დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლაშქობისთვის აუცილებელი აღჭურვილობა.
GEORGIAN CAMPING > თემატური ფორუმი > რჩევები დამწყებთათვის
კოპალა
1. ჩანთა - აუცილებლად კარგად მორგებული ზურგზე ( სასურველია არ იყოს უხარისხო, ლაშქრობისას ჩანთის დაზიანება გამოიწვევს როგორც თქვენი,ისე მოლაშქრეთა შეფერხებას)
2. საძილე ტომარა
3. პარალონი - უკეთესია იყოს მაგარი,რბილი ადვილად იხევა და არაკომფორტულია.
4. საწვიმარი.
5. ფეხსაცმელი - რეკომენდებულია არ არის ახალი ფეხსაცმლით წასვლა ლაშქრობაში, დიდი ალბათობაა ფეხის დაზიანების.
6. ჭიქა (ალუმინის ან პლასტმასის), ალუმინის პატარა ჯამი, კოვზი,დანა,ჩანგალი ( მცირე ზომის დასაკეცი)
7. ფანარი.
8. პირადი ჰიგიენის ნივთები.
9. ასანთი ( სანთებელა)
10. აფთიაქი (სტერილური ბინტი, სანტავიკი, წყალბადის ზეჟანგი, იოდი,რეგიდრონის პაკეტი, ვალერიანი ან ვალიდოლი, ტკივლიგამაყუჩებელი).
11. მზისგან დამცავი საშუალებები (კეპი,პანამა,ბენდენა, მზისგან დამცავი კრემები).
დავითაუ
გთავაზობთ იმ აუცილებელი სამედიცინო ნივთების სიას რომელიც დაგჭირდებათ ტყე-ღრეში.
1) ცალკე ჩანთა (ან პლასტმასის კონტეინერი არანაკლებ 1 მოცულობისა) რომელშიც პირველი დახმარების საგნები წყლისგან და მზისგან საიმედოდ იქნება დაცული
2) ბინტი სტერილური -1
3) ბინტი ელასტიური (არასტერილური) -1
4) იოდი (გამოიყენება ასევე არასანდო წყლის გასაწმენდად 2-3 წვეთი ერთ ლიტრზე) - 1 ფლაკონი
5) სტერილური საფენები 5 ან 10 ცალიანი შეფუთვა - 2
6) ლეიკოპლასტირი "სანტავიკი" (10 -იანი შეფუთვა) 2-3 შეფუთვა (მინიმუმ)
7) ანტიბიოტიკი (ციპროფლოქსაცინი ან ციპრობაი ან ციპრინოლი 500მგ) 10-12 ტაბლეტი
8) ტკივილგამაყუჩებელი (ტორადოლი 6 აბი)
9) რეჰიდრონის პაკეტი (ფაღარათის დროს მიიღება, იხსება 1 პაკეტი 1 ლ წყალში) 2 პაკეტი
10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
11) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში

გარდა მაგისა ყოველთვის თან იქონიეთ ჰიგიენის საშუალებები:
1) კბილის ჯაგრისი და პასტა
2) რაიმე კრემი ან მალამო. სასურველია "კოლხური", "თურმანიძე" ან "ბორო პლიუსი". უნივერსალურია. გამოიყენება დამწვრობისას დამწვრობისას, ფეხის კანის გაღიზიანებისას, მცირე ნაკაწრებზე, მწერების ნაკბენეზ,ე ტკიპების მოსაცილებლად
3) ე.წ. სველი სპირტიანი სალფეთკები (კარგად აშორებს ჭუჭყს, კამუფლიჯის მაკიაჟს და კარგია ტუალეტის ამბავში)
4) კარგია იშოვოთ რეპელენტი (ნივთიერება რომელიც კანზე წასმისას აფრთხობს მწერებს). გაითვალისწინეთ რომ ის დროთა განმავლობაში შორდება კანიდან ოფლის ზემოქმედებით.
5) ფრჩხილების საკვნეტი ან დანა რომელსაც აქვს მაკრატელი. გახსოვდეთ რომ ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი უფრო გაგამწარებთ ვიდრე მტრის ტყვიაsmile.gif

ყველაფერი ეს ერთად მინიმალურ ლიტრაჯს დაიკავებს თქვენს ზურგჩანთაში და საკმაოდ ცოტას იწონის სამაგიეროდ ტქვენს ტყეში ცხოვრებას და ბრძოლას 10-მაგათ კომფორტულს და შესაბამისად ეფექტურს გახდის.
გახსოვდეთ რომ ტყე თქვენი სახლია, ხოლო სახლი მაქსიმალური კომფორტით უნდა იყოს მოწყობილი

