IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
პრობლემები ეკლესიაში
ქაცვი
პოსტი Mar 30 2013, 03:20 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება





--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი Mar 30 2013, 10:08 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



ნეტა ბევრი მღველი ქადაგებდეს ასე....


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Apr 3 2013, 12:17 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



საპატრიარქოს ბიუჯეტის ფინანსური გამჭვირვალობა აქტუალური თემა, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც 1 წლის გოგიტა აბაშიძის სიკვდილის მიზეზებზე საუბრისას, საზოგადოების ნაწილმა ბრალი ეკლესიასაც დასდო _ არასაკმარისი სოციალური პროექტები აქვს 25-მილიონიანი ბიუჯეტის პირობებშიო. მეორე ნაწილმა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინიციატივა გააპროტესტა _ მარხვაში, ხორცის ხარჯზე ქველმოქმედების შესახებ. პრობლემად სახელდება სხვადასხვა პარტიებისა და ლიდერების მომხრე-მოწინააღმდეგე სასულიერო პირთა პოლიტიკური ქადაგება ტაძრების ამბიონიდან და მათი აგრესიული ჩართულობა პოლიტიკურ ბატალიებში. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ,,ვერსიის’‘ კითხვებს ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პასუხობს.

_ ვინ გადაწყვიტა, რომ მღვდელი განდგომილი უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრებისგან? მე ვარ ქრისტეს მღვდელი, მაგრამ ამავე დროს, სამშობლოს მოქალაქე, მყავს შვილები, შვილიშვილები და ვის აქვს უფლება, გადამიწყვიტოს, ჩავერევი თუ არა პოლიტიკაში?! დიახ, თუ მინდა, ჩავერევი, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად სწორი იქნება ჩემი ჩარევა სასულიერო კუთხით. როცა ორი დაპირისპირებული მხარეა, უნდა გავიაზრო, რომ ორივეს ვჭირდები როგორც სულიერი მოძღვარი. ჩემს მრევლში ,,ოცნების’‘ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო, მაგრამ იყვნენ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მყოფი ნაციონალებიც. ურთიერთობისას, არანაირი პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ, ეკლესიას თავისი შიდაკანონი აქვს, რომლითაც ქცევის წესებს არეგულირებს.

_ მღვდელი აქციაზე, პარტიული დროშით ან საეკლესიო ამბიონიდან პოლიტიკური გამოსვლით _ ეს ნორმალურია?

_ მე დავდიოდი აქციებზე, რომელსაც ,,ოცნება’‘ მართავდა, ოღონდ მხარს კოალიციას კი არა, ხალხის აღშფოთებას ვუჭერდი იმ უზნეობის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა. მუდმივად ვუსვამდი ხაზს, რომ პოლიტიკური მხარე არ ვიყავი. მღვდელი რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს შიშველ მხარდაჭერას არ უნდა უცხადებდეს, მით უმეტეს, ამბიონიდან, თუმცა გაკიცხვა შეიძლება. არ შეიძლება მე, როგორც სასულიერო პირი, თუნდაც გენიალურ ლიდერს მივეტმასნო. მაგალითად, მომწონს ივანიშვილი, მაგრამ დაუშვებელია, გუნდრუკი ვუკმიო, რადგან უნდა ვიქადაგო ქრისტე და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, თუმცა ეკლესია ყოველთვის შემწყნარებელია... როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, პატრიარქი სულ ამბობდა _ შური არ იძიოთო! პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს, რომლის გამოყენება, ფაქტია, ყველას სათავისოდ უნდა.

_ თუმცა განსჯის თემა მუდმივადაა ,,პრადოს’‘ ჯიპები, საპატრიარქოს ბიუჯეტი, 25 მლნ ლარი, რომელიც საზოგადოების ნაწილის აზრით, გაუმჭვირვალეა...

_ მონასტერში მეც დავდივარ და იქ დიდი მანქანის გარეშე ვერ ავალ, ისეთი ტალახია. რაც შეეხება მანქანას, რომელიც ფანტასტიკური თანხა ღირს _ მე რიგითი მღვდელი ვარ, რატომ მთხოვ პასუხს, მე რა დავაშავე? ვისაც ასეთი მანქანა აქვს, წადი და იმას ჰკითხე. რატომ ვაზოგადებთ თემას? გასაგებია, ეკლესიის შემოსავლით ამის ყიდვა გამორიცხულია, გამოდის, აჩუქეს. ისე, მაგალითად, წინა ხელისუფლებისგან, ამ საჩუქარს მე არ ავიღებდი!

