დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პირველადი სამედიცინო დახმარება
GEORGIAN CAMPING > თემატური ფორუმი > რჩევები დამწყებთათვის
დავითაუ
პირველი სამედიცინო დახმარება


წყარო: ს.ო. "აისი"


სასუნთქი გზების გასუფთავება, გულისცემის შემოწმება და გულის მუშაობის აღდგენა:

ა. სასუნთქი გზების გასუფთავება: ჟანგბადის უკმარისობა იწვევს გულისცემის შენელებას. ეს მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე წუთში დაჭრილის სიკვდილის მიზეზი გახდეს.
თუ გულისცემა არ არის (პულსი არ ისინჯება):
1) დაჭრილი პირაღმა უნდა დააწვინოთ და დაიჩოქოთ მის თავთან;
2) დაჭრილს პირი უნდა გაუღოთ და შეამოწმოთ პირის ღრუ;
3) ცალი ხელით კეფა დაუჭირეთ (კეფა უნდა აუწიოთ), მეორე ხელი შუბლზე დაადეთ; ასეთ პოზაში თავი ზევით-ქვევით ამოძრავეთ, შუბლზე დააწექით. ამ მოქმედებით, გათავისუფლდება ენით დახშული ყელი და გაიხსნება სასუნთქი გზა.


სასუნთქი გზის გათავისუფლება
ბ. გულისცემის შემოწმება: სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, სუნთქავს თუ არა დაჭრილი. (ცივ ამინდში ამის შემოწმება შეიძლება სარკის საშუალებით). ამის შემდეგ:
1) პირადმა შემადგენლობამ, რომელიც პირველი დახმარებას აღმოუჩენს დაჭრილს, ყური უნდა მიიტანოს დაჭრილის პირთან და ცხვირთან;
2) საჭიროა დაკვირვება _ მოძრაობს თუ არა დაჭრილის მკერდი ზემოთ-ქვემოთ;
3) საჭიროა პულსის გასინჯვა;
4) სუნთქვა სახეზე უნდა შეიგრძნოთ;
5) იმის გასარკვევად _ სუნთქავს თუ არა დაჭრილი, 2-3 წმ უნდა დაელოდოთ;
6) თუ დაჭრილი ვერ სუნთქავს, საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება;



გულისცემის შემოწმება
გ. გულისცემისა და სუნთქვის აღდგენა: თუ გულისცემა არ შეიმჩნევა, დაჭრილს უნდა გაუღოთ პირი და ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა (უმჯობესია, თუ დაჭრილისა და თქვენ პირს შორის ჩადებთ ცხვირსახოცს ან მარლის ქსოვილს). შემდეგ იწყებთ ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელებას:
1) დაჭრილს კეფის ქვეშ ამოუდებთ ხელს. როდესაც დარწმუნდებით, რომ მას კისერი მოტეხილი არა აქვს, თავს მსუბუქად გადაუწევთ უკან;
2) მეორე ხელით აწვებით შუბლს, თავს უკან გადაუწევთ და ამგვარად ათავისუფლებთ სასუნთქ გზებს;
3) იმავე ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს მოუჭერთ ცხვირის ნესტოებზე. დაჭრილს ენა რომ არ გადაცდეს და სასუნთქი ხვრელი არ დაუცოს, ცხვირსახოცით ან ენის დამჭერით ენა გარეთ უნდა გამოუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩატარებულ ქმედებას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.
4) პირი ფართოდ უნდა გაუღოთ.
5) ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, პირი დაჭრილის პირს დაადოთ, ხოლო ტუჩებით _ არ უნდა დაუშვათ ჰაერის გაპარვა (თუ დაჭრილი ფიზიკურად პატარა ადამიანია, ან ბავშვია, მაშინ თქვენი ტუჩებით დაიფარება მისი პირი და ცხვირი).
6) დაჭრილს პირში ღრმად უბერავთ თქვენს მიერ ჩასუნთქულ ჰაერს;
7) ეს პროცესი მეორდება 3-5 წამში ერთხელ;
8) პირი ძველ მდგომარეობაში მოგყავთ; თავს მოუტრიალებთ და უსმენთ, ამოწმებთ _ სუნთქავს თუ არა დაჭრილი.