ხო, კინაღამ დამავიწყდა - ლახტი ანუ "ჯგუტი". გამოდგება ნებისმიერი ჭიმვადი რეზინის ზონარი ან "ღვინის" შლანგიც კი. მზა ლახტები იყიდება აფთიაქებში. ეგ საერთოდ ავტომატის ტარზე გადახვეული ან სხვა ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას უნდა ატაროთ. ლახრის არ არსებობის შეთხვევაში გამოდგება ქამარი.
თავსდება მხოლოდ უძლიერესი არტერიული სისხლდენის შემთხვევაში!!!
და მხოლოდ ბარძაყზე და მხარზე. (იქ სადაც ერთი ერთი ძვალი გადის)!!!
მუხლს და იდაყვს ქვემოთ მის დადებას ა ზ რ ი ა რ ა ა ქ ვს !!!!
nikolozi
[quote name='დავითაუ' date='Jun 2 2012, 03:02 AM' post='116']


10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
11) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში


10) თუ დიდი ხნით მიდიხართ წყალბადის ზეჟანგი ძალიან მალე ფუჭდება , ამიტომ სასურველია წაიღოთ გიდროპირიტის აბები.1 ცალი იხსნება 200მლ წყალში გადადუღებულ წყალში და ეს იგევე წყალბადის ზეჟანგია!!!

11) ხოლო ფუტკრის ან რაიმე მწერის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს შოკი ,რაც ყველაზე საშიშია ხორხის გასიება და ამის შედეგად სუნთქვის შეჩერება . ამ დროს სასურველია და აუცილებელი დექსამეტაზონის ინექცია .
liako
გამარჯობა,

გთხოვთ მირჩიეთ სად ვიყიდო ლაშქრობისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი???

ხევსურეთში ვაპირებ წასვლას და ბოტასებით წასვლა რამდენად რეკომენდირებულია???
thunderstorm
liako
ბოტასებით წადი, ოღონდ სქელძირიანი.
ძალიან სასურველაი სათადარიგო ბოტასიც წაიღო.

სამომავლოდ კიდე ამერიკული სამხედრო ბატინკია ყველაზე საიმედო.
ან მეორადებშიც ძალიანკარგი ხარისხის ფეხსაცმელბს გადაწყდები თუ დაძებნი.
liako
thunderstorm


ძალიან დიდი მადლობა smile.gif))
დავითაუ
liako
როგორც წესი, საუკეთესო ვარიანტი ჰაიკინგისთვის/ლაშქრობისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფეხსაცმელია...
drum
პარალონი და საძილე მინდა ვიყიდო , თბილისში. საით წავბოდიალდე ?
თუ წამომყვება ვინმე , უფრო კარგი იქნება biggrin.gif
thunderstorm
drum
დიდუბეში მეორადებში ან ნავთლუხის ბაზარში უფრო იშოვნი ეგეთებს.
drum
დიდუბეში ვიყავი ეხლ thunderstorm და მივაგენი ჩანთა-საძილეს . რამდენად კარგია მაგი არ ვიცი უბრალოდ, არაუშავს გამოიყურება .
ჩანთას ვულfპაკ ეწერა, სუპერ 70 < ესე იგი = 70 ლიტრი ? და საძილე 60 ლარად მითხრეს . ძვირი ხო არაა ?


ნავთლუღსაც მივაკითხავ და მერე ავარჩევ რამეს .

გამომყოლის ვაკანსია კიდე არის და თუ არ დაგეზარებათ დამეხმარეთ alk.gif
დავითაუ
ციტატა
და საძილე 60 ლარად მითხრეს . ძვირი ხო არაა ?

გააჩნია საძილეს, ნორმალური ფასია თუ კარგი საძილეა ))

ციტატა
ნავთლუღსაც მივაკითხავ და მერე ავარჩევ რამეს .

თუ დამწყები ხარ, სმხედრო რაღაცეები იდეალურია შენთვის smile.gif)) საძილეს 40 -50 ლარად იყიდი ზაფხულისთვის, ქვეშსაგებს (ე.წ. "პარალონი") კი 30 -35 ლარად, საკმაოდ კომფორტულ და გამძლე ინვენტარს : ))

