42
რეგისტრ.: 30-May 12
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 9

ნიკის ჩასმა
ციტირება



გათვალისწინებულ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
niccolo
პოსტი Jun 7 2012, 12:42 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 352
რეგისტრ.: 6-June 12
მდებარეობა: თბილისი თბილისი
წევრი №: 82

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს რჩევები რაღაც გასამხედროებული ჯგუფების შინაგანწესს წააგავს !!!! არაა ?


--------------------
,,თუ მთის ნიავი არა მცემს გული ქალებურ ტირისა”
Go to the top of the page
 
+Quote Post
WenTTo
პოსტი Jun 7 2012, 12:44 AM
პოსტი #6


WWW.CAMP.GE
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 734
რეგისტრ.: 4-June 12
მდებარეობა: ხევსურეთი <3
წევრი №: 56

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(maklai @ Jun 7 2012, 12:29 AM) *
ეს რჩევები რაღაც გასამხედროებული ჯგუფების შინაგანწესს წააგავს !!!! არაა ?


ეს კაცი რა სულ უკმაყოფილო პოსტებს წერს =)))


--------------------
Only Hiking Tours
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jun 7 2012, 01:40 AM
პოსტი #7


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



maklai
როდესაც საქმე თვითგადარჩენასთან გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ... ეს რჩევები კი ყველაზე უარეს შემთხვევაზეა გათვლილი... ანუ თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, ყველა ვარიანტში გადარჩები ( თუ მეტეორი არ დაგეცა biggrin.gif )

სამხედროები (და არა გასამხედროებული ჯგუფები) ამ მხრივ ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი...

როგორ ფიქრობ, არის აქ რამე ისეთი დაწერილი, რაც მხოლოდ სამხედროებზეა გათვლილი და მოლაშქრეს არ შეიძლება დაჭირდეს?





შინაგანაწესს არ ვეხები... შინაგანაწესი სულ სხვა რამეა smile.gif


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
niccolo
პოსტი Jun 7 2012, 08:59 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 352
რეგისტრ.: 6-June 12
მდებარეობა: თბილისი თბილისი
წევრი №: 82

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(WenTTo @ Jun 7 2012, 12:31 AM) *
ეს კაცი რა სულ უკმაყოფილო პოსტებს წერს =)))

აუცილებელია მასე დაპოსტო ,,სულ უარყოფითს" ? ? ? ohmy.gif უფლება არ მაქვს გამოვხატო ჩემი აზრი unsure.gif

ისეგ ადმინებისთვის მინიშნებაა ბანზე !!!!


--------------------
,,თუ მთის ნიავი არა მცემს გული ქალებურ ტირისა”
Go to the top of the page
 
+Quote Post
WenTTo
პოსტი Jun 7 2012, 10:34 AM
პოსტი #9


WWW.CAMP.GE
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 734
რეგისტრ.: 4-June 12
მდებარეობა: ხევსურეთი <3
წევრი №: 56

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(maklai @ Jun 7 2012, 08:46 AM) *
აუცილებელია მასე დაპოსტო ,,სულ უარყოფითს" ? ? ? ohmy.gif უფლება არ მაქვს გამოვხატო ჩემი აზრი unsure.gif

ისეგ ადმინებისთვის მინიშნებაა ბანზე !!!!


ბანს არავინ დაგადებს biggrin.gif


--------------------
Only Hiking Tours
Go to the top of the page
 
+Quote Post
niccolo
პოსტი Jun 7 2012, 10:41 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 352
რეგისტრ.: 6-June 12
მდებარეობა: თბილისი თბილისი
წევრი №: 82

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(WenTTo @ Jun 7 2012, 10:21 AM) *
ბანს არავინ დაგადებს biggrin.gif

გაიხარე ჩემი გახარებისთვის ბატონო smile.gif rolleyes.gif


--------------------
,,თუ მთის ნიავი არა მცემს გული ქალებურ ტირისა”
Go to the top of the page
 
+Quote Post
Archil
პოსტი Jul 30 2012, 12:18 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 18
რეგისტრ.: 30-July 12
წევრი №: 266

