დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოქროს საძებრად რკონში... 20-21 ოქტომბერი
GEORGIAN CAMPING > თემატური ფორუმი > განხორციელებული ტურები
დავითაუ
მიუხედავად დიდი ღალატისა, დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობებისა, ეს ტური მაინც შედგა, განსხვავებული (ნამდვილმოლაშქრული) ფორმატით და თავგდასავლებით...


შევიკრიბეთ:
დიდუბის ავტოსადგურში 09:30 ზე...

მე (დავითაუ)
ირინოლა პაიჭაძე
თამარა ლეთოდიანი
დარეჯან (დაჯი) პაატაშვილი


ფახით განვლილი მარშრუტი:
დღე I ახალქალაქი-გარიყულა-ჭყოპიანი(+დრისის ციხე)-დიდი იკვი-პატარა იკვი-რკონი
დღე II რკონი-საბოლიას ხეობა(ჩანჩქერიც)-რკონი-ჩაჩუბეთი-ჭყოპიანი-გარიყულა-ახალქალაქი... კასპისაკენ ჰერი ჰერი... unsure.gif

ფეხით განვლილი მანძილი სულ:
60-62კმ

საშუალო სირთულე:
რთული (იმის გათვლისწინებით, რო ამ გასვლის მონაწილეთა 3/4-ს არ ქონდა ამხელა მანძილის ესეთ მოკლე დროში დაფარვის გამოცდილება... : )) )

ვნახეთ:
ყველაფერი, რაც ტურში იყო გათვალისწინებული:
დრისის (ჯავახიანთ) ციხე
დიდი იკვის ნასოფლარი
პატარა იკვის ნასოფლარი და ეკლესია
რკონის ციხე-სიმაგრე
რკონის მონასტერი
ქვახიდა (ე.წ "თამარის ხიდი")
თეძმის ხეობა
საბოლიას ხეობა და ჩანჩქერი
შემოდგომის რკონი
შემოდგომა რკონში

დავაგემოვნეთ (გარდა სტანდარტული სალაშქრო საკვებისა):
მიშა პაპას უუუგემრიელესი პამიდორი ჭყოპიანში
მიშა პაპას არაყი ჭყოპიანში
მიშა პაპას ღვინო ჭყოპიანში
კარგი, ნატურალურად სუფთა ღვინო პატარა იკვში, ეკლესიის ეზოს რესტავრატორებთან
კარგი, ნატურალურად სუფთა ჭაჭის არაყი პატარა იკვში, ეკლესიის ეზოს რესტავრატორებთან...
მათივე ლობიანები biggrin.gif
ასევე კარგი ჭაჭის არაყი რკონში, სახლში, სადაც გავათიეთ კიდეც ღამე და დავტენეთ ფოტოაპარატი : ))

ამინდი:

იყო იდეალური... არც ცხელოდა, არც წვიმდა, არც ციოდა... მოკლედ გაგვიმართლა ძალიან.. ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში...

და...
არ შემიძლია არ გამოვხატო აღფრთოვანება! ( yes.gif ) ჩემმა სამმა თანამოლაშქრემ, მიუხედავად იმისა, რო მათ უმეტესობას არ ქონდა ასეთი სირთულის ლაშქრობის გამოცდილება და არც ფიზიკურად იყო მზად, ზედმეტი წუწუნის გარეშე გადალახა ყველა დაბრკოლება... ბოლომდე მხარში მედგა კრიტიკულ მომენტებშიც კი (რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ მათ) პანიკაზე ჰო ლაპარაკიც ზედმეტია... laugh.gif
მადლობა მათ, ვინც გვიღალატა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ კარგ თავგადასავალს ვერ გამოვჩხრეკდით... biggrin.gif
მადლობა მიშა პაპას შესანიშნავი მასპინძლობისა და უგემრიელესი პამიდორისთვის...
მადლობა ეკლესიის რესტავრატორებს გულთბილი მიღებისათვის...
მადლობა ჩემს მეგობარ ხელოსნებს რკონში ასევე გულთბილი მიღებისთვის, ჭაჭის, ბუხრისა და თბილი ოთახისათვის... happy.gif
მადლობა უცნობ მგზავრებს "ოპელით", რომელთაც საღამოს 8 საათზე ახალქალაქიდან კასპისკენ მიმავლები გაგვიყოლეს და გადაგვარჩინეს!
მადლობა სოფელ დოესის მარშუტკის მძღოლს, რომელმაც გაგვიჩერა მაშრუტკა მიუხედავად იმისა, რო ფეხზე დადგომის პერსპექტივაც კი არარეალური მოსჩანდა! biggrin.gif