ციტატა
გამომყოლის ვაკანსია კიდე არის და თუ არ დაგეზარებათ დამეხმარეთ

მე ვაპირებ გასვლას ნავთლუღში ამ კვირაში, მომწერე და თუ გინდა ერთად გავიდეთ smile.gif
drum
ციტატა
საკმაოდ კომფორტულ და გამძლე ინვენტარს

jump.gif

მოგწერ ეხლა
nucurika
დავითაუ
drum
სულ არ იცნობთ ერთმანეთს ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დავითაუ
nucurika
უკვე ვიცნობთ tongue.gif biggrin.gif
marishka
საძილეს რამდენად ვიყიდი? user.gif
დავითაუ
marishka
თხელი, ზაფხულის, სამხედრო საძილე - 20 -25 ლარი wink.gif
marishka
დავითაუ
ხევსურეთში რომ იყო მასეთ ტემპერატურას გაუძლებს?)
დავითაუ
marishka
საძილე კი გაუძლებს.. შენ თუ გაუძლებ ეგაა საკითხავი givi.gif

რავიცი რა გითხრა აბა... ხევსურეთში ეხლა სიცივე არ ყოფილა... ნორმალური ტემპერატურა იყო... თანდათან დათბება კიდეც. მაგაზე ცივადგილზე კი შენა რა მგონია მოგიწიოს წასვლა :დ

წესით უნდა გაუძლოს...

თუ რამეა, 50 - 60 ლარი ღირს შავი სამხედრო საძილე, კაი რამეა, მარა ძალიან ძნელი საშოვნელია.. - 15 გრადუსს უძლებს wink.gif
marishka
დავითაუ
ციტატა
საძილე კი გაუძლებს.. შენ თუ გაუძლებ ეგაა საკითხავი


gigi.gif

ციტატა
თანდათან დათბება კიდეც. მაგაზე ცივადგილზე კი შენა რა მგონია მოგიწიოს წასვლა :დ


რატო ვითომ user.gif

ნუ ხო პრინციპში ამ ეტაპზე არ ვაპირებ და მერე თუ დამჭირდება ვიყიდი უფრო თბილს biggrin.gif
marishka
ვინმემ საძილე მაყიდინეთ თუ ხალხი ხართ biggrin.gif
დავითაუ
marishka

თხელი სამხედრო საძილე გინდა? 25 ლარი ღირს ნავთლუღში wink.gif :დ

marishka
დავითაუ
ციტატა
თხელი სამხედრო საძილე გინდა? 25 ლარი ღირს ნავთლუღში


ეგ კი ვიცი, მაგრამ ნავთლუღი სად არის საერთოდ)))
დავითაუ
ნავთლუღი სამგორშია : ))

marishka
დავითაუ
საღამოს 6ის მერე რომ გავიდე ვიყიდი?)
დავითაუ
marishka
არა მგონია smile.gif
marishka
დავითაუ
weep.gif
marishka
ვიყიდე საძილე jump.gif
marishka
დავითაუ
შენნაირი ჩანთა უნდა ერთს და სად შეიძლება იყიდოს?)
დავითაუ
marishka
ამაზონზე
marishka
პარალონი მაყიდინეთ რა)
redcow
marishka
ნავთლუხი წერეთელი დინამო ყველგანაა
marishka
redcow
ნავთლუღში, როცა საძილე ვიყიდე მაშინ არ იყო, ტყუილად გასვლა მეზარება ისევ რომ არ ქონდეთ)


წერეთელზე და დინამოზე არ მიცდია
ლევანი
გამარჯობათ კარვის ყიდვას ვაპირეებ დამეხმარეეტ რა გიირს ამ კარვის ყიდვა აი ლინკი http://needshop.ge/karvebi/85--roky.html
thunderstorm
ლევანი
3 კილო ძაან ბევრია 3 კაციანისთვის.
zgarbunia22
გამარჯობათ, სრულიად გამოუცდელი ვარ ლაშქრობებში და ახლა ვაპირებ ყაზბეგში წასვლას როგორ ფიქრობთ ეს კარავი გამომადგება? წინასწარ მადლობა smile.gif

http://needshop.ge/karvebi/33--.html
redcow
zgarbunia22
ეგ ერთ ტენტიანი ჩანს

150 ად იყიდება ნამდვილი კარგი ფირმის 2 ტენტიანები
FLASH
გამარჯობათ,კაი კარავი და პარალონი დამათრევინეთ რა )
peterson
გამარჯობა, კარვის ყიდვა მინდა 2 კაცისთვის, ორტენტიანის და მაინტერესებს აქ რამდენად ხარისხიანები იყიდება და რა ფასად შეიძლება ხარისხიანის ყიდვა rolleyes.gif
Stichoza
FLASH
peterson
ძველი თემაა ვიცი მაგრამ სხვა შემომსვლელებს გამოადგებათ:

აქაა ბატონოჩემო ლაშქრობისთვის საჭირო ნივთები,

აგერ ცალკე პარალონი და კარავი. და კიდე ბევრი სხვა რამეც
jump.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.