ხელოვნური სუნთქვა

9) ეს საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნეს ყოველ 5 წამში, ანუ, წუთში 12-ჯერ, ნორმალური სუნთქვის დაბრუნებამდე. თვლა უნდა აწარმოოთ შემდეგნაირად: ათას ერთი, ათას ორი, ათას სამი, ათას ოთხი, შემდეგ ატარებთ ხელოვნურ სუნთქვას. ისევ დათვალეთ _ ათას ერთი, ათას ორი და ასე შემდეგ, ყოველ 5 წამში, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რიტმის მისაღებად, მეხუთე თვლაზე დაჭრილს უნდა ჩაბეროთ ჰაერი.
თუ პირველი ჩაბერვისას, დაჭრილის პირში წინააღმდეგობა იგრძენით, მაშინვე თავი ისევ ძველ პოზიციაში უნდა დაუბრუნოთ და კიდევ სცადოთ. თუ იგრძენით, რომ დაჭრილს მუცელი შებერილი აქვს (კუჭში ჰაერი შევიდა), ერთი ხელით მუცელზე უნდა დააწვეთ, ჰაერი გამოვა და შებერილობა გაივლის. ამ დროს თუ დაჭრილს გული აერია, მაშინვე გვერდზე უნდა გადაატრიალოთ, პირი მოუწმინდოთ და ისევ გააგრძელოთ ხელოვნური სუნთქვა.
დაჭრილი, ერთი შეხედვით, თუ აღარ სუნთქავს, გულისცემა არ ისმის, უნდა დადგინდეს, როდის შეწყდა სიცოცხლე. თუ ხუთი წუთია გასული, არანაირ ძალისხმევას აღარ უნდა მიმართოთ.
დ. გულისცემის შემოწმება: შემთხვევის ადგილზე ჯერ უნდა შემოწმდეს, სუნთქავს თუ არა დაჭრილი და უცემს თუ არა მას გული. ამავე დროს, თანმიმდევრულად უნდა განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:
1) დაჭრილი უნდა დააწვინოთ პირაღმა მყარ ადგილზე, ფეხები უნდა აუწიოთ 15 სმ-ით ზევით (ფეხქვეშ შეიძლება ამოუდოთ პლედი, ფოლადის ჩაფხუტი, ხე, ქვა და სხვ.);
2) თითები უნდა დაადოთ ყელზე;
3) მოძებნოთ ხორხი;
4) ამ ადგილიდან თითები ქვევით უნდა ჩააცუროთ. იმ ადგილზე, სადაც ახლა თითებია, აორტიდან შეიძლება პულსის შეგრძნება

ე. გულისცემის აღდგენა ნორმალურ მდგომარეობაში:
ხელოვნური სუნთქვისა და გულის გარეგანი მასაჟის ერთდროული გამოყენებით ხდება გულ-ფილტვების გამოცოცხლება. ეს პროცედურა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით:
1) უნდა დაიჩოქოთ დაჭრილის გვერდით;
2) სერიულად, ოთხი ძლიერი ჩაბერვით, დაჭრილს უბერავთ ჰაერს, რაც უზრუნველყოფს ფილტვების ჰაერით ავსებას. ამ დროს დაჭრილის თავი მსუბუქად უკან უნდა იყოს გადაწეული და სასუნთქი გზა თავისუფალი. გულმკერდის ქვედა ბოლოდან ორი თითით ზემოთ უნდა შეარჩიოთ ადგილი და ზედ ხელი დაადოთ;
3) დაჭრილის მკერდის ძვალზე დადებულ ხელს ზემოდან მეორე ხელი უნდა დაადოთ, თითები ერთმანეთს გადააჭდოთ და ორივე ხელით მკერდს 40-50-ჯერ დააწვეთ;
4) იდაყვები ოდნავ წინ უნდა დახაროთ.
5) როდესაც დაჭრილს მკერდზე აწვებით, ხელები, იდაყვებში მოუხრელად, 4-5 სმ ზევით-ქვევით მოძრაობს.


6) თუ დაჭრილმა სუნთქვა დაიწყო, მაშინ მას უტარდება გულის მასაჟი 15-ჯერ. თუ სუნთქვაც და გულიც გაჩერდა, მაშინ, მონაცვლეობით, 3-ჯერ გულის მასაჟი და ერთხელ ხელოვნური სუნთქვა. ერთ წუთში, საშუალოდ, 12 ხელოვნური სუნთქვა კეთდება. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, სულ ცოტა, 5-8 წთ.

სისხლდენის შეჩერება

თუ დაჭრილი სუნთქავს და გული უცემს, უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ სისხლდენის შეჩერებას. საჭიროა ვიპოვოთ ყველა ჭრილობა და მათი შემავალი და გამომავალი წერტილები _ ორივე ერთდროულად.


ჭრილობების შემოწმება

მას შემდეგ, რაც ყველა ჭრილობას მოძებნით, ქვემოთ ჩამოთვლილმა მოქმედებებმა შესაძლოა შეაჩეროს სისხლდენა:
ა. ჭრილობა უნდა მოწმინდოთ ტამპონით. ტანსაცმელი უნდა გახადოთ, ან შემოაჭრათ. ჭრილობას არ უნდა შეეხოთ. ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ ტანსაცმლის გახდის დროსაც.
ბ. ჭრილობის ადგილზე უნდა დაადოთ პირველი დახმარების სახვევები (საბრძოლო პაკეტი). უნდა შეეცადოთ, რომ ჭრილობა და სახვევი არ დაბინძურდეს.
1) ქაღალდის სახვევს გადაგრეხთ, გახევთ და ამოიღებთ მას რეზინის კონვერტიდან;
2) სახვევებს კეცავთ ფენებად (ამ დროს სახვევი ჭრილობას არ უნდა შეეხოს);
3) საფენს ადებთ ჭრილობას, მთლიანად, საიმედოდ და მჭიდროდ და კვანძავთ. თუ შესაძლებელია, კვანძი ზედ ჭრილობაზე არ უნდა იყოს დადებული.