ფოტოები ირინოლა პაიჭაძისა... (ძირითადად)
დავითაუ
დღე I

მოგეხსენებათ (ან არ...) რო ეს გასვლა დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიგეგმა... ასე თუ ისე იყო მსურველთა გარკვეული რაოდენობა და ჯერ კიდევ პარასკევს საღამოს 11 საათზე არაფერი მოასწავებდა იმას, რაც შემდეგ მოხდა... რა მოხდა და... მოხდა რო დილით დიდუბის ავტოსადგურში ოთხნი შევიკრიბეთ და ახალქალაქის სარეისოს გავყევით... (იმას აღარ დავწერ რო წინა ღამით უკანასკნელ წამებსა და წუთებში მოხდა სამშობლოს ღალატის ტოლფას ქმედებათა მთელი რიგი... ამოწერები... ზოგმა არც იკადრა ამოწერა და შეტყობინება რო არ მოდიოდა... ჰო ამეებს არ დავწერ, არ მინდა.. )
ჰოოდა, ეს ღამენათევ-ნერვებდაწეწილი 4 მოლაშქრე მოვგროვდით დიდუბეში და ამასობაში 9საათიანმა ახალქალაქის მარშუტკამ გაგვასწრო... რას-ღა ვიზამდით, დაველოდეთ 10-საათიანს და გავყევით...
გზას გამოვტოვებ, უინტერესოა...
იმასაც გამოვტოვებ, გარიყულას გადასახვევთან რო ჩამოვედით მარშუტკიდან, იქვე აბრაც როა წარწერით "რკონი 23.1" ამასაც არ გეტყვით...

"ვიწყებთ!"




გზად ჭყოპიანისკენ...



დავიწყებ იქიდან, სადაც თბილისის მარშუტკის მძღოლს ვკითხე, ხვალ აქედან ბოლო მარშუტკა თბილისში რომელ საათზე მიდის მეთქი. იმასაც გეტყვთ რა მიპასუხა: 6-ზეო...
ჰოდა დაიმედებულები, რო წინ მთელი ორი დღე გვქონდა გავუყევით გზას ჭყოპიანისკენ... სოფელში წყლის მარაგის შესავსებად შევჩერდით, შევისვენეთ და გავესაუბრეთ იქვე მყოფ მიშა პაპას (ფრიად არაქართული გარეგნობითა და ფრიად ქართული გულით) რომელმაც ზურგჩანთების მასთან დატოვება შემოგვთავაზა მანამ, სანამ ჩვენ დრისის ციხეს ვნახავდით და უკან, ჭყოპიანში ამოვბრუნდებოდით...

მომენტებში "შეგვეშინდა და ვიქალაჩუნეთ"



ამობრუნებისას აღმოჩნდა, რო ნამდვილი ლაშქრობის დაწყებამდე მოლაშქრეთა ნაწილი დაღლილიყო...
სოფელში ამოსულებმა აღმოვაჩნეთ რო მიშა პაპა (გვარად ფულოვი (ბერძ.)) ღვინოს იღებდა... და არაყიც ახალი გამოხდილი ჰქონია... happy.gif ჰო კიდე, პამიდორი! უცბად შესანიშნავი... უუგემრიელესი.. წვინიანი.. ნატურალურად სუფთა სოფლის პამიდორი... პური.. მარილი... არაყი... თხლიანი ღვინო... და კეთილი გული გაიშალა... მიშა პაპა მხატვარიც აღმოჩნდა და ჩვენი ხელოვნებათმცოდნე მოლაშქრეები მისი ნამუშევრებითაც დატკბნენ...

ფულოვების ოჯაჰი...



ჰო, კიდევ ერთი (მთავარი): მიშა პაპას შვილიშვილი უცოლო ყოფილა თურმე... არადა შესანიშნავი, ლატანივით ბიჭი, მაგათ ეზოში რაც შეშა იყო, სულ იმას დაუჩეხია... biggrin.gif მერე რა რო ჩვენი წასვლის ჟამს გატიალებული "ფხიზელი" "შემოგვესწრო"? არ იყო ცუდი ბიჭი მართლა... და შეგვიპირეს რო ჩამოვლისას ერთ-ერთ მოლაშქრეს (მე არა ოღონდ!) დაიტოვებდნენ...

ესეც ქემფის პოტენციური სიძე! happy.gif



3-3 ვთქვით... ბოლოს გზა დაგვილოცეს და ავიკარით გუდა ნაბადი...