_ ამ ხელისუფლებისგან აიღებთ?

_ არა! თუმცა ჩვენი ტაძრის გალავანი წინა ხელისუფლებამ ააშენა, განათებაც გაგვიკეთა... ეს რომ პირადად ჩემი საჩუქარი იყოს, არ ავიღებდი და ანგარიშვალდებული არავის წინაშე გავხდებოდი. ხელისუფალი, შესაძლოა, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მოგთხოვს, გვერდით დაუდგე, თუნდაც მომავალ არჩევნებში. წინა ხელისუფლებას ჰყავდა მომხრე მღვდლები. როცა მოვიდნენ და გალავანი გამიკეთეს, მათთვის მადლობაც არ მითქვამს. ვთქვი: ეკლესია ყველასია, ღმერთმა შეგიწიროთ-მეთქი და დამთავრდა. არავის ეგონოს, ამით მე მიკეთებს რამეს. იგივე დამოკიდებულება მაქვს ამ ხელისუფლების მიმართაც. ან საპატრიარქოს ხარჯზე ადვილი გადასამოწმებელი რა არის? იმდენი სასწავლო ცენტრია საქართველოში, ბიუჯეტი შესაძლოა, მათ შენახვას არ ეყოს. სიამოვნებით გავაკეთებდი საღვთისმეტყველო, თანამედროვე-მისიონერულ სასწავლო ცენტრს, რისი პოტენციური შესაძლებლობაც გვაქვს, მაგრამ დაფინანსება არ გაგვაჩნია. 25 მლნ დიდი რიცხვია, თუ წარმოიდგენ, რომ ერთ ადამიანს ეკუთვნის. აბა, ამდენ ეპარქიასა და სასწავლო ცენტრზე გაანაწილეთ? ვინმემ დაიანგარიშა? თუ დაითვლიან, აღმოაჩენენ, რომ ამ საქმეს 25 მლნ არ ჰყოფნის! აგერ, ერთმა ადამიანმა თქვა, სამებას ოქროს გუმბათი რომ აქვს, ბარემ, ის მოვხსნათ, მშიერ ბავშვებს დავუნაწილოთ, მერე ეს ადამიანები გაიზრდებიან, შუშის ხიდზე გადავლენ და შუშის კაზინოში ჩავლენო. შე დალოცვილო, შუშის ხიდში ამხელა თანხა დახარჯე, რომლითაც ერთი უზნეობა ,,ბუდა ბარიდან’‘ მეორე უზნეობა _ კაზინოში გადადიხარ და ამის ხარჯზე უნდა მოვხსნათ გუმბათები ეკლესიას?!

_ ერთი წლის ბავშვის შიმშილით სიკვდილმა ხალხისა და მასმედიის ნაწილში კითხვა გააჩინა: რას აკეთებს ამხელა ფინანსების მქონე ეკლესია სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად _ ეკლესიის მთავარი როლი ხომ მშიერი ადამიანების დაპურებაა?