ჭრილობაზე საფენის დადება

გ. თუ ჭრილობაზე ıსაფენის ფრთხილად დადების შემდეგ სისხლდენა ისევ გრძელდება, საფენზე, ზემოდან, 5-10წთ აჭერთ ხელს;
დ. სისხლდენის შესაჩერებლად, საფენის შიგნით, ზუსტად ჭრილობაზე, უნდა დაედოს ტამპონი და ისე შეიკრას სახვევი. ეს უზრუნველყოფს სახვევის ჭრილობაზე დაწოლას.
ე. თუ ჭრილობა ფეხზე ან ხელზეა და სისხლდენა არ ჩერდება, მაშინ დაჭრილი ორგანო (ხელი ან ფეხი) ზევით უნდა ასწიოთ ისე, რომ ჭრილობა გულის დონიდან 5-10 სმ ზემოთ აღმოჩნდეს. ეს შეაჩერებს ან შეანელებს სისხლდენას. თუ კიდური მოტეხილია, მაშინ მისი ზემოთ აწევა
ვ. თუ სისხლი ჩქეფს, ეს ნიშნავს, რომ დაზიანებულია არტერია. ასეთი სისხლდენის შესაჩერებლად, უნდა დააწვეთ სხეულს ჭრილობის ზევით. სისხლძარღვებზე ასეთი ზეწოლა უზრუნველყოფს გულიდან მომავალი სისხლის ნაკადის შენელებას ან შეჩერებას.
ზ. თუ სისხლდენა ხანგრძლივია, შესაბამის წერტილზე ზეწოლის შემდეგ გამოიყენება ლახტი. ის იდება ჭრილობასა და დაზიანებული ურგანოს ტანთან შემაერთებელ სახსარს შორის.
თ. თუ შესაძლებელია, იმ ხნის განმავლობაში, როდესაც დაჭრილს ლახტი ადევს, მას შუბლზე უნდა დაედოს ,,თ“ ფორმის ნიშანი. ამის შემდეგ, დაჭრილი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი პირველი დახმარების სადგურში. ლახტის დადებისას ფიქსირდება ლახტის დადების დროც.
ი. ხელსა და ფეხზე ლახტი გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც ერთი ძვალია.



დაჭრილისთვის საფენის დადება და შეხვევა:

იმისათვის, რომ დაჭრილი გამოჯანმრთელდეს, საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული ჭრილობის დაბინძურება. სისხლდენის შესაჩერებლად და ჭრილობის დასაცავად, იგი უნდა შეიხვიოს. პირველი დახმარების პაკეტში არსებული საფენით და სახვევებით _ მათი გამოყენების წესების დაცვით _ ხდება ჭრილობაზე მათი დაფენა და შეხვევა. შეხვევისას გამოიყენება სტერილური (დეზინფიცირებული) ტამპონები და ბანდი. შეხვევა ყოველთვის ხდება.
პირველი დახმარების, გადახვევებისა და მკურნალობის დროს ჭრილობა ბანდით მჭიდროდ უნდა შეახვიოთ. შესახვევად შესაძლებელია სუფთა ნაჭრის ან ტანსაცმლის გამოყენებაც.[color="#0000FF"][/color]