მეტნაკლებად შებრუჟებულებმა მხიარულად ავიარეთ რამდენიმე კილომეტრიანი აღმართი და ჰოი საოცრებავ! დიდ იკვში ამოვყავით თავი... მოგეხსნებათ ალბათ (ან არ.. ) ირინოლა და თამარა ხელოვნებათმცოდნეობის ამბავში, ძლიერ ეტრფიან და ერკვევიან კიდეც (ასე თუ ისე ) არქიტექტურაში, მოხატულობაში, ჩუქრუთმებში და ა.შ.

დიდი იკვის ნასოფლარი დღეს სათიბებს წარმოადგენს...




მოკლედ... მათთვის ეს გასვლა ფრიად პროდუქტიული გამოდგა... იკვში ეკლესიის ნაშთების აზომვა-ჩანიშვნის შემდეგ დავეშვით პატარა იკვისკენ... უკვე მოსაღამოვებულზე ჩავედით, შესაბამისად სინათლე გვაკლდა და სასურველი ფოტოებიც ვერ გადავიღეთ...


სამაგიეროდ გავიცანით ტაძრის ეზოს მოპირკეთება-რესტავრაციაზე მომუშავე კარგი ხალხი, რომელთაც შესანიშნავი თეთრი ღვინო (ფრიად მარგებელი და კეთილსაამური) შემოგვთავაზეს, საქმე იქამდეც მივიდა, რო ბოლოს ამ ღვინოს 320 ვატიანი (თუ ვოლტიანი) გაფუჭებული ნათურით ვსვამდით! facepalm.gif

ესეც "განსხვავებული" ნათურა... laugh.gif


კარგა შებინდებულზე დავაღწიეთ თავი იმ პირობით, რო მეორე დღეს ავუცილებლად გადავიდოდით ფრესკების დღის შუქზე დასათვალიერებლად...
დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა რკონში რო გადავედით... დაღლილები(და არა მარტო) ვიყავით, კარვის გაშლა დაგვეზარა და გადავწყვიტეთ ღამე ჩემს სახლში გაგვეთია (რკონში)... სახლში მისულს გამახსენდა, რო მეზობლად, ჩემი მეგობარი ხელოსნები ჩემი ნათესავის სახლს არემონტებდნენ და სახლის მაგივრად იმათ მივაკითხეთ... რაც მთავარი იყო, ბუხრის აშენება/მოპირკეთება დაესურელბინათ უკვე და შიგ ცეცხლის გიზგიზებდა... happy.gif ზუსტად ვახშმობისას მივედით... რა თქმა უნდა გაუხარდათ ჩვენი მისვლა... რკონი ხალხისგან დაცლილი სოფელია, მხოლო 2 ადგილობრივი მოსახლეა და ისიც მოხუცი... ეს ხელოსნები კი უკვე 3 კვირაა აქ იყვნენ და ხალხის ნახვა ენატრებოდათ... yes.gif ჰოდა... კარგი ჭაჭა ჰქონდათ ამათაც... givi.gif ჰოდა.. რაღა გავაგრძელო და... ესე, მთელი დღე ლოთაობაში გავატრეთ და... მიუხედავად ჩვენი მეგობრების დიდი თხოვნისა, დარჩით ცოტახანს, ვილაპარაკოთო... ვარჩიეთ დასაძინებლად წასვლა, რამეთუ ფრიად დაღალულნი გახლდით და დილით კი სისხამზე ასადგომ/წასასვლელნი....

თბილი და ტკბილი სახლი...

დავითაუ
დღე II
მართლაც, დილით სისხამზე გავიღვიძეთ, მაგრამ გარეთ ისეთი კუნაპეტი ღამე იყო გამეფებული, თვალთან თითს ვერ მიიტანდი biggrin.gif ჰოდა დაველოდეთ, სანამ აღმოსავლეთი მტრედისფერს დაიკრავდა და ავდექით... დილით მსუბუქად წავიხემსეთ და შემცივნებულები გავუყევით გზას მონასტრისკენ.. არაუგვიანეს 15-20 წუთისა უკვე მონასტერში ვიყავით... ჩვენი ხელოვნებათმცოდნეებისათვის ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა რკონი... მოგეხსენებათ (ან არ...) რკონის ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, საკმაოდ მდიდარია ჩურქურთმებით და კიდე ბევრი რაღაც უცნაური დასახელების(ირინოლა და თამარა რო წარმოსთქვამდნენ) ორნამენტებით... ძველქართული და ახალქართული(!)