_ ეკლესიის უმთავრესი როლი მშიერი ადამიანის დაპურება არ არის. პავლე მოციქული ამბობს _ მთელი ჩემი ქონება რომ გავცე და ბოლოს საკუთარი თავი მივცე დასაწვავად, თუ სიყვარული არ მექნება, არაფერი ვარო. ეკლესია იმისთვისაა, ადამიანებს ის სიყვარული ასწავლოს, რომელიც ქველმოქმედებაზე არ დაიყვანება. ეკლესიამ ადამიანს კაცად მოსული ღმერთი უნდა დაანახოს. მისი უმთავრესი როლი ადამიანების ღმერთთან მიყვანაა. აი, ამის შემდეგ, როცა ეკლესიას საშუალება აქვს, გაჭირვებულსაც უნდა დაეხმაროს და როცა საჭიროება იყო, ქართველი ბერები ომობდნენ კიდეც. ალბათ, ვერც ჩვენ ვასრულებთ კარგად ჩვენს მთავარ დანიშნულებას, რადგან შესაბამისი არც განათლება გვაქვს, არც გამოცდილება. ჯერ ერთი, რა წესია, საპატრიარქოს რიცხვებში ჩახედვა, რევიზია უნდა ჩაატარონ? ასეც რომ იყოს, არა მგონია, საპატრიარქოში ეს რიცხვები დამალონ. არც ისაა ნორმალური, ხმამაღლა ილაპარაკო, რამდენს გაუმართე ხელი. ამასწინ, ერთ საპატიმროში ვიყავი, სადაც პატრიარქი იყო მოსული და რამდენიმე ათასი დოლარი გადასცა პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას. ეს ამბავი არავინ იცის! მე პატიმარმა მითხრა, რომელიც მძიმე ცოდვებით იჯდა და ახლა უკვე გამოსწორებულია. ჯერ მარტო რამდენი ადამიანის სული გადაარჩინა ეკლესიამ. საპატიმროებში მივიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ, რამდენი მკვლელი გამოსწორდა. პატრიარქის ერთმა მისვლამ ციხეში უამრავი ადამიანი მოაქცია და იქ რომ შევედი, თავი ლამის, მონასტერში მეგონა. რაც შეეხება ჩვილი ბავშვის სიკვდილს: საქართველოში ჩვილების გარდაცვალების რაოდენობა ძალიან დიდია ისევე, როგორც _ მიუსაფარი ადამიანებისა. ბევრი აბორტი კეთდება, რასაც არ ვამართლებ, მაგრამ დედებს შვილის გაჩენის ეშინიათ _ ჰოდა, ხელი საპატრიარქოსკენ კი არა, სახელმწიფოსკენ უნდა გავიშვიროთ, რომელიც სისულელეებში მილიარდებს ხარჯავდა! ჩემთან მოვიდა ვინმე და მითხრა, სადღაც, მთიან აჭარაში იმ ბავშვს საბუთი არ აქვსო და არ დავეხმარე?! რა სახელმწიფო პროგრამა ან ივანიშვილის პირადი მილიარდები ეყოფა საქართველოში სიღარიბის პრობლემის დაძლევას? აი, ახლა, მე მაქვს საპირისპირო კითხვა ნინია კაკაბაძესა და იმ ხალხთან, ვინც ეკლესიას ხმალამოღებული ებრძვის _ რითი ცხოვრობენ, რა გრანტებს იღებენ, რით ერთობიან, სად და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რაში ხარჯავენ უდიდეს ხელფასებს? ეს გავარკვიოთ და მერე შევადაროთ მათი ცხოვრება ერთი რიგითი მღვდლის ცხოვრებას!

_ იქნებ, ხშირად ნათქვამ ფრაზაში, რომ დღეს ქართულ ეკლესიას რუის-ურბნისის კრება სჭირდება, არის სიმართლე?

_ კი, სჭირდება, მაგრამ მანამდე, ამას დავით აღმაშენებელი სჭირდება და ჯერ დავით აღმაშენებელი მაჩვენონ. ახლა რომ აღმაშენებელი იყოს, ეგენი ასე ვერ იყვირებდნენ და ამდენს ვერ ილაპარაკებდნენ.

_ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლაშა ჟვანიას ინიციატივამაც, რომლის მიხედვით, მარხვის დღეებში ხორცსა და სხვა პროდუქტებში დაზოგილი ფულით ქველმოქმედება უნდა გავაძლიეროთ. კითხვაც დაისვა _ რატომ შენდება შეწირული თანხებით ახალი ეკლესიები და არა ბავშვთა სახლები?

_ ეს ლაშა ჟვანიას ორიგინალური აზრი არ არის, ამას წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს მეოთხე საუკუნეში: თუ მარხვიდან რაღაც თანხები გამოგითავისუფლდა და ამ თანხით ადამიანს დაეხმარე, ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვაო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია. თბილისის ზოგ უბანში ტაძარი არ არის და ნუ ვიტყვით, რომ ახალი ეკლესია საჭირო არაა. მოსახლეობა რაც უფრო მორწმუნეა, მით კეთილშობილი ხდება და ალბათ, მის უბანში მშიერი ბავშვების რაოდენობაც მცირდება. ცუდი არაა ბავშვთა თავშესაფრის აშენება, მაგრამ ორგანიზაციულად, ეს საპატრიარქოსი კი არა, უფრო მდიდარი მამულიშვილების საქმე მგონია. ჩემს მრევლში ახლა ორი ადამიანი გამახსენდა, რომლებმაც რაღაც თანხები მოიძიეს და ადამიანებს უფასოდ აჭმევენ.