ნორმალური ადამიანის ორგანიზმში არის 5-6 ლიტრი სისხლი. აქედან 2/3 ცირკულაციაში მიდის, ხოლო დანარჩენი არის დეფო ორგანიზმებში (ელენთა, ღვიძლი, ძვლის ტვინი და სხვა).
არსებობს სისხლის მომოქცევის ორი წრე: დიდი და პატარა წრე.
პატარა წრე იწყება გულის მარჯვენა პარკუჭიდან, გადადის ფილტვებში, გამდიდრდება ჟანგბადით და მიდის მარცხენა წინაგულში.
დიდი წრე იწყება გულის მარცხენა პარკუჭიდან, გაივლის მთელ ორგანიზმს და გადასცემს ჟანგბადს, წამოიღებს ნახშირორჟანგს და ჩაედინება მარჯვენა წინაგულში.
წნევა – პარკუჭების შეკუმშვისას წნევა არის 120, ხოლო მოდუნებისას 80. ესე იგი ნორმალური ადამიანის წნევა არის 120-80-ზე.
სისხლისდენა:
სისხლისდენა არის სამი სახის:
1. არტერიული;
2. ვენური;
3. კაპილარული.
არტერიული სისხლისდენა არის ღია ფერის (ვარდისფერი) და ნაკადი არის ძლიერი;
ვენური სისხლისდენა არის მუქი ფერის და ნაკადი არის საშუალო;
კაპილარული სისხლისდენა არის ზედაპირული და ნაკადი არის ნელი.
სისხლის მიმოქცევის უზეუნველყოფა:
1. თუ კიდურა ადგილია დაზიანებული, მაშინ ჭრილობიდან რამდენიმე სანტიმეტრის ზევით უნდა დავადოთ ჟგუტი, მაქსიმუმ 1 სთ და 30 წთ. თუ ამ დროის მანძილზე ვერ ვასწრებთ დაშავებულის უახლოეს სამედიცინო პუნქტში მიყვანას, მაშინ ჭრილობაზე ვადებთ ბინტს და ავუშვებთ ჟგუტს, რათა არ მოხდეს ამ კიდურის კვდომა. ეს ხდება მხოლოდ 5 წუთით;
2. უნდა დავუდგათ წვეთოვანი (ნატრიუმქლორი, გლუკოზა გემოდეზი და სხვა) სისხლის წნევის დასარეგულირებლად.
პირველადი დახმარება:
1. სასუნთქი გზების გახსნა;
2. სუნთქვის უზრუნველყოფა (გაგრძელება);
3. სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფა.
პირველადი დახმარების მიზანი:
1. სასუნთქი გზების გახსნა;
2. სუნთქვის უზრუნველყოფა (გაგრძელება);
3. სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფა;
4. შოკის საწინააღმდეგო ქმედება;
5. ჭრილობის ადგილის განთავისუფლება;
6. სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება;
7. სწორ პოზიციაზე დაყენება;
8. ყველაზე უახლოესი სამედიცინო პუნქტისთვის შეტყობინება;
9. ტრანსპორტირება.
შოკის სიმპტომები:
1. უძლურება;
2. სხეულის ტემპერატურის დაწევა;
3. კანი არის ცივი და ოფლიანი;
4. მხედველობის დაქვეითება, ყურებში წუილი, თვალის კაკლის (გუგის) გაფართოება.
ასფიქსია – სუნთქვის შეფერხება:
1. სითხეებით დახრჩობა;
2. გაზებით დახრჩობა;
3. უცხო ნივთებით დახრჩობა;
4. სასუნთქი მილის გაჭედვა;
5. დაჭრილი ადამიანის პირქვე დაწვენა.
ასფიქსიის სიმპტომები:
1. საწყისი სიმპტომები:
• თავბრუსხვევა და უძლურება;
• სუნთქვის შეფერხება (წუთში 16-20 -- ნორმალურია);
• ყურების და თითის ბოლოების გალურჯება – ციანიზმი;
• აჩქარებული პულსი;
• გონების დროებით დაკარგვა;
• კისრის ძარღვების გაფართოება.
2. შემდგომი ეტაპი:
• მთელი სხეულის გალურჯება;
• წყვეტილი სუნთქვა ან შეჩერება;
• პულსი სუსტი და არასტაბილური;
• გონების დაკარგვა.
ასფიქსიის მკურნალობა:
1. მიზეზის მოსპობა და ადგილიდან გადაყვანა;
2. დაჭრილი პირის სასუნთქი მილის გახსნა და ენის დაკავება;
3. ხელოვნური სუნთქვის ჩატარება;
4. სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება.
არის თუ არა მკვდარი ადამიანი:
1. მკერდი არ მოძრაობს;
2. პულსი არ არის;
3. სუნთქვის შეჩერებიდან 3-4 წუთის შემდეგ თვალის გუგა გაფართოვდება.
გულის გაჩერება:
1. გონების დაკარგვა;
2. არ არის პულსი;
3. კანი ნაცრისფერია;
4. თვალის გუგა გაფართოებულია;
5. სუნთქვა გაჩერებულია.
გულის მასაჟი:
1. სწორ ადგილზე დაწვენა (ზურგზე);
2. ტანსაცმლის მოშვება;
3. მუხლებზე დაჩოქვა;
4. მკერდზე ცარიელი (ჩაღრმავებული) ადგილის დადგენა;
5. ხელის დადება მკერდზე;
6. ხელები გამართულია და სხეულით ვაწვებით 5-7 სმ-მდე;
7. ეს უნდა განმეორდეს 1 წთ-ში 60-70-ჯერ;
8. ბავშვებზე უნდა განმეორდეს 100-120-ჯერ. ეს ქმედება ხდება ერთი ხელით, სწრაფად;
9. გულის მასაჟი გრძელდება პულსის სტაბილურობამდე;
10. გულის მასაჟთან ერთად ხდება ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
თუ ერთი პირი აკეთებს ამ მანიპულაციას, ორჯერ ხელოვნური სუნთქვა და თხუთმეტი გულის მასაჟი. თუ ორი პირი აკეთებს, მაშინ ერთი ხელოვნური სუნთქვა და ხუთი გულის მასაჟი.
სისხლისდენა:
1. შინაგანი სისხლისდენა;
2. გარე სისხლისდენა;
3. არტერიული სისხლისდენა.
შინაგანი სისხლისდენის სიმპტომები:
1. კანი ოფლიანი და წებოვანია;
2. სხეულის ტემპერატურა ნორმაზე დაბალია;
3. პულსი ჩქარია და თანდათან უფრო მატულობს;
4. არტერიული წნევა დაბალია;
5. ყურებში წუილი;
6. თვალის გუგა გაფართოებულია და მხედველობა ნაკლებია;
7. უძლურება;
8. კიდურების დალურჯება.
დროებითი სისხლისდენის გაჩერების წინასწარი ზომები:
1. პირდაპირ თითის დაჭერა;
2. ტამპონის დადება;
3. შეხვევა;
4. ჟგუტი.
მუდმივი სისხლისდენის გაჩერების წინასწარი ზომები:
1. სისხლისდენის ადგილზე ტამპონის დადება;
2. ძარღვის პინცენტით გადაკეტვა;
3. ძარღვების გადაკვანძა;
4. სისხლისდენის ადგილი გულზე მაღლა უნდა იყოს;
5. წნევის აპარატის გამოყენება;
6. ჭრილობის შეხვევა.