ნიკის ჩასმა
ციტირება



არყის წაღება ლაშქრობაში შეიძლება? wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jul 30 2012, 12:57 PM
პოსტი #12


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



Archil
წაღება აუცილებელია, დალევას კი არ გირჩევ მარშირებისას. არც ნაბახუსევზე სიარულს. საშინელებაა! საღამოს, ბანაკად როცა დგას ჯგუფი, მაშინ შეიძლება 100-200 გრამის მიღება wink.gif უკეთესად დაძინებისთვის. ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოს ლიდერმა, რადგან ალკოჰოლი ადუნებს, ყურადღებას ფანტავს დაკონცენტრაციის უნარს აქვეითებს : )


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
mtis_yoili
პოსტი Aug 19 2012, 11:32 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 28
რეგისტრ.: 13-August 12
მდებარეობა: ხევსურეთი

წევრი №: 294

ნიკის ჩასმა
ციტირება



ყველაზე მაგარი თვითგადარჩენაა ლაპარაკი ლაპარაკი ლაპარაკი და სიცილი jump.gif












gigi.gif


--------------------
"სხვა სიამაყე რა ოხრად მინდა, ხევსური რომ ვარ, ისიც მეყოფა.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
TravelMan
პოსტი Apr 2 2013, 11:15 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 2-April 13
მდებარეობა: Tiflisi
წევრი №: 473

ნიკის ჩასმა
ციტირება



საკმაოდ საინტერესოდ და საფუძვლიანადაა განხილული ეს თემა............... თემის ავტორს რესფექთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Musera
პოსტი Jul 16 2013, 03:08 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 9-May 13
წევრი №: 527

ნიკის ჩასმა
ციტირება



დავითაუ ძალიან მაგარი თემაა აქედან ბევრი რაღაც ვიცოდი ბევრი არ ვიცოდი მაგრამ მადლობა რო დაწვრილებით აგვიღწერე გადარჩენისთვის აუცილებელი ინვენტარი.))
Go to the top of the page
 
+Quote Post
დავითაუ
პოსტი Jul 16 2013, 02:35 PM
პოსტი #16


ფორუმის ენერჯაიზერი
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,908
რეგისტრ.: 2-June 12
წევრი №: 40

ნიკის ჩასმა
ციტირება



Musera
კაია, თუ დაგაინტერესა.. ბევრი პატარა რამეა, რაც ექსტრემალურ პირობებში მნიშვნელოვანი ხდება


--------------------
LIFE BEGINS AT THE END OF YOUR COMFORT ZONE!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Georgian
პოსტი Apr 10 2014, 03:51 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 10-April 14
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,033

ნიკის ჩასმა
ციტირება



თემა ნამდვილად კარგია და საჭირო, მაგრამ ბოლოში რო გავედი მეგონა ლაშქრობაში კი არა ომში მივდიოდი სნაიპერად smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
landa
პოსტი Apr 18 2014, 11:58 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 13-September 13
წევრი №: 811

ნიკის ჩასმა
ციტირება



აუ რა კარგი თემაა, ყველაფერში გაერკვევი აქ...

sainteresoa

ეს თემას ნაკლებად ეხება მაგრამ საინტერესოა ამის მოსმენაც ....

http://bunbunlandia.wordpress.com/2014/01/15/truth-hiking/
Go to the top of the page
 
+Quote Post
senna
პოსტი Apr 23 2014, 01:50 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 23-April 14
წევრი №: 1,054

ნიკის ჩასმა
ციტირება



ძლიან კარგი თემაა და ყველაფერი კარგადაა ახსნილი. არავინ იცის ვის რა დროს გამოადგება განსაკუთრებით მათ ვინ ხშრად დადის ლაშქრობაში
Go to the top of the page
 
+Quote Post
tobran
პოსტი May 8 2014, 11:22 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 26
რეგისტრ.: 20-January 14
წევრი №: 949

ნიკის ჩასმა
ციტირება



სუპერ!


--------------------
მწამს ცეცხლი, როგორც ჭეშმარიტი სიწმინდე,
მწამს ლუდი, როგორც ჭეშმარიტი სიმართლე,
მწამს მახვილი, როგორც ჭეშმარიტი ძალა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2018 - 04:35 PM