_ ხშირად, ამ კითხვებს სწორედ მრევლი სვამს, რომელიც ეკლესიაში დადის, მაგრამ რა აზრი აქვს წლიდან წლამდე ისეთი მრევლის მატებას, ვისაც ეკლესიის მთავარი როლი დღესაც ქველმოქმედება ჰგონია?

_ ერთი მხრივ, გასახარია, როცა ახალგაზრდობა ეკლესიაში დადის. მეორე მხრივ, რელიგიურობის ხარისხი ძალიან დაბალია. ამაში ჩვენი ლომის წილიცაა, რადგან ეკლესია ღმერთთან ურთიერთობის სკოლაა და თუ მე, პედაგოგმა, ეს საგანი არ ვიცი, მოსულს ვერ ვასწავლი. გამიხარდება, ნინია კაკაბაძე ჩემთან ტაძარში რომ მოვიდეს _ დაველაპარაკები, შეიძლება, ჩემი ცხოვრების შესახებაც მოვუყვე, დავანახო, რომ შემეძლო, სხვა მიმართულებით წავსულიყავი, დიდი ფულიც მქონოდა და თანამდებობაც, მაგრამ ამ არჩევანით ვარ ბედნიერი და იმასაც ავუხსნიდი _ რატომ. ესაა სწორედ უკულტურობისა და პროვინციალიზმის გამოვლინება _ ძველი ქართული ფილმების გმირებიდან, ,,მამაო ოხროხინეებიდან’‘ ვერ გამოსულან! სირცხვილია, დემოკრატიაზე თავს დებდე და საბჭოეთის იქით ვერ გაიხედო. არსებობს ზნეობრივი საკითხების შემსწავლელი კომისია საპატრიარქოში, რომელსაც 5 ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. სასულიერო პირების საქციელით თუ ვინმეა შეწუხებული, ჩემთან მოვიდეს და მე გავუშვებ იმ კომისიაში, თორემ უვარგისი ყველგანაა! იუდა ნახეს და ხელი ქრისტესკენ გაიშვირეს _ ეს რა ხალხი ჰყავდაო... თუმცა, მაინც ვფიქრობ _ სასიხარულო ისაა, რომ ადამიანები მასობრივად, გულწრფელად ეძებენ ღმერთს.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
TravelMan
პოსტი Apr 3 2013, 09:49 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 2-April 13
მდებარეობა: Tiflisi
წევრი №: 473

ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან კარგად ქადაგობს ეგ მამაო......
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 5 2013, 06:37 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



ქაცვი
ერთი წლის ბავშვის შიმშილით სიკვდილმა ხალხისა და მასმედიის ნაწილში კითხვა გააჩინა: რას აკეთებს ამხელა ფინანსების მქონე ეკლესია სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად _ ეკლესიის მთავარი როლი ხომ მშიერი ადამიანების დაპურებაა?

_ ეკლესიის უმთავრესი როლი მშიერი ადამიანის დაპურება არ არის. პავლე მოციქული ამბობს _ მთელი ჩემი ქონება რომ გავცე და ბოლოს საკუთარი თავი მივცე დასაწვავად, თუ სიყვარული არ მექნება, არაფერი ვარო. ეკლესია იმისთვისაა, ადამიანებს ის სიყვარული ასწავლოს, რომელიც ქველმოქმედებაზე არ დაიყვანება.

ამ კითხვაზე, მსგავსი პასუხის გამცემი ან უბირი უგუნურია და უტიფრობით მოსდის ეს ყველაფერი ან კიდევ უფრო უარესი მზაკვარი ფარისეველი, რადგანაც იგივე საკითხზე უფალის სული მოციქულ იაკობის პირით სულ სხვანაირად მსჯელობს და ამბობს:

ეპისტოლე იაკობისა
თავი მეორე

14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,

16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?

17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.

ასე რომ ზემოთ აღწერილი გაუგონარი სისულელის მთქმელს ეკითხება უფლის სულით აღვსილი მოციქული: 14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

მე კი ვეკითხები: "შესძლებ კი პავლე მოციქულის ნათქვამი სიტყვის საკუთარი ინტერპრირებით, ვალდებულებისაგან თავის დაძვრენას"?