გველის ნაკბენი:
ნაკბილებს შორის კეთდება 2-3 სმ-ის სიგრძის ჭრილი და ამოიწოვება შხამი 30 წთ-ის განმავლობაში. პირის ღრუ უნდა იყოს ჯანმრთელი. თუ კბილები გაფუჭებულია, მაშინ კბილებზე უნდა იქნეს წასმული ზეთი. ის, გველი, რომელმაც უკბინა დაშავებულს, უნდა მოიკლას ან დაიჭირონ, რათა დადგინდეს რა ნემსია საჭირო. ყველა გველს აქვს შესაბამისი შრატები.
ობობის ნაკბენი:
უნდა დავალევინოთ შაქრიანი წყალი.
ფუტკრის ნაკბენი:
ამ დროს უნდა დავალევინოთ სოდიანი წყალი.
პირველადი დახმარება მზის დარტყმის დროს:
სიმპტომები: გულის რევა, გულის წასვლა, თავის ტკივილი.
დაშავებული გადაგვყავს ჩრდილში, თავს ვუწევთ მაღლა და ვასმევთ მარილიან წყალს.
პირველადი დახმარება მოყინვის დროს:
სიმპტომები: კიდურები ფერს იცვლის, ლურჯდება, კანზე ამოდის ბუშტულები და შემდეგსივდება.
დაშავებული გადაგვყავს თბილ ადგილზე, ვაწვენთ ოთახის ტემპერატურიან წყალში და ვასმევთ ცხელ ჩაის.
მოტეხილობები:
არის სამი სახის:
1. მარტივი;
2. ღია;
3. დახურული.
მარტივი მოტეხილობის დროს ძვალი გატეხილია, მაგრამ ფორმა არ აქვს შეცვლილი;
ღია მოტეხილობისას ძვალი გადატეხილია, ქსოვილი დაზიანებულია, გარეთ არის გამოსული
რთული მოტეხილობის დროს ძვალი რამოდენიმე ადგილზეა გატეხილი და დაფშვნილი.
მოტეხილობის განსაზღვრა:
1. ფორმის შეცვლა;
2. მოტეხილი ადგილის გასიება და გალურჯება;
3. მოტეხილი კიდურის უძრაობა;
4. გრძნობის დაკარგვა (შოკი).
პირველადი დახმარება მოტეხილობის დროს:
1. მოტეხილი ადგილი უძრავად დატოვება;
2. სისხლისდენის შეჩერება;
3. მოტეხილი ადგილის შეხვევა;
4. მოტეხილი ადგილის დაფიქსირება;
5. გაყუჩება;
6. ევაკუაცია.
ამოვარდნილობა:
ამოვარდნილობის დროს 24 სთ-ის განმავლობაში ედობა დაშავებულს ცივი კომპრესი.
შოკის განსაზღვრა:
1. კანის სისველე და წებოვნება;
2. ტემპერატურის აწევა;
3. წნევის ცვალებადობა (მაღალი ან დაბალი);
4. არტერიული წნევის დაცემა;
5. სმენის დაქვეითება;
6. თვალების დაბინდვა, გუგების გაფართოვება;
7. სისუსტის წყურვილის შეგრძნება;
8. ტუჩების, სხეულის გალურჯება.
შოკი:
შოკის დროს ადამიანის გულისცემა სუსტდება.
შოკის სიმპტომები:
• სისუსტე;
• ჰიპოთერმა (ტემპერატურის დაკარგვა), წნევის დაცემა, პულსის აჩქარება, წყვეტილი სუნთქვა;
• კანის ფერი იცვლება, ცივდება, ოფლიანია;
• ყურები წუის, თვალის გუგები ფართოვდება და მხედველობა ქვეითდება.
შოკის გამომწვევი მიზეზები:
1. სითხის დაკარგვა;
2. ჭარბი ოფლიანობა;
3. სისხლის დაკარგვა.
მოწამვლა:
მოწამვლა ხდება:
1. პირის გზით;
2. სასუნთქი ორგანოებით;
3. კანით.
მოწამვლის სიმპტომები:
1. თავბრუსხვევა;
2. გულისრევა;
3. კუჭისაშლილობა;
4.
პირველადი დახმარება:
1. თვალების წვის დროს საპნიანი წყლით დაბანა;
2. ღიად დარჩენილი სხეულის საპნიანი წყლით დაბანა;
3. გაზით მოწამლული პიროვნება არ უნდა ავამოძრაოთ;
4. სუნთქვა თუ გაჩერებულია ვიყენებთ სუნთქვის აპარატს;
5. დაზარალებულს შიშველი ხელით არ ვეხებით.

პირველი დახმარება ცხოველების, მწერებისა და გველის ნაკბენის დროს


ცხოველების ნაკბენი
კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა (ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ცოფს იწვევს ვირუსი რომელსას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა), წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

პირველი დახმარების მიზანი ცხოველების ნაკბენის დროს:
· სისხლდენის კონტროლი;
· ინფექციის რისკის შემცირება როგორც დაზარალებულისათვის, ისე თქვენთვის
· სამედიცინო სამსახურის გამოძახება.

პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:

ზედაპირული ნაკბენის დროს:
1.უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;
2.
ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;
3.
ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.
სერიოზული ჭრილობის დროს:
1.
საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;
2.
ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;
3.
წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.



მწერების ნაკბენი


ფუტკრის, ბზიკის და სხვა მწერების ნაკბენი ხშირად უფრო მტკივნეული და შემაწუხებელია, ვიდრე საშიში. დასაწყისში მწვავე ტკივილს მოსდევს ზომიერი შეშუპება და მტკივნეულობა, რომელიც შეიძლება შეამსუბუქოს პირველმა დახმარებამ. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ამ ნაკბენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა- ანაფილაქსიური შოკი. ძალიან საშიშია ნაკბენი პირში ანდა ყელში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეშუპების შედეგად.


პირველი დახმარების მიზანი მწერების ნაკბენის დროს:


· შეშუპებისა და ტკივილის შემსუბუქება;
· საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულის გაგზავნა სამკურნალო დაწესებულებაში.

პირველი დახმარება მწერების ნაკბენის დროს:
1. პინცეტით ამოიღეთ ნექტარი;
2. დაადეთ ცივი კომპრესი, რათა შეამციროთ ტკივილი და შეშუპება;

3. თუ დაზარალებულს ტკივილი და შეშუპება უგრძელდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში ურჩიეთ მას მიმართოს ექიმს.

თუ ნაკბენი პირის ღრუშია:
1. მიეცით დაზარალებულს ყინული მოსაწუწნად, რათა შეამციროთ შეშუპება;
2. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური და მათ მოსვლამდე დააწყნარეთ დაზარალებული

ტკიპის ნაკბენი

ტკიპა არის პატარა ობობას მსგავსი არსება, რომელიც ბინადრობს ბალახზე ან ტყეში და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ სიმცირის გამო. ის მაგრდება ცხოველის ან ადამიანის კანზე და წოვს მათ სისხლს. ტკიპის ნაკბენი მტკივნეული არ არის, მაგრამ როცა ტკიპა წოვს სისხლს, ეს ადგილი შუპდება, ზომაში იზრდება და ადვილად ჩანს. ტკიპას შეუძლია გადაიტანოს დაავადება და გამოიწვიოს ინფექცია.
თუ ტკიპას ამოიღებთ, გაატანეთ ის დაზარალებულს ექიმთან.( laugh.gif )

გველის ნაკბენი

დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:
§ წყვილი ნაკბენი;
§ ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
§ შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
§ სუნთქვის გაძნელება;
§ მხედველობის დაბინდვა;
§ ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

§ მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
§ ჩამობანეთ ნაკბენი და შეამშრალეთ სუფთა მარლით;
§ მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს არტერიის გადაკეტვა;
§ ჩაატარეთ კიდურის იმობილიზაცია;
§ აკონტროლეთ ABC ;
§ მოახდინეთ სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.
დავითაუ
მოწამვლა


* ზოგადი საკითხები
* ნახშირჟანგით მოწამვლა
ზოგადი საკითხები

მოწამვლა – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შხამის შეღწევის შემთხვევაში. მომწამლავი ნივთიერების (შხამის) როლში შეიძლება აღმოჩნდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით მოხვედრისას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის მოშლა.
არჩევენ საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოწამვლებს. ადამიანი შეიძლება მოიწამლოს ალკოჰოლური პროდუქტებით, მცენარეული ან კვებითი სახის მომწამლავი ნივთიერებებით.
უამრავი ადამიანი იღუპება მოწამვლის შედეგად, მაგრამ დროულად და სწორად ჩატარებული პირველი დახმარების შემთხვევაში ბევრი მოწამლულის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია. გადაუდებელი დახმარების ფორმა დამოკიდებულია ორგანიზმში შხამის მოხვედრის გზაზე.

მავნე ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ:

* გადაყლაპვით;
* ინჰალაციით (შესუნთქვით);
* ინექციით;
* კანიდან.

მოწამვლისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

* ცვლილებები ქცევაში (უეცარი ძილიანობა, აგზნებადობა, შენელებული აზროვნება, არაადექვატური რეაქცია გარემო პირობებზე, კიდურების ტრემორი, კრუნჩხვა და სხვ.);
* კანის ფერის შეცვლა;
* სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაკლება;
* გულის მუშაობის დარღვევა (გულის რითმისა და/ან არტერიული წნევის ცვლილებები);
* სუნთქვის დარღვევა.


პირველი დახმარების ძირითადი მიზანი მოწამვლის დროს:
· სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
· მომწამლავი ნივთიერების დადგენა, მისი ზემოქმედების შეჩერება და შესაბამისი მკურნალობა.


