IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სალვადორ დალი, “სიურეალიზმი – ეს მე ვარ”
Marika
პოსტი Dec 1 2012, 05:02 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 39
რეგისტრ.: 2-November 12
მდებარეობა: Mars
წევრი №: 378

ნიკის ჩასმა
ციტირება



თემა ეხება ჩემს უსაყვარლეს სიურეალისტ ხელოვანს, სალვადორ დალს, რომელმაც ჩემი მსოფლხედველობა საკუთარი გენიალური შემოქმედებით უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. მე თამამად ვამბობ, რომ მეც სიურეალისტი ვარ! სანამ უშუალოდ დალის შესახებ ვისაუბრებ, მცირე წიაღსვლებს სიურეალიზმის სტილზე გავაკეთებ.

"სიურეალიზმი"

სიტყვა "სიურეალიზმი", ფრანგული წამოშობისაა და მისი ქართული თარგმანი ასეთია "ზერეალობა". ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებისა რომელიც XX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბა. ოფიციალურად, ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება ფრანგი მწერლის ანდრე ბრეტონის სახელს, რომელმაც საფრანგეთში, 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნება. იგი თავის მანიფესტში წერს: "სიურეაიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას".სიურეალისტების მიზანი იყო ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაშია და არც იდეალობაშია, იგი არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომაც, მათ შემოქმედებაში სწორედ ეს არაცნობერია წინ წამოწეული. ამისათვის კი მოხსნილია გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. სიურელიზმი, ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვა და გადმოცემა ნახატის ან ჩანაწერის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.სიურეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მარტალია სიურეალიზმის წინამორბედი დადაიზმია, თუმცა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. სიურეალიზმი მიიჩნევა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, დადაიზმს კი ანტი-ხელოვნებასაც უწოდებენ.
როგორც ვნახეთ, სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს და მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან. მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ. მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს.

სალვადორ დალი

სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიდან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაალუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის “ანდალუსიური ძაღლის” შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა “სიურეალისტების ჯგუფთან”, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: “სიურეალიზმი – ეს მე ვარ”. ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა “Avida Dollars”, შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს “სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება”. მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა. სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.









--------------------
სამყარო შედგება ხეების, მანიაკალურ-დეპრესიული ადამიანებისა და ციყვებისაგან...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Dec 1 2012, 05:37 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



wub.gif სხვათაშორის, წინანდალში ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში იყო დალის გენიალური შემოქმედების გამოფენა, 2010 თუ 2011 წელს ,( საშვი დღემდე მაქვს შენახული და ჩარჩოში უნდა ჩავსვაsmile.gif მართლაც,რომ "ზერეალობაა" მისი შემოქმედება.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ASHALUS
პოსტი Dec 1 2012, 08:26 PM
პოსტი #3


არქიმოდერატორი
***

ჯგუფი: ADMIN
პოსტები: 921
რეგისტრ.: 29-May 12
წევრი №: 3

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Dec 1 2012, 08:36 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
"სიურეალიზმი"

up.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
bedniera
პოსტი Dec 1 2012, 09:10 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 205
რეგისტრ.: 21-July 12
წევრი №: 237

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
სალვადორ დალი

დღესაც უნდა იბადებოდნენ ესეთები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Marika
პოსტი Dec 1 2012, 11:04 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 39
რეგისტრ.: 2-November 12
მდებარეობა: Mars
წევრი №: 378

ნიკის ჩასმა
ციტირება



გარდა დალის შემოქმედებისა, ძალიან მიყვარს მისი ფრაზები smile.gif

“არ მესმის მცირე ფანტაზიის მქონე ადამიანებს რაზე აქვთ პრეტენზია”

“ნარკოტიკი მე ვარ, თუ გინდათ გამომიყენეთ.”

“აუცილებელია გაურკვევლობა მიმოფანტო, ამაზე ბევრი წამოეგება”

“ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მალე ჩვენი რეალობა დეპრესიის ერთერთ ფორმად გადაიქცევა”

“დიდი მადლობა ჩემს მტრებს, რომ არა ისინი მე ვერ გავხდებოდი ის, რაც ახლა ვარ.”

“ჩემსა და გიჟს შორის ის განსხვავებაა, რომ მე გიჟი არ ვარ.”

“თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ის.”

“6 წლის ასაკში ვოცნებობდი გავმხდარიყავი მზარეული, 7 წლისა ვოცნებობდი ვყოფილიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები თანდათან იზრდება. ახლა მე მინდა ვიყო სალვადორ დალი.”

“სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ საერთოდ არ გემუქრებათ”

“ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი, სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.

“და მაინც, რა არის ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლაა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.”

“მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მასტიციზმის და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსგავსად, ზეცისკენ აშვვერილი, ულვაშები.”

“პიკასო ესპანელია, მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია, მეც გენიოსი ვარ.პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ, მეც მიცნობენ ყველა ქვეყანაში. პიკასო კომუნისტია, მე კი – არა.”

“თვითმკვლელები ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა.”

“მხატვრისთვის ჯობია იყოს მდიდარი, ვიდრე ღარიბი, ამიტომ ხატვა ისე ისწავლე, რომ შენი ფუნჯი ოქროსა და ძვირფას თვლებს ბადებდეს.”

“შედევრი და სიზრმაცე შეუთავსებელია.”

“ნუ შეაფურთხებ საკუთარ ნახატს. მას ხომ შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როცა მოკვდები.”















--------------------
სამყარო შედგება ხეების, მანიაკალურ-დეპრესიული ადამიანებისა და ციყვებისაგან...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Dec 2 2012, 11:19 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
Marika
პოსტი Dec 3 2012, 03:35 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 39
რეგისტრ.: 2-November 12
მდებარეობა: Mars
წევრი №: 378

ნიკის ჩასმა
ციტირება



ქაცვი

რა საინტერესოა biggrin.gif


--------------------
სამყარო შედგება ხეების, მანიაკალურ-დეპრესიული ადამიანებისა და ციყვებისაგან...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Dec 11 2012, 01:00 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



“გიჟს და ჩემს შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა: გიჟს ჰგონია რომ ნორმალურია, მე კიდევ ვიცი, რომ არ ვარ”

( სალვადორ დალი )


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2018 - 08:41 AM