აქ ამ უტიფრულ პასუხში, ეს მღვდელი კადნიერდება და საკუთარი წინააღმდეგობრივი შეხედულების გასამყარებლად, მოციქულ პავლეს აი ამ სიტყვებს: მთელი ჩემი ქონება რომ გავცე და ბოლოს საკუთარი თავი მივცე დასაწვავად, თუ სიყვარული არ მექნება, არაფერი ვარო. იყენებს იმისდა გასამართლებლად, რომ თითქოს ეკლესიას არ ევალება, სოციალურად გაჭირვებულთა მიმართ ზრუნვა და მხოლოდ ლიტონი სიტყვებით უნდა ბერონ და აზომბირონ მრევლი, პავლე მოციქული აქ აშკარად იძახის რომ სიყვარულის გარეშე გაცემული მთელი ქონებაც კი ჩალის ფასია უფლის თვალში და არა იმას რომ სიყვარული უნდა ვასწავლო და საკვები არ მივცე გაჭირვებულსო, როგორ ინტერპრეტირებასაც ეგ უკეთებს, პავლე მოციქული მართალს იძახის, იქედნურ-მმზაკვრული, რეკლამირებულ მარკების ასაწევი ქველმოქმედება არ ჭირდება უფალს, ის ამბობს შენმა მარცხენამ არ იცოდეს რას იქმს შენი მარჯვენა და რასაც იქმ სიყვარულით ჰქენ ყოველი საქმე, სიყვარულის შესახებ ეფსალმუნეთ და მშიერს ლუკმა პური არ მიცეთ როდესაც მუცლები გასკდებათ სიმაძღრისაგანო ეს არც უფალ იესოს უთქვამს და არც მოციქულებს, არ გააპრავა აქ უცბად ეკლესიის ზოგიერთ მოსაღრეთა სიხარბე მოციქულის სიტყვით? აი მოციქული რას ამბობს ვისაც აინტერესებს:


15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,

16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?

რა თქმა უნდა ადამიანმა უწინარესყოვლისა უნდა ეძებოს ცათა სასუფეველი და მისი სიმართლე და უფლის სიტყვისამებრ სხვა დანარჩენი შეემატება, მაგრამ როგორღა შეემატოს ეს სხვა დანარჩენი როდესაც ერთნი ჯიპიდან ამაყად მომზირალნი ტაძრისს კარებთან დაგდებულ ღატაკს უსიგნალებენ და უღრიალებენ: "გზიდან გადაეთრიე, გზა მომეცი ტაძარში შესასვლელი", ღვთის ცოცხალ ხატს ზედ გადაალაჯებენ ფეხქვეშ გათელენ და შემდეგ ურცხვად ღვთის ხეზე დაწერილ ხატს ეკეკლუცებიან.

ამ მღვდელმსახურს რაღაც რაღაცეები ეშლება ამ ბოლო დროს ზანგების ყბადაღებული თემიდან დაწყებული ამ სულელური პასუხით დამთავრებული და მე და ჩემნაირები ამაზედ თვალს ვერ დავხუჭავთ მხოლოდ იმიტომ რომ თეოდორე გიგნაძეა და ახალგაზრდა გოგონებს მოწონთ.

სტუმარი
ნეტა ბევრი მღველი ქადაგებდეს ასე....

რა მოგეწონათ მისი ქადაგებიდან ეეს?
ეკლესიის უმთავრესი როლი მშიერი ადამიანის დაპურება არ არის.

ეკლესიის უმთავრესი როლი სწორედ რომ გაჭირვებულთა შემწეობაა, იქნება ეს სოციალურად გაჭირვებული თუ სულიერად მშიერი ამას არ აქვს მნიშვნელობა, ორივე საკვები უნდა მიცე ხორციელიც და სულიერიც და არა ისე როგორც ეგ ქადაგებს რომ თურმე შიმშილით ძალაგამოცლილ ადამიანს მაღალფარდოვანი ლაქლაქით უნდა ავატკიოთ თავები.