პირველი დახმარება მოწამვლის დროს:

* აუცილებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ მოწამვლა გამოწვეულია მავნე ნივთიერებების ან აირების გამოყოფით გარემოში, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს პირად უსაფრთხოებაზე;
* დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზებული სამსახურები;
* ეცადეთ დაადგინოთ მომწამლავი ნივთიერების ტიპი, რაოდენობა, მიღების დრო და მისი ორგანიზმში მოხვედრის გზები. საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შემთხვევის ადგილზე მოსულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

· შეამოწმეთ ცნობიერების დონე და ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა;
· თუ მომწამვლავი ნივთიერება გადაყლაპულია, არ გამოიწვიოთ ღებინება. რადგან პირნაღები მასა შეიძლება გახდეს სასუნთქი გზების დახშობის მიზეზი ;
· თუ მომწამლავი ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში კანის ზედაპირიდან, ჩამობანეთ წყლით დაზიანებული არე;
· თუ დაზარალებულმა შეისუნთქა მომწამლავი ნივთიერება, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას;
· თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არის, დააწვინეთ იგი უსაფრთხოების პოზიციაში;

* გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე მუდმივად აკონტროლეთ ცნობიერების დონე, სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა, და ცირკულაციის ნიშნები.


გახსოვდეთ!

· თავის არეში ჭრილობის არსებობისას ყოველთვის მიიტანეთ ეჭვი თავის ტრავმაზე.
· თავის მიდამოს ტრავმის გამო განვითარებული სერიოზული დაზიანების გარეგანი გამოვლინება შეიძლება მინიმალური იყოს.
· ცნობიერების დაბინდვა შეიძლება ნიღბავდეს სხვა დაზიანებას, ამიტომ დაწვრილებით დაათვალიერეთ დაზარალებული.
· გახსოვდეთ, რომ თავის ტრავმა შეიძლება განვითარდეს უგონო მდგომარეობის გამო, მაგრამ თვით უგონო მდგომარეობის მიზეზი შეიძლება სხვა იყოს.

თვალის დაზიანება

თვალის ტრავმა (სისხლჩაქცევა, ჭრილობა) შესაძლებელია განვითარდეს ბლაგვი ან მახვილი საგნით დარტყმის შედეგად. თვალისყველა დაზიანება საყურადღებოა. თვალის ზედაპირული ჭრილობაც კი შესაძლებელია გახდეს ინფექციის გავრცელების ან მხედველობის დაკარგვის/დაქვეითების მიზეზი. თვალში შემავალი ჭრილობების დროს შესაძლებელია თვალის კაკლის დაზიანება და მასში არსებული სითხის დაღვრა ჭრილობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაზიანება მძიმეა, თუ პირველი დახმარება დროულად და სწორედ იქნება გაწეული, შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება
.
თვალის დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

* ძლიერი ტკივილი დაზიანებულ თვალში, თვალების უნებლიე დახუჭვა;
* თვალის დათვალიერებისას შესაძლებელია აღმოჩენილი იყოს ჭრილობა;
* სისხლჩაქცევა დაზიანების მხარეს;
* მხედველობის ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვა;
* თვალის კაკლიდან სისხლის ან გამჭირვალე სითხის გადმოსვლა.

თვალის დაზიანების დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია – შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება და დაზარალებულის დროული გადაყვანა საავადმყოფოში.

პირველი დახმარება თვალის ჭრილობის დროს:

1.
დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და წამოუწიეთ წინ თავი. ეს არის საუკეთესო მდებარეობა თვალის დაზიანების დროს. დააფიქსირეთ დაზარალებულის თავი თქვენი ხელებით;
2. აუხსენით დაზარალებულს, რომ არ ამოძრაოს თვალები. ჯანსაღი თვალის მოძრაობა გამოიწვევს დაზიანებული თვალის მოძრაობას და ხელს შეუწყობს დაზიანების გაღრმავებას;
3.
მოათავსეთ დაზიანებულ თვალზე სუფთა საფენი, ეს დაიცავს მას მოძრაობასა და ინფიცირებისაგან;
4.
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ან უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში.

თვალის ქიმიური დამწვრობა. საქმიანობის დროს ხშირია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა თვალში. თუ ამ დროს არ იქნება დროულად გაწეული პირველი დახმარება, შეიძლება განვითარდეს თვალის მძიმე დაზიანება (დამწვრობა, ნაწიბური, სიბრმავე). თვალის ქიმიური დამწვრობის დროს დაზარალებულს შეიძლება აღენიშნებოდეს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული თვალის გახელის შეუძლებლობა, სიწითლე და შეშუპება თვალის გარშემო, ცრემლდენა. ასეთი სახის დაზიანებისას შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება იპოვოთ ქიმიური ნივთიერების კონტეინერი ან ქილა.

