IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
კულტურული ღონისძიებები, ^_^
ქაცვი
პოსტი Jun 19 2013, 11:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



ფორუმელებო აქ ვწერთ ყველაფერს კულტურული ღონიძიებების შესახებ, როდის, სად და რა ღონიძიება შედგება/იგეგმება happy.gif

კულტურული ღონისძიებები, როგორც ინტერაქციის, ურთიერთობისა და ინკლუზიის განვითარების საშუალება, განათლება ღირსეული მოქალაქეობისათვის


კულტურული ღონისძიებების განსაკუთრებული ხასიათი
ისეთი კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა ცეკვა, მუსიკა, დრამა, თეატრი, გრაფიკა, სკულპტურა, ხელოვნება, მხატვრული კითხვა, პოეზია ერთობლივად მოიხსენიება, როგორც ხელოვნება. ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია. მათი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეუძლია პიროვნებას მათი მეშვეობით სხვადასხვა გრძნობების, კონტრასტის, ნიუანსების გამოხატვა. მათ ასევე შეუძლიათ გამოხატონ წარსულში, აწმყოში განცდილი და გადატანილი და სამომავლო ოცნებები, ისევე როგორც არარეალური ფანტაზიები. მაშასადამე, კულტურული ღონისძიებების განსაკუთრებული ხასიათი ვლინდება შემდეგში
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება;

გრძნობებისა და აზრების ინტეგრირება და აბსტრაქტულად წარმოდგენა;

მოძრაობის, რითმის, ხმის და ფორმის ჰარმონიზაცია;

ერთის მხრივ, მოძრაობის და ხმის და მეორეს მხრივ, ჩუმად ყოფნისა და უძრაობის ჰარმონიზაცია;

დაძაბულობისა და რელაქსაციის ჰარმონიზაცია;

დროის, სივრცის, ძალის და დინების დაკავშირება;

სხეულის და სულის ან ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის ჰარმონიზაცია;

თამაშისა და რიტუალის ერთმანეთთან დაკავშირება;

სიმართლის და ზღაპრის, ფაქტის, ფანტაზიის და ოცნების გაერთიანება;

ინდივიდუალური და საერთო, სოციალური ინტერესების გაერთიანება

რატომ კულტურული ღონისძიებები
ინფორმაციის მიღება;

ურთიერთობის განვითარება, როდესაც სიტყვები არასაკმარისია;

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება;

რეაბილიტაცია და თერაპია;

განათლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების განათლების და ინკლუზიის პროცესის ხელშეწყობა

(მირიამ დონათ სკორტენი)


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Jun 21 2013, 01:23 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება







მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი




საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 3 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სახელოვნებო ფესტივალი „საჩუქარი“.

„Gift 2013“ 13 ოქტომბერს გაიხსნება და თბილისს 2 კვირით დღესასწაულის ქალაქად აქცევს.

ეს ფესტივალი ყველაზე კარგად წარმოაჩენს ქვეყნის უნიკალურ თეატრალურ კულტურას. მისი დაარსების ისტორია 1997 წლიდან იწყება და ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალებს უკავშირდება.

დაარსების დღიდან ფესტივალს მხარს უჭერენ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც არიან: პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკლ კანი, ანდრეი კონჩალოვსკი, ტელმა ჰოლტი და სხვები.

,,საჩუქარი'' წარმოადგენს ედინბურგის ფესტივალის ანალოგს, რომელიც ყოველთვის ახერხებდა გზავნილის გაშვებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამბობდა საკუთარ სიტყვას საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე.

3 წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ყველაზე დიდი და გავლენიანი პროგრამით ბრუნდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული თეატრალური კომპანიები და ხელოვანები. ოქტომბერში ჩვენი დედაქალაქი მშვიდობის, პროგრესისა და ერთიანობის ხმას მიაწვდის მსოფლიოს.


--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Jun 23 2013, 08:44 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება








26 ივნისს, 17:00 საათზე, ტურისტული კომპანია თებულოტური და ლუდი „ხევსურული“ გეპატიჟებათ ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, სადაც გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს

დასწრება თავისუფალია




2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.



--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post
ქაცვი
პოსტი Jul 3 2013, 02:51 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 393
რეგისტრ.: 6-July 12
მდებარეობა: рязань
წევრი №: 200

ნიკის ჩასმა
ციტირება



კვირას, 7 ივლისს, ბაზალეთზე გაიმართება გაბრიელ ჯაბუშანურისადმი მიძღვნილი საღამო : ))
საღამოზე გაიმართება აგრეთვე დოღი, გაბრიელის სახელზე : ))
ღონისძიებები დაიწყება 13:00 საათიდან.



--------------------
^_^
_
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th October 2018 - 05:37 PM