ჯერ რომელი საკვები უნდა მიცე? სულიერი თუ ფიზიკური? ამაზეა დავა? ამაზე პასუხი მარტივია, ჯერ ის საკვები უნდა მიცე რომელიც ჯერ ჭირდება და შემდეგ ის საკვები რომელიც შემდეგ ჭირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TravelMan
პოსტი Apr 5 2013, 06:53 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 2-April 13
მდებარეობა: Tiflisi
წევრი №: 473

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეკლესიის უმთავრესი როლი სწორედ რომ გაჭირვებულთა შემწეობაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 6 2013, 01:17 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



TravelMan
ეკლესიის უმთავრესი როლი სწორედ რომ გაჭირვებულთა შემწეობაა
ასეა!!!

თეოდორე კი არც მწვადისა და არც შამფურის დაწვის თამაშს თამაშობს, აბა დააკვირდით თავად პასუხს? ნახეთ რას პასუხობს? ეკლესიის უმთავრესი როლი მშიერი ადამიანის დაპურება არ არის. რომ შეედავო გეტყვის მთავარი როლი არ არის მთავარი როლი სხვაა და რატომ დავობო და თან ამ ორი ვითომ მარტივი სიტყვით "მთავარი როლი" უკანდასახევ ხიდსაც იტოვებს და მრევლის ქვეცნობიერშიც აპრავებს ზოგიერთ მოსაღრეთა სიხარბესა და მოსაღრეობას. ფარისევლობა სხვა რამე კი არ არის? სწორედ ესაა, არც მწვადისა და არც შამფურის დაწვით თამაშ თამაშით მრევლის ქვეცნობიერში უღმრთოების დათესვა.
წმიდა სული კი ბრძანებს მოციქულის პირით:

15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,

16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?

მორჩა!!!! არ ჭირდება მშიერს სულიერებაზე ლაქლაქი, მშიერს პირველ რიგში ჯერ პური არსობისა ჭირდება და შემდეგ სულიერი საზრდო, ყველა ვერ იქნება იესო და ყველა ვერ იტყვის ქვების პურად ქცევის გამოცდაზე მისებრ პასუხს, ადამიანს კი რაც ჭირდება ის უნდა მიცეს ეკლესიამ მიტუმეტეს როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს....................
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Apr 6 2013, 01:20 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



Mecenati
თეოდორე ლაპარკობს დაახლოებით იმ პრობლემებზე რაც ზემოტ დაწერე.
რაში არარის თანხვედრა არ მესმის.

მღვდელკრუიზერების თემასაც კი შეეხო რისი მაგალითიც ზემოთ მოიყვანე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mecenati
პოსტი Apr 6 2013, 03:35 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 4-April 13
წევრი №: 480

ნიკის ჩასმა
ციტირება



thunderstorm
რაში არარის თანხვედრა არ მესმის.

თანხვედრა იმაში არ არის რომ როდესაც ქადაგებ შენი სიტყვა უნდა იყოს სრულყოფილი და ჭეშმარიტი და არა ორაზროვანი, ღვთისთვის საძულველი საქმეს ირიბად გამპრავებელი და გაბედული უნდა იყოს ეს სიტყვა, აი ეტალონი მოძღვარი და აი ჭეშმარიტების ქადაგება:
http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=I-MoNiFts1o