თვალის ქიმიური დამწვრობის დროს თქვენი მიზანია - სასწრაფოდ მოაშოროთ ქიმიური ნივთიერება და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

პირველი დახმარება თვალის ქიმიური დამწვრობის დროს:

1. არ მისცეთ დაზარალებულს თვალის დაზელვის, თვალის ლინზების ამოღების საშუალება. ჩამობანეთ დაზიანებული თვალი ცივი გამდინარე წყლით 30 წთ-ის განმავლობაში. ჩამობანის დროს წყლის მიმართულება უნდა იყოს თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით. დარწმუნდით, რომ კარგად ჩამობანეთ ორივე ქუთუთო. ამ პროცედურის დროს მიაქციეთ ყურადღება, რომ დაბინძურებული წყალი არ მოხვდეს დაზარალებულის ან თქვენ კანზე. თუ დაზარალებულს თვალი დახუჭული აქვს, ფრთხილად გადაუწიეთ ქუთუთოები და ჩამობანის დროს დატოვეთ თვალი ღიად. დაფარეთ დაზიანებული თვალი სუფთა საფენით. თუ სამედიცინო დახმარების გაწევა ყოვნდება დააფიქსირეთ საფენი ნახვევით;

2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ან უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში; ზოგჯერ თვალის დამწვრობა გამოწვეულია ძლიერი ნათებით (მაგალითად, შედუღების ნათებით, ულტრაიისფერი სხივებით). ამ დროს მკეთრად გამოხატულია ძლიერი ტკივილი ორივე თვალში, წვის, “სილის” შეგრძნება თვალებში, სინათლის აუტანლობა, თვალების სიწითლე და ცრემლდენა. გაამხნევეთ დაზარალებული ასეთ შემთხვევაში, დაფარეთ დაზიანებული თვალები სუფთა საფენით და უზრუნველყავით მისი გადაყვანა საავადმყოფოში.

უცხო სხეული თვალში. თვალის კაკლის თეთრ გარსზე (სკლერაზე) მოთავსებული მტვერის, წამწამის, თვალის ოპტიკური ლინზის ამოღება ხშირად ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. მაგრამ, თუ რაიმე უცხო სხეული თვალის კაკლის ან ფერადი გარსის ქსოვილებშია, მისი ამოღება არ შეიძლება.

თვალში უცხო სხეულის არსებობისას დაზარალებულს შეიძლება აღენიშნებოდეს მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება თვალში, შეწითლება და ცრემლდენა, თვალის უნებლიე დახუჭვა.

პირველი დახმარება თვალში უცხო სხეულის არსებობისას:

1. ურჩიეთ დაზარალებულს არ დაიზილოს თვალი. დასვით ისე, რომ თვალი კარგად იყოს განათებული. არ ახლოთ ხელი უცხო სხეულს, რომელიც ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე;

2. გადაწიეთ ქუთუთოები საჩვენებელი და ცერა თითებით, კარგად დაათვალიერეთ დაზიანებული თვალი. თვალის კარგი დათვალიერების მიზნით სთხოვეთ დაზარალებულს ამოძრაოს თვალი მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. თუ უცხო სხეული ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე, დაფარეთ ორივე თვალი (დაზიანებული და ჯანსაღი) სუფთა საფენით. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ შემდგომ დაზიანებას. უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში;

3. თუ თვალის დათვალიერებისას აღმოაჩინეთ უცხო სხეული, რომელიც მოთავსებულია სკლერაზე და არ არის ფიქსირებული თვალის კაკალში, ჩამობანეთ დაზიანებული თვალი სუფთა გამდინარე წყლით;

4. თუ ზემოთ აღნიშნული მანიპულაცია უშედეგოა, ამოიღეთ ის სველი სუფთა საფენით ან ცხვირსახოცის ან სხვა ქსოვილის კუთხით. თუ უცხო სხეული მოთავსებულია ზედა ქუთუთოს ქვეშ, უთხარით დაზარალებულს, მოკიდოს ხელი წამწამებს და წამოწიოს ზედა ქუთუთო ქვემოთ. ზოგჯერ ასევე ეფექტურია თვალის რამდენჯერმე დახუჭვა წყალში. თუ ამ მეთოდების გამოყენებით უცხო სხეულის ამოღება არ ხერხდება, დაფარეთ ორივე თვალი სუფთა საფენით და უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში.

თვალის დაზიანება ელექტრული რკალის ზემოქმედებით. ელექტრულ რკალს ახლავს მძლავრი სხივური ენერგიის გამოსხივება. ელექტრონული ნათებისას წარმოქმნილი სხივების თვალზე ხანგრძლივი ზემოქმედებით ვითარდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შესაძლოა მხედველობის დაქვეითებით ან დაკარგვით დასრულდეს. სინათლის აღმქმელი რეცეპტორების ზეზღრუბლოვანი გაღიზიანების გამო ვითარდება თვალის ქსოვილების და გარსების ანთება.
ელექტრონული რკალის ზემოქმედებით თვალის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პირველი დახმარება აღნიშნულ შემთხვევაში ანალოგიურია დახმარებისა თვალის ჭრილობისას (1, 2, 3, 4 საფეხურები).

გახსოვდეთ!

· თვალის ყველა დაზიანება საყურადღებოა.
· თუ დროულად და სწორად გაუწევთ პირველი დახმარებას თვალის დაზიანების დროს, შეიძლება ადამიანს შეუნარჩუნოთ მხედველობა.
· თვალის ჩამობანის დროს წყლის მიმართულება უნდა იყოს თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით.
· თუ უცხო სხეული ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე არავითარ შემთხვევაში არ ახლოთ ხელი მას.
· თვალზე მანიპულაციების ჩატარებისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.
· დროულად უზრუნველყავით გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

TravelMan
ობობის ნაკბენი:
უნდა დავალევინოთ შაქრიანი წყალი.


ეს პირველად გავიგე, საინტერესოა ფრიად
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.