"სიცოცხლის ხე"








დაცულის არაფერი ეტყობოდა... sad.gif



წარწერებით... მოკლედ სადღაც ერთსაათიანი კვლევისა, ჩანიშვნა-ჩახაზვა-ჩაწერისა და ფოტოგადაღებისა, მოვწყდით მონასტერს და გადავედით ქვახიდაზე...

ქვახიდა




აქ დიდხანს არ გავჩერებულვართ, გადავიღეთ რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო და ავყევით ხეობას... მოგხსენებათ ალბათ (ან არ...) რო წლის ამ დროს თეძმის ხეობა ულამაზესია... ჰოდა ჩვენაც ვტკბებოდით ამ სილამაზით...


ჩემი თანამოლაშქრენი მდინარეში ჭყაპაჭყუპითა და ტყაპატყუპითაც ტკბებოდნენ...


მე კი ტრადიციულად :ფორევერმშრალი: ავედი და ჩამოვედი biggrin.gif
"ფორევერმშრალი"



მოკლედ, ავედით ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე, საბოლიას ულამაზეს ხეობაშიც შევიჭყიტეთ და ჩანჩქერთანაც გავაჩერეთ წამი... იმდენი წამი გავაჩერეთ რო საათი რო მქონოდა ალბათ წუთსაც გამოვიყვანდით(რამდენიმეს)... ჰოდა, ასე იყო თუ ისე, დავეშვით ჩანჩქერიდან მაქსიმალურად სწრაფად... (საღამოს 6ზე ბოლო მარშუტკა გადის ახალქალაქიდან და იმას უნდა მივუსწროთ...) აღარც მონასტერში შევჩერებულვართ და აღარც იკვში გადავსულვართ... ერთი ეგ იყო, რო რკონის ციხის გალავანს ვეწვიეთ და კარის ეკლესიის სასწაულებრივად შემორჩენილი რამდენიმე ფრესკა აღვბეჭდეთ ფირზე... შემდეგ ავედით სოფელში, ჩავბარგდით და ალბათ შუადღის ორი საათი იქნებოდა (საათი რო მქონოდა) როცა ავიბარგეთ, დავემშვიდობეთ ჩვენს მეგობარ ხელოსნებს და დავეშვით ახალქალაქისკენ...
(ჰო, ის არ გითხარით მონასტრის მისადგომებთან "მომლოცველები" რო გაგვცდნენ... იმათ ნაკვალევზე უამრავი "სნიკერსისა" თუ "ალპენ გოლდის" შეფუთვის ნარჩენები შემოგვეგებნენ... blink.gif )
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მობილურმაც დაიჭირა (რკონში არ იჭერს) და ყველა მსურველმა შეძლო დაკავშირებოდა ახლობლებს... მე კი :ფორევერელოუნი: მივაბიჯებდი არხეინად :დ
გზაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა... ერთი ეგ იყო, რო გზა გაგვეწელა ძალიან... რაც კი მოკლე ბილიკი ვიცოდით, ყველა გამოვიყენეთ, თუმცა ჭყოპიანში წყლის ავსების შემდეგ ახალქალაქამდე ჩასასვლელად 45 წუთი გვრჩებოდა... მიუხედავად დაღლილობისა, ავჩქარდით, მაქსიმალურად მოვინდომეთ, თუმცა ვერ ხერხდებოდა 6 საათისთვის მარშუტკის გაჩერებამდე მისვლა... ამიტომაც მე მომიწია კიდევ უფრო სწრაფად სიარული... წინ წავედი რათა მიმესწრო მინიბუსისთვის და შემეკავებინა ჩვენი უკანაკერძის (რა დიდებული სინონიმია არიერგარდისა...) მოსვლამდე... მონდომებამ შედეგი გამოიღო და არასრულ 6 საათზე გაჩერებაზე ვიყავი... იქ რამდენიმე "ბირჟავიკი" დამხვდა და მომახარეს: "ბოლო მარშუტკა 6ის თხუთმეტ წუთზე გაივსო და წავიდაო... gigi.gif ცოტა ხანს ჩამოვჯექი და სათადარიგო ვარიანტების გადამუშავება დავიწყე... ამ დროს მოაღწია არიერგარდმაც და მოიტანეს გეგმა B : ტაქისით თბილისამდე, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით 25 ლარამდე დაჯდებოდა... რა თქმა უნდა თანახმა ვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რო ეს 25 ლარი სინამდვილეში 60 ლარს უდრიდა... აქ ყოვლად მშვიდ და უწყინარ ირნოლასაც უმტყუნა ნერვებმა და აბობოქრდა:" რა ამბავია 60 ლარი, ჩვენზე გინდათ გამდიდრებაო?" biggrin.gif რაღა უნდა გვექნა... უკვე დაბნელებული იყო როცა დავეშვით ახალქალაქის გავლით კასპისკენ.. (12 კილომეტრია)
საბედნიეროდ მალევე წამოგვეწია ორი ახალგაზრდა მწვანე "ოპელით"... თავიდან უცხოელები ვეგონეთ, მაგრამ როცა ქართულად მივესალმეთ, გაუხარდათ და შემოგვთავაზეს კასპამდე ჩაყვანა... კასპი უკვე რაიონული ცენტრია ("ტი შტო") ჰოდა იქ გვეგულებოდა გაზზე მომუშავე ტაქსები, რომლებიც იაფად ჩაგვიყვანდნენ თბილისს... გზად მცირე ავარიას შევესწარით... რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული გზის პირას და მათ შორის ერთი მაღალ ჭერიანი თეთრი "მერსედესის" მარკის მინუბუსი... რომელსაც ტრაფარეტი ეკეთა წარწერით "თბილისი, დიდუბე" ... აღარ მახსოვს, სიხარული აღმოგვხდა თუ აღტაცება... მაგრამ ფაქტია რო გზა გავაგრძელეთ და კასპში ჩავედით... აქ ჩვენს კეთილისმყოფელებს დავემშვიდობეთ და დავიწყეთ "გაზიანი ტაქსების" ძებნა... აქ კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ: თურმე კასპში გაზგასამართი სადგური არ ყოფილა და შესაბამისად არც გაზზე მომუშავე ტაქსები არსებობდნენ იქ... თბილისამდე კი სადღაც 12 კილომეტრის მერე (ახალქალქიდან) 60 ლარი 35 ით შეიცვალა... თან ჟიგულებისა და ნივების ნაცვლად აქ უკვე მერსედესები იდგნენ.. biggrin.gif
სანამ ტაქსს დავიქირავებდით, უკანასკნელი იმედი, გზაში გამოსწრებული "თბილისი, დიდუბე" უნდა გვეცადა... საბედნიეროდ მძღოლმა გაგვიჩერა, მიუხედავად იმისა, რო ფეხზე დასადგომი კი არა, ცხვირის მოსაბრუნებელი ადგილი არ იყო... biggrin.gif თუმცა ამას ვინ დაეძებდა... მინიბუსი კასპის რაიონის სოფელ დოესიდან მომავალი აღმოჩნდა მძღოლიც კარგი მოსაუბრე და ესე მასლაათითა და თვლემა თვლემით ჩამოვგორდით დიდუბეში...
კიდევ ერთხელ დიიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს თანამოლაშქრეებს, არგამოჩენილი ქალაჩუნობისა და გამოჩენილი ვაჟკაცობის-და გამო...
დავითაუ
საბოლიას ჩანჩქერი



რკონის ციხე





ჩაჩუბეთი





გზად...



უკვე მწვანე "ოპელის" საბარგული... (ამ მომენტამდე გადასაღებად აღარ გვეცალა...)




კასპი... "ემ საათში ველოდებით მარშუტკასა..." biggrin.gif



"ფორევერგაჭედილები"



"ჰე ნაგავო, ძალსა შენსა, სადაურსა სად წაიყვან.." (თუ როგორც არის...)


bedniera
მივესლამები მცირედრიცხოვანი შემდადგენლობის ტურებს.
:კეთილიშურისმაილიკი:
დავითაუ
მცირედრიცხოვანი შემდადგენლობის ტურებიც მოგესალმებიან და გიხმობენ... უფრო საინტერესოები ვაართო... yes.gif
კოპალა
კეთილიშურისსმაილიკიო??? ერთი მე გენახეთ რა გაბოროტებული ვიყავი 2 დღის განმავლობაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თან რა ადგილას იყვნენ,თაან რა ხალხი wub.gif wub.gif მაგრამ რომ მიყვებოდნენ თავგადასავლებს..... შთაბეჭდილებებს, გავკეთილშობილდი love.gif .. არ შემეძლო ამ ყველაფრისთვის ბოროტად შემეხედა facepalm.gif
tengomengo
მთელი ისტორია წავიკითხე და ძაან მომეწონაა, ნეტა მეც მანდ ვყოფილიყავიი, დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო მაგარი ლაშქრობა გამოგივიდათ ვიდრე ბევრი ხალხის წამოსვლის შემთხვევაში : ))
დავითაუ
tengomengo
რა თქმა უნდა... რაც ცოტაა ხალხი, მით მეტია თავგადასავლები...
tengomengo
დავითაუ + ნაკლები ნერვიულობა და მეტი დავისუფლება...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.