მოუსმინე აბა ყოფილ და ამჟამინდელ მჩხიბავს როგორი შემართებით ამხელს, ყოველგვარი ნელთბილი ამბების თხზვის გარეშე, ან რად უნდა იმას გაპრავება რომ ეკლესია ვალდებულია მშიერთა დაპურებისა? ვალდებულია, განა ნებაყოფლობითი მოწყალების გამცემის მისია აკისრია, არა ვალდებულია ღვთის მიერ და შერისხულია ყველა ის წევრი ეკლესიისა ღვთის მიერ ვინც გაჭირვებაში მყოფ ძმას ზურგს აქცევს და ღორ მუცელს ჩაიხეთქავს მეორე წამს რესტორანში. სულ რომ საეკლესიო ქონების გაყიდვამ მოუწიოთ და ღარიბ ღატაკნი ფეხშიშველნი დადიოდნენ, მაინც ვალდებულები არიან გლახაკნი დააპურონ და ამ ვალდებულებას ვინც იხსნის მხრებიდან, ის ავტომატურად გადის ეკლესიის წიაღიდან იქნება ის თეოდორე თუ მამა ონოფრე ამას არ აქვს მნიშვნელობა. სირცხვილი დიდი სირცხვილი ეკლესიისა მის კარიბჭესთან მჯდომი ღატაკი, აი ეს ღატაკი ამხელს თბილ ტაძარში მჯდომ მოლაყბეებს და სიხარული ეკლესიისა და ღმრთისა როდესაც ღატაკნი კი აღარ სხედან მისი ტაძრის კარიბჭესთან საგლახაოდ არამედ წინარე რიგებში ღვთისმოსავად მიჩნეულნი დაპურებულნი ხორციელად და სულიერად, გითხრათ რას იზავდა ჩემი უფალი ასეთი პეიზაჟის შემხედვარე? მოკიდებდა კისერში მღვდელს ხელს ტაძრის კარიბჭესთან გამოათრევდა და იქ მჯდომი ღატაკის ფეხებზე დაარტყმევიებდა ფარისეველ თავს, ტაძრის ჭიშკართან დავდრომილი ღატაკი გიზის უყურადღებოდ მიგდებული დამცირებული და საწყალი და შენ მე ტაძარში სიყვარულს მიხსნი? რომელ სიყვარულზე მელაპარაკები გარეთ ღვთის ცოცხალი ხატი ტალახში გდია და შიმშილით კვდება? აი ამაშია საქმე და ამ რეალობას კეკლუცი ირიბი გაპრავებები კი არ ჭირდება არამედ მუცლებზე ქამრების შემოჭერა დაღატაკთა დაპურება, დამერწმუნეთ ბევრი არაფერი დააკლდება ამით საეკლესიო ქონებას უფალი კი გაიხარებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gagi
პოსტი May 1 2013, 11:50 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 2-September 12
წევრი №: 330

ნიკის ჩასმა
ციტირება



მართალს ამბობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი May 2 2013, 07:56 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება



ეკლესიის შიდა პრობლემატიკაზე ამ სტატიაშიც არის საუბარი:
,,ყვითელი პრესის“ ქრისტიანობის შესახებ


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი May 17 2013, 12:34 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



მე თქვენს ადგილას ავდგებოდი, მივიდოდი ამ მამაოსთან თუ გვაინტერესებს ეს თემა და მისი საუბრები და პირადად გავესაუბრებოდი და არა ასე ყოველდღიურ სალაპარაკო თემად გავხდიდი ფორუმზე, იმის ლოდინში თუ ჩემს პოსტზე ვინ რა მოსაზრებას გამოსთქვამდა. ვინც არ იცის, ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე ჯვართამაღლების ეკლესიაში იმართება ხოლმე შეხვედრები ამ მამაოსთან.


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი May 17 2013, 01:11 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



mwvane
ვიცი იქაც დავდივარ.
ციტატა
იმის ლოდინში თუ ჩემს პოსტზე ვინ რა მოსაზრებას გამოსთქვამდა

ესეც მაინტერესებს, ვისაც არ გინდათ გაგვატარეთ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი May 17 2013, 03:38 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post
mwvane
პოსტი May 17 2013, 04:18 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 361
რეგისტრ.: 4-June 12
წევრი №: 52

ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(thunderstorm @ May 17 2013, 12:58 PM) *
mwvane
ვიცი იქაც დავდივარ.

ესეც მაინტერესებს, ვისაც არ გინდათ გაგვატარეთ biggrin.gif


ჭეშმარიტად გეუბნევი ვერ მოისმენ საღ აზრს ამ საკითხთტან დაკავშირებით, მითუმეტეს ფორუმზე. მაგრამ მიბრძანდით, რა თქმა უნდა ურიგოდაც .. smile.gif


--------------------
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- მე შენხელა უკვე 27-ის ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი
პოსტი May 20 2013, 03:23 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 13-July 12
წევრი №: 217

ნიკის ჩასმა
ციტირება





მართლმადიდებელი ქრისტიანი – “სხვაზე” მოძალადე თუ ძალადობაზე პასუხისმგებელი?


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი May 21 2013, 02:42 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



სტუმარი
მადლობა ვიდეოსთვის.
ჩემი აზრით ამ ადამიანს კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
შეუძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობაც აიღოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
thunderstorm
პოსტი Jun 11 2013, 07:57 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 722
რეგისტრ.: 30-May 12
წევრი №: 11

ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2018 - 